понедельник, 9 февраля 2015 г.

ქეთი ქიტიაშვილი – შემაბმევინე მაქმანი ცაზე…



ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს– „ზოგი ჭირი მარგებელიაო!,“ –  ასე იყო ქეთი ქიტიაშვილის  ცხოვრებაშიც  უცნაურად  გამოვარდნილმა „ჭირმა“ მთლიანად შეცვალა მისი მომავალი ცხოვრება. არავინ იცის რა იქნებოდა , რომ არა შემთხვევა, რომელმაც ნიჭიერი პიანისტი გოგონას ბედი უცნაურად  შეცვალა  და სამუდამოდ  თეატრს  დაუკავშირა.

სასწავლო თეატრი: “სამი და” – ირინა, ნატაშა. კლდიაშვილი – “ქამუშაძის გაჭირვება” – სონია. 
ახმეტელის თეატრი: 
თაბუკაშვილი – “ტაძარი” – ნათია; ოთარ ჩხეიძე – “ერთი მერცხლის ჭიკჭიკი” – შეშლილი ბავშვი; ედუარდო დე ფილიპო – “ქვრივთა ნუ გეშის მცემელი” – ნუნ ციტიანა; “საახალწლო მიუზიკლი” – კუდიანი; თაბუკაშვილი – “შენსკენ სავალი გზები” – ლენიკო; შვედური ზღაპარი – “ლუდვიგ 14 “- ლაურა; სამსონაძე – „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ – მარინე; პ.კაკაბაძე – „დემეტრე მეორე“ – ღვთის გლახა; „რვა მოსიყვარულე ქალი“ – ლუიზა; „ვირის ჩრდილი“ – სატრფო. 
პანტომიმის თეატრი: 
„ჩვენ ვცოცხლობთ“ – მთავარი გმირი ქალი; „კონტრასტები“ – მთავარი გმირი ქალი; „ცხოვრება თამაშია“ – მთავარი გმირი ქალი. 
ილიაუნის თეატრი: „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – დედა; 
მოზარდმაყურებელთა თეატრი:
 „ცხოვრება თამაშია“ – მთავარი გმირი ქალი; მ. ანთაძე – „თოვლის ბაბუს ზღაპარი“ – თოჯინა; ჩუკოვსკი – „ტელეფონი“ – ტელეფონი; ნ. გაგნიძე – „ქრისტეფორო დე კასტელის ალბომი“ – მარიამ დადიანი; „მიუნ ჰაუზერი“ – ბარონესა; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა უფლისწული“- გველი. კინოსიტა – „წეროს ფრთები“ – ცინი; ნ.დუმბაძე- „კუკარაჩა“ – ანგელინა; „ნაცარქექია“ – მოსამართლის ცოლი მარჯანიშვილის თეატრი:
ზორინი – „ვარშავული მელოდიები“;  „საზღვრები“ – ჰელენა ტელეკომპანია მე-9 არხი: 
დ.სონღულაშვილი – „40 წლის შემდეგ“ – ანხელინა; დ. სონღულაშვილი- „ინდუსტრიის კლინიკა“ – ექთანი და; სონღულაშვილი – „ქალი დისტანციური მართვით“- ქალი.
