среда, 22 апреля 2015 г.

ნინო მიშელაძის ხსოვნას.

         
              ამბობენ, გარდაცვლილთა ფოტოებს სხივი ეკარგებაო. არა და არ გაქრა შენს ფოტოზე ის სინათლე და სიკაშკაშე სიცოცხლეში მუდამ სახეს რომ გიცისკროვნებდა. ისევ ისე გეშლება ტუჩზე ვარდი . ისევ ისეთი ცოცხალი, ცქრიალა თვალებითა და საოცარი გამომეტყველებით, შემოგვყურებ ფოტოებიდან, თითქოს ეს ესაა ჩვეული სიყვარულით დაგვაჯერებ , რომ ისევ ის ხალისა გოგო ხარ ... აქ ხარ ...  არსადაც არ წასულხარ...! 

     ერთხელ, დაბადების დღეზე, ფეისბუქით ვირტუალური იასამნები მოგიძღვენი. მომწერე: რა იცოდი სწორედ იასამნებზე რომ ვგიჟდებიო. ათასი მადლობა გადამიხადე არადა, შენი ხასიათი რომ ვიცოდი გამეღიმა. მაშინ მეგონა ტიტები, იები, ან კიდევ სხვა რამ, რომ მომეძღვნა იგივე მადლიერებით მიიღებდი.
     მოგვიანებით გავიგე, მართლაც ძალიან გყვარებია გაზაფხულის ეს ყვავილი. ამიტომაც მისი ყვავილობისას გაგიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან და იისფერ სურნელში ჩაგვიტოვა შენი ხსოვნა .
        ხვალ დედის ცრემლებად წამოსული აპრილის წვიმა ისევ დანამავს შენს საყვარელ იასამნებს. მიესათუთე შენებურად, ძალა მიეცი, გულში ჩაკლული დარდი გაუფანტე, რომ დიდხანს, დიდხანს აძლიერებდეს შენს პატარა ბოხოხინა ბიჭს შენი გამზრდელი უბე.
        არ ვფიქრობ,რომ ოდესმე უშენოდ გაზაფხულდება. მჯერა,იასამნების სურნელში დარჩენილი შენი ხსოვნა მუდამ გამოჰყვება აპრილის წვიმებს. წვიმის წვეთებით დანამული ნაზი სიო ისევ ყველას ჩამოგვიქროლებს, ლოყაზე მოგველამუნება, ნაწვიმარ ყვავილებს მოგვაყრის და სულის უკვდავებას დაგვაჯერებს.
      გაზაფხული შეინახავს მუდამ შენს ხსოვნას , ვიდრე იასამანი არ გაქრება დედამიწიდან.

понедельник, 20 апреля 2015 г.

შორენა შარიქაძე – თუ გაითვალისწინებ წინა ნამუშევრებში დაშვებულ შეცდომებს, ყოველი შემდეგი უკეთესი იქნება

  ON
11051292_943698092331038_182448425_nმისი ხელები ქართულ უძველეს ხელოვნებასტიხრულ მინანქარს აცოცხლებსშორენა შარიქაძისნამუშევრებსმინანქრისთვის დამახასიათებელი ფერთა სიუხვის სიღრმისეული გამჭვირვალობის გარდა,საოცარი ფერთა შერწყმასილამაზის შეგრძნება და ინდივიდუალიზმი ახასიათებსეს სწორედ ისხელწერაარომლიც მას სხვა ოსტატებისგან გამოარჩევს. მინდა მინანქარი ისეთივე პოპულარული და ცნობილი იყოს სხვა ქვეყნებში, როგორც იტალიური მურანოს მინის სამკაულები თუ აქსესუარები. საბოლოოდ, ჩემი ყველა გეგმა აქეთკენ მიმყავს, შეძლებისდაგვარად“, –  საკუთარ  თავზე და  დასახულ  გეგმებზე  შორენა შარიქაძე თავად გვიამბობს.
როდის  დაინტერესდით  ტიხრული მინანქრის ხელოვნებით?
მამა – გოჩა შარიქაძე მხატვარია, დედა – ლალი მდივნიშვილი პროფესიით ფილოლოგი გახლავთ.  წლებია  ისინი  ამ ხელოვნებით არიან დაკავებული.  პირველად ტიხრული მინანქრით დავინტერესდი 15-16 წლის ასაკში, როცა ვუყურებდი, როგორ მუშობდნენ ჩემი მშობლები.  მართალია, იმ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ეს სფერო ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.  გამიჩნდა ინტერესი, გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა ვერ წარმომედგინა, რომ შევძლებდი ისეთი სამკაულის გაკეთებას, რომლის შეძენის სურვილიც ვინმეს გაუჩნდებოდა.
