среда, 27 ноября 2019 г.

ბავშვებს კითხვა რომ შევაყვაროთ, ჯერ მათი ინტერესების სფერო უნდა განვსაზღვროთ" – მაია დიაკონიძე

Maia Diakonidze-ს ფოტო.
Add caption
ბავშვებისთვის წერა მაშინ დაიწყო, როცა შვილები პატარები ჰყავდა. სხვადასხვა სახუმარო ლექსებს უძღვნიდა-ხოლმე, მაგრამ ამისთვის სერიოზული სახე არასოდეს მიუცია. ვერც წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ოდესმე პოეტი ან მწერალი გახდებოდა, თანაც საბავშვო. მთლიანად შვილების აღზრდით იყო დაკავებული, კარიერაზეც უარი თქვა. როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გაუჩნდა, ნელ-ნელა ჩანაწერების შექმნა დაიწყო.
სტიმული პატარა ზურიკო, საკუთარი დის შვილიშვილი, მხიარული და  ცელქი ბიჭუნა გახლდათ, რომელსაც რამდენიმე საბავშვო მოთხრობა მიუძღვნა.

იმისთვის რომ ნაწარმოებების გამოქვეყნება
 გაებედა, ჯერ ტესტირება გაიარა, კონკურსებზე გააგზავნა ისინი და კარგი შეფასების შემდეგ დაიწყო გამოქვეყნება.
დღეს უკვე პატარების საყვარელი საბავშვო მწერალია. მისი ლექსები, მოთხრობები და ესეები სხვადასხვა წიგნებშია შეტანილი. არის სამი წიგნის და ორი საბავშვო კრებულის ავტორი.
Maia Diakonidze-ს ფოტო.- ქალბატონო მაია, 30-მდე ზღაპრის ავტორი ხართსაიდან დაიწყო ყველაფერი, რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება?
- მწერლობა ჩემს ცხოვრებაში მისტიკასთან, ისევ ბავშვობასთან არის დაკავშირებული. არ დაიჯერებთ და წლის დასაწყისში, იანვრის შუა რიცხვებში, ხანდახან უცნაურ სიზმრებს ვნახულობ-ხოლმე, რომლებიც დროთა განმავლობაში მიხდება. 2012 წლის იანვარშიც საოცარი რამ მესიზმრა, თითქოს ქალიშვილთან ერთად ჯადოსნურ სარკეს ვეძებდი, რომელსაც, რასაც ჩაუთქვამდი, აგიხდებოდა. ბავშვობაში, არ ვიცი გითამაშიათ თუ არა, „სეკრეტობანას“ ვთამაშობდით ეზოს ბავშვები. ხის ქვეშ ვმარხავდით განძს, ეს იყო ფერადი შუშებით ამოვსებული ორმო, ზევიდან გამჭვირვალე შუშის ნატეხს ვაფარებდით მიწას რომ არ ჩაყრილიყო შიგნით. ერთმანეთისას ვეძებდით. თუ ვიპოვიდით, ჩვენი ხდებოდა. მე ვცდილობდი, რაც შეიძლება ლამაზი ფერადი შუშები ჩამეყარა, სხვადასხვა ფერის ბოთლის ნატეხები იყო. კალეიდოსკოპივით ცისარტყელას ფერებში თამაშობდა. მიწას გადავაცლიდი შუშას და შიგნით ვიჭყიტებოდი, ანათებდა, ძალიან ლამაზი იყო. სიზმარშიც იმ ბავშვობაში ჩემ მიერ შენახული განძიდან ამოიღო ჩემმა სოფიომ ჯადოსნური სარკე და მითხრა, მე ჩავუთქვი სურვილი, მაგრამ არ ამისრულა, შენ სცადეო. ხელში ავიღე თუ არა, ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი, საოცარი ძალა დამეუფლა. თავიდან ფეხებამდე დამიარა, მაჯანჯღარა, მერე ზევით ამისროლა, ამწია ჰაერში. შიშისგან გამომეღვიძა, ასეთი საოცარი შეგრძნება არასოდეს მქონია. თითქოს რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი. ცოტა ხანში წერაც დავიწყე. სწორედ ბავშვობაში ჩამარხული შესაძლებლობების პოვნას ვუკავშირებ ჩემს ნიჭს. მას მერე ვწერ და ვწერ ლექსებს, მათ შორის საბავშვოებსაც. ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს, ლავა რომ დაიძვრება და მიედინება და მიედინება. მასალა რომ დამიგროვდა, გადავწყვიტე, რომელიმე ცნობილ პოეტთან მივსულიყავი რჩევისთვის. მზია ხეთაგურს ვეწვიე. მან ლექსები მომიწონა, განსაკუთრებით საბავშვოები. მითხრა, ზღაპრები დაწერე, კარგად გამოგივაო. მაშინ ამ სიტვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მერე მივხვდი რომ ზღაპრების წერა უნდა გამეგრძელებია.  დღეისათვის ალბათ 40-50 ზღაპრის ავტორი ვარ, რომელთაგან, როგორც აღნიშნეთ, ალბათ, 30-ია გამოქვეყნებული.Maia Diakonidze-ს ფოტო.
მარინა შანიძე-ს ფოტო.- იყო მწერალი და მით უფრო საბავშვო მწერალი, არის თუარა ეს განსხვავებული პასუხისმგებლობა?

- იყო მწერალი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მწერლის სიტყვა წინასწარმეტყველებასავით ახდება-ხოლმე. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მე ვიტყოდი, შეიძლება პირიქითაცაა? თქვა და შესრულდა?! მწერლის ყოველი სიტყვა აზომილ-აწონილი უნდა იყოს, რომ არავის ავნოს. საჭიროა გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვა, კრიტიკაც კი რბილი უნდა იყოს - არა შეურაცხმყოფელი. მწერლის ნაწარმოებში ჰარმონიულობას ვეძებთ, რომ დაგვიტკბოს თვალი და გული. თუ ჰარმონია, ბუნებრივი წესრიგი ირღვევა, არც ნაწარმოები ვარგა, ადამიანის ცხოვრებაც ჯოჯოხეთად იქცევა. მწერლობა ადამიანს უნდა ეხმარებოდეს სულიერი საყრდენის პოვნაში, რომ არ დავიშალოთ მარტივ ნაწილებად, რომ შევძლოთ ცხოვრებასთან გამკლავება. ამისთვის კი ზოგჯერ მწერალს თავისი ცხოვრებისეული მაგალითების სამზეოზე გამოტანა უხდება, რაც ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. ასმაგად საპასუხისმგებლოა ბავშვებისთვის წერა, მათი სული ხომ ნაზი და სათუთია, როგორც საშრობი ქაღალდი ისრუტავს მელანს, ისე ისრუტავს ბავშვის გონება თითოეულ ფრაზას, წინადადებას, სიტყვას. ითვისებს გარშემომყოფთა ქცევებს, მაგრამ ისინი შეიძლება სულ სხვანაირად გადაიხარშოს, გადამუშავდეს მის გონებაში და ისეთი შედეგი მივიღოთ, რაც ჩვენ არ მოგვეწონება. მეტისმეტი ზრუნვაც კი ბავშვებისთვის საზიანოა. აქაც გარკვეული ზღვარია საჭირო. მშობლებმა ხშირად არ ვიცით და ჩვენი შვილებისთვის უარესს ვაკეთებთ. ხანდახან მშობლის ან ოჯახის წევრის რაიმე უწყინარი ჩვევა ბავშვისთვის უბედურების მომტანიც კი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, მშობლებისთვის ცალკე სკოლები უნდა არსებობდეს, სადაც გვასწავლიან, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი. პედაგოგიკის საკითხებში იმდენი მასალაა დაგროვილი ამ კუთხით, რომ არავის გვაწყენდა ამ კურსების გავლა. საბავშვო მწერალი ხშირად ბავშვის და მშობლის აღზრდის ფუნქციას თავის თავზე იღებს. სათანადო მაგალითებით ადგენს ქცევის ნორმებს, ამიტომაცაა საბავშვო მწერლობა ძალიან რთული და ყველას არ შეუძლია ამ საქმეს ხელი მოკიდოს.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?
- ბავშვებს რომ კითხვა შევაყვაროთ, პირველ რიგში, მათი ინტერესების სფერო უნდა განვსაზღვროთ. რა უყვართ, რა მოსწონთ, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ. ყველა ბავშვი ინდივიდია, მათი წარმოსახვის სფეროც განსხვავებულია.
ჩემს მეგობარს შვილიშვილი ჰყავდა, რომელსაც ფეხბურთის მეტი არაფერი აინტერესებდა, დახმარება მთხოვა, მე დავუწერე მოთხრობების სერია, რომელშიც ფეხბურთელი ბიჭუნა მთელ რიგ სათავგადასავლო ისტორიებში არის ჩაბმული, ბავშვს ძალიან მოეწონა და დიდი ყურადღებით უსმენდა ჯერ ბებიას და შემდგომში თვითონ კითხულობდა. კარგად შერჩეული ლიტერატურა ბავშვებს აუცილებლად შეაყვარებს კითხვას. მე თვითონ სამი შვილი გავზარდე და ვიცი, რა რთულია ამ საკითხთან გამკლავება. უფროსი პატარაობაში ყველანაირ საბავშვო ლიტერატურას სიამოვნებით ისმენდა, ორი წლისამ ოცამდე ლექსი იცოდა ზეპირად, ხუთი წლისა უკვე ოთხ ენაზე საუბრობდა, ენციკლოპედიიდან რომ წაგეკითხა თავები, იმასაც კი მოუსმენდა, შემდგომში სწავლაშიც ბეჯითი იყო და კითხვაშიც. მეორეს მხოლოდ ძილის წინ უყვარდა ზღაპრების მოსმენა, ისიც აუცილებლად სასაცილო ისტორია უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ერთხელ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წავუკითხე, საშინლად ატირდა, მას მერე სევდიან ისტორიებს აღარ ვუკითხავდი. თვითონ რომ შეძლო კითხვა, სწორედ ვაჟა-ფშაველათი დაინტერესდა, რატომ არ მომწონდაო, დღეს მისი საყვარელი მწერალია. ჩემს გოგონას პამელა ტრავერსის „მერი პოპინსი“ უყვარდა, ხშირად კითხულობდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი შავ-თეთრი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული, მერე თვითონ დაიწყო ამ ნაწარმოებისთვის ფერადი ილუსტრაციების ხატვა, აქედან მივხვდით, რომ ხატვის ნიჭი ჰქონდა და სამხატვრო სასწავლებელში მივიყვანეთ. დღეს ის შესანიშნავი ილუსტრატორია, მიუხედავად პატარა ასაკისა (18 წლისაა), სამი წიგნი გააფორმა უკვე, მეოთხეზე მუშაობს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევ, ბევრი უკითხონ ბავშვებს, მათი გემოვნების გათვალისწინებით, მერე ისინი თვითონაც დაინტერესდებიან წიგნებით. შეიძლება კითხვამ მომავალი პროფესიაც კი აარჩევინოს. კარგი იქნება, თუ მათ თავისი ბიბლიოთეკის შექმნაშიც დავეხმარებით, რომელსაც სტუმრად მოსულ სხვა ბავშვებს აჩვენებენ. მოვაყოლოთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ჩავერთოთ სჯა-ბაასში, ეს ყველაფერი სტიმული იქნება თქვენი პატარებისთვის, იკითხონ რაც შეიძლება ბევრი.
- თქვენი მწელობით თუ გიპასუხიათ აქამდე დამახსოვრებული პატარა მაიას შიშებისთვის?