ეს  ქეთის  მიერ ნათამაშები  როლების არასრული  ჩამონათვალია, თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსიდან  სულ სცენაზეა.  მის  მიერ  განსახიერებული  როლები ერთნაირად  შეიყვარა პატარა თუ დიდმა მაყურებელმა. მოზარდმაყურებელთა  თეატრის  მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი  თავის პროფესიაში  უკვე    „გაზრდილი  გოგოა“,  მის სამსახიობო ნიჭზე ბევრი საქებარი  სიტყვა ითქვა და დაიწერა, მაგრამ  წარსულში ნიჭიერი „პიანისტი“ და  „აქტრისა“  კიდევ  ერთი  განსაკუთრებული ნიჭის მატარებელია,  თუმცა საკუთარ  ნააზრევს  პოეზიას არ ეძახის,  გარითმულ სტრიქონებს  ლექსს არ უწოდებს და თავისებურ ახსნას უძებნის  “
ლექსს და პოეზიას ვერ დავარქმევპოეზია ჩემთვის სულ სხვა რამ არისჩემი პოეტური მცდელობები ეს არისუბრალოდ ჩემი გულისთქმა რა ემოციებსაც აღძრავენ  ჩემს გარჩემო ოფი ადამიანებიძირითადათ მათთან ურთიერთობების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებია“.  ასეთ განმარტებაზე  უნებლიედ ისევ ის  უცნაური  „ბაფთიანი გოგო“ გახსენდება, კონსერვატორიაში მუსიკის სიტყვებით გადმოცემას რომ აპირებდა. თეატრალურში მისული, კონსერვატორიაში ვაბარებო რომ იჩემებდა…
ქეთი, როგორი ბავშვი იყავით, ვინმეს თუ უთქვამს, ეს ბავშვი მომავალში კარგი მსახიობი დადგებოდაო?!
კი, ჩემს სამსახიობო მონაცემებს ყოველთვის ვავლენდი. ბევრჯერ უთქვამთ, ეს ბავშვი ნამდვილი არტისტიაო, მაგრამ მამა ამის დიდი წინააღმდეგი იყო. 
 46 სკოლა და მესამე მუსიკალური ათწლედი დავამთავრე.  პატარა აქტრისას მეძახდნენ. სულ ვიღაცას განვასახიერებდი.  დედა  ჩემში დიდ შესაძლებლობებს  ხედავდა და   ძალიან უნდოდა სამსახიობოზე ჩამებარებინა. ერთ დღეს ქალბატონ ლილი იოსელიანთან მიმყვანა და სთხოვა გამოვეცადე. „ეს თუ არა, აბა ვინ უნდა გამოვიდეს მსახიობი?!“–უთხრა მაესტრომ, მაგრამ  მამის დაჟინებული მოთხოვნით მაინც  კონსერვატორია გადაწყდა. პიანისტობა მეც მინდოდა, მიყვარდა დაკვრა, ბევრს ვშრომობდი და წარმატებებიც მქონდა. მისაღები გამოცდისთვის  პედაგოგს არ დავუჯერე  და დასაკრავად  ტექნიკურად რთული  ნაწარმოები  ავირჩიე, რის შედეგადაც მივიღე ხელის ტრამვა… ბევრი არ მიფიქრია.  გამოცდაზე მაინც წავედი. გადავწყვიტე  ის მუსიკა, რის დაკვრასაც ვაპირებდი,  სიტყვებით გადმომეცა.  რა თქმა უნდა იქ დაკვრა მომთხოვეს … (იცინის)10173551_10152570446959779_2008210134723594344_n
კონსერვატორიაში გამოცდა  ვერ ჩავაბარე და გულდაწყვეტილი სახლში წამოვედი. იქვე ვცხოვრობდი, გზად თეატრალური ინსტიტუტი უნდა გამევლო,  სადაც ვიცოდი ღია კარის დღე იყო დანიშნული. გადავწყვიტე შემევლო. სკოლის ფორმა მეცვა, თეთრი წინსაფრითა და თავზე ბაფთით. კარი გამოვაღე, ბევრი ხალხი იჯდა. შევედი. უცებ დავიბენი. მე ნოტებით ხელში, სკოლის ფორმით, აღმოვჩნდი ჩემთვის ძალიან თამამ საზოგადოებაში. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ… გაოცებული ვიყურებოდი და ერთი სული მქონდა გამოვქცეულიყავი. უცებ კარისკენ შევბრუნდი,  გაპარვა დავაპირე. იქ მყოფი ორი პედაგოგისგან ერთი ძალიან მეცნობოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის ოთარ ბაღათურია იყო. მან შემნიშნა და დამიძახა, მოდი წაგვიკითხე რამეო… მე ვუთხარი აქ ისე შემოვიარე, კონსერვატორიაში ვაბარებ-მეთქი. ხოდა მაინც უნდა წაგვიკითხო, რადგან აქ ხარო და მეც წავიკითხე. სულ გაწითლებულმა და თავდახრილმა  დავამთავრე თუ  არა,  გარეთ გავვარდი. ბატონი ოთარი კი მეძახდა, რა კონსარვატორია, აქ უნდა ჩააბაროო (იცინის).