დროთა განმავლობაში,  ხელი დამეხვეწა, ტიხრებისთვის ფორმის მიცემა აღარ მიჭირდა,  მშობლების დახმარებითა და ბევრი შრომით საოცარ შედეგს მივაღწიე.   ფერთა შეხამება და  ჩემი  ნამუშევარი ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებდა.
დამწყებისთვის მნიშვნელოვანია, ცდა არ დააკლო და დაწყებული ნამუშევარი ბოლომდე მიიყვანო.  თუ გაითვალისწინებ წინა ნამუშევრებში  დაშვებულ შეცდომებს,  ყოველი შემდეგი უკეთესი და უკეთესი  იქნება.
პროფესიის შესახებ…11081585_943698082331039_1752929389_n
სკოლის დამთავრებისას,  პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. გადავწყვიტე, მინანქარი აღარ ყოფილიყო ჩემთვის მხოლოდ ჰობი.  გადავწყვიტე, მთავარ  საქმიანობად მექცია. ასე  ნელნელა ჩამოვყალიბდი თვითნასწავლ და თვითდასაქმებულ ხელოვანად.  დღეს ჩემი ნამუშევრები ოცამდე სხვადასხვა მაღაზიასა თუ სამხატვრო გალერეაშია წარმოდგენილი და  მუდმივად ვზრუნავ თვითგანვითარებაზე.
საკმაოდ ძვირიანი ხელოვნებაა საიუველირო საქმეფერები მოგეხსენებათ, საავტორო  ნამუშევრები ასე ადვილად არ იყიდება. ამიტომ ხშირად ე.წ. “ლიტიოს,  ყალიბში  ჩამოსასხმელ სამინანქრე  ფორმებს  იყენებენ.თქვენ რას ირჩევთ?
მართალი ხართ, ხელნაკეთი სამკაული ძალიან ძვირად ფასობს,  ყალიბში ჩამოსხმული სამინანქრე ფორმები ამცირებს საიუველირო ხარჯებს. მართალია, ამ ფორმებით ბევრი სხვადასხვა ავტორი სარგებლობს, მაგრამ ყველას მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, ამიტომ  ყველა სამკაული ერთმანეთისგან განსხვავებულია.თუმცა, ეს არაა ჩემი მუშაობის ერთადერთი მიმართულება და რამდენჯერმე  გამიკეთებია ინდივიდუალურ ფორმაში სამაჯური, ყელსაბამი, ბეჭდები ნატურალური თვლებით… სამომავლოდ ვაპირებ, შევქმნა მეტი საავტორო ნამუშევარი.11084610_943698062331041_1313122455_n
უფელის ღუმელით  გიადვილდებთ  მუშაობა თუფუსფუსათი ? „ფუსფუსას“  მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ, თუ ერთი-ორი სამკაულის მოკლე დროში  დასრულებას  ვაპირებ.  უკვე ექვსი წელია ვმუშაობ და  რა თქმა უნდა, მაქვს „მუფელის ღუმელი“ და ყველა ის აუცილებელი ხელსაწყო, რომელიც საჭიროა.
ფერებს როგორ ირჩევთ?
მე მჯერა ფერების ფსიქოლოგიის, რომ ფერებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე და ამიტომაა, რომ ზოგი ფერი მეტად მოგვწონს, ზოგი ნაკლებად.  მე მაგალითად, ყვითელი და სტაფილოსფერი კარგ განწყობაზე მაყენებს, ამიტომ ჩემი სამკაულების დიდ ნაწილში ნახავთ მკვეთრ და ნათელ ფერებს.
ასევე ძალიან მიყვარს კონტრასტული ფერების  ერთად გამოყენება, ეს  მეხმარება იმაში, რომ სამკაული არ იყოს უფერული და მოსაწყენი…
ზაფხულმა  გამიჩინა სურვილი, ნეონის ფერებით მემუშავა და ერთ-ერთი დიდი ადგილი ჩემ ფერებში უკავია მკვეთრ სტაფილოსფერს, ფოსფორისფერს, ყვითელს. მე ძალიან მომწონს ეს ცოცხალი ფერები.
შთაგონების წყარო…11082865_943698008997713_1078457874_n
ნებისმიერი რამე შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა მომწონებია მუსიკა და მომნდომებია მუსიკის განწყობის ნამუშევარში გადმოტანა.
შემოდგომა, მისთვის დამახასიათებელი მდიდრული ფერთა პალიტრით მექცა შთაგონების  წყაროდ და  სამკაულების ერთი ნაკრები მხოლოდ შემოდგომის ფერებში გავაკეთე: ყავისფერ, ყვითელ, მოწითალო ფერებში…
არტ ბაზარი… ამბობენ უცხოელები მეტად ინტერესდებიან.
