понедельник, 9 февраля 2015 г.

დედის ცრემლები



      თბილისში მთელმა იანვარმა ისე გაიარა შემდეგ კი თებერვალის რვა დღემ, არც მოთოვა და არც გაწვიმდა.
წუხელის ძილში მომესმა წვიმის ხმა, უკვე 9 თებერვალია – დედას დაბადების დღე. მთელი ღამე წვიმდა,წვიმდა წყნარად.
    წვიმის წვეთების ხმა – რა იყო ეს ზუსტად შენს დაბადების დღეზე რომ გაწვიმდა?–ნუთუ ეს შენი ცრემლები იყო.

    გათენდა, მოგონებები გამიმძაფრდა,რაც შენთან მაკავშირებს! აღარ ხარ ჩვენს გვარდით,გვენატრები–ალბათ შენ უფრო...ცრემლები მერევა,მკერდში ყრუ ტკივილს ვგრძნობ.
    ფანჯარაში ვიხედები,წვიმას გვირილისხელა ფანტელები მოყვება ციდან. 
შენი სახესავით თეთრი და ქათქათა, შენი ღიმილივით ალერსიანი... გულზე მომეშვა. სანთელი ავანთე,დედ–მამის სურათის წინ.ღმერთს მათი სულების განათლება შევთხოვე.
     წვიმამ გადაიღო,აღარც გვირილისხელა ფანტელები მოფარფატებენ ციდან. მკერდში ტკივილმა კვლავ გამიმეორა, თვალები დამენისლა. ეს, შენი ცრემლები იყო ციდან წამოსული,წვიმის წვეთებს რომ ერეოდა. ალბათ გინდოდა მეც შენთან ერთად მეტირა შენს დაბადების დღეს
                                                                                                                            შ.რ.

Комментариев нет:

Отправить комментарий