მერე სახლში გამოვაცხადე, თეატრალურში ვაპირებ ჩაბარებას, მონაცემები მაქვს, უკვე შემამოწმეს-მეთქი.  გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. აი ასე გადმოვინაცვლე გრიბოედოვის ქუჩიდან  რუსთაველზე.
ადვილად შეეგუეთ  უცხო გარემოს?
შემოქმედებითი სამყარო და დისციპლინა ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ ქალბატონმა ლილი იოსელიანმა ისეთი ზეგავლენა მოახდინა,და ისე ღრმად ჩაგვახედა პროფესიაში, ცოტა შემეშინდა… პირველივე დღეს გამოგვიცხადა-მე აქ მოვედი იმისთვის, რომ შეგაძულოთ ეს საქმე, ვისაც არ შეძულდება და პირიქით შეუყვარდება, ის იქნება არტისტიო.  მას მერე სულ სცენაზე ვდგავარ. ბედნიერი ვარ, რომ პროფესია მან მასწავლა, ის იყო დიდი პედეგოგი, დიდი მოქალაქე და დიდი რეჟისორი! ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები. განსაკუთრებით, თუ ჩემთვის საინტერესო როლზე ვმუშაობ, სულ მასთან ვარ. ვფიქრობ, რას მეტყოდა,როგორ შემაფასებდა…
პირველივე  საკურსო ნამუშევარი  ძალიან  წარმატებული  აღმოჩნდა.
საკურსო ნამუშევარი იყო ჩეხოვის „სამი და“. ამბობენ, რომ ძალინ კარგი სპექტაკლი იყო. პროფესიონალები აღნიშნავდნენ, დაუჯერებელია,რომ ესენი სტუდენტები არიანო. ეს ქალბატონ ლილის დამსახურება იყო.
პირველად რა ასაკში ნახე სპექტაკლირომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
ათი წლის ვიქნებოდი ჩემს საყვარელ მოზარდ მაყურებელთა თეატრში „მერი პოპინსი“ რომ ვნახე, მეორე სპექტაკლი იყო „კავკასიური ცარცის წრე“, რომელმაც დამამუნჯა…..თეატრიდან სახლში წასვლა არ მინდოდა.
ახლიდან რომ ირჩევდე პროფესიას, სხვა არჩევანს გააკეთებდი?
ალბათ არა. ჩემს პროფესიას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ვისგან გადმოგეცა ეს ნიჭი?
მსახიობი არავინ მყავს, მაგრამ დედაჩემი ისეთი არტისტული ადამიანია, ალბათ მისგან. ჩაბარებულიც ჰქონია ჩუმად თეატრალურში, მაგრამ მამამ  მასაც წინააღმდეგობა გაუწია და მსახიობობა ოცნებად დარჩა. ვფიქრობ, ასე რომ არ ყოფილიყო, მისგან დიდი მსახიობი დადგებოდა.
ახლახანს  გოგა ოსეფაშვილმა მარჯანიშვილის თატრში  ზორინის  „ვარშავული მელოდიების მიხედვით“  სპექტაკლი  „საზღვრები“  დადგა,   სადაც შენ  მთავარი როლი ითამაშე. მეორე დღეს მთელი ქალქი ამ სპექტაკლზე საუბრობდა – მოგვიყევი ამის შესახებ.