- შიშები, როგორც ვიცით, მარტო ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი, დიდებსაც გვეშინია ბევრი რამის. პატარას კი - მითუმეტეს, ფსიქიკაც რომ არ აქვს ჯერ მდგრადი. ჭირვეულობს, ხშირად ეცვლება ხასიათი. ჩემი აზრით, შიშები სწორედ პატარაობაში იღებს სათავეს და თუ მათ ვერ გავუმკლავდით, დიდობაში პრობლემად იქცევა-ხოლმე. მე პირადად, მახსოვს, სიბნელის, ღამის მეშინოდა, სოფელში ჩასული ვისმენდი ისტორიებს არაბუნებრივ არსებებზე: ჭინკებზე, ეშმაკუნებზე. შავი ხელი კარგად გვახსოვს ალბათ ყველას. ერთმანეთს ვაშინებდით-ხოლმე თანატოლები. როცა იზრდები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ პატარას, ლოგინში ჩაწოლილს, ოთახში მელანდებოდა ათასი მოჩვენება. წავიფარებდი თავზე საბანს და ვკანკალებდი, ან ტყეში შესულს მეგონა, რომ ხეები მოძრაობდნენ, მთვარე კი უკან მომყვებოდა და ავი სულებისგან მიცავდა. რამდენიმე წლის წინ ზღაპარი დავწერე, „ნოემბერი“ ჰქვია, სადაც კაკალა ბიჭი და მისი ძაღლი მურა ამარცხებენ ჭინკებს, რომლებიც ნოემბერში ამოიყრებიან- ხოლმე ქვესკნელიდან, ტყუილად როდი ეძახდნენ ნოემბერს ჭინკობისთვეს ჩვენი წინაპრები. დაბრკოლების გადასლახავად პატარებმა ცოდნა უნდა მოიშველიონ, ასე ზღაპარ „პაპაში“, რომელიც საბავშვო ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა, ჭადრაკის მცოდნე პაპა-შვილიშვილი ტყის მეფესაც კი უმკლავდებიან, ძალა ცოდნაშია - ვეუბნები პატარებს ამ ზღაპრით, ამით შეგვიძლია ყველა დაბრკოლება გადავლახოთ ცხოვრებაში. პატარაობისას ასევე ძალიან მეშინოდა, არ ეკამათათ ჩემს მშობლებს, გაფაციცებული ვიყავი, ოდნავ შეხლა-შემოხლასაც, რომლის გარეშეც შეუძლებელია იარსებოს ოჯახმა, ძალიან განვიცდიდი. ამიტომ ჩემს ზღაპრებსა და მოთხრობებში მყარი ოჯახების, ერთმანეთის და შვილების მოყვარული დედ-მამა და ბებია-ბაბუები, ვიცი, რა მძაფრად განიცდიან ბავშვები ოჯახურ კონფლიქტებს, ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ერთმანეთს რომც დაშორდნენ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, დაიტოვონ მეგობრული დამოკიდებულება, რომ შვილები სტაბილურ, თბილ გარემოში გაიზარდონ. ნაწარმოებებში პროტესტს გამოვხატავ, ოღონდ შეფარულად, შენიღბულად, მინდა, დედებმა თვითონ გაზარდონ თავიანთი შვილები. ძალიან მიჭირდა დედასთან განშორება ბავშვობაში, მაღაზიაშიც კი რომ მიდიოდა, საოცრად მტკივნეულად განვიცდიდი. ალბათ ამ თემაზე დავწერ ნაწარმოებს, პროტესტს გამოვუცხადებ ბედუკუღმართ ცხოვრებას, რომელიც ცდილობს ოჯახის წევრები ერთმანეთს დააცილოს ნებსით თუ უნებლიედ.
- როგორია სამყარო რომელშიც ცხოვრობთ წერის დროს?
- სამყარო, რომელშიც საბავშვო მწერლები ცხოვრობენ, ცოტათი განსხვავდება ჩვეულებრივისგან, იქ ნაკლებად ფიქრობენ მატერიალურზე, ეს ოცნებების, სიზმრების სამყაროა, სადაც კეთილი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტზე და ეს ბოროტებაც პირობითია. ჩვენ ის უარყოფითი გმირებიც გვიყვარს, ზღაპრებში რომ გვხვდება. დააკვირდით, როგორი საყვარელია დევი, რომელსაც ქართველი მხატვარი-ილუსტრატორები ხატავენ, ნახევარქათამაც, რომელმაც ლამისაა ყველა და ყველაფერი გადაყლაპოს. ისინი უფრო სასაცილოები არიან, ვიდრე საშინელები და საშიშები, იმიტომ რომ ბავშვს არავინ არ უნდა სძულდეთ. ის არ უნდა იმარხავდეს წყენას გულში. თუ დავაკვირდებით, ბავშვებიც ასეთები არიან, დიდხანს არ ინახავენ ბრაზს, ცუდს არ იმახსოვრებენ, სიმდიდრის გამო არ უყვართ. მე მგონი, საბავშვო მწერლებიც ასეთები არიან, დიდი ბავშვები. თუ სიკეთის ველში არ იცხოვრა მწერალმა, ფანტაზიის და ოცნებების სამყაროში, ის ვერასოდეს გახდება დიდი მწერალი, მსოფლიო მასშტაბით პატარა ქვეყნების მწერლებიც ქმნიან ბევრ ღირებულს, მაგრამ ისინი ვერ აწვდენენ თავიანთ ხმას ბავშვებს მთელ დედამიწაზე. საჭიროა მათი ნაწარმოებების თარგმნა, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, აქ კი ისევ დიდების საქმეში გადავიჭერით, დიდ ბავშვებს, საბავშვო მწერლებს კი ეს აკლიათ სწორედ, საჭიროა მათი დახმარება ამ საქმეში.
Maia Diakonidze-ს ფოტო.- როგორია საბავშვო მწერლის ბედი საქართველოში. ხშირად გულისტკივილით  ამბობენ, რომ საბავშვო მწერლობას მეტი ხელშეწყობა ჭირდება, რა იგულისხმება ამაში და თქვენ რას ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?
- საქართველოში მძიმეა საერთოდ მწერლის, მათ შორის, საბავშვო მწერლის ხვედრიც. რთული ეკონომიკური თუ საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში უჭირს მოსახლეობას, შესაბამისად, წიგნის მყიდველიც ცოტაა. მწერლების უმეტესობას იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ გამოსცეს წიგნი და თუ კი მაინც გამოსცა, ჭირს მათი რეალიზაცია. რატომღაც ისედაც მწირ მკითხველს, ნაკლებად აინტერესებს ქართველი ავტორები. არა და თუ გვინდა მივიღოთ კარგი პროდუქტი ანუ კარგი წიგნი, მწერალს სტიმული უნდა ჰქონდეს, იმუშაოს. ვითომ გვრცხვენია, რომ გაჭირვებაში იყვნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი გენიოსების წინაშე ისევ არ შევრცხვეთ. მეზობელ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მწერალთა კავშირის წევრებს ყოველთვიური ხელფასი ერიცხებათ, რატომ არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთდეს ესეთი რამ? საბავშვო მწერლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი თაობის აღზრდაში. ახალი საბავშვო ნაწარმოებები უნდა შევიდეს სასკოლო პროგრამებში, უნდა გადახალისდეს საბავშვო ლიტერატურა, დაემატოს მრავალი ახალი თანამედროვეობას მორგებული ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი თუ პიესა. უნდა ცხადდებოდეს კონკურსები ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, რომ ყველა საბავშვო მწერალმა მიიღოს ამ საქმეში მონაწილეობა. ამისთვის ზრუნვა სახელმწიფოს, პირველ რიგში, კულტურის და განათლების სამინისტროების ვალია. აქედან გამომდინარე, საბავშვო მწერლებს, როგორც მომავალი თაობის გზამკვლევთ, განსაკუთრებული მოპყრობა და ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ დროს საბავშვო ჟურნალ „დილას“, რომელიც ქვეყნის ეროვნული საგანძურია, სახელმწიფო დაფინანსება გაუნახევრდა წელს, რის გამოც გამომცემლობას თანამშრომლებიც შემოეფანტნენ, ხოლო საბავშვო მწერლები, პოეტები და ილუსტრატორები უჰონორაროდ მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ ეროვნულ საქმეში მდიდარი ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, ეს იქნება, წიგნების, ჟურნალების გამოცემა თუ მწერლებისთვის ჰონორარის დანიშვნა, რაც ზოგიერთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ბიზნესმენი ამას აკეთებს კიდეც, მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ერის წინაშე. ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ისინიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე, მათაც ეწვით სული და გული, მათაც უყვართ სამშობლო და ერი ერთიანია ეროვნულ საკითხებში. ჩემი აზრით, საჭიროა ჩატარდეს სამართლიანი ლიტერატურული კონკურსები, გამოვლინდნენ საუკეთესოები და დაფინანსდეს მათი წიგნები და არა ნაცნობ-მეგობრების. კარგი იქნება, თანამედროვე საბავშვო პროზაული ნაწარმოებების კრებული გამოვიდეს, გაიცნოს ქვეყანამ ახალი ავტორები. გულდასაწყვეტია ის, რომ საქართველოში ერთი და იმავე ავტორების ნაწარმოებებს ბეჭდავენ, არ ხდება ახალი ავტორების წარმოჩენა და გაცნობა საზოგადოებისათვის. ასევე, მივესალმები, გამომცემლობებმა, ექსპერიმენტის სახით, სხვადასხვა საბავშვო ავტორების თითო ნაწარმოები მაინც დაბეჭდონ ფერადი ილუსტრაციებით. ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, შეარჩიოს საუკეთესო ავტორი მათ შორის, ამ ინფორმაციის გაჟღერება უნდა მოხდეს ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში. შეიძლება, მოსახლეობას, მათ შორის, ბავშვებს, მოეწონოთ კიდეც და სიამოვნებით ჩაერთონ ამ ექსპერიმენტში. ასევე აუცილებელია ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებების თარგმნა. ადრე, საბჭოთა დროს, ეს წარმატებით ხორციელდებოდა, მრავალ ენაზე ითარგნებოდა, დღეს ეს ისევ ფინანსებთანაა დაკავშირებული. აქაც ვინც „ყოჩაღია“, იმას უმართლებს, ბევრი ავტორი მივიწყებულია, თავს არ ვიქებ, მაგრამ არა მგონია ჩემი „ფანქრის მთლელი“, რომელიმე ევროპულ ზღაპარზე ნაკლები იყოს, კიდევ მრავალი ჩემი ზღაპარი ძალიან ეროვნულია, კარგი იქნებოდა, გაგვეცნო უცხოელებისთვის.
- რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად შემოქმედებით ასპარეზზე მიმაჩნია ის, რომ ბავშვებისთვის ვწერ. არაფერი ჯობია ბავშვის გახარებული და ბედნიერი სახის დანახვას. როცა საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიწვევენ, ვხედავ, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად გამოცანების გამოცნობა ამხიარულებთ. ამიტომ ხშირად ვწერ გამოცანებს. ჩემი აზრით, ცოცხალ საბავშვო მწერლებთან შეხვედრა ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციაა, მით უმეტეს ჟურნალ „დილის“ ავტორებთან, ამიტომ პედაგოგებს ვურჩევ, ხშირად მოიწვიონ მწერლები მოსწავლეებთან თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან. ეს ჩვენც გვაბედნიერებს, საბავშვო მწერლებს. ცხოვრებისეულ მიღწევად კი შვილები მიმაჩნია. ისინი განათლებული, ჭკვიანი ადამიანები არიან. პატრიოტები, ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას სახელმწიფო სამსახურში მყოფნი. გოგონა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მხატვარი-ილუსტრატორია, ის, რასაც აკეთებს, ფასდაუდებელი შრომაა ქართული ლიტერატურისთვის.
- ხატვის ნიჭზეც მინდა გვიამბოთ. როგორც ვიცი ოჯახში მხატვრები ხართ და საკუთარი წიგნის ილუსტრაციებს აკეთებთ თქვენს გოგონასთან ერთად...თამარ შაიშმელაშვილი-ს ფოტო.
- ჩემს ოჯახში ხელოვნება და ხატვა ძალიან უყვარდათ. მამა შესანიშნავად ხატავდა, მაგრამ ხუთი შვილის პატრონს, ეტყობა, სახატავად არ ეცალა, ჩვენ კი გვაყვარებდა. ვძერწავდით, ვაქანდაკებდით. ყველაზე კარგად ჩემს და-ძმას გამოსდიოდათ ეს ყველაფერი. ისინი პროფესიონალი მხატვრები, მხატვართა კავშირის წევრები არიან.  ჩემმმა ქალიშვილმა - სოფიომაც სამხატვრო სასწავლებელი - ათწლედი დაამთავრა, ახლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მეორე კურსის სტუდენტია. ასე რომ, მუდმივად მქონდა მხატვრობასთან, ფუნჯებთან და საღებავებთან შეხება. ერთ დღესაც, დიდი სურვილი გამიჩნდა რამე დამეხატა. პირველი ნახატი იყო მზის ჩასვლა მთებში. ლამაზი გამოვიდა. ვიფიქრე, თუ ვივარჯიშებდი, შემეძლო უკეთესი ნამუშევრები შემექმნა. ეს უფრო ჩემი გატაცებაა, ჰობი, რომელიც დასვენების, განტვირთვის საშუალებას მაძლევს.Maia Diakonidze-ს ფოტო.
- და ბოლოს, რას უმზადებთ ახალს პატარა მკითხველებს?
- საბავშვო წიგნი გამოსაცემად მზად მაქვს, მასში ლექსები, გამოცანები, რამდენიმე ზღაპარი და ერთი პიესა შევა. ილუსტრაციები ამ წიგნისთვის მე და ჩემმა სოფიომ გავაკეთეთ. ისინი ფერადია, მაგრამ უსახსრობის გამო, სავარაუდოდ, შავ-თეთრი იქნება წიგნში. დიდი მასალა მაქვს დაგროვილი პროზაშიც, პოეზიაშიც, მაგრამ მათ გამოსაცემად ფინანსები არ გამაჩნია, თხოვნაც არავისთვის არ მიყვარს...

