суббота, 14 февраля 2015 г.

თამუნა მებუკე – პოეზია ფერწერაში




ალბათ გენეტიკური კოდი, ასე ხსნის თამუნა (ბუკა)  მებუკე თავის უზადო ნიჭს.  ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა მამისგან გადმოცემული ხატვის სიყვარული დედის თვალს არ გამოჰპარვია და „სათამაშოდ“ ფანქარი შეუპარებია. ცოტა ხანში მართლაც დიდი ნიჭი აღმოაჩნდა და  სამხატვრო ათწლედი სკოლის პარარელურად დაამთავრა. ჯერ კიდევ მოზარდის  სულში გენიოსი პოეტის  მუზას  ღრმად შეუღწევია და  ახალი შემოქმედებისთვის გზა გაუხსნა. გალაკტიონის  ლექსების მიხედვით, მუქი ფერებით გადმოცემული  ძალიან შთამბეჭდავი მისი  ნამუშევრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მისი  ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს. რომელსაც ახალგაზრდა მხატვრის სულში ღრმა  კვალი დაუტოვია. 

თამუნა მებუკეს  კოლექცია  როგორც ფერწერული ასევე გრაფიკული ნამუშევრებისგან შედგება. წინ დიდი მომავალი და ბევრი გეგემები აქვს. სერიოზულად არის გატაცებული  ფოტოგრაფიით და გარკვეული წარმატებები უკვე მოიპოვა.  შთაგონების წყარო საყვარელი თბილისქალაქია. დიდი ესთეტიურობით  გამოირჩევა  თამუნას როგორც დიზაინერული ნაშრომები, ასევე პროექტები. სადად, სასიამოვნო ფერებით მოწყობილი  ინტერიერი  მეტად  ნატიფი და დახვეწილია. მომავალში ფიქრობს  საკუთარი შესაძლებლობები ამ  მიმართულებით უფრო  მეტად განავითაროს. ამჟამად იგი სხვა  საქმეებთან ერთად ერთერთი ბრენდული მაღაზიის ვიზუალურ მხარეზე  ზრუნავს. ის   მორცხვი და  მოკრძალებული ადამიანია. საკუთარ თავზე ძალიან  ცოტას საუბრობს, თუმცა მისი ნამუშვრები მეტს გვეუბნებიან მის ნიჭზე.
- რა არის ხატვა შენთვის  და ვინ გაზიარა მას? 
10749456_865942993439882_1628305397_n- მამაჩემი არაჩვეულებრივად  ხატავდა, აკადემიაში  სწავლობდა ქანდაკების განხრით, თუმცა  სამწუხაროდ, არ გაყვა ბოლომდე არჩეულ პროფესიას.  დედა  პედაგოგია.  ალბათ მას უფრო  დიდი წვლილი მიუძღვის ხატვის შეყვარებაშიც  და ზოგადად  ჩემს ასეთად ჩამოყალიბებაში.
3 წლის ვიყავი, როცა  ჩემი ხატვისადმი დაინტერესება შენიშნა და   სათამაშოს ნაცვლად ფანქარი დამაჭერინა ხელში. მას მერე, როგორც დედა  ამბობს, ჩემი გასართობი ეგ იყო. სათამაშოები არ მიყვარდა, მხოლოდ ხატვით ვმშვიდდებოდი და ვერთობოდი.  ვიჯექი და ვხატავდი დაუსრულებლად. ცოტა რომ მოვიზარდე, პირველად მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეში (მაშინ პიონერთა სასახლეს ეძახდნენ) დავიწყე სიარული ხატვის წრეზე, მე-3 კლასში ვიყავი, როდესაც დედამ  ათონელზე არსებულ სამხატვრო სკოლაში მოინდომა ჩემი გადაყვანა.  დაგვიანებული იყო, მაგრამ, მაინც მიმიღეს. თავდაპირველად თავისუფალ მსმენელად ჩამსვეს და მომთხოვეს რამდენიმე თემაზე შემესრულებინა ნამუშევრები, აინტერესებდათ, დავეწეოდი თუ არა პროგრამას. ნახატების ნახვის შემდეგ სკოლის დირექტორი ბატონი ნოდარ მუმლაძე არ მიჯერებდა,  რომ ნახატები ნამდვილად ჩემი იყო და მთხოვა კიდევ ერთი ნახატი დამეხატა. მეც ერთის ნაცვლად სამი დავუხატე  „ვერხვის ფოთოლთა“ კომპოზიცია ტუშით და გუაშის საღებავებით.   მეორე სემესტრიდან უკვე  მე–3 კლასში ჩამრიცხეს. სამხატვრო ათწლედი, საშუალო სკოლასთან ერთად პარალელურად დავამთავრე გრაფიკის განხრით და პირველი სადიპლომო ნამუშევრებიც შევქმენი.