„ვარშავული მელოდიები“ 1968 წელს დაიწერა და მალევე დაიდგა. საოცრად პოპულარული დადგმები განხორციელდა და დღემდე ძალიან აქტუალურია რუსეთში.  მთელი ბავშვობა და შემდეგაც ვუყურებდი ამ  სპექტაკლებს. რასაკვირველია მომწონდა, რადგან დიდი ოსტატების  მიერ იყო  დადგმული და ნათამაშები. სამწუხაროდ, არ მაქვს ნანახი ბნ. კოტე სურმავას მიერ დადგმული სპექტაკლი გრიბოედოვის თეტრში, სადაც ბრწყინვალე ალექსანდრე გომიაშვილი თამაშობდა.
ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი ასე დაიწყო: რეჟისორმა გოგა ოსეფაშვილმა პიესა მარჯანიშვილის თეატრში მიიტანა და ქალის როლზე მე მიმიწვია. ძალიან საპასუხისმგებლო წინადადება იყო. რასაკვირველია არც დავფიქრებულვარ. მარჯანიშვილის თეატრი  საყვარელი თეატრია ჩემთვის. საერთოდ ყოველთვის მაინტერესებს ახალ სივრცეში თამაში. ახალ პარტნიორებთან, ახალ მაყურებელთან.
ვინ იყო თქვენი პარტნიორი?
გადაწყდა მამაკაცის როლი  ამავე თეატრის მსახიობს – ბექა გოდერძიშვილს  ეთამაშა. ძალიან საინტერესო, მსახიობისთვის  ბევრის მომცემი და რთული რეპეტიციები გვქონდა. ყველაზე მეტად  მიყვარს რეპეტიცია, როცა ძიების პროცესში ხარ. როცა პიესა ორ კაციანია, მაყურებლის ყურადღება მთლიანად მსახიობების თამაშზე გადადის. ეს კარგად გვქონდა გათვითცნობიერებული და ძალიან ვღელავდით. მე მგონია, რომ ჩემი და ბექას თანხვედრა მოხდა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ლევან წულაძე „პრაგონზე“ მოვიდა, გვითხრა რომ ამ ყველაფერმა მასზე ძლიერ იმოქმედა, რომ სპექტაკლი საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია. პრემიერის წინ  მისი აზრი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმედისა და დიდი სტიმულის მომცემი იყო. ამ დროს მსახიობი ძალიან „დაუცველი“ და აღელვებულია.  ფიქრობს– მივა თუ არა მისი სათქმელი მაყურებლამდე, და მგონი მივიდა. ამისთვის მადლობა ბექას, რომელმაც კარგი პარტნიორობა გამიწია. 
ფიქრობ, რომ სპექტაკლი შედგა?10342750_10152570446954779_6042465729060982399_n
მე ვფიქრობ, სპექტაკლი შედგა. კარგი პიესაა, ის მიხო მოსულიშვილმა თარგმნა. საინტერესო ისტორიაა, აქტუალური, იმიტომ რომ სიყვარულზეა,  კიდევ იმიტომ, რომ შეუმდგარი და აკრძალული გრძნობა, ხშირად მძიმე შედეგით მთავრდება. ჩვენი სათქმელიც სწორედ ეს არის: „ადამიანებო,  გაუფრთხილდით სიყვარულს!“
როგორც ვიცი, პიესა ორკაციანი უნდა ყოფილიყო,  თქვენს შემთხვევაში სამი პერსონაჟია.
დიახ, ჩვენს ვერსიაში სამი პერსონაჟია. მესამე გახლავთ უშიშროების თანამშრომელი, რომელიც რეჟისორის, გოგა ოსეფაშვილის გამოგონილია და რომელიც თავადვე  არაჩვეულებრივი ოსტატობით შეასრულა. მე ვიტყოდი, რომ სპექტაკლს სამი კი არა ოთხი პერსონაჟი  ჰყავს. ეს გახლავთ ზაზას მუსიკა, რომელიც „საზღვრებისთვის“ შეიქმნა. ზაზა მარჯანიშვილის  მუსიკა ეს ცალკე თემაა. მეამაყება, რომ ეს საოცარი ჟღერადობა ჩვენი  სპექტაკლის მარგალიტია.
როგორ ფიქრობმარტო ნიჭი საკმარისიარომ კარგი არტისტი დადგეკიდევ რა არის საჭირო თქვენი აზრით?