როგორც უკვე გითხარით, ჩემი სამკაულები ყალიბში ჩამოსხმულ ფორმებში კეთდება, ამის გამო  ხელმისაწვდომია სამკაულების მოყვარულებისათვის, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ძველი თბილისის მაღაზიებშია ძირითადად ჩემი სამკაულები და ქართული სუვენირის სახით ბევრ ტურისტს შეუძენია.
ზოგ უცხოელს სმენია მინანქრის შესახებ და საზღვარგარეთიდან დამკავშირებია, აქ არ არის ასეთი სილამაზე და როგორ შემიძლია, რომ შევიძინოო. მე მაქვს გაგზავნის  სერვისიც და ძალიან მიხარია, რომ ესტონეთში, ყაზახეთში, მოსკოვში, კიევში, აზერბაიჯანში შეუძენიათ ჩემი მინანქრის სამკაული. ძალიან მიხარია, რომ მათთვის უკვე უცხო არ არის და იციან, რამხელა შრომაა ჩადებული თითოეული მათგანის დამზადებაში.
გასულ წელს სახელოსნოში  მყავდა უკრაინელი ტურისტების ჯგუფი, რომლებსაც აინტერესებდათ ენახათ სამკაულის შექმნის პროცესი. მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ნახევარი დღის მუშაობის შემდეგ მხოლოდ მინანქარი გვქონდა  დასრულებული და ჯერ კიდევ წინ გვქონდა ვერცხლის დამუშავება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?11076879_943698105664370_1339032340_n
მიმიღია მონაწილეობა რამდენიმე საქველმოქმედო გამოფენაში, თუმცა პერსონალური გამოფენის მოწყობას  სხვანაირი მომზადება სჭირდება. ვფიქრობ, ამის დრო  აუცილბლად მოვა. სამომავლოდ,  ყველაზე მეტად, საკუთარი საგამოფენო სივრცის შექმნაზე ვფიქრობ. შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ერთ სივრცეში ვიხილო  სხვადასხვა ხელწერის ნამუშევრები, ხელი შევუწყო  ავტორებს, წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება. ეს ხომ ჩვენი თანამედროვე კულტურის პოპულარიზაცია იქნება, და რაც უფრო კარგად წარმოვაჩენთ ჩვენს ხელოვნებას, ხომ მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ჩვენი ქვეყნისადმი.
მინდა მინანქარი ისეთივე პოპულარული და ცნობილი იყოს სხვა ქვეყნებში, როგორც იტალიური მურანოს მინის სამკაულები თუ აქსესუარები. საბოლოოდ, ჩემი ყველა გეგმა აქეთკენ მიმყავს, შეძლებისდაგვარად.
ირმა მირზაშვილი
11072263_943698032331044_1390399353_n
11077587_943698108997703_1577551786_n
11081807_943698125664368_82495444_n
11082865_943698008997713_1078457874_n
10807866_943703032330544_1084818727_n
11072210_943703015663879_336234292_n
11072368_943703065663874_1317750559_n
11076042_943703022330545_64878403_n
11080151_943703075663873_1896102693_n
11086591_943703078997206_549900072_o
11081513_943705605663620_1922076039_n

ნათია ჭელიძე – შრომაში იბადება ადამიანი, შრომაში იბადება ადამიანი

11081566_947970198570494_1782749779_n
 0
ის საკუთარ მიღწევებზე ცოტას საუბრობს, თუმცა მასზე ბევრს მისი ნამუშევრები გვიყვებიან. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანს, რომელმაც თავისი შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის წყალობით უკვე ბევრს მიაღწია, საკუთარი განსხვავებული აზრი აქვს: „ვფიქრობ, ახლა სულ სხვა პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, თეორიას ხომ პრაქტიკა მოყვება, აქამდე რაც ცოდნა დავაგროვე, მისი ახალი თვალთახედვით განხორციელებას ვიწყებ. ჯობია შევქმნა რაიმე მეტყველი და ხარისხიანი“, – ნათია ჭელიძე.
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, იტალია
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, საბერძნეთი, თესალონიკი “2 წუთი”
ბათუმი “თო-ფუ-ზი” , ქართული ნომინაცია, ფინალი
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, უნგრეთი, დიპლომი, ჰონორარი, მეორე ადგილი, ექსპერიმენტალური ანიმაცია
ინტერნეც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “მოლუსკი და თევზი”- დიპლომი
“დამოუკიდებელი ქვეყნების ინტერნეც. ფესტივალი”-დიპლომი
ფერწერის გამოფენა 2001, სიგელი
სოლოკონცერტი 1999, ფორტეპიანო
სარაიონო ეტიდების კონკურსი , ლაურეატი 1996-99 წწ.