ირმა მირზაშვილი, სპეციალურად „მშობელისთვის“

четверг, 24 августа 2017 г.

ლამარა თოდუას მალამოები კანის დაავადებებს კურნავს

ლამარა თოდუა
თოდუების საგვარეულო წამლები და მალამოები ოდითგანვე ცნობილი იყო. თოდუების გვარის ღირსეული წარმომადგენელი ქალბატონი ლამარა თოდუა მცენარეული კომპონენტებზე დამზადებული უამრავი სახის მალამოებით დღესაც ბევრ ადამიანს ეხმარება კანის დაავადებებთან ბრძოლაში.
რა და რა სახის კანის დაავადებებს კურნავს  საგვარეულო მალამოები.- ქალბატონო ლამარა  თოდუა  თავად გვიამბობს.
რა მეთოდებით ხდება თქვენი მალამოების გამოყენება როგორ არჩევთ მცენარეებს და რა უნდა ვიცოდეთ მალამოს მოხმარების დროს.
ჩემს მიერ დამზადებული მალამოები არის სუფთა ბუნებრივ მასალზე დამზადებული. ვიყენებ სხვადსხვა სახის მცენარეებს, რომლებსაც წელიწადის სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვაგროვებ. ვახმობ და ვინახავ სპეციალური წესების დაცვით.
რა მეთოდით მკურნალობთ პრობლემურ სახის კანს
სახის კანზე გაწმენდას ვაკეთებ ძველი და ახალი მეთოდებით,
გამაჩნია უამრავი რეცეპტურები. განწმენდა ხდება სხვადასხვა სამკურნალო ნიღბებით. სახის კანის განწმენდა გაღიზიანებას არ იწვევს, მშვიდდება და სუფთავდება კანი. ჩემი მკვებავი და დამცავი კრემი ლოსიონები და ნიღბები ღრმად ჩადის კანში და სუფთავდება. როგორც ზევით ავღნიშნე ჩემი მკვებავი და დამცავი კრემი. ლოსიონები და ნიღბები, სუფთა მცენარეები და ბუნებრივი მასალაზე გახლავთ დამზადებული. 
ძალიან ეფექტურია ნებისმიერი კანისთვის. კურნავს როგორც ჩირქიან გამონაყარს ებრძვის ნაოჭებს, ლაქებს, სებორეას, ეგზემას, ქავილებს, ზოგიერთი სახის ფსიქოზს, ჩირქოვან სოკოვანებს, გასქელებულ ფრჩხილებს, დახეთქილ ქუსლებს, მაზოლებს, მოხსნის მეჭეჭებს. ინკურნება ჰაიმორიტი 10 დღეში, აშორებს ტილებს თმებიდან ერთი პროცედურით. აჩერებს თმის ცვენას, ალაგებს ქერტლიანობას.