ნიჭი აუცილებელია, მაგრამ მთავარია შრომისმოყვარეობა, სისტემატურობა, ფიქრი, რასაც  მსახიობი რეზულტატამდე მიჰყავს.
წარმატებულ მუსიკოსობას გიწინასწარმეტყველებდნენ, მუსიკამ რა როლი შეასრულა თქვენს  პროფესიაში?
უდიდესი.16 წელი მიმოდრამაში ვიმუშავე გოგა ოსეფაშვილთან ერთად.  იქ ძალიან გამომადგა ჩემი მუსიკალური გამოცდილება.  ერთ-ერთი სპეკტაკლისთვის მე თვითონ შევარჩიე მუსიკა… თეატრში პლასტიკა, მუსიკა, სიმღერა…ეს აუცილებელია….ახალ სპექტაკლშიც ვმღერი.
როგორ ფიქრობთ, თქვენი მოღვაწეობის მანძილზე რა შეგიქმნია ყველაზე ღირებული?
ასე მგონია, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა… ახლა  ძვირფასია „საზღვრები“. ძალიან მიყვარდა „წეროს ფრთები“… კიდევ ბევრ სხვას ჩამოვთვლიდი…
მოზარდმაყურებელი თატრის მსახიობი ხარ, როგორ „აფასებენ“ პატარა მაყურებლები მსახიობის ოსტატობას?
მოზარდი ჩემი თეატრია ბავშვობიდან. როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მძაფრი ემოციები ამ თეატრში განვიცადე.  თითქმის ყველა მსახიობის სახელი და გვარი ვიცოდი. ეს ადამიანები მიცოცხლებდნენ ზღაპრულ სამყაროს.  ახლა ეს ჩემი თეატრია.
რთული და საპასუხისმგებლოა საბავშვო თეატრში მუშაობა.  საოცარი ხმები მესმის ხოლმე დარბაზიდან . „თოჯინაა?“… „უი, ცოცხალი ყოფილა“…  ისეთი ენერგეტიკა მოდის მათგან, სპექტაკლის მერე ისეთი გაფართოებულ და მადლიერ თვალებს ხედავ, რომ ყველაფერი გავიწყდება… ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო, მაგრამ არ მავიწყდება ერთი პატარა გოგონა, რომელიც ყოველ სპეკტაკლზე იჯდა  ხელში მოჭყლეტილი ყოჩივარდები ეჭირა და სპეკტაკლი რომ მთავრდებოდა, მეუბნებოდა – „მიყვარხარ… რა კარგია, რომ არ მოკვდი და გაფრინდიო… („წეროს ფრთები“)
ქეთი, თქვენს ფოტოარქივში ერთი ძალიან საინტერესო ფოტო ინახება მოზარდმაყურებელთა ატრის  უდიდესმსახიობთან  . რეზო თავართქილაძესთან ერთად  ხართ სცენაზე გადაღებულითუ არ ვცდები, ეს მისი  ერთ–ერთი ბოლო როლი უნდა იყოს.
დიახ, ეს მისი ერთ–ერთი ბოლო როლი გახლავთ, „კუკარაჩაში“– მოშე. ბატონი რეზო მხოლოდ მოზარდის კი არა, ქართული თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ბედნიერი ვარ, რომ მისი პარტნიორი ვიყავი, რომ  მასთან ერთად ვითამაშე „კუკარაჩაში“.

როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
კრიტიკა მხოლოდ ჯანსაღი, აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რომ თეატრი იყოს თანამედროვე და მუდამ განვითარების პროცესში.
ბევრმა არ იცის, რომ  თქვენ არაჩვეულებრივ  ლექსებს  წერთ და ხშირად  კონკრეტულ ადამიანებსაც უძღვნით. ინახავთ მათ ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან.