Dawn Breakers” შვეიცარია ინტერნაც. ფილმების ფესტივალი
ფესტივალი “სესილი” 2005-2007 , კატალოგები
ანუ კინო-ტელე მხატვრობა.
ინტერნაც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “მოლა-მასრადინა”
ინტერნაც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “შავი კატა”– ეს იმ კონკურსების თუ ფესტივალების არასრული ჩამონათვალია რაშიც მონაწილეობდით და გარკვეული წარმატებები გქონდათ. თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ.არა, კარგად შეგიტყიათ ყველაფერი.
საიდან დავიწყოთ?
ვფიქრობდი, რითი დამეწყო ან რაზე განმევრცო მთავარი სასაუბრო თემა … და თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა : შრომაში იბადება ადამიანი, შრომაში იბადება ადამიანი… თბილისელი ვარ. ბავშვობიდან მეუბნებიან, რომ აყვანილი ვარ. (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით). ჩემი აზრით, ჩემი შემოქმედებითი ნიჭი (რომელსაც წლების გასვლასთან ერთად „დამუშავება უწევს“ ) თანდაყოლილია. მისწრაფება ხატვა-მუსიკის მიმართ ადრეულ ასაკში გამოვამჟღავნე. ზოგადად ძალიან მომწონს სცენაზე ყოფნა, კულისებშიც, სცენაზე გასვლის წინ, ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. საინტერესოა…961380_947970611903786_1234596261_n
გენეტიკურად საერთოდ დედის „მხარეს ვარ“. ფიზიკურად და ცოდნის მხრიდანაც-მათ ვგავარ . დედაჩემს, ეკატერინე ქაჯაიას მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. დედაჩემი – „ყოვლის შემძლე ბრიუსი“-ა! (ჯიმ ქერის ფილმის სათაური) – ისედაც გვარზე ეტყობა. ბაბუაჩემს ვახსენებ (დედის მამას, რადგან ნიჭები გენეტიკურად მისგან მაქვს) ნაკითხი და კულტურული ადამიანი იყო – ქართული ფილმების დუბლებში თამაშობდა, ხატავდა, ოპერაში დავყავდი და ა.შ. მამას – გიორგი ქვია, სავაჭრო ეკონომისტია – დღემდე მაქვს ჩვევა, 1-2 თეთრიანების ყულაბებში მოგროვება, პატარაობიდან ჩემ-ჭკუაზე დადის -ხოლმე, ბევრი აქვს გაკეთებული, რაზეც, შეიძლება, სხვა მამებს თავი არ შეეწუხებინათ და ძალიან ჭკვიანურად და ზუსტად აღმზარდა. საერთოდ კარგია, როცა გოგოს მამაც ზრდის.
ოჯახის წევრებისგან სათითაოდ ცოტ-ცოტა ყველაფერი მაქვს გადმოცემული და „მიღებულიც“ რაც კარგი და გამოსადეგია, – მომწონს ჩემი ოჯახის წევრების თვისებები. აბსოლუტურად ყველა ინდივიდუალური პიროვნებაა, საკუთარი შეხედულებებით და ბუნებით. მოკლედ, საინტერესოა მათთან ცხოვრება!
სცენაზე ყოფნა ახლაც ხშირად გიწევთ?ახლა არა. ისიც გააჩნია, რომელ სცენაზე, თუმცა თუ მოვინდომებ-ვფიქრობ ნებისმიერ სცენაზე აუცილებლად ავალ.
საერთოდ სცენიდან ყურება მაგარია!!! შეგრძნებებს ვგულისხმობ. ვისაც ეს განუცდია-მიმიხვდება…
თქვენი პროფესიების შესახებ რას გვეტყვით.1508407_947970738570440_1630635751_n
თავიდან სამხატვრო აკადემიაში მულტიპლიკაციაზე ჩავაბარე და შემდეგ გადავედი კინო-ტელემხატვრობაზე, თუმცა, ვრჩები მულტიპლიკატორად. მეფე თამარის სახელობის პროფესიული სახელოვნებო სასწავლებელი-ეს დავამთავრე შარშან და დღემდე იმ სახელოსნოში ვარ. მოკლედ, ვარ კონცერტმეისტერი, კინოსა და ტელევიზიის მხატვარი და მემინანქრე. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული – მაინც, მიმაჩნია… სამივე მოულოდნელად მოხდა… ვიყენებ ორიკამის ხელოვნებასაც. 2-ჯერ ვიყავი ორიკამის გამოფენის ორგანიზატორი. დავამატებდი, რომ ხატწერას ( და გალობასაც) ბავშვობიდან ვსწავლობ და ეს სულ სხვა სამყაროა.
