четверг, 12 февраля 2015 г.

რუსუდან ასათიანი– ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - ბიბლიოთეკამდე და ბიბლიოთეკაში

მარტო ცოდნის მოროვება და ინფორმაციულობა ყველაფერი რომ არ არის, ბევრი დამეთანხმება. ჩემი აზრით, არიან ადამიანები, რომლებსაც ისეთი ალღო ნოვატორული თუ ორგანიზატორული ნიჭი, მართვის ისეთი უნარი მიეცემათ ხოლმე, ნებისმიერ საქმეში შეუძლიათ რეალიზდნენ.ეს ერთეულების ხვედრია. ამას ისინი ხშირად შემთხვევითობას მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში საკმარისია მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც მათთვის საინტერესო სამყაროა, რომ უცებ ადაპტირდებიან. შეუძლიათ უცებ შეიცვალონ პროფესიაც და საკუთარი კომპლექსური აზროვნებით, ფართო დიაპაზონით, საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარიც სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება. მუსიკოსების ოჯახში დაბადებულმა თავადაც მუსიკოსობა გადაწყვიტა. მაშინ ჯერ ვერ იფიქრებდა, მეტი რომ შეეძლო. კარგად გამოუვიდა, გარკვეული წარმატებებიც ქონდა. თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა.მაინც სულ ახლის ძიებაში იყო. მალე ფოტოგრაფიამ გაიტაცა, კარგი ფოტოგრაფიც დადგა და ამ სფეროში ღრმა კვალსაც დატოვებდა. თითქოს ახალი წარმატებული გზით მიდიოდა , რომ ცხოვრებამ კვლავ მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენა.
არავინ იცის, რატომ აღმოჩნდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მაგრამ ფაქტია, აქ დახვდნენ ისეთი ადამიანები, ის ხელსაყრელი გარემო, რომელზეც ოცნებაც ვერ მოესწრო. თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ის ნანატრი სივრცე იყო და როგორც თევზი წყალში ისე ამოძრავდა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პროექტი, რომელიც სულ ახლახანს დავიწყეთ ეს არის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "SIERRA"- დანერგვა. რომელსაც ვახორციელებთ კომპიუტერული ქსელების, ტექნიკისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილებასთან ერთად. ეს პროექტი განვითარების სულ სხვა, ახალ ეტაპზე გადაიყვანს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მისი განხორციელების შემდეგ თამამად ვიდგებით მსოფლიოს უმძლავრესი ბიბლიოთეკების გვერდით.“––პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საბიბლიოთეკო  ასოსიაციის  პრეზიდენტი  რუსუდან ასათიანი


ბავშვობა.
თბილისში დავიბადე,  მუსიკოსების ოჯახში .ჩემი მშობლები ამბობენ, რომ კარგი ბავშვი ვიყავი, წყნარი. 4 წლიდან მუსიკას მასწავლიდნენ. 5 წლისას მქონდა პირველი კონცერტი მერაბ ოდიშარიას საბავშვო სატელევიზიო გადაცემაში დავუკარი მგონი შუბერტის ვალსი, ზუსტად აღარ მახსოვს.
  მე რომ დავიბადე დედამ სამსახურს თავი დაანება, მთელი თავისი დრო და ენერგია ჩემთან ურთიერთობას მიუძღვნა, ერთად ვხატავდით, ვძეწავდით, ვუკრავდით. ასე გავიზარდე.
ვხატავდი, ვძერწავდი ა ასე შემდეგ.

ფასეულობები, რომელიც  ოჯახისგან გადმოგეცა.
მთავარი ფასეულობა ადამიანის პატივისცემა იყო. მუდმივად მასწავლიდნენ, რომ გარშემომყოფები უნდა გიყვარდეს, პატივი სცე და მოუფრთხილდე მათ. დედის მხრიდან  მყავს ბებიის ამომავლებიდედას ორი და ჰყავს, და მათი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თანაც უმეტესობა ქალები.  ეს ძალიან დიდი და მეგობრული ოჯახია, ყველა ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს.მაღალ ფასეულობებზე დაფუძნებული. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ვცდილობთ შევიკრიბოთ ჩემს უფროს დეიდასთან (სანამ ბებია ცოცხალი იყო მასთან იკრიბებოდა ყველა) მთელი რიგი ოჯახური საკითხები განიხილება ამ შეკრებებზე. იტალიურ ფილმებში რომ გინახავს, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.( იღიმება) მამის მხრიდან უფრო მეტად მამაკაცები სჭარბობენ, მამას ერთი ძმა ჰყავს, რომელიც იგივე მეორე მამაა ჩემი. მასაც შვილივით ვუყვარვარ, ორი ბიძაშვილი მყავს,  ჩემი და მათი შვილები ძალიან კარგად მეგობრობენ და ეს დიდი ბედნიერებაა.

