четверг, 12 февраля 2015 г.

მხატვარს – ლია ნაროუშვილი

მხატვარს

ლია ნაროუშვილი 

დამხატე მალე,
მოასწარი, ვიდრე შორს წავალ,
სანამ საგულეს გაეცლება
გული ბედკრული,
დამხატე ვიდრე,
ეს გრძნობები გაუფერულდა
სანამ დარჩება
სიყვარული ცალად – ეული.
ფერებ – ფერებით
ააჭრელე ტილო და ფუნჯი
იქ გადმოღვარე,
სად ატყვია ძველი იარა,
ისევ დახატე ყივჩაღი და


ქართლის მეჭურჭლე,
კვლავ, როგორ ხმობენ
დიდგორის ველს ნაფერ იარაღს.
ჩქარა დახატე,
იალბუზზე არწივთა კრება
და რიჟრაჟის ჟამს
ქრისტიანთა ლოცვა და კდემა,
ჩქარა დახატე, როგორ მიხმობს
წინაპრის სისხლი,
როგორ მეძახის სამშობლო
და მშობელი დედა...
ისიც დახატე, როგორ ტირის
გუმბათ, ხატები,
და როგორ იბრძვის უგვირგვინო
"მეფე" ტახტისთვის...
დახატე მთვარე გალეული
ქართველთ ლოდინში
და ცა დახატე , ცა დახატე
ჩემი ოდიშის !!!

Комментариев нет:

Отправить комментарий