ვფიქრობ, ახლა სულ სხვა პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, თეორიას ხომ პრაქტიკა მოჰყვება, აქამდე რაც ცოდნა დავაგროვე, მისი ახალი თვალთახედვით განხორციელებას ვიწყებ. ჯობია შევქმნა რაიმე მეტყველი და ხარისხიანი.
დაუვიწყარი პედაგოგები…ჩემი დაუვიწყარი პედაგოგები ისინი არიან, ვინც წაიკითხავენ ამ ინტერვიუს და გულისცემა აუჩქარდებათ..
თავად იციან ვინც არიან.
დავამატებდი: ისე მაინც ვერავინ შეგვიყვარებს დედამიწაზე, როგორც საკუთარ მოძღვარს უყვარხარ. ის ჩემთვის ყველაზე დიდი ახლობელია, რომელიც აქეთ-იქით ყავარჯნებივით გვერდში მიდგას.
თქვენი სამუშაო გარემო, გარემო, რომელიც გიადვილებს მუშაობას…ბევრი ფურცელი და ფანქრები, ეს ყველაფერი ჩანახატების დასაწყებად, აი მერე უკვე სხვა რამეებს ვამატებ მაგიდაზე. საკუთარი თავია ჩემი სამუშაო გარემო, – შეიძლება გარშემო სიწყნარე იყოს, ან პირიქით ხმაური, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც მიმდინარე მუშაობის პროცესია. ამ ორი გარემოს გარდა, დამატებით კომფორტს ვიწყობ განწყობის შესაბამისად და ვიწყებ მუშაობას.11023027_947970621903785_571234633_n
ფერებს როგორ ირჩევთ?ფერებს ვგრძნობ წინასწარ, ან კომბინაციებზე ვფიქრობ. შედგენილი ფერები ძალიან მიყვარს, მაგრამ „ოხრა“ მაინც სულ სხვაა.
სახატავად რას იყენებთ?შერეული ტექნიკით ვხატავ: ხან- ტუშით ხან -კალმით და ა.შ.
ძლიერი ინსპირაციის წყარო…სეირნობისას, ან სეირობის შემდგომ, აისი ან დაისი, და მსგავსი „წყაროები“. მუზა ამ დროს მოდის. ძირითადად თბილისის ზღვაზე დავდივარ ხოლმე სასეირნოდ. მომწონს… კარგი გამწვანებაა იქ, ნაძვებია, ღია ადგილებიც და მდელოები. მიჩვევა იცის ძალიან.
კონკურსები და ფესტივალები…ძალიან მიყვარს კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობა; მოკლედ, ყოფნა ყველგან იქ, სადაც საინტერესო ადამიანები იყრიან თავს. დღემდე ვიღებ მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო Cartoon/Animation (მულტფილმი/ანიმაციის)ფესტივალებში. მიმიღია დიპლომი, ჰონორარი, კატალოგები ჩემი ნაშრომებით…
ბავშვობის აუხდენელი ნატვრა…არ მაქვს, რადგან საერთოდ ბავშვობის ნატვრები ძალიან გავს ახლანდელ ნატვრებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ადრეც ასეთი სერიოზული და გლობალური აზროვნების ბავშვი ვიყავი ! სიმართლე გითხრათ ასეთი ფიქრების და გადაწყვეტილებების დროს ჩემი ასაკი საერთოდ არ მაინტერესებს.
მაგ.: ერთ-ერთი:11063279_947970625237118_344621803_n3 სართულიანი სახლი მაქვს და მის სახურავზე დაბურული-მინებიანი აბაზანა! მაღლობზე ვცხოვრობ, წინ ქალაქი და მთები ჩანს, მზე საიდანაც ამოდის ისევ იქ ჩადის. მოწანწალე ღრუბლები და ა.შ.
და ერთსაც დავამატებ… ოკეანის ფსკერზე ზურგით წოლა! – როცა მომინდება და რანდენჯერაც. დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი…
მომავლის გეგმები…მოკლემეტრაჟანი ანიმაციები – საერთაშორისო ფესტივალებზე და ასევე საქართველოშიც. წიგნის დასურათება. ილუსტრაციები. კოლაჟები. სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. საუნდტრეკების დაწერა. 1 ანიმაცია, რომელსაც “ცნობილი ორიგამისტები-ვან გოგი” ქვია- მე ვასრულებ მთავარ როლს, და კიდევ მსურს ჩემი რამოდენიმე სცენარში მე მოვირგო რომელიმე როლი.
ამჟამადაც საერთაშორისო ფესტივალების ნამუშევრებზე ვმუშაობ… და ველი წარმატებებს…
წარმატებებს გისურვებთ…გმადლობთ.