– რატომ მაინცდამაინც გალაკტიონი?  რამ შთაგაგონათ რომ  მისი  პოეზია  მხატვრობაში გადმოგეტანათ? 
10800359_865942996773215_459815154_o-  გალაქტიონის პოეზიით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი. მინდოდა ჩემი სადიპლომო ნამუშევრები ცოტა დრამატული და იდუმალი ყოფილიყო. ვიფიქრე, რომ გალაკტიონის ლექსები „მთაწმინდის მთვარე“,  „სად?“  „ვერხვები“,  „სანთლები“,  შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა და არ შევცდი. ნამუშევრები ოდნავ დაძველებულ, სიყვითლე შეპარულ ცარცის ფურცელზე შავი ტუშით შევქმენი რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
- სამხატვრო აკადემიაში წარჩინებით ჩააბარეთ, მანამდე ერთი დიპლომი უკვე გქონდათ, ეს იყო სამხატვრო  ათწლედის  დიპლომი, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრეთ, რა პროფესია აირჩიეთ  აკადემიაში? სწორი  აღმოჩნდა თუ არა თქვენი არჩევანი?
– თავიდანვე ვიცოდი,  რომ ერთადერთი სასწავლებელი, სადაც უნდა ჩამებარებინა იყო სამხატვრო აკადემია  და მე ეს შევძელი! 100%–იანი დაფინანსება მოვიპოვე  და მოვხვდი არქიტექტურის ფაკულტეტზე.  პროფესიად უკვე  ინტერიერის დიზაინი ავირჩიე. ძალიან მაინტერესებდა,  რას შევძლებდი ამ მიმართულებით. არც შევმცდარვარ, ტექნიკური ცოდნა  და უნარ ჩვევები,  რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩემს პროფესიაში აკადემიაში სწავლის დროს გამომიმუშავდა.  შემდეგ რა მიმართულებითაც  წავედი,  რასაც ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, აკადემიაში სწავლამ  მომცა. დღესაც ვთვლი, რომ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება სწორი იყო. საუკეთესო ლექტორები მყავდა: გია ჩლაიძე, ნანა სავინსკაია, ირინა ცინცაძე და კიდევ ბევრი … დღეს თუ რამეს ვქმნი ჩემი პროფესიით, სწორედ ამ ადამიანების წყალობით. ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ.
10755051_868170783217103_1124561654_n-  პირველი გამოფენა რომელმაც წარმატება მოგიტანათ, შეგძინათ თუ  არა  უფრო მეტი თავდაჯერება?
– სამხატვრო აკადემია 2013 წელს  დავამთავრე და მალევე შედგა ჩემი პირველი გამოფენა სახელწოდებით –  მიქსტურა  გალერეა „მუზა“–ში. სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ერთობლივი ძალებით გაგვეკეთებინა გამოფენა. ძალიან ვღელავდით. აქ იყო წარმოდგენილი როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრებიც. ჩემმა ნამუშვრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბევრი ქება მივიღე, საუკეთესო შეფასებები. ამ  გამოფენის მერე უფრო თავდაჯერებული გავხდი. მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ. მივხვდი, დიდი შრომა უნდა გამეწია, მეტი მემუშავა და პერსონალური გამოფენაც გამებედა.

