пятница, 27 февраля 2015 г.

გოგა ოსეფაშვილი – რეალობის გრძნობებით აღქმა აუცილებელია ადამიანისათვის და თეატრს შეუძლია ამას პროვოცირება გაუწიოს.

ის არც პირველი და არც უკანასკნელი ადამიანია, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ბევრჯერ დაწყვიტეს გული. დრამატულია, როცა საკუთარ ქვეყანაში, არცერთ თეატრში შენი ადგილი არ არის მაშინ, როცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძლიერი შოუმენი, ჯამბაზი, რომელსაც თანამედროვე ჩარლი ჩაპლინს უწოდებენ, შენს მაღალ პროფესიონალიზმს  ჯეროვნად აფასებს და საკუთარ ლეგენდარულ თეატრში სათამაშოდ გიწვევს. თავად ამ ყველაფერს დროის უცნაურობით ხსნის, ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს და უკეთესი მომავლის იმედს იტოვებს. "ჩემი ცხოვრებისეული მიზანი გახლავთ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ამით მივანიჭო ხალხს სიამოვნება"– გოგა ოსეფაშვილი.

ახლახანს დაბრუნდით მოსკოვიდან. მოგვიყევით  ლეგენდარულ ჯამბაზთან ,  სლავა პოლუნინთან თანამშრომლობის  შესახებ.

მე და სლავას 30 წლის მეგობრობა გვაკავშირებს.  მისი სურვილი იყო,  რომ მე მასთან მეთანამშრომლა, რადგან მას დასში არ ჰყავდა სევდიანი ჯამბაზი  და ეს ჩვენი
 თანამშრომლობა გადაწყდა,  როდესაც იგი იყო ჩამოსული თბილისში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე  თავისი ცნობილი სპექტაკლით.  მან მიმიწვია მოსკოვის გასტროლებზე სადაც 30 იანვარს ვითამაშე პირველი სპექტაკლი. შესანიშნავი,  საკმაოდ ინტერნაციონალური დასია, რომელშიც დაახლოებით 15 ქვეყნის წარმომადგენელია და მათ რიცხვს შევუერთდი მეც. როგორც ქართველი მსახიობი. 
 მას თანამედროვე ჩარლი ჩაპლინს უწოდებენ...
ძალზედ საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ჯამბაზ სლავა ლუნინთან თეატრალურ კლასიკად ქცეულ სპექტაკლ "სნოუშოუ"-ში მონაწილეობის მიღება. მისი თეატრი არის მსახიობებისა და მაყურებლის ერთად ყოფნა შემოქმედების მაგიურ სივრცეში.


როგორი ატმოსფერო სუფევს დასში. 
 დასში სუფევს უსაზღვროდ მეგობრული ატმოსფეროკულისებში ყველა ერთმანეთს  გულშემატკივრობს და რომელიმეს წარმატებული სცენა ყველას წარმატების თანაზიარია. ყველა მსახიობის ყოველდღიური შეხვედრა ერთმანეთთან ახუტებით და სითბოს გამოხატვით იწყება და ამ სითბოს მთელი 20 დღის განმავლობაში ვგრძნობდი.
 ცხადია, დიდი თანხებთან იქნება დაკავშირებული ეს გრანდიოზული სანახაობა.
 ტექნიკურად იმდენად რთული და სანახაობრივი სპექტაკლია, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სლავა  პოლუნინი მოგებაზე იმდენად არ ფიქრობს. მისთვის მთავარია ეს სიხარული და ბედნიერება  აჩუქოს მაყურებელს.  ყველა ბილეთი  დიდი ხნით ადრე იყიდება. მაყურებელი  ბევრია.
პანტომიმის თეატრის მსახიობობას მარტო არტისტული მონაცემები სჭირდება, თუ სხვაც ბევრი რამ არის  გასათვალიწინებელი?

