суббота, 14 февраля 2015 г.

ბექა ქავთარაძე – „ადამიანის ხმა“


ის ცნობილი მამის შვილია, მაგრამ მშობლის ჩრდილში არასოდეს უცხოვრია… მამის კვალს გაჰყვა, თუმცა მზის ქვეშ საკუთარი ადგილი, თავადვე, დიდი შრომის შედეგად მოიპოვა…  საკუთარ მიღწევებზე, ისევე როგორც მომავალზე, ლაპარაკი არ უყვარს. ბექა ქავთარაძე რეჟისორიცაა, მსახიობიც და მხატვარიც… რომელ ამპლუაში გრძნობს თავს უფრო კომფორტულად, ვერ ამბობს, ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ხელოვნებაში ჯერ კიდევ ეძებს…რადგან საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი არ გიყვართ, თქვენ მიერ გავლილ შემოქმედებით გზას მკითხველს მოკლე ანოტაციის სახით გავაცნობთუ რამე გამომრჩა ან შემეშელა, შემისწორეთშევთანხმდით?

- შევთანხმდით (იცინის)…
სოხუმის თეატრში, მეორე კურსზე  გაქვთ დადგმულიგიორგი გამსახურდიას ” მუნჯის სიზმრები“, რომელმაც მიიღო პრიზი „საუკეთესო დებიუტი“. სოხუმის თეატრშივე დადგით ედუარდ ოლბის,” რა მოხდა სამხეცეში “, ”ადრენალინი“, და “პომო მორალესი“, პიესა  დამსჯელი ნომერი თოთხმეტის” მიხედვითასევე კოკტოსადამიანის ხმა“, სადაც მუსიკალური გაფორმებაც თქვენივე იყო, ამ სპექტაკლმა ორი გრან-პრი აიღო, თბილისსა და ბაქოში. მარჯანიშვილის დიდ სცენაზე ” სურვილების ტრამვაი დადგით, რუსთაველის დიდ სცენაზე კიანტონ ჩეხოვის “თოლია, ამ სპექტაკლზე იმუშავეთ მამასთან ერთად, რომელმაც სორინის როლზე დროებით,კარლო საკანდელიძე შეცვალაასევე თქვენი რეჟისორობით დაიდგა მროჟეკის ” ემიგრანტები” თავისუფალთეატრში. როგორც მსახიობი, მონაწილეობდით სხვადასხვა რეჟისორების ფილმებში: “არა მეგობარო” , “ნუცასსკოლა” “ორშაბათი“. სერიალებში: ” ბილეთი ჰარემში და წვრილვარსკვლავთა ღამე“.  ითამაშეთ ცნობილი ესპანელი რეჟისორის, მიგელ ანხელ ხიმენსის ორ ფილმში: “ორი” და “KHOROSHO” აქედან ფილმმა “ორი“,რომელიც ჰიმენესის საკურსო ფილმი იყომაროკოსა და მადრიდში გრან-პრი  აიღონათამაშები გაქვთ თეატრშიც, რეჟისორ ლევან კუჭაიძის სპექტაკლებში – მეტეხის თეატრში “სულ სხვა ადგილი“, “მომკალ,მომკალ“– აზიზ ნესინინის პიესაშიასევე ნათამაშევი აქვ რეჟისორ სანდრო მრელაშვილის სპექტაკლებში: “მარტორქები ორკესტრში“ მეტეხის თეატრში და “სადამსჯელო კოლონიაში“ თეატრ „გლობუსში” – „თავისუფალთეატრში“ რეჟისორ რამაზ სიხარულიძესთან ერთად დადგით ” თეთრი ოთახი” კოკტოს „გულცივი მამაკცისმიხედვითსადაც, რეჟისორობის გარდა, თავადაც თამაშობდითვაღიარებ, კარგად ხართ ინფორმირებული (იცინის)…
მოგვიყევით მამაზეიმაზე თუ რა გავლენა მოახდინა თქვენზეროგორც ხელოვანზე?10743735_10152488175604779_1666910849_n- მამა ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო თეატრებს. ჩვენც მთელი ოჯახით მასთან ერთად გადავდიოდით ერთი ქალაქიდან მეორეში. ფაქტობრივად თეატრში ავიდგი ფეხი. ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, ვმუშაობდი მასთან სოხუმის თეატრში, ჯერ გამნათებლად, შემდეგ ტექნიკურ რეჟისორად… რა თქმა უნდა, თეატრში, მამის გვერდით გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება მომცა, სწორედ ამის  დამსახურებაა ის, რომ არასოდეს მიჭირდა დამოუკიდებლად მუშაობა.
– მოგვიყევით  სპექტაკლზე და ფილმზე, რომლებმაც ბავშვობაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე…- ბავშვობაში უამრავი სპექტაკლი ვნახე… ყველაზე ძლიერი, შეიძლება ითქვას, განუმეორებელი შთაბეჭდილება  ჩემზე რობერტ სტურუას “მეფე ლირმა” მოახდინა. ეს იყო სულ სხვა სამყარო, სხვა ესთეტიკა… დარღვეული იყო იქამდე არსებული ყველა კლიშე.
ასევე არ შემიძლია არ ვახსენო პოლუნინის თეატრი. ეს ყველაზე ახლობელი თეატრია ჩემთვის. მისი ესთეტიკა დღესაც ძლიერ ინსპირაციას მაძლევს. ჩვენი სამყაროსეული აღქმა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მუშაობის დროს ხშირად მივმართავ მისეულ ხერხებს. ვიყენებ სავარჯიშოდ, ეტიუდებად.