- მითხარით  გამოფენაზე  ჩემი ნახატი გაიყიდაო, წყდება გული საკუთარ ნამუშევრებს როცა შორდები?
– გამოფენის მეორე დღეს პირველად გავყიდე ჩემი  ნახატი ძველი თბილისის სერიიდან. საშინელი გრძნობა ყოფილა, მაგრამ ამავდროულად  სასიამოვნო. იცით რას შევადარებდი?–შვილს რომ გაათხოვებ და  თუ კარგი ოჯახი შეხვდა ბედნიერი ხარ. თუ ცუდი ნანობ, მას რომ მიათხოვე (იცინის). როდესაც ვფიქრობ ხოლმე ვინმე ისე რომ  ვერ  გაუფრთხილდეს  ჩემს ნამუშევარს, რომელშიც სული და გული ჩავდე….და  მაშინვე ვწყვეტ ფიქრს. თავს  იმით ვიიმედებ, რომ რაც მოგწონს უფრთხილდები კიდეც. არ ვიცი,  ეს  ნამდვილად ასე არის თუ არა, მაგრამ გულს მაინც ასე ვიიმედებ.
- ნახატი  რომელსაც ვერასდროს შეელევით, რა ფასიც არ უნდა გადაგიხადონ…
10751820_868171043217077_530782609_n– ვერასდროს შეველევი  ჩემს სადიპლომო ნამუშევრებს. წარმოდგენაც არ მინდა ერთხელაც  რომ ავდგე დილით და ისინი ჩემს კედელზე ვერ  დავინახო, რა შეიძლება დამემართოს (იცინის). ეს ნამუშევრები ჩემი ცხოვრება, მოგონებები, განცდები … ყველაფერია  და ისინი ჩემი სიცოცხლის ბოლომდე  ჩემი სახლის  კედლებზე დარჩებიან.
- ფოტოგრაფიაშიც მოსინჯეთ ბედი , აქაც წარმატებული იყო თქვენი ცდა . ხომ არ შეიძლება  მომავალში  ფუნჯი   ფოტოაპარატმა  ჩაანაცვლოს?
–  ფოტოგრაფიით ნამდვილად გატაცებული ვარ. შეიძლება ვთქვათ,  რომ ჰობია. ვიღებ ყველაფერს, რასაც  ჩემი თვალი მოხვდება. განსაკუთრებით  ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალი, მისი ძველი  ნაპრალებ შეპარული  ბებერი აივნები მიყვარს. ურდულიანი სადარბაზოები  განიერი კიბითა და  ლამაზად მოხვეული  ზემოთ ამავალი მოჩუქურთმებული კიბის  მოაჯირებით. სულ მგონია, რომ იქ, მიღმა ისევ ცოცხლობენ.  ხანდახან დაბლიდან შევცქერი მოლოდინით და იქიდან სასწაულს ველი. იდუმალია, ძალიან იდუმალი და ეს იდუმალება მიზიდავს. არ მინდა, ეს ყველაფერი უკვალოდ გაჰქრეს. მინდა, მათი დაფიქსირებით წარსულის შემონახვაში  ჩემი წვლილი მქონდეს. ხანდახან შეიძლება ერთი და იგივე ორჯერ გადაიღო და ორივე ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან განხვავებული ფოტო გამოგივიდეს. მიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ ფოტოგრაფია ხატვას ვერასდროს შემიცვლის,  ფოტოგრაფია მეხმარება, რომ შევქმნა რაღაც ახალი მხატვრობაში, შეიძლება ითქვას,  შთაგონების წყაროც არის.