ლექსს და პოეზიას ვერ დავარქმევ, პოეზია ჩემთვის სულ სხვა რამ არის… ჩემი პოეტური მცდელობები ეს არის უბრალოდ ჩემი გულისთქმა… რა ემოციებსაც აღძრავენ  ჩემს გარჩემო მყოფი ადამიანები… ძირითადათ მათთან ურთიერთობების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებია.
ვიცი, რომ საყვარელ პედაგოგსაც მიუძღვენით ლექსი…
დიახ,  ქალბატონ ლილის გარდაცვალების დღეს დავწერე.
ჩიტებს გაუმართავთ ჩუმი მარათონი,
მიდის იმქვეყნად დიდი ქალბატონი…
მიქრიან, უღებენ სამოთხის კარს,
ამ წაროდგენასაც თვითონვე დგამს…
ბევრი საინტერესო გასტროლი გქონდათ, რომელს გამოარჩევდით?
გასრტოლები  ბევრი იყო.  ბალტიის ქვეყნები, სომხეთი, რუსეთი, გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი,  ხორვატია, იაპონია… თითქმის ყველა გასტროლი წარმატებული და სასიამოვნო იყო, მაგრამ იაპონიაში, ოსაკაში განსაკუთრებული გარემო და მაყურებელი დაგვხვდა, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვნახე მსახიობების მიმართ… მიუხედავათ იმისა, რომ სულ სხვა კულტურის ქვეყანაში ვიყავით, ჩემდა გასაოცრად, სპექტაკლი აბსოლუტური სიზუსტით შეფასდა, ის კი  არა,  მასში ისეთი სიკეთეები აღმოაჩინეს, რაზეც ჩვენ საერთოდ არ გვიფიქრია…
ფრანი ჰაერში, ქარი სახეში
ფორთოხლისფერი სხივი სარკეში… 
მორყეულ კიბეს ბალახი მისდევს 
მაინც ავდივართვამყარებთ იქვე,
სკამი ჰაერშიხელი სახეში,
ერთფეროვნება არის საფრთხეში– რისი თქმა გსურდა ამ ლექსით?
ჩემს ქვეყანაზე  ვწერ, აქ განვითარებულ მოვლენებზე. სულ გვინდა ვიღაცის  სახელი ვიძახოთ… და ბევრი სხვა რამ… ერთი ადამიანი წყვეტს ხშირად ბევრის ბედს, თითქოს ყველა სფეროში ასეა. „ერთფეროვნება არის საფრთხეში“… ეს სარკაზმია.  არ ვიცი,  წერის დროს ასე მეგონა ეტყობა.

სულ ფუსფუსშიმოქმედებით წვაში ხარვინ გეხმარება?
დედაჩემს უნდა ვუმადლოდე ყველაფერს. გერმანიაში სპეკტაკლის მერე რომ მკითხეს, ვის ეუბნები მადლობასო… უფალს, ლილი იოსელიანს და დედაჩემს-მეთქი ვუპასუხე… ახლაც ამას გავიმეორებ… დედა ყველაზე დიდი საყრდენია ჩემთვის.
შვილს თუ გადაეცა დედის ნიჭი?
ჩემი შვილი  მომავალი  ჟურნალისტია. სხვათა შორის, სამსახიობო ნიჭი შევამჩნიე. არ მიკვირს, მუცელში მყავდა სპეკტაკლებს რომ  ვთამაშობდი… ამ ნიჭს თავის საქმეში გამოიყენებს… ასე ჯობია… ეს ძალიან დამოკიდებული  პროფესიაა.
ცნობილია,რომ მსახიობებს ცრურწმენები  ახასიაებთ. ნს შემთხვევაში როგორ არის?
მაგალითად, როლი თუ დაგივარდა, სადაც არ უნდა იყო, უნდა დააჯდე (იცინის) – მე ეს ცრურწმენები პრემიერის წინა დღეებში განსაკუთრებით მიმძაფრდება… ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ… ყველაფერს… სპექტაკლის დაწყებამდე  დავდივარ წინ და უკან. მერე ცოტა ხანი, სცენაზე გასვლის წინ მარტო ვრჩები.
რით განსხვავდება მაშინდელი და ხლანდელი ატრი ერთმანეთისგან?