დამწვრობის დროს თუ იხმარება აღნიშნული მალამო.

მალამო სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს და ნებისმიერი ხარისხის დამწვრობის დროს იმდენად ეფექტურია, არანაირი ლაქები და ნაიარევი არ რჩება.
ჩემი მალამოებით თმის ჩაბრუნება( ნაოპერაციებზეც) სრულიად ინკურნება და მსგავსი არ განმეორდება. კურნავს დისბაქტერიოზს და ბუასილს .
ეხმარება ახალ მშობიარე დედებს სარძევე სადინარების გახსნაში. გამაგრებული მკერდიდან რძის გამოდევნაში. ისინი მალამოს ხმარების თანავე შვებას გრძნობენ. ანთება ქრება, რძე იწყებს გამოსვლას და გამაგრება ქრება ყოველგვარი მასაჯის გარეშე.ამისათვის საკმარისია 1 პორცია მალამო.

ნინი ჯულაყიძე.

- მე ახლაც ვმკურნალობ ქალბატონ ლამარასთან, ზეთით დამწვარი ფეხი საოპერაციო გამიხდა. კანის გადანერგვა დამჭირდა. ექიებმა მითხრეს რომ შრამები დამრჩებოდა. საავადმყოფოში შევიტყვე მისი სასწაულებრივი ხელების შესახებ. ცოტა ხანია რაც მის მიერ დამზადებულ მალამოს ვისვამ, სულ სამჯერ წავისვი და გასაოცარი შედეგი მაქვს. ქალბატონი ლამარა თოდუა ნამდვილად არაჩვეულებრივი მკურნალია ხალხო და მისი არსებობის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.


ქალბატონი ლამარას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელ: 2 30 62 52; 599 16 10 82. ასევე მიაკითხოთ ბინაზე მის:ოთარ ჭილაძის ქ.#166 # მე-10 კორპუსის წინ და #-1 კორპუსის უკან.

понедельник, 2 мая 2016 г.

გიორგი სარიშვილი –  უკვე მზად ვართ, რომ  გაგვიცნოს მსოფლიომ

 0
როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია,  როგორია მისი  სამოქმედო პროგრამა. რა  მომავალი  აქვს  საქართველოში  ავტოსპორტის განვითარებას, რას მიზნები ამოძრავებს   ექსტრემალური სპორტის   სახეობის  ერთ – ერთ  პიონერს.   საკუთარი თავის,  ასევე მოახლოვებული  გრანდიოზული  შეჯიბრის  შესახებ –  საქართველოს დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი სარიშვილი გვიამბობს.
– თბილისში დავიბადე. როგორც ყველა ბიჭს, ავტომობილები ბავშვობიდანვე მიყვარდა, უამრავი სათამაშოდან, რომელიც მქონდა, საუკეთესოეს დღემდე ვინახავ. უცნაური დამთხვევა იყო, რომ ჯერ სქესი არ იცოდნენ, ისე ყიდულობდნენ მანქანებს  მომავალი შვილისთვის ჩემი მშობლები.
13149837_1289071354454803_746756846_n3 – 4 წლის ვიქნებოდი, პირველად, მამაჩემის მეგობრის წითელი პორშე რომ ვნახე. 1993 წელს თბილისში ასეთი ავტომობილი იშვიათობა იყო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა  ჩემზე.  დღემდე კარგად მახსოვს მანქანებზე  უსაზღვროდ შეყვარებული იმ პატარა ბიჭის ემოცია. ჩემი ნიკოლზიც 4 წლის არის, უყვარს ჩემი ვიდეოების ყურება, თავისებურად  მგულშემატკივრობს კიდეც, თუმცა  მანქანების მიმართ   ჯერ ასეთ დაინტერესებას  ვერ ვატყობ.  ვფიქრობ, ცოტა რომ წამოიზრდება,  „კარტინგებზე“ ვატარო.
სკოლის პერიოდში უკვე სპორტული მანქანები მიზიდავდა, ხშირად ვხატავდი კიდეც, მაშინ დრიფტი ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო, მოგვიანებით, როცა შევიტყვე მისი, როგორც სპორტული სახეობის შესახებ, მომეწონა და ძალიან დამაინტერესა იმ თვალსაზრისით, რომ არის ექსტრემალური და ძალიან სანახაობრივი სპორტი. ზოგადად, დრიფტიდან გამომდინარე, მიყვარს ავტომანქანის სპორტული მოდელები, კერძოდ, უკანა წამყვანი თვლებით. რაც შეეხება გამორჩეულსა და საოცნებო საავტომობილო მარკას, ეს გახლავთ – ლამბორგინი, ისევე როგორც ამ სფეროში ჩემთვის  მისაბაძ ადამიანებს შორის გამოვარჩევ  –  vaughn gittin jr. ტოპ-დრიფტერია. მის გამოჩენამდე არსებობდნენ უფრო ძლიერი მრბოლელები, თუმცა ჩემთვის და  მისი  ურიცხვი გულშემატკივარისთვისაც ის არის ყველაზე საუკეთესო. რომ გავიზარდე,  პროფესიად ამერიკათმცოდნეობა ავიჩიე. სპეციალობა PR მენეჯერი, მაგრამ ავტოსპორტის მიმართ  უფრო დიდი იყო ინტერესი და ის, რაც ადრე ჰობი მეგონა, დღეს  ჩემს პროფესიად არის ქცეული.
13115574_1289071374454801_1672758213_n
– ის, რაც ყველა მრბოლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს…
– მოგეხსენებათ, სპორტის ამ სახეობაში რისკი თავისთავად დიდია. ვისაც სურს, დაკავდეს ამ სპორტით, პირველ რიგში, უნდა მოამზადოს ავტომობილი შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებით, აუცილებელი ნორმებია: უსაფრთხოების კარკასი ავტომობილისთვის. უსაფრთხოების სპორტული ღვედი. ეკიპირება მრბოლელის, რომელიც არ იწვის და სპეციალურად შექმნილია ავტოსპორტისთვის. ჩაფხუტი, რომლის გარეშეც არა მარტო შეჯიბრზე გასვლა არ შეიძლება, არამედ ვარჯიშის დროსაც მუდამ უნდა ვიყენებდეთ. და რაც მთავარია, ვარჯიში უნდა ხდებოდეს სარბოლო ტრასაზე და არა ქალაქის ქუჩებში.
– როდის და როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია. როგორია საზოგადოების ინტერესი ამ სპორტის მიმართ?
– საქართველოში პირველი დრიფტგუნდი სახელწოდებით –  slide empire, 2011 წელს მეგობრებმა შევქმენით. გადავიღეთ სარეკლამო რგოლი, განვათავსეთ ინტერნეტსივრცეში,  რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  შემდეგ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, შეჯიბრებების დროს, გარკვეული  პერიოდი მხოლოდ დახმარებას ვუწევდით მოყვარულ  დრიფტერებს. როდესაც მივხვდი, რომ დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ამ სფეროსთვის, გადავწყვიტე, თვითონ ჩამომეყალიბებინა დრიფტის ფედერაცია, რომელიც  2015 წელს შვქმენი. მინდა ვთქვა, რომ ავტოსპორტის ამ სახეობის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს, მცირე  დროის მიუხედავად, ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ.
13081639_1289071347788137_1229485946_n–  8 მაისს გასამართი  ღონისძიების შესახებ გვიამბეთ. სპონსორები თუ გყავთ?– რუსთავის საერთაშორისო ტრასაზე, ახალი დიზაინითა და ერთგული სპონსორების საშუალებით, დრიფტერებს  შორის  5- ეტაპიანი შეჯიბრის პირველი ეტაპია – drift king. გაიმართება.  ახალ სეზონზე ქართველი მრბოლელები თურქი მრბოლელების წინააღმდეგ  იასპარეზებენ. ეს იქნება მეტად საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი შოუს სახით. დრიფტში არ არის საჭირო მთელი სარბოლო ტრასა,  ამიტომ მაყურებელს საშუალება ექნება, თავიდან ბოლომდე ყველა მოსახვევში ადევნოს რბოლას თვალი. DRIFT KING-ს პირველი ეტაპი 8 ივნისს, 14 :00 საატზე გაიმართება და მაყურებლებისათვის და მონაწილებისთვის უფასოა!
ზოგადად, დაფინანსების საკითხი საქართველოში რთულად დგას. რომ არა კერძო სპონსორები, ეს სპორტი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ის, რომ შრომა დაგვიფასდა რაღაც გარკვეულ დონეზე და გვაქვს საშუალება, საქართველოს პირობებში ჩავატაროთ სრულყოფილი ჩემპიონატი, სპონსორების დამსახურება გახლავთ.
– შეჯიბრის სარეკლამო  ვიდეო, რომელმაც გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
13101467_1289071357788136_1414451976_n
– ვიდეორგოლი სპეციალურად შეჯიბრისთვის მომზადდა, ის 8 მაისს გასამართი შეჯიბრის რეკლამა გახლავთ, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია აქამდე ამ თემაზე შექმნილი სხვა ვიდეოებისგან. გადაღების დროს ძალიან დაგვეხმარა საპატრულო პოლიცია. პატრულის ეკიპაჟმა ოპერატიულად გადაკეტა გზის ის მონაკვეთი, რომელიც უნდა გამევლო. გადაღება დილის 2 საათზე დავიწყეთ, რომ ნაკლები მოძრაობა ყოფილიყო და საცობები თავიდან აგვერიდებინა, თუმცა სავარჯიშო გავლა მაინც ვერმოხერხდა, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ გამოგვივიდა. განსაკუთრებული მადლობა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დახმარებისთვის.
13115719_1289071377788134_1703594794_n– ნიჭიერის“ სცენაზე ულამაზესიდაუვიწყარი შოუ მოაწყვეთ და ფინალშიც გახვედით, რა მოგცათ ამ შოუმ… 
– ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ შოუთი გამიცნო. იმ  პერიოდში ყველგან მცნობდნენ, სიყვარულით მესალმებოდნენ და მხარდაჭერას მიცხადებდნენ. პროექტის დამთავრებიდან მალევე  გაჩნდა საინტერესო შემოთავაზებები,  მათ შორის აზერბაიჯანიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ეწყობოდა. ქართველი გოგონას, მარიამ პატურაშვილის რეკომენდაციით, საქართველოში მოღვაწე,  აზერბაიჯანულმა კომპანიამ მოინდომა ჩემი დასპონსორება. მათი ხელშეწყობით გავემგზავრე ბაქოში.მსოფლიო ჩემპიონატზე GTკლასში (ეს იყო ძარიანი ავტომობილების შეჯიბრი) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ავტომბრბოლელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მე  შესვენებებზე გამოვდიოდი ჩემი ავტომობილით და ვაწყობდი დრიფტშოუს. ჩემპიონატისთვის, გერმანიიდან მოწვეულ დრიფთერებთან ერთად, დავდგით ერთობლივი შოუ. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა.  გამოცდილების შეძენასთან  ერთად, როგორც ქართველისთვის, ძალიან საამაყო იყო უცხოელ მრბოლელებთან გამოსვლა, ავტოსპორტის სფეროში მონაწილეობის მიღება.
– რომელ ქვეყანაში ისურვებდით ასპარეზობას?
13149992_1289071351121470_2120065123_n
– ჩემს ადგილზე ბევრი იაპონიაში წასვლას ინატრებდა, რადგან დრიფტი,  როგორც ექსტრემალური სპორტი,  ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა.  სიამოვნებით ვეწვეოდი იაპონიასაც,  მაგრამ  ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი, ვიასპარეზო იმ  რბოლაში, რომელიც  შტატებში ყოველ წელს ტარდება და  ეს არის დრიფტის ჩემპიონატ,ი სახელწოდებით –  formula drift.
– ყოველწლიურად  აქტიურად მონაწილეობთ მსოფლიოში აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.– დიახ, ვიდრე უფრო გავძლიერდებით, ვცდილობთ,  ჩვენი ჩართულობით რაიმე ფორმით გავახაროთ ბავშვები. მიგვყავს ჩვენი მანქანები, ბავშვები იღებენ ფოტოებს, ეცნობიან საინტერესოდ ჩაცმულ ჩაფხუტიან მრბოლელებს, მათთან ერთად  ცაში უშვებენ  ფედერაციის ლოგოთი გამოსახულ ჰელიუმის ბუშტებს. გვიერთდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ბავშვებთან ერთად. ეს  არის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ყველას ამახსოვრდება.
13090565_1289071364454802_1838859499_n– მომავლის ოცნება. მიზანი…– იმედი მაქვს   კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ექნებათ  დაინტერესებაც და რესურსიც, ეტაპობრივად  დაგვიდგნენ  გვერდით.  ჩვენი მხრიდან თავს არ ვზოგავთ, თუ სპონსორი   მალე გამოჩნდება,   უკვე მზად ვართ, რომ გაგვიცნოს მსოფლიომ.  გავიდეთ როგორც  ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ჩვენს ქალაქში ვუმასპინძლოთ უცხოელ მრბოლელებს. რუსთავის ტრასა 2012 წელს ახლიდან აშენდა.  20 მილიონი დაიხარჯა ტრასის მშენებლობასა და მოწყობაზე, იგი ყველანაირ სართაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს დრიფტისთვის და არა მარტო დრიფტისთვის. მიხარია, რომ წელს  საპრიზო ფონდი ბევრად დიდი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, რაც  დიდი სტიუმულია მრბოლელისთვის, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.
– წარმატებას გისურვებთ!– დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