პანტომიმის მსახიობი ისევე უნდა ფლობდეს საკუთარ სხეულს,  როგორც დრამატული თეატრის მსახიობი მეტყველებას .
ამით არ დასრულდა ალბათ თქვენი და  სლავა პოლუნინის თანამშრომლობა.
რამოდენიმე დასი ყავს სლავას და სხვადასხვა გასტროლებზე სხვადასხვა დასები იღებენ მონაწილეობას. ეს ერთი დიდი ოჯახია, რომლშიც მეც მიმიღეს უკვე. კონკრეტულად სად და როდის ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი და სლავას თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა.
რამ განაპირობა თქვენი მსახიობობა?
თბილიში მსახიობის ოჯახში დავიბადე.   დღესაც მახსოვს  ერთი და იგივე ტექსტით შევსებული ბლოკნოტები.  მამა თურმე გადაწერით იმახსოვრებდა როლებს და სხვებზე ადრე  იშორებდა ტექსტთან დაკავშირებულ პრობლემებს.  დედა დიასახლისი იყო, მაგრამ ცხოვრებში მსახიობი ისე ვერ გამოაჯავრებდა ვინმეს ქცევით და სიარულით, როგორც ის. პროფესიონალი გეგონებოდათ.  დედაჩემი, გულნარა ემხვარი  მეტად სტუმართმოყვარე და გულღია  ქალბატონი იყო.  51 საშუალო სკოლა დავამთავრე . ამაშობდი ფეხბურთს ძალიან კარგად, მაგრამ მისი დიდი სურვილი იყო მევლო ცეკვაზე და შემიყვანა პიონერთა სასახლეში ცეკვის წრეზე. რუბენ ჭოხონელიძის კლასში. სკოლაში უფრო ჰუმანიტარული საგნები მიტაცებდა, ხოლო ტექნიკური კი მიძნელდებოდა,  მაგრამ რადგან სკოლის ოლიმპიადებში ვღებულობდი აქტიურ მონაწილეობას, დამაკმაყოფილებელ ნიშნებს მიწერდნენ.

როდესაც მამა თეატრიდან წავიდა, მუშაობა დაიწყო დირექტორის მოადგილედ  ოკამის ღვინის ქარხანაში, სადაც უგემრიელესი ღვინო მზადდებოდა. რადგან დედა ალზედ სტუმართმოყვარე გახლდათ,  ჩვენს ოჯახში ხშირი სტუმრიანობა იყო. ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ მამის მეგობრები, ძირითადად . მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, მათ შორის უფრო ხშირად ნათლიაჩემი- გიორგი შავგულიძე, შოთა ქოჩორაძე, ავთო ვერულეიშვილი. მახსოვს აკაკი კვანტალიანი, ვასო გოძიაშვილი და ახალგაზრდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.
1 მაისის დემონსტრაციისას  მამა ფანრიდან გადასძახებდა მსახიობებს: ხომ იცით მერე, რომ უნდა ამოხვიდეთ ჩემთანო?  ეს ტრადიციად იყო ქცეული.

ამ თეატრალურმა ატმოსფერომ განაპირობა ჩემი არჩევანი მომავალი პროფესიისა.  ჩავაბარე სერგო საქარიაძის სახ. თეატრალურ სასწავლებელში, სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც მასწავლიდნენ ვალერიან დოლიძე და ლევან შატბერაშვილი. სწავლის დროს მოვიხიბლე პანტომიმის ჟანრით, რომელსაც ამირან შალიკაშვილი უძღვებოდა.
ჩავირიცხე მასთან თავისუფალ მსმენელად და ჩემი აქტიურობით მისი ყურადღება მივიქციე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი უკვე მის მიერ შექმნილ ნიჭიერთა  დასში  მოვხვდი, რომელიც ჯერ ფილარმონიასთან არსებული იყო, ხოლო შემდეგ კი სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. იყო ძალზედ საინტერესო სპექტაკლები, როლები, გასტროლები კავშირის და საზღვარგარეთის მრავალ ქალაქებში, სადაც ყველა სპექტაკლი ძალზედ წარმატებული იყო.

ქართველი და უცხოელი მაყურებელი .
ჭეშმარიტი ხელოვნება ყველა ეროვნების მაყურებლისათვის აღქმადია და ემოციების და გრძნობების გამომწვევია  და ამის ნათელი მაგალითია პანტომიმური ნოველა "ვენახი" , სადაც რამოდენიმე წუთში ასახულია ადამიანის მთელი ცხოვრება.
თქვენს  პედაგოგიურ,  ასევე  ქორეოგრაფიულ მოღვაწეობაზე გვიამბეთ.
პედაგოგიური მოღვაწეობა  თეატრში მუშაობის პარალელურად დავიწყე. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში  მიმყავდა პლასტიკის კურსი და მიხარია რომ დღეს უკვე  ბევრი წარმატებული მსახიობი ჩემი სტუდენტი იყო.  ყალიბდებოდა ფანტაზია, იხვეწებოდა გემოვნება და ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობები, რაც ბევრი რეჟისორის დაინტერესებას იწვევდა და რომლებსაც უჩნდებოდათ სურვილი ეთანამშრომლად ჩემთან, როგორც ქორეოგრაფთან, მათ მიერ განსახორციელებელ დრამატულ სპექტაკლებში,  ბედნიერი ვარ შემოთავაზებებით იმ ხელოვანებისაგან, რომლებიც ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებენ.  მიმუშავია მ.თუმანიშვილთან, ს. მრევლიშვილთან, დ. კობახიძესთან, . ნიკოლაძესთან, . ბაგრატიონთან, . ნაკაშიძესთან და სხვა მრავალ ნიჭიერ შემოქმედთან,  რომლებთანაც თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ცალკე აღსანიშნავია ლეგენდარულ ანსამბლ ივერიასთან თანამშრომლობა. სადაც ალექსანდრე ბასილაიას მუსიკის და ჯემალ ბაღაშვილის რეჟისურით მრავალი მიუზიკლი დაიდგა, სადაც მეც ვღებულობდი მონაწილეობას, როგორც ქორეოგრაფი.