ირმა მირზაშვილი
11080023_947970595237121_1973501282_n
11081881_947970605237120_1571335461_n
11084404_947970615237119_324209960_n
11084490_947970631903784_1377865787_n
11084566_947970728570441_407771451_n
11084570_947970765237104_1308164417_n
11084591_947970761903771_845689027_n
11087421_947970715237109_1170783446_n
11091203_947970618570452_226829610_n
11100190_947970725237108_575158368_n
11103853_947970628570451_2044132625_n
11117868_947970758570438_1730704140_n

თეიმურაზ ხარაბაძე – ბევრი ნიჭიერი პროფესიონალი მხატვარი ვიცი, რომელიც შემოქმედებითად აღარ მუშაობს, და ეს დიდი ტრაგედიაა



0
„ამ ზაფხულს საერთაშორისო პლენერზე გახლდით პოლონეთში და ყველა უცხოელ მხატვარს საკუთარი, უმაღლეს დონეზე დაბეჭდილი სქელი წიგნის მსგავსი კატალოგი ჰქონდა. მე ძალიან გამიხარდა და, ამავდროულად, შემრცხვა, როცა მაჩუქეს ეს კატალოგი, იმიტომ, რომ უცხოელები იგივე ჟესტს ელოდებოდნენ ჩემგან. მე უხერხულად ვიგრძენი თავი უქონლობის გამო და ვუთხარი: არ წამომიღია, საქართველოში დამრჩა მეთქი“. – თეიმურაზ ხარაბაძე.
- ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარეთ…2
-ბავშვობიდან მხატვრულ სივრცეში ვიზრდებოდი. თბილისში დავიბადე. შეიძლება ითქვას, ხელოვანების ოჯახში. მამა-ზურაბ ხარაბაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარია, დედა – ლიანა კვირკველია თბილისის მეცხრე მუსიკალური სასწავლებლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი გახლავთ. მამა ზოგჯერ სახლში მუშაობდა. მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით და მე გულმოდგინედ ვაკვირდებოდი ამ პროცესს, ვაკვირდებოდი, როგორ ავლებდა ფანქრით ხაზს და ფუნჯს, როგორ იკავებდა ხელში, როგორ სრულდებოდა მონასმი. სულ რაღაც 3-4 წლის ვიქნებოდი, პირველად ხელში ფუნჯი რომ ავიღე და მისი სწორად დაჭერა ჩემით ვისწავლე. მერე მამამ ნება დამრთო და ფურცელზე გუაშის საღებავებით ნახატი დავხატე. იმდენად გამიტაცა ფერში და ფანქარში მუშაობამ, რომ ყოფილა შემთხვევები, დედას ძალით მოვუწყვეტივარ მუშაობის პროცესს, რომ დროზე დამეძინა. სამწუხაროდ, დედისგან მუსიკალური ნიჭი არ გამომყვა და ტყუილად ვიარე სამი წელი მუსიკალურ სასწავლებელში.
- მამა როგორც პედაგოგი.. .
-მამაჩემი სულ მასწავლიდა და ახლაც უნდა, რომ მასწავლოს, მე კი უკვე ისეთ ეტაპზე ვარ, თავისუფლად შემიძლია ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო. მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის შემდეგ მშობლებთან დამაკავშირებელი გზები იყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრება იწყება.
-პროფესია დამოუკიდებლად აირჩიეთ?11324_943123955721785_6741621776364987135_n- იმ დღიდან, ფუნჯით ხატვა რომ ვისწავლე, მიზნად დავისახე, მხატვარი გავმხდარიყავი. 1969 წელს თბილისში, ესთეტიკის კვლევითი ინსტიტუტის კედლებში, სადაც მამა მთავარ მხატვრად მუშაობდა, ჩატარდა კონკურსი. ამ კონკურსში პირველი ადგილი დავიკავე და ოქროს მედლით, სიგელით და საჩუქრით დამაჯილდოვეს. საჩუქარი ძალიან ლამაზი, ემბლემიანი ფურცლებით სავსე ალბომი იყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სხვათა შორის, იმ დროს 5 წლის ვიყავი და ის ნახატები ახლაც მაქვს. მამას შეუნახია და დიდი ემოციებით გადმომცა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მხატვრობას გავყოლოდი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის #53 საშუალო სკოლაში რვა კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში. ოთხი წელი ვისწავლე ამ სასწავლებელში, სადაც ჩემი ჯგუფის დამრიგებელი და პედაგოგი ქალბატონი თამილა კინწურაშვილი იყო, ფერწერას კი გამოჩენილი მხატვარი, ბატონი ალექსანდრე (ალიოშა) ვეფხვაძე მასწავლიდა. ნამდვილად დამოუკიდებლად ავირჩიე პროფესია.