ირმა მირზაშვილი
13090346_1289071371121468_111425308_n  13140664_1289071361121469_1657622690_n






კომენტარები

0 კომენტარი

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღეს ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.


ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველ იურისტი და პოლიტიკურ მოღვაწე ქართლოს ღარიბაშვილი 1954 წლის 25 აპრილს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ბოგვში( ახლანდელი ჯორჯიაშვილი)დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსიდან გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში“. 1976-1983 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში. 1992-95 წლებში იგი საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დემოკრატის“ თავმჯდომარე იყო. 1995 წ. მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი. მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში.
სოფელ ბოგვში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე საკუთარი სახსრებით ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია. მის სახელს უკავშირდება ამავე სოფლის კიდევ ორი ეკლესიის აღდგენა.
ქართლოს ღარიბაშვილი 2014 წლის 31 ოქტომბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფლის იმ უბანს სადაც პოლიტიკური მოღვაწე გაიზარდა ქართლოს ღარიბაშვილის ქუჩა ეწოდა.
ქართლოს ღარიბაშვილი დაკრძალულია სოფელ ბოგვში, საგვარეულო სასაფლაოზე.




суббота, 23 января 2016 г.

მოგონებები ვაჟა– ფშაველაზე ( ნაწყვეტი)


გასული საუკუნის 80–იან წლებში რუსეთში გამოჩნდა ერთი უცხო ტომიყლაპია, კაზაკთა ატამანი თუ მოატამანო, ვინმე ანესოვი, რომელიც მცირე ერთა დაპყრობის აზრებს ქადაგებდა და რუსეთის მეფის მთავრობის მხრივ დიდი წარმატება მოიპოვა. რუსთ ბატონობის მომხრე გაზეთებიც ტაშს უკრავდნენ. სადაც წავიდოდა , ყველგან გაზეთები დიდის ქებით იხსენიებდნენ . მაგრამ ასეთივე ზეიმით არ შეხვდნენ საქართველოში. აქ იმ დროის გაზეთ "დროების" რედაქტორმა ს. მესხმა ეს ამბავი გულცივად და უფრო უარყოფითად აღნიშნა.


ერთ დღეს ვსხედვართ რედაქციაში სერგეი მესხი, ახალგაზრდა ვაჟა და მე. ამ დროს შემოიჭრა ერთი შუატანის კაზაკურად ჩაცმული კაცი და შემოჭრისთანავე იკითხა:– რედაქტორი რომელია?
–მე გახლავართ,– მიუგო სერგეი მესხმა
– მე ანოსოვი გახლავართ.
–ძლიერ სასიამოვნოა!
–თქვენ დაწერეთ ჩემზე?
–ჩვენ დავწერეთ.
–მერე როგორ გაბედეთ!? მთელი რუსეთი ხელის გულზე მატარებს, თქვენ კი!...– შესძახა ხმამაღლა და ხანჯალი შეისწორა.
– ბატონო, ნუ ყვირით, აქ რედაქციაა!– მიუგო სერგეი მესხმა. ცოტა არ იყოს შემკრთალმა, მეც სიცხე დამადგა: აქ ხანჯლით არ დაგვერიოს–მეთქი.
–როგორ თუ ნუ ვყვირი!– ახლავე დასწერეთ თქვენივე საწინააღმდეგო ჩემი საპატიო წერილი, ტორემ...– და ხანჯლის ტარზე იტაცა ხელი.
სერგეი კიდევ უფრო წახდა, შევკრთი მეც,ხოლო ვაჟამ დინჯად მიუგო:


–თორემ?
–თორემ გაჩვენებთ სეირს,– და გადახედა შემკითხველს.
–ვიდრე გვაჩვენებდეთ, თვითონვე ნახეო,– მიუგო ვაჟამ , წამოხტა, უცებ შეატრიალა, ჭიტლაყი ამოჰკრა და გარეთ გაუძახა...
–სადაც შენი დაიკვეხო, ჩვენიც არ დაივიწყოო.
იმ წუთას გულზე მოგვეშვა, მაგრამ ქუჩაზე გავლისა კი მერიდებოდა, ეს დამთხვეული არსად შეგვხვდეს, ხანჯალი არ გვატაკოს–მეთქი... მაგრამ ვაჟას ჭიტლაყი ისე ემაგრა ანოსოვს, რომ მეორე დღიდანვე ტფილისიდან გამქრალიყო, ქუჩაში არსად შემხვდესო...
დააბოლოვა აკაკიმ სიცილით, მერე დაუმატა: დიაღ,ჩემო რედაქტორო, მე იშვიათად მინახავს მწერალი, რომ სიტყვა და საქმე ასე ერთი ჰქონდეს, როგორც ვაჟას... მას დღეს აქეთ იგი ჩემს გულში კელაპტარივით ანთია!..