რაც შეეხება კინოს, მეხსიერებას ყველაზე ნათლად შემორჩა “ადამიანის ხმა”, ანა მანიანის მონაწილეობით. ეს ფილმი,  5–6 წლის ასაკში ვნახე. მაშინ, რაღა თქმა უნდა, არაფერი მესმოდა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ და არც რეჟისორის ფსიქოლოგიური წიაღსვლები იყო ჩემთვის გასაგები, მაგრამ ნათლად მახსოვს ემოცია, რომელიც განვიცადე, ის დღემდე ცოცხლობს ჩემში…
- თქვენი ბავშვობის საოცნებო პროფესია… რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით?- საოცნებო პროფესია? როგორ გითხრათ?! ალბათ, ქვეცნობიერად მაინც მსახიობობა, რადგან სულ ვთამაშობდი, ვიღაც რეალურ გმირს ამოვიჩემებდი და რამდენიმე დღე მის ტყავში ვცხოვრობდი (იცინის)…
თქვენ, თავი რამდენიმე ამპლუაში გამოსცადეთრა არის თქვენთვის ყველაზე ახლოს და რატომ?10744772_10152488175609779_1942022719_n
- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ბევრი რამ თანდათან გაიფილტრა, ის, რაზეც მანამდე „ვაფრენდი“ ნელ-ნელა გადამავიწყდა. ევოლუცია საერთოდ ყველაფერში განვიცადე – საქმეშიც და ცხოვრებაშიც. მაგალითად, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ის, რაც „ძალიან მაგარი“ გეგონა ,ახლა აღარ აღგაფრთოვანებს. ადამიანი არ უნდა იყოს თვითკმაყოფილი, რათა წინ წავიდეს. ჩემი აზრით, პროგრესისთვის სჯობს თავი გაანებო იმას, რაც დიდი ხანი აკეთე და რაიმე ახალზე გადახვიდე, ან ახლებურად გააკეთო.
მამის გარდაკიდევ რომელმა ხელოვანებმა მოახდინესგავლენა თქვენს შემოქმედებაზე, ვინ იყვნენ თქვენი კუმირები?- რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ბუნუელი და ოთარ იოსელიანი. ბევრი სხვაც მომწონს, მაგრამ ამ ორმა ხელოვანმა საჭირო მიმართულება მომცა, მათი ხედვის ფორმა ჩემთვის ძალიან ახლობელია. არ შემიძლია, არ ვახსენო სანდრო მრევლიშვილი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი იყო. დღემდე დიდ სიამოვნებას ვიღებ მასთან ერთად მუშაობისას. უნდა ითქვა, რომ სანდრო მრევლიშვილმა სამსახიობო ოსტატობის დიდი სკოლა გამატარა.
– რას თვლით, თქვენიროგორც ხელოვანის ყველაზე დიდ მიღწევა?- ამაზე ვერაფერს გეტყვით…  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვთვლი, რომ რამეს მივაღწიე. ხანდახან ხდება, რომ გიმართლებს, მაგრამ „რამეს მივაღწიე“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი მგონია.
წარმატება - რას ნიშნავს ეს ცნება თქვენთვის?10743758_10152488175599779_1675143120_n- იცით, რა?! ყველაზე მეტად, ალბათ, პასუხისმგებლობას… წარმატების შემდეგ უფრო მეტი მოგეთხოვება. ეს არ ნიშნავ, არც საკუთარ თავში დარწმუნებას, არც მოდუნებას. ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა მათ მიმართ, ვინც გაღიარა… წარმატება დროებითია, მირაჟია.
ამჟამად რაზე მუშაობთ?- თქვენი და მკითხველის ნებართვით, საიდუმლოდ დავიტოვებ, ვიდრე „რელსებზე“ არ დავდგები (იცინის).
- ან შემოქმედებით ოცნებას, ან თუნდაც მიზანს გაგვიმხელთ?- რა გითხრათ?! წინასწარ არაფერს ვგეგმავ და არარეალურზე არ ვოცნებობ. ბავშობაშიც არ მჯეროდა ოცნებების, რადგან „ბებერი ბავშვი“ ვიყავი. ახლა უფრო მჯერა ახალგაზრდების, ვიდრე თავის დროზე… ბევრი ახალგაზრდა თაობის მეგობარი მყავს, ადრე პირიქით იყო. ეს, ალბათ, „ბებერი“ ძმაკაცების დამსახურებაა… საერთოდ ძალიან მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, მიყვარს მათი განებივრება (იცინის),  ჩემი გულწრფელი სიმპათიის გამოსახატად კი, მათ ჩემ მიერ სახელდახელოდ მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდები (იცინის).
 ირმა მირზაშვილი
10744912_10152488175639779_1878778824_n
10748811_10152488175649779_2059756100_n
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Oja-UNfoLvQ” width=”560″ height=”315″]


Комментариев нет:

Отправить комментарий