-  ხატვის  ნიჭი რომ არა, როგორი  იქნებოდა თამუნა მებუკეს  ცხოვრება  მომავალში?
10735620_868169069883941_858282891_n-  უნიჭო ადამიანი, ჩემი აზრით, არ არსებობს. ჩვენ ყველას აუცილებლად გვეძლევა რაღაც ნიჭი,  რომელიც უნდა დავინახოთ და განვავითაროთ. პატარა ამას ვერ გრძნობ. მე მადლობა მინდა გადავუხადო დედას, რომელმაც დაინახა ეს ჩემში  და პატარობიდანვე მის შესასწავლად მომამზადა. მადლობა უფალს,  რომ მომეცა  სწორედ  ხატვის  ნიჭი და შესაძლებლობა, რომლითაც შემიძლია გადმოვცე ჩემი სიხარული, მწუხარება. რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები, რომ ხატვა არის ჩემი ცხოვრება და  მას ვერცერთი პროფესია ვერ შემიცვლის. ნამდვილად მიფიქრია იმაზე, რომ ეს უდიდესი  ღვთიური საჩუქარი რომ არა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება და ვერაფრით წარმომიდგენია. შემიძლია ვთქვა, რომ ხატვა ჩემი პროფესია კი არა,  ცხოვრებაა, ხოლო ინტერიერის დიზაინერობა – პროფესია. თუმცა,  ამ ნამუშევრებშიც მთელ ჩემ სულს ვდებ და მაქვს იმედი, რომ ამ სფეროში უფრო მეტად  გავიკვლევ გზას და დავტოვებ ჩემს სახელს.
-  რომელი დიდი  მხატვრის  შეგირდი იქნებოდით  რა რას ისწავლიდით მისგან?
– ძალიან მიყვარს მოდილიანი და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან. (იცინის) აღფრთოვანებული ვარ მისი შემოქმედებით… ო, რამდენ რამეს ვისწავლიდი  ამ ბუბმერაზი მხატვრისგან.( სინანულით) როგორ გითხრათ,  ამ დიდი ხელოვანის  ნახატებით გადმოცემული ემოცია ძალიან ახლობელია ჩემთვის. ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. მისი ნამუშევრები  სევდით არის სავსე და მისი ფუნჯის ფერები თითქოს გულამდე, სულამდე აღწევს. ასევე  სიამოვნებით ვიმუშავებდი რემბრანტთანაც ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანი, ბუმბერაზი მხატვრები. პატარა მსგავსებაც გვაქვს  (იცინის) რემბრანტის პორტრეტები გამოირჩევა თვალებით. იგი ყველა მის ნატურას მამამისის თვალებს უხატავდა, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ პორტრეტი ზუსტი ასლი გამოდიოდა. ბევრისგან გამიგია და ჩემი გამოცდილებიდანაც ვიტყვი, რომ ძირითადად ყველა მხატვარს ყავს თავისი რჩეული.( ხატება) მაგალითად,  მე რაც კი პორტრეტი დამიხატავს,  ყველა ჩემ ნატურას  დედაჩემის თვალები აქვს. თუმცა,  ამას შეგნებულად არ ვაკეთებ ეს თავისთავად ხდება ხელის ერთი მოსმით.
10751875_868169083217273_2057675571_n- გარდა ნახატებისა სხვადასხვა პროექტი გაქვს შექმნილიმომავლის  გეგმებზე  გვიამბეთ.
– არ  მიყვარს წინასწარ საუბარი, თუმცა „საიდუმლოდ“   გეტყვით. დიდი გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც მინდა მოვასწრო და გაზაფხულზე  მოვაწყო თუ  სად, გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს. ასევე მაქვს  საინტერესო შემოთავაზება და ბევრს ვმუშაობ პროფესიული მიმართულებითაც. მინდა,  ჩემი შექმნილი დიზაინიც მალე გავაცნო ფართო საზოგადოებას. ამასთანავე ვარ ამერიკული ცნობილი ბრენდის დიზაინერი.