იოსებ იმედაშვილი.

среда, 11 ноября 2015 г.

ვინ არის jok.ge-ის შემქმნელი და რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი?!...



ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2015 - 00:27
კომპიუტერში გასართობი გვერდი ძალიან ადრეულ ასაკში, თხუთმეტი წლისამ შექმნა და მას შემდეგ, როგორც თავად ხუმრობს, საიტი მასთან ერთად ვითარდება. მისი კონკრეტული მიმართულება პროგრამირების კუთხით განვითარებაა. მუდმივად ძიებაში მყოფს საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს... როგორ შეიქმნა გასართობი საიტი jok.ge, რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი, ვინ არის ეზეკ ზიბზიბაძე და როგორია მისეული წარმატების ფორმულა, ამ და სხვა საკითხებზე „ვექტორი“jok.ge-ის შემქმნელს ეზეკ ზიბზიბაძეს ესაუბრა.
- ეზეკ, როდის გაგიჩნდა კომპიუტერის მიმართ ინტერესი?
- კომპიუტერების ინტერესი ყოველთვის მქონდა. პირველი კომპუტერი ხუთი წლის ასაკში მქონდა - „SEGA“. თანთადან ინტერესი ღვივდებოდა და გადავდიოდი ახალი თაობის კომპიუტერებზე. მშობლები ჩემს დაინტერესებას ამ მიმართულებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ხელს მიწყობდნენ და შესაბამისად ახალ-ახალი თაობის ტექნიკა საშუალებას მაძლევდა მეტად განვვითარებულიყავი. ცამეტ წლამდე მხოლოდ თამაშებით ვიყავი დაინტერესებული. თუმცა, ინტერესი მუდმივად იზრდებოდა და როდესაც გავიგე პერსონალური კომპიუტერის შესახებ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ახალი იყო, რაც ჩემი იდეების რეალიზებაში დამეხმარებოდა. ეს იყო ე.წ. „Pentium 1“.  გადავწყვიტე სადმე  მომეძებნა შესაბამისი სასწავლებელი  და მესწავლა უფრო მეტი. როგორც აღმოჩნდა იმ დროისათვის  ყველა თვითნასწავლი იყო და რამე განსაკუთრებული სასწავლო ცენტრი არ არსებობდა. ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის  შენობაში მივაგენი  სტუდენტთა ჯგუფს, რომლებიც  ამ საქმეში   გამოცდილები აღმოჩდნენ. პატარა ფირმა, „Prof IT“ ჰქონდათ შექმნილი, საკუთარ გამოცდილებას  დაინტერესებულ ახალგაზრდებს უზიარებდნენ. საკმაოდ ბევრი ვისწავლე მათგან და ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან. ძირითადი ელემენტები ავითვისე. იმ დროისთვის საკმაო ცოდნა შევიძინე: კომპიუტერის დაშლა-აწყობა, ვინდოუსის დაყენება... უკვე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მჭირდებოდა. მაშინ ჭირდა კომპიუტერის ხელოსნის პოვნა, ამიტომ მე თვითონ დავიწყე სახლებსა და ორგანიზაციებში სიარული, რაც მართლა დიდი საქმე აღმოჩნდა გამოცდილების მისაღებად. მინდა აღვნიშნო, რომ დედა ძალიან დამიდგა გვერდით. პირველად სწორედ მან მირჩია და ერთად განვათავსეთ პირველი განცხადება „სიტყვა და საქმე“-ში. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, მსგავსი ტიპის განცხადებები თუ კეთდებოდა. უკვე მოგახსენეთ,  ამ სფეროში ბევრი სპეციალისტი არ იყო და გამოცდილებასთან ერთად გამიჩნდა საკუთარი  სტაბილური შემოსავალიც. დამქირავებელს ერთ მისვლაზე მხოლოდ „ვინდოუსს“ როდი ვუყენებდი. მიმქონდა  სახლში დამუშავებული დამატებითი სისტემები, ვუხსნიდი მათ საჭიროებას და ვთავაზობდი. შესაბამისად, მომსახურების გასამრჯელოც იზრდებოდა. უარს არავინ ამბობდა, რადგან ყველას სჭირდებოდა ანტივირუსი, „ვორდი“, „ექსელი“. „GeoFinder“ იყო ისეთი პროგრამა, რომელზეც ყველა სიხარულით მთანხმდებოდა, ეს იყო ძალიან მოქნილი სისტემა:  ჩაწერდი ტელეფონის ნომერს და გეუბნებოდა ვინ იყო ნომრის პატრონი. ასევე, თუ   სად ცხოვრობდა ის.
- ამ დროს ჯერ ისევ მოსწავლე იყავით, ასაკი ბარიერს არ გიქმნიდათ?
ბევრი სახალისო ისტორია მაქვს ამ წლებთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ცამეტი წლის ვიყავი. ასეთ პატარას რომ დამინახავდნენ, ჯერ ეჭვით ამათვალიერებდნენ,  მერე მეკითხებოდნენ სტუდენტი ვიყავი თუ არა. როცა ვპასუხობდი, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შეშფოთებულები მეკითხებოდნენ - ნამდვილად შეგიძლია და არაფერს წაგვიშლიო, თუმცა ნებას მაინც მრთავდნენ. ჩემს საქმეს მოვრჩებოდი თუ არა, ნახავდნენ რომ ყველაფერი რიგზე იყო და ღიმილიანი სახით მაცილებდნენ. მე კი გასამჯელოზე მეტად ის მიხაროდა, რომ კმაყოფილს ვტოვებდი. ეს იყო დიდი სტიმული მომავალში მეტი საინტერესო და საჭირო რამის შექმნისთვის. ეს იყო IT მომსახურება და ენის შესწავლა. სახლში ბევრს ვმუშაობდი კომპიუტერთან. დავძვრებოდი ინტერნეტში. მართალია ენის ბარიერის გამო ცოტა მიჭირდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა საინტერესო მასალას ვისრუტავდი. ვხვდებოდი, ბევრად შორს შემეძლო წასვლა. ცოტა ხანში უკვე IT მომსახურების კუთხით დავიწყე მუშაობა.  ორგანიზაციებს ვემსახურებოდი. პირველი ნოტარიუსთა პალატა იყო, რომელსაც ამ კუთხით მოვემსახურე.  ჩემს მეგობრებთან დავიწყე მუშაობა "GM Design"-ში.  ამ ორგანიზაციის სახელით  ვუწევდი საჭირო ტიპის მომსახურებას სხვადასხვა ორგანიზაციებს. პარარელურად  განუწყვეტლივ  ვაგრძელებდი საჭირო მასალის  მოძიებას  ინტერნეტში. გაჩნდა აუცილებლობა ენა მესწავლა, რომელზეც უფრო მეტი ინფორმაცია იყო  მოცემული, ეს გახლდათ  რუსული და ინგლისური. მე ინგლისური ავირჩიე - მხოლოდ ტექნიკური განხრით. ენის შესწავლის შემდეგ ბევრი რამ გამიიოლდა. შემდეგ ეტაპზე დამოუკიდებლად ვქმნიდი პროგრამებს და ვაკეთებდი ვებსაიტებს, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო.
- სასწავლებლად  თსუ  აირჩიეთ, თუმცა იმედი გაგიცრუვდათ...
- თსუ-ში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება იმ იმედით, რომ იქნებ რამე სიახლისთვის მიმეგნო.  ჩავაბარე პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები, დაფინანსებაც მოვიპოვე და ეროვნული გამოცდებით აღფრთოვანებული, რეფორმირებულ სასწავლებელს ველოდი, მაგრამ  იქ ძველი ლექტორები დამხვდნენ. მივხვდი მათ მხოლოდ თავიანთი მათემატიკური განათლების გადმოცემა შეეძლოთ კარგად. მათემატიკა, რა თქმა უნდა, მეტად საჭირო მეცნიერებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა, როდესაც მიდიხარ კონკრეტული მიმართულებით, ბევრი სხვა რამ გჭირდება. ამიტომ, მოლოდინმა არ გაამართლა. მე მაინტერესებდა კონკრეტულად პროგრამირების სწავლა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართულება აქვს. პროგრამირების ერთ-ერთი უპირატესობა სხვა პროფესიებთან შედარებით არის ის, რომ შეიძლება მინიმალური რესურსით დიდი და კარგი საქმის გაკეთება. ორმა ან სამმა ადამიანმა შეიძლება ისეთი იდეის განხორციელება მოახერხოს დროის პატარა მონაკვეთში, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება მილიონი ან თუნდაც მილიარდი მოიტანოს, უცხოეთში ამის არც თუ ისე ცოტა მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც შეიქნას მსგავსი პროექტი, რაც მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის ჩვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ  მომწონს ეს პროფესია არის ის, რომ დამოკიდებული ხარ იდეებზე. კარგი და უნიკალური იდეები საკმაოდ ფასობს ამ სფეროში. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ამ იდეის სისრულეში მოყვანა დროულად მოხდეს, სანამ ვინმე დაგასწრებს.
- სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ბევრი სარიოზული პროექტი განახორციელეთ. რომელი იყო პირველი და წარმატებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ამ ყველაფრის მერე გამოჩნდა ვაკანსია კომპანია “UGT”-ში, სადაც დავიწყე მუშაობა. მაიკროსოფტის პროგრამა იყო - “Navision“, რომლის შესწავლაც ნულიდან  მომიწია და რომელიც შემდგომ წარმატებით დავნერგეთ Elit Electronics-ში. ის დღემდე ამ პროგრამით ემსახურება თავის კლიენტებს და ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს. ამის მერე ძალიან  ბევრგან ვიმუშავე. იყო კარგი პროექტები. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. სულ ძიებაში ვარ და რაც დრო გადის, სულ უფრო მკაფიო ხდება, თუ რა მიმართულებით უნდა მივმართო ჩემი პოტენციალი. ზოგადად ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ჩვენთან ადამიანის უნარები შეზღუდულია. მე  ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავ ამ კუთხით. წარმოსახვის უნარი დიდი გვაქვს ადამიანებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობები ულევია. ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს, თქვენ წარმოიდგინეთ, კოსმოსში გაფრენა და ერთი გალაქტიკიდან მეორეში გადასვლაც კი შესაძლებელია, თან საკმაოდ მარტივად, საკმარისია თვალები დავხუჭოთ და ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ გონებაში. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი თავში მოსული საინტერესო იდეის სისრულეში მოყვანა   შეიძლება კომპიუტერის საშუალებით.
- როგორ გაჩნდა ცნობილის საიტის jok.ge-ის იდეა?
- ერთხელ მეგობარმა მითხრა: დროა, რამე ღირებული შექმნაო. ბევრი ვიფიქრე მის ნათქვამზე, თუმცა იმ წუთას საინტერესო არაფერი მომივიდა თავში. ზაფხული იყო და სოფელში წავედი დასასვენებლად. ყოველ საღამოს მეგობრები ჯოკერს ვთამაშობდით. ზაფხული უცებ გაილია. სასწავლო წელი იწყებოდა და ერთად ყოფნის ტკბილ დღეებთან ერთად უკვე საათები და წუთები  გვეწურებოდა. გული გვტკიოდა, რომ  მეორე დღეს  ზოგი თბილისში ბრუნდებოდა, ზოგიც-მოსკოვში. რა კარგი იქნება კომპიუტერით სახლებიდან რომ შეგვეძლოს ასე თამაში - თქვა გულდაწყვეტით ერთ-ერთმა მეგობარმა. სხვებიც აღფრთოვანდნენ. თუმცა, ამ ყველაფერზე როგორც მიუწვდომელ ოცნებაზე, ისე საუბრობდნენ. იმ წუთიდან მოსვენება დავკარგე. იმავე ღამით საწოლში მოვხაზე დაახლოებითი სქემა და როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სერიოზული მუშაობა დავიწყე, რათა ამ საოცარი იდეისთვის ხორცი შემესხა. გავაკეთე ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც საკუთარი სახლებიდან კომპიუტერის გამოყენებით  ადამიანებს შეუძლია ერთ მაგიდას მიუსხდნენ და ერთად ითამაშონ არა მარტო „ჯოკერი“, არამედ ყველასათვის საყვარელი თამაში „ნარდიც“, ასევე  სხვადსხვა თამაშები. ვებგვერდი  დროდადრო იხვეწება და ვითარდება. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებს  სურვილი ავუსრულე და არა მარტო მათ. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია ვისაც სურვილი აქვს შემოვიდეს და გაერთოს, ასობით ადამიანს მიეცა დაუსწრებლად ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა  და  როცა იცი, რომ  ეს ყველაფერი შენ შეაძლებინე, საოცარი  შეგრძნებაა! ეს არის პროექტი, რომელიც  ჩემთან ერთად იზრდებოდა, ან მე ვიზრდებოდი მასთან ერთად, ასეც შეიძლება ითქვას. პირველი პროტოტიპი რა ტექნოლოგიებიც ვიცოდი იმ ტექნოლოგიებით გავაკეთე, თავიდან მხოლოდ კომპიუტერი იყო შენი მოწინააღმდეგე. დავდე ინტერნეტში თუ არა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა იყო ბევრი შეცდომა, მაგალითად, დარიგებისას  რამდენიმე ჯოკერი მოდიოდა. შემდეგ დავხვეწე, რამდენიმე ვერსია შევქმენი და როცა დასტაბილურდა, უკვე დავიწყე ონლაინ ვერსიაზე ფიქრი. უკვე გასწორებული პირველი ვერსია 2008 წელს გავუშვი, თუმცა, ცოტა ხნით ხელი შემეშალა, რადგან აგვისტოს ომი დაიწყო. რეზერვისტი ვიყავი. როცა ყველაფერი მორჩა, ჩემს საქმეს დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გადაიტვირთა საიტი. ბევრი მომხმარებელი შემოდიოდა. შემდეგ როცა დასტაბილურდა,  უკვე  ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობა პორტალმა.  ჩემს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პორტალიც ვითარდებოდა. დაახლოებით რვაჯერ არის გადაწერილი საიტი და  თავიდან გაკეთებული.
- ვინმე თუ გეხმარებათ?
- თავიდან მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს. შემდეგ, როცა ამოცანა გართულდა, ყველაფრის ერთი ადამიანის მიერ კეთება რთული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ  მინდოდა შექმნით სრული სიამოვნება თავად მიმეღო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ დავყავი მოდულურ სისტემებად და კონკრეტული მოდულის ინპლემენტაციას კონკრეტული ადამიანი აკეთებდა. ზოგ შემთხვევაში ეს შეკვეთა იყო, ზოგჯერ ენთუზიაზმიც. ამ ყველაფერმა ისეთი შემოსავალი არ მოიტანა, როგორსაც ველოდი, თუმცა ამ მიმართულებით უფრო განვვითარდი.  
- როგორც ვიცი კარტის თამაშების გაუქმება მოგიხდათ, რატომ?
- კარტის თამაშების გაუქმებას თავისი ისტორია აქვს. ერთხელ მამაოსთან აღსარებაზე მისასვლელად ვემზადებოდი. ცოდვების წიგნში ვნახე, რომ ბანქოს თამაში დიდ ცოდვად ითვლებოდა. როდესაც მამაოს ამის შესახებ ვკითხე, ამიხსნა: ბანქოს ქაღალდზე გამოსახული ნახატები თავის დროზე ქრისტეს დასაცინად წარმოადგინესო. მოგეხსენებათ ჯვრით თამაშობ და ჯვრის გაჭრა ცოდვად ითვლება და ა.შ. ამის მერე არ მასვენებდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემეცვალა ეს ყველაფერი, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შექმნილი თამაშებით ადამიანებს უნებლიედ ცოდვაში ვაგდებდი. ფიქრები გაძლიერდა და 2013 წლის დასაწყისში გადავწყვიტე გამეუქმებინა კარტის თამაშები, რამაც თავიდან ჩვენს მოთამაშეებში დიდი მღელვარება გამოიწვია, რადგან ჯოკერის მოთამაშეთა რიცხვი პორტალზე დიდი იყო. ისინი ნელ-ნელა ტოვებდნენ გვერდს. ამით პორტალმა დიდი დარტყმა მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. სხვა შემთხვევაში დისკომფორტს ვგრძნობდი და ვეღარ ვაგრძელებდი მუშაობას. მათთვის ანგარიშის გაწევა თუ მომიწევდა პორტალი უნდა  გამეყიდა, რომელსაც სავარაუდოდ რომელიმე კაზინო შეიძენდა და ის გემბლინგის მიმართულებით განვითარდებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. მეორე მიზეზიც იყო. ის, რომ ეს გახლავთ ადგილი სადაც ყველა საინტერესო იდეა შემიძლია განვახორციელო და გავუზიარო სხვებს. შევქმნა უვნებელი თამაშები, რომელიც ფულს არ ემსახურება. აქ შემოსულ მოთამაშეს უარყოფითი განწყობა დადებითით შევუცვალო. განსაკუთრებით კი მოზარდებს, რომლებიც არ იქნებიან ზომბირებულები. ყველა თამაშში დევს იდეა - ჯანსაღი გართობა. 
- მოგვიყევით ჯადოსნური კარტის შექმნის ისტორია. ჯოკერის ნაცვლად სახელწოდება  მატრიცა...