 დამოუკიდებლად აირჩიე პროფესია?
რადგან დედაც და მამაც მუსიკოსები არიან. ჩემი პროფესიაც, იგულისხმებოდა, რომ იგივე უნდა ყოფილიყო. ვერც წარმომედგინა, რომ სხვა რამეს გავაკეთებდი ცხოვრებაში. არც არავის დაუძალებია მუსიკოსობა, უბრალოდ დაუწერელი კანონი იყო ასეთი. გავხდი, პიანისტი. შემდეგ ეს პროფესია მივატოვე და ახლა იქ ვარ, სადაც ვარ. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს. ეს ისეთი საქმეა, ყოველ დღე რომ ახალ სიტყვას ამბობ და ისეთი გრძნობა გაქვს, შენს მეტი რომ ვერავინ გააკეთებს. თუმცა ხშირად გული მტკივა, რომ აღარ ვუკრავ. სცენა და მუსიკა ისეთი საქმეა, ერთხელ თუ გამოსცადე, მერე მთელი ცხოვრება შენთან რჩება. ამიტომ ხშირად გამკრავს ხოლმე გულში. ისეთი შეგრძნებაა, საყვარელ ადამიანს რომ მიატოვებ და დაკარგავ.
როგორ მოხვდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - ბიბლიოთეკამდე და ბიბლიოთეკაში.
ბიბლიოთეკამდე ხელოვანი ვიყავი, ვუკრავდი, ბევრი კონცერტი მქონდა, საფორტეპიანო კონკურსებში ვღებულობდი მონაწილეობას. შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატიც ვარ, რომელიც რომში ჩატარდა. ამის დამადასტურებელს სიგელს დღემდე ვინახავ სიამაყით. არასოდეს წარმომედგინა თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიმუშავებდი, თანამშრომლებისგან რომ ვიგებდი 30- 40 წელია აქ ვმუშაობო, მიკვირდა. ახლა ვერც წარმომიდგენია სხვაგან ყოფნა.
 – საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეს  არჩევანი. პროექტები, რომლებიც თქვენი    ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს უშუალოდ თქვენი ხელმღვანელობით განხორციელდა და ხორციელდება.
ბიბლიოთეკაში მუშაობა როგორც რიგითმა თანამშრომელმა, ისე დავიწყე. ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგზე ვმუშაობდი. რასაც ვაკეთებდი, ძალიან საინტერესო იყო. თუმცა, ვაღიარებ, არ მიყვარდა დიდად ეს საქმე, ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა, ახალი უნდა დამეწყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ვარშავის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოწვევა მოვიდა, ინგლისური ენის მცოდნე თანამშრომელს იწვევდნენ კონფერენციაზე ციფრული ბიბლიოთეკების შესახებ. ჩვენმა ხელმძღვანელობამ განიხილა კანდიდატურები და მე წარმადგინეს ამ კონფერენციაზე დასასწრებად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს. ამ ჩემი პირველი მივლინებით დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რაც მოვისმინე, ყველაფერი ჩვენთვის ძალიან უცხო იყო მაშინ. ყველაფერს ვიწერდი, უამრავ კითხვას ვსვამდი, ბევრი კონტაქტი დავამყარე იმ რამდენიმე დღეში და ბევრი რამ ვისწავლე.
როდესაც დავბრუნდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ყველა ეს საკითხი განვიხილე ჩვენს ხელმძვანელობასთან ერთად და გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ახალი, გაერთიანებული ქართული ციფრული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იქნებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ელექტრონული ვერსიები. რა თქმა უნდა ეს არ იყო მარტივი, რადგან ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ყველაფერი ნაჩუქარი სკანერით დაიწყო.


 ახლა მეცინება, მაგრამ მართლა ასე იყო - ეს საქმე ნაჩუქარი სკანერით და ორი არც თუ ისე ახალი კომპიუტერით დავიწყეთ. პირველი ჩვენი ციფრული პროდუქტი ჟურნალი ცისკარი იყო. დღესაც ყველაზე მეტად მიყვარს ეს ჟურნალი. პარალელურად დავნერგეთ ციფრული ბიბლიოთეკის პროგრამული უზრუნველყოფა ქართულ ენაზე, რომელსაც "ივერიელი" დავარქვით.
დღეს ეს პროგრამა ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია და მე ამაყი ვარ, რომ ამ პროექტის იდეის შექმნის დღიდან დღევანდლამდე ვხემძღვანელობ ჩემს შესანიშნავ გუნდთან ერთად.

"ივერიელის" შექმნამ გამოიწვია ახალი და ძალიან საინტერესო პროექტების შექმნაც, ყველაზე მნიშნელოვან - "ციფრულ ფოტომატიანე".