ძალიან განსხვავდება… ადრე სულ სხვა ხარისხი იყო. ჯერ ერთი, თეატრი უფრო აქტუალური იყო, უფრო მისტიკური, საიტერესო…  ახლა,  სამწუხაროდ, ვიზუალური ეფექტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსახიობი. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. ასე მგონია, თეატრი არის ის ადგილი, სადაც მაყურებელი შენთან ერთად ფიქრობს, შენთან და სიუჟეტთან არის და არა კოსტიუმთან ან ლამაზ ეფექტებთან. სპეკტაკლმა, როგორც კარგმა ლიტერატურამ ისე უნდა შეგძრას, დაგაფიქროს… ეს ჩემი გულისტკივილია. მსახიობიც და რეჟისორიც უნდა იყვნენ ილუსტრატორები და არა გამრთობები. მე კარგ კომედიებს არ ვეხები, რასაკვირველია… სცენაზე აზროვნების, ფიქრის დეფიციტია. მინდა, რომ ბევრი კლასიკა დაიდგას… და ჩემი შვილის თაობამ სცენიდან მაინც გაიგოს იმ იდეალების შესახებ, რის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია.
როგორ ფიქრობყველასთვის ხელმისაწვდომია ბილეთის ფასი? იმისათვის რომ ახალგაზრდა თაობამ, (და არა მარტო მათ)  შეძლოს სპექტაკლების ნახვა?

მარჯანიშვილის თეატრს აქვს სხვადასხვა აქციები.  მაგალითად, ჩვენი სპექტაკლი, რომელიც  11 დეკემბერს საღამოს რვა საათზე დაიწყება, სტუდენტებისთვის  ნებისმიერ დღეს, 1-დან 3 საათამდე  აღებულ ბილეთზე  50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.  კოლექტიურ დასწრებებსაც აქვს შეღავათები, რაც ძალიან კარგია.
მსახიობის  შემოქმედებითი ოცნება (მიზანი)
ოცნება კარგია, მაგრამ მე ვისურვებდი, დაბრუნდეს სიტყვის თეატრი. ქმედითი სუნთქვის. ეს არის მაყურებლისთვის დაუვიწყარი. ძალიან მინდა  არიელის თამაში შექსპირის ქარიშხალში, მაგრამ ყველაფერს  თავისი დრო  აქვს. კარგი რეჟისორი, საინტერესო  პარტნიორები. რაც მთავარია, საინტერესო დრამატურგია ეს მარტო ჩემი კი არა, ყველა მსახიობის სურვილია… მეც ამას ვისურვებდი.
როგორია ქეთის სამომავლო  გეგმები?
მომავლის გეგმებს რაც შეეხება, მოზარდში უკვე მაქვს რეპეტიციები გოგა თავაძესთნ „ზღაპარზე“… მასთან მუშაობა საინტერესო და ბევრის მომცემია არტისტისთვის. და მაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავ …
ქეთი, მინდა თქვენი  ლექსით დავამთავროთ ჩვენი ინტერვიუ.
გმადლობთ (იღიმის)
მაქმანი ცაზე.
მაქმანებია გაშლილი მთაზე.
ფრიალებს თითზე, კისერზე, მკლავზე…
ფირუზის მძივი მედება კანზე,
ჩალმას თვლებიანს მოვიხვევ თავზე..
მომნატრებიხარ, ჩურჩულებ ასე,
შენზე ფიქრებით გული მაქვს სავსე,
ძველი ნიღბები დავყარე გზაზე,
შენი ლექსებით მოვდივარ მთაზე…
ექოა ირგვლივ…ზურმუხტი ბარზე..
შემაბმევინე მაქმანი ცაზე…
ირმა მირზაშვილი
1441517_10152570446939779_7799376440724666156_n 1560536_10152570446964779_5742228734089703963_n 10313329_10152570446949779_4275136560557192309_n 10805654_10152570446909779_2507605470187844935_n

Комментариев нет:

Отправить комментарий