- გარკვეული პერიოდის შემდეგ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ახალი ტიპის კარტი, გაცილებით უფრო მარტივი და კარგად აღსაქმელი. ფერები იქნებოდა: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ყველასათვის ცნობილი ნახატების ჩასანაცვლებლად ჭადრაკის ფიგურები გამოვიყენეთ. ჯოკერის მაგივრად, ჯადოსნური კარტი - მეჯიქ ქარდი. შევქმენით უკვე ჩვენი კარტი, რომლითაც ახალი თამაში გავაკეთეთ. თამაშს დაერქვა მატრიცა, წესები ჯოკერის დარჩა, თამაში კი ხდება ახალი კარტით. ძალიან კარგი გამოვიდა, ამაში დაკარგული პორტალის მომხმარებლებიც გვეთანხმებიან და ნელ-ნელა დაგვიბრუნდნენ.
- რა იდეა დევს Jok.FM-ში?
- ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ უსმინოს მუსიკას. დაიმახსოვრონ სიმღერები, რომელიც მოეწონათ. პორტალზე მოცემულ ყველა თამაშში მუსიკის მოსმენის პროგრამაა ჩადებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირებაა, შემდეგ კი მათი დამეგობრება. მუსიკა არის ერთ-ერთი საშუალება, რითაც ვცდილობთ ინტერესი გამოვიწვიოთ და გავართოთ მოთამაშე. მოცემულია ასზე მეტი ჟანრი, საიდანაც სტილს მომხმარებელი ირჩევს. პროცესი ასეთია: შედიხარ თამაშში, ელოდები მოთამაშეს. ირჩევ მუსიკას და უსმენ. შემოდის მოწინააღმდეგე, ხედავ ის რას უსმენს. დამეგობრებამდე შესაძლებელია ემოციების გაზიარება. თუ მეგობრობას გაუგზავნი და ისიც დაგთანხმდება, იწყება მიმოწერა. ასეთია ყველა თამაშის პროცესი.
- სახელმწიფო თუ დაინტერესებულა არის თქვენნაირი ადამიანებით?
- შარშან გავაკეთეთ საკონფერენციო ღონისძიება. გვინდოდა გაეგოთ, რომ ვარსებობთ. ის, რომ საქართველოში ბევრი პროდუქტი იქმნება, ის, რომ ჩვენც შეგვიძლია მსოფლიო სტანდარტებით გავაკეთოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის აპლიკაციები. გადავწყვიტეთ, შევერთებოდით მსოფლიოს “Game Jam“-ს და შევძელით კიდეც, ახლა უკვე ქართული გეიმჯემიც არსებობს. პირველად იგი შარშან ჩავატარეთ. წლის დასაწყისში არ ვიცოდით როგორი იქნებოდა. რამდენიმე ორგანიზაცია გავერთიანდით, შევქმენით IGDA (International Game Development Association) -ის ქართული წარმომადგენლობა, ასევე შემოგვიერთდა კომპიუტერული გრაფიკის ასოციაცია საქართველოში - CG Georgia და ამ ასოციაციების სახელით ჩავატარეთ ღონისძიებები.
სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ხელშეწყობა, “GITA“ გვეხმარებოდა ამაში, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებებით მუშაობს. ჩვენი ენთუზიაზმით და მათი ფინანსური დახმარებით შევეცადეთ, რომ გამოგვეცოცხლებინა და ჩვენთანაც ჩატარებულიყო პირველი “გეიმჯემი”.
- მოკლედ რომ აგვიხსნათ, რა არის „გეიმჯემი“ და რამდენად გაამართლა საქართველოში ჩატარებამ?
- “გეიმჯემი” არის შემდეგი ტიპის ღონისძიება: პროგრამისტები იკრიბებიან გარკვეულ ტერიტორიაზე და ცდილობენ შექმნან თამაშები წინასწარ შერჩეული იდეის გარშემო. ორგანიზატორები კი მათ უზრუნველყოფენ როგორც სამუშაო სივრცით, ასევე საკვებით 48 საათის განმავლობაში. თავიდან, როდესაც იდეების გამოცხადება იყო, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ველოდით ათამდე გუნდს, თუმცა მოვიდა 28 გუნდი, რომლებმაც პროტოტიპები შექმნეს. რადგან  პირველმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე დავიწყეთ ფიქრი მეორე “გეიმჯემის” ჩატარებაზე. თუმცა,  უფრო განსხვავებულზე, ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებით გაგვეკეთებინა კოსტუმირებული შოუ „Cosplay“. გვინდოდა სახალისო ყოფილიყო. ადამიანებს უნდა წარმოეჩინათ სხვადსხვა კინოს თუ თამაშის პერსონაჟები. განესახიერებინათ ისინი, როგორც ვიზუალური მსგავსებით, ასევე საქციელით. დავაწესეთ პრიზი "PlayStation 4". სპონსორები უკვე  GITA-სთან ერთად Microsoft და Geocell გახდნენ. ძალიან შთამბეჭდავი შოუ გამოვიდა, რომელსაც სხვადსხვა ასაკის ადამიანები სიამოვნებით ესწრებოდნენ. დადგა დრო მესამე „გეიმჯემზე“ გვეფიქრა, კიდევ უფრო განსხვავებულსა და საინტერესოზე. ღონისძიების ჩასატარებლად თავისუფალი უნივერსიტეტი ავირჩიეთ და დავამატეთ ცოცხალი თამაშები, ანუ იქვე შეგეძლო გეთამაშა, როგორც მაგიდის თამაშები,  ასევე კომპიუტერული. „გეიმჯემის“ ჩატარება ემსახურებოდა რამდენიმე მიზანს: ყველას ენახა, რომ 48 საათში შესაძლებელია საქართველოშიც შეიქმნას  თამაშის პროტოტიპები, რომლებიც სხვადასახვა ქვეყნებში ჩატარებულ „გეიმჯემებს“ არაფრით ჩამოუვარდება. დავინახეთ, რომ ბევრნი ვყოფილვართ! მანამდე არ გვქონდა წარმოდგენა თუ რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ მიმართულებაში. მხოლოდ დაახლოებითი ვარაუდი იყო, თუმცა რეალურად გაცილებით მეტი აღმოჩნდა. გვინდოდა მსოფლიო „გეიმინგ რუკაზე“ საქართველოც გამოჩენილიყო და მივაღწიეთ ამ მიზანს. თუმცა, საჭიროა მუდმივად სიახლეების კეთება და ჩვენი პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, რათა მსოფლიო „გეიმინგში“ჩაერთოს. გარდა ამისა იყო სტიმულიც, „გეიმჯემზე“ გამარჯვებულები ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ჰოლანდიაში წავიდნენ ღონისძიებაზე - "Casual Connect". ეს არის ღონისძიება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან Game Developer-ები და ერთმანეთს თავიანთ შექმნილ თამაშებს უზიარებენ. საქართველოდან 3 გუნდი იყო წარმოდგენილი, მათთან ერთად გახლდით მეც. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
- როგორია თქვენი მომავლის გეგმები?
- მომავალში მთელი ჩემი გეგმების უმეტესობა დაკავშირებულია ჩემს მიერ შექმნილ პორტალთან. წინსვლას სწორედ მასთან ერთად ვხედავ. პირტალი და თამაშები მუდმივად ვითარდება, იმ მომენტისთვის არსებული მოთხოვნების შესაბამისად. დღეს არის ახალი გამოწვევები და ეს არის სხვადასხვა მოწყობილობები, რასაც სულ უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესენია: ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. ჩვენც ამ მიმართულებით ვხედავთ არსებული თამაშების განვითარებას, ახალი თამაშების დამატებას ნაკლებად ვგეგმავთ, მთავარი მიზანია არსებული თამაშები გახდეს მაქსიმალურად პოპულარული და რაც შეიძლება მეტ პლატფორმაზე და მოწყობილობაში ხელმისაწვდომი. სწორედ ამ ახალი კუთხით საკმაოდ გვიადვილებს საქმეს ახალი კარტი, რომელიც გათვლილია Touch მოწყობილობებზე. ვფიქრობ, კარტის გამოშვებასაც, Jok Cards, რომელიც იგივე პრინციპით იქნება შექმნილი, რაც პორტალზეა წარმოდგენილი. კარტი საცალო გაყიდვაში არ გაიყიდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პორტალის მოხმარებლისთვის. ყველა მათგანი გათვლილია ინდივიდუალური კონკრეტული მოთამაშისათვის.
- და ბოლოს, რაშია  თქვენი წარმატების  საიდუმლო, როგორია წარმატების თქვენეული რეცეპტი?!..
- ვთვლი, რომ რასაც მე ვაკეთებ, ყველას შეუძლია. ნიჭი ნაკლებად. მთავარი შრომაა და  მწველი სურვილი, ისწავლო ბევრი და იყო მუდმივად ახლის ძიებაში. თუ გარკვეული სასწავლებელი არ არსებობს, თვითგანათლება უნდა შეძლო. ჩვენს  სფეროში ინტერნეტში ძალიან დიდი მასალაა ხელმისაწვდომი, თანაც მუდმივად განახლებადი, რაც ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია  დასახული მიზნის მისაღწევად.  

ირმა მირზაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „ვექტორი“