- ნახატების დიდი რაოდენობა შავთეთრ ფერებში გაქვთ, რით ახსნით ამას?
– შეიძლება პესიმისტურად ჟღერდეს,  თუმცა ასეა, მახატინებს სევდა, ტკივილი,  ან თუნდაც ცუდი ამინდი (იღიმება),  სწორედ ამიტომ არის ჩემი ნახატების 90% შავ–თეთრი.
ვოცნებობ,  რომ ჩემი პროფესიით მივაღწიო რამეს და დავტოვო ჩემი სახელი ამ სფეროში.
- დიზაინში როგორ მუშაობთ ? უპირატესობას რა ფერებს ანიჭებთ და  რით განსხვავდებით  ამ სფეროში მომუშავე  სხვა დიზაინერებისგან?
- ინტერიერს ძირითადად ნახატების მსგავსად ქართული ელემენტებით ვაკეთებ. ძირითადი მასალა აგური, ხე და ბეტონია. ფერები პასტელური. მაგრამ ყოველთვის არის რაღაც ელემენტი, თუნდაც ფერი ან დეკორი, რომელიც ყოფს ჩემს ინტერიერს. ძირითადად მოდერნიზმის სტილია, თუმცა შერწყმულია ქართულ10799564_868169076550607_1548733556_nტრადიციებთან. შუშა ხე, ბეტონი და აგური  ერთად შესანიშნავი სინთეზი გამოდის. რა თქმა უნდა,  გააჩნია რა პროექტია: საცხოვრებელი ბინა, კაფე, გალერია და რაიმე სხვა.
ინტერიერი ყოველთვის ღია ფერებშია,  თუმცა ასევე ყოველთვის კონტრასტული. ეფექტიც ეს არის. რაც უფრო მეტი და მკვეთრი კონტრასტია,  მით მეტია ეფექტიც მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ინტერიერს და ზოგადად არქიტექტურას უკვე ყველა კომპიუტერული პროგრამებით აკეთებს. კი,  ნამდვილად კარგი გამოგონებაა (იცინის), თუმცა მე პირადად უპირატეაობას ხელით შექმნილ პროექტებს ვანიჭებ. ყველა დიზაინერს თავისი სტილი აქვს. შესაბამისად მეც. ინტერიერის გრაფიკულ კომპოზიციას ვაკეთებ ფანქრით,  ამის შემდეგ გადამაქვს კომპიუტერულ პროგრამაში.
- რაზე გწყდება გული ?
– არა,  გული არ მწყდება არაფერზე. რომ გადავხედო ჩემს განვლილ ცხოვრებას არც არაფერს შევცვლიდი.
- სად იმოგზაურებდით და ნახატებად ჩამოიტანთ შთაბეჭდილებებს თუ კადრებად.
–  ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა ვიმოგზაურო იტალიასა და საბერძნეთში. როგორც ზემოთ ავღნიშნე მიყვარს სიძველე, არქიტექტურა და ძალიან მაინტერესებს იტალიის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება, მისი ვიწრო და ლამაზი ქუჩების ნახვა, საოცარი სოფლები აქვთ. ასე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შთაბეჭდილება ისეთი ძლიერი იქნება რომ მარტო ჩემს ნამუშევრებში ვერ ჩავატევ და მომიწევს კადრებად ჩამოტანაც.
- მარტოა თამუნა?
– ბუკა მარტო არ არის (იცინის).  გვერდში ყავს ადამიანი, რომელთანაც მომავლის გეგმებს აწყობს. ბუკა ძალიან შეყვარებულია იცინის) და სწორედ ეს ადამიანი მეხმარება ჩემი ოცნების განხორციელებაში.
ირმა მირზაშვილი
10756677_868170983217083_1620607668_o
10754496_868170979883750_1790519251_o

Комментариев нет:

Отправить комментарий