- სამოქალაქო ომის დროს მოგიწიათ სტუდენტობა…
– ძალიან მძიმედ მახსენდება 90-იანი წლები, დიპლომის დაცვის პერიოდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ტყვიების ზუზუნის ქვეშ. 25 წლის ასაკში ჩემი ერთადერთი ძმის, გია ხარაბაძის ტრაგიკული გარდაცვალება და სამოქალაქო ომი. ძალიან მიმძიმს ამ წლების გახსენება, უამრავი მეგობარი დავკარგე. მაგრამ რას იზამ?! ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია და მწარე მოგონებად დამრჩა… იყო შემოქმედებითი პაუზაც… რაღაც პერიოდი გავჩერდი და საერთოდ ვეღარაფერს ვაკეთებდი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოტივაცია დავკარგე და დეპრესიაში ჩავვარდი. მე ვთვლი, მიზანი, რომელიც დავისახე, ნაწილობრივ მიღწეულია და რაც განუხორციელებელი დამრჩა, ვცდილობ, დროდადრო განვახორციელო. ამ ეტაპზე, პოლონეთის მხატვართა კავშირის ვარშავის განყოფილების წევრი ვარ და ამავე ორგანიზაციის საგამოფენო სივრცეში ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას.
- როგორი მამა და მეუღლე ხართ?21093_943124285721752_8876727939989271675_n
– რადგან ჩემი მშობლები ქუთაისიდან არიან წარმოშობით და ჩემი ფესვები ქუთაისს უკავშირდება, ზაფხულობით ხშირად ვიმყოფებოდი ბებიასთან, უფრო სწორად – ბებიებთან. 1995 წელს რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება: ქუთაისში შევქმენი ოჯახი და ახლა მყავს მეუღლე ნინო ხარაბაძე და შვილები – გია და სანდრო ხარაბაძეები.
ხატვის ნიჭი ორივე შვილს აქვს, მაგრამ ინტერესი არა გააჩნიათ.
- ამჟამად რას საქმიანობთ?- დროებით სულ სხვა პროფესია ავირჩიე და მუშაობა დავიწყე ქალაქ ქუთაისში, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მცირე ბიზნესის პროგრამის მონიტორად. ეს მომენტი, როგორც მხატვარს უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ამ საქმესაც გავართვი თავი და ახლაც ამ ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორის პოზიცია მიკავია. იყო ბევრი წარმატებული გამოფენა… 1995 წლიდან ნელ-ნელა ხატვასაც დავუბრუნდი. ვერ გავძელი შემოქმედების გარეშე და პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არსებულ გალერეა „შარდენში“ მოვაწყე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო: თითქოს მეორედ დავიბადე, როგორც ხელოვანი და ამის შემდეგ მეორე პერსონალური გამოფენა 2011 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, „აკადემია ჰოლის“ საგამოფენო სივრცეში გაკეთდა. შემდეგ 2011 წელს ლიტველი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა ქალაქ მოლეტაში და ვილნიუსში მოეწყო. 2012 წელს -ჯგუფური გამოფენა აუციონში DROUT (პარიზი, საფრანგეთი). 2012-ჯგუფური გამოფენა აუქციონი DROUT (ევიან, საფრანგეთი); 2012- ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა (პოლონეთის მხატვართა კავშირში ვარშავა, პოლონეთი.); 2014 წელი – X საერთაშორისო გამოფენა პლენერი „ვერცხლის ქალაქი“ (ოლკუში); 2014- მთავარ საგამოფენო დარბაზში Olkusz; ( BWA პოლონეთი).
- გარემო, რომელიც მუშაობისთვის განგაწყობთ?1002527_943124779055036_6233102004747306868_n
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის განმაწყობს, არის მოწესრიგებული და მასალებით დახუნძლული, მხატვრის კომფორტული სტუდია-სახელოსნო (სადაც ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იშრომო), და, უპირველეს ყოვლისა – მუზა, შესაბამისი განწყობა და მონდომება.
- დაუვიწყარი პედაგოგები?
– ყველასაგან მინდა გამოვყო ჩემი აღმზრდელი პედაგოგი და მშობელი, დამსახურებული მხატვარი ბატონი ზურაბ ხარაბაძე, რომელმაც ჩამომაყალიბა ასეთად. ასევე არ მინდა დამავიწყდეს იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის პედაგოგები: დამსახურებული მხატვარი, ალექსანდრე (ალიოშა) ვეფხვაძე და მხატვარი, ჯგუფის დამრიგებელი თამილა კინწურაშვილი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან მინდა აღვნიშნო, სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე, დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ქალბატონი დინარა ნოდია, ფერწერის სპეციალობის პროფესორი დამსახურებული მხატვარი, ბატონიი ბეჟან შველიძე, გრაფიკის კათედრის პროფესორი, მხატვარი, ბატონი სერგო კაშხიანი. ამ ადამიანების დახმარებით დიდი ნაბიჯები გადავდგი წინსვლისკენ, რამაც ბევრი აღიარება, გამარჯვება მომიტანა.