 
როგორია თქვენი შეხედულება 
თანამედროვე დრამატურგიის შესახებ?
შეიძლება ვცდები, მაგრამ თანამედროვე დრამატურგიაში განვიცდი ემოციისა და გრძნობის ნაკლებობას. ცხოვრება ხომ ამის გარე არ არსებობს. ზოიერთი მალავს ამას და სრულ მარტოობაში ამჟღავნებს. მხოლოდ გრძნობებს შეუძლიათ ცხოვრებას სრულყოფილება მიანიონრეალობის გრძნობებით აღქმა აუცილებელია ადამიანისათვის და თეატრს შეუძლია ამას პროვოცირება გაუწიოს. მაღიზიანებს სცენიდან ყოველი უშვერი და ვულგარული ფრაზების მოსმენა. როდესაც სპექტაკლი მთავრდება, მაყურებელი უნდა იყოს დადებითი ემოციებით დამუხტული.

მარჯანიშვილის  ახალ  სცენაზე  ზორინის  „ვარშავული მელოდიის“  მიხედვით "საზღვრები"  დადგით . როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია სპექტაკლის ასეთი დიდი წარმატება.
აი ზუსტად რაც ზემოთ ავღნიშნე, ეს არის. ეს პიესა აღსავსეა გრძნობებითა და ემოციებით, რომელსაც მთავარი გმირები განიცდიან და რის დეფიციტსაც განიცდის დღევანდელი მაყურებელი.  მსურველებს ამ სპექტაკლის ნახვა  დღეს საღამოს  20:00 მარჯანიშვილის  ახალ სცენაზე  (სარდაფი)  კიდევ  ერთხელ  შეუძლიათ .
დაუვიწყარი  პარტნიორი სცენაზე
ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად მითამაშია, მაგრამ დაუვიწყარი პარტნიორი, როგორც სეთი, არ მყოლია.

ამამად ად  მუშაობთ. როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
კონკრეტულად არსად. რამოდენიმე სცენარზე ვმუშაობ და ჯერჯერობით ვარჩევ თეატრალურ სივრცეს .

 არცერთი ეატრის დასში  არ აღმოჩნდით. რატომ მოხდა ასე?
დროა უცნაური...  ესე ვერ გეტყვით, მაგრამ მე მაინც ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და უკეთესი მომავლის იმედს ვიტოვებ. ჩემი ცხოვრებისეული მიზანი გახლავთ, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ამით მივანი ხალხს სიამოვნება.საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით...
ბავშვობიდან ვარ ძალზედ პუნქტუალური, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, შრომისმოყვარე და სხვისი ნიჭიერების დამფასებელი და მოხარული.
თქვენი  მეუღლეც  მსახიობია.  შვილებს თუ  გამოყვათ  მშობლების  ნიჭი?
 დიახ, ჩემი მეუღლეც ასევე პანტომიმის თეატრის მსახიობი გახლავთ – მერი ალიმბარაშვილი.

 შვილებს გადაეცათ ეს ნიჭი, მაგრამ სხვა კუთხით განავითარეს. ჩემი უფროსი ქალიშვილი ომატოლოგია ისრაელში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ჩემი ვაჟი კი მე მეხმარება ჩემი სპექტაკლების წარმართვაში.

რას ეტყოდით  საკუთარ  მაყურებელს.
ღრმა პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც სახლში ყოფნას, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას ურჩევნიათ თეატრში ყოფნა.




























Комментариев нет:

Отправить комментарий