- ფერები თქვენს შემოქმედებაში?
– მოგეხსენებათ, რომ ფერები ძვირი სიამოვნებაა მთელ დედამიწაზე (უცხოეთში თუ საქართველოში), თავისი ატრიბუტიკით და დამხმარე მასალებით. ფერწერა ფერთა შეხამებას და ფერთა სასიამოვნო თამაშს ნიშნავს, ანუ თბილი და ცივი ფერების ურთიერთდამოკიდებულებას. ჩემი ნამუშევრები, ვფიქრობ, ამ პრინციპით არის შექმნილი.
- მხატვრის ბედი საქართველოში?
-მხატვრის ბედი საქართველოში, ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია და ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე. მოშლილია მხატვართა კავშირის და, ზოგადად, კულტურის როლი მხატვრების მიმართ; არ არსებობს წამახალისებელი ფინანსური მხარდაჭერა; დაკვეთები, თუ არსებობს,- ძალიან მცირე რაოდენობით. მხატვარი თვითონ იღებს თავის თავზე ყველა ხარჯს: ფერებით, დამხმარე მასალით, საგამოფენო სივრცის დაქირავებით, ნამუშევრების მოწესრიგებით (ანუ ჩარჩოში ჩასმა მაქვს მხედველობაში), უსაფრთხო ტრანსპორტირებით და სხვა მრავალი რამით. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ფიქრობს საკუთარი ნამუშევრების გაპიარებაზე: თუ რომელი მედია მოიწვიოს, სად შეიძლება და როგორ ნამუშევრების რეალიზაცია. ამ ზაფხულს საერთაშორისო პლენერზე გახლდით პოლონეთში და ყველა უცხოელ მხატვარს ჰქონდა საკუთარი, უმაღლეს დონეზე დაბეჭდილი, სქელი წიგნის მსგავსი კატალოგი, მე ძალიან გამიხარდა და, ამავდროულად, შემრცხვა, როცა მაჩუქეს ეს კატალოგი, იმიტომ, რომ უცხოელები იგივე ჟესტს ელოდებოდნენ ჩემგან. მე უხერხულად ვიგრძენი თავი უქონლობის გამო და ვუთხარი: არ წამომიღია, საქართველოში დამრჩა- მეთქი. კრიზისი ყველგან არის და, ზოგადად, ყველაფერს შეეხო, ჯაჭვური რეაქციით მოიცვა ყველაფერი, განსაკუთრებით მხატვრობა. ბევრი ნიჭიერი მხატვარი ვიცი, პროფესიონალი, რომელიც აღარ მუშაობს შემოქმედებითად და ეს დიდი ტრაგედიაა. მახსოვს, 2013 წელს დავით კაკაბაძის სახელობის, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში 90-იანების ქუთაისელი მხატვრების გამოფენაზე, სადაც მეც ვ მონაწილეობდი, გალერეის დირექტორი, ქალბატონი ელისო ჩოგოვაძე გამოვიდა სიტყვით და ჩვენ, ვინც ამ გამოფენაში ვმონაწილეობდით, გმირებად შეგვრაცხა…
-ყოფილა ასეთი, ნახატი არ გამოგსვლიათ, გიწვალიათ, ხელახლა დაგიხატავთ და შედეგიც მიგიღიათ…
– კი ნამდვილად ყოფილა და სხვებიც მეუბნებიან, რომ ძლიერი ნებისყოფა მაქვს და არ ვეშვები, ბოლომდე თუ არ მივიყვან საქმეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოლოში მაინც ვაღწევ დასახულ მიზანს.
- ის, რასაც აუცილებლად ასწავლით შვილებს?
– აუცილებლად ვასწავლი შვილებს სამშობლოს და ბუნების სიყვარულს, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ: თუ ადამიანს სამშობლო და ბუნება უყვარს, ის არასოდეს არ იქნება ბოროტი და ეცდება, ყოველთვის სიკეთე აკეთოს. ვასწავლი მაღალი ფასეულობების დაფასებას და ურთიერთპატივისცემას. მე მგონია, უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ ბევრი საკითხის დადებითად გადაწყვეტა. ვფიქრობ, დიდი დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ შვილებს. შვილები ხომ ჩვენი მომავალია!
ირმა მირზაშვილი
10155857_943124789055035_6625773991932494405_n
10433692_943124749055039_4744070006829826450_n
10436095_943124702388377_4088548646867283727_n
11082676_943125245721656_330879857_n
11049493_943124325721748_6483890351194913805_n
10981698_943124389055075_6141093643636040370_n
10603278_943123682388479_3854748712946793736_n
11072200_943125049055009_631997879_n