ეს პროექტი კომპანია ჯეოსელის დახმარებით ხორციელდება და გულისხმობს ოჯახებში დაცული ფოტოარქივების ციფრული ვერსიების შექმნას და მათ განთავსებას ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში. ჩვენ დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვაციფრებთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს - ფოტოებს, რომლბიც ყველაზე რეალურად ასახავენ საქართველოს ისტორიას, საქრთელოს ყოფას. ეს არის დოკუმენტები სადაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან წარმოდგენილი ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვან კონტექსტში.
ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პროექტი, რომელიც სულ ახლახანს დავიწყეთ ეს არის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "SIERRA"- დანერგვა. რომელსაც ვახორციელებთ კომპიუტერული ქსელების, ტექნიკისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილებასთან ერთად. ეს პროექტი განვითარების სულ სხვა, ახალ ეტაპზე გადაიყვანს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მისი განხორციელების შემდეგ თამამად ვიდგებით მსოფლიოს უმძლავრესი ბიბლიოთეკების გვერდით.

საბიბლიოთეკო ასოციაციის პეზიდენტად აგირჩიეს. როგორი  დამოკიდებულება გაქვთ საკუთარ თანამშრომლებთან.
ასოციაციის თანამშრომლებთან ვცდილობ, რომ ერთი გუნდი ვიყოთ, ეს ორგანიზაცია 2000 წელს შეიქმნა, მე ახალი ვიყავი ზოგადად ამ სფეროში და გარკვეული წინააღმდეგობებიც იყო. მერე ბევრმა დაინახა, რომ მე არავის არ ვებრძვი, ვინარჩუნებ მათ ტრადიციებს, მათ დაწყებულ საქმიანობას ხელს ვუწყობ ყველანაირად და მხოლოდ საქმის კეთებაზე ვარ ორიენტირებული.ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა პირველივე დღიდან ასოციაციის უფროსი თაობისგან ისინი რომ არა ძალიან გამიჭირდებოდა როგორც მართვა, ასევე საქმის კეთება. ამ ორგანიზაციაში მთავარი ის არის , რომ ყველას უყვარს თავის საქმე და შეუძლია სრულიად უანგაროდ ემსახუროს მას. ამიტომ კარგად ვმუშაობთ. შეიძლება არის ხალხიც, რომელსაც რაღაც არ მოსწონს ჩემში და ჩემს ხელმძღვანელობაში, მაგრამ იმედია, რომ მსგავსი საკითხები ჩვენს ძირითად
საქმიანობას ხელს არ შეუშლის. ეს ასოციაცია ძალიან რთულ საქმეს არის შეჭიდებული და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმ პრობლემების დაძლევაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა. ასოციაციის გამგეობა აირჩია ასოციაციის საერთო კრებამ, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების დღეს ჩატარდა
გარკვეულ პროექტებში კი საჭიროების მიხედვით აგვყავს ხელშეკრულებით თანამშრომლები, გარკვეული ვადით.

რა კრიტერიუმებით ირჩევთ  ასოციაციის თანამშრომლებს? 
ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გუნდური მუშაობის უნარი  გააჩნდეს. კომუნიკაბელური და აქტიური უნდა იყოს. ცხადია ამ სფეროში კარგად უნდა ერკვეოდეს . ძირითადად ბიიბლიოთეკების თანამშრომელს ვასაქმებ ხოლმე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პროექტს გააჩნია.  გუნდური მუშაობა ქართველებმა არ ვიცით კარგად, არადა ეს ძალიან მნიშნელოვანი უნარია.

ყველა ასაკში შესაძლებელი შეიცვალო პროფესია?
ჩემი აზრით პროფესიის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და იმ ასაკში შეიცვალო პროფესია, რომ ბევრის გაკეთება მოასწრო.

რუსუდანის  კრიტიკისადმი დამოკიდებულება.
კრიტიკა არასოდეს მწყინს. კრიტიკა არასოდესაა უსაფუძვლო. ვცდილობ გავითვალისწინო  ყველა ის შემჩნევები, რაც ჩემი საქმიანობის მიმართ აქვთ. ასე რომ, კრიტიკას მივესალმები - ის ჩემი პიროვნების და საქმიანობის გაუმჯობესებაში მეხმარება.
ის, რასაც ვერ შეცვლი.
წარსულის შეცდომებს ვერ გამოასწორებ ვერასდროს, მაგრამ ამაზე, უნდა ეცადო, რომ არ იფიქრო. ძნელია, მაგრამ ასეა საჭირო. ცხოვრების ღირსეულად გაგრძელება რომ შეძლო, წარსულის შეცდომები უნდა დაივიწყო  და თავაწეულმა უნდა გააგრძელო სიარული.
კიდევ ადამიანის სისასტიკეს ვერ შეცვლი. თუ ბოროტია ადამიანი, ის ასეთად დარჩება და ამას უნდა შეეგუო, იმიტომ, რომ მათ ვერ შეცვლი. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს:  უნდა იყო ის რაც ხარ, მოიქცე ისე, როგორიც ხარ. არასოდეს არ უნდა გაბოროტდე შენ თვითონ,  მისი თამაშის წესები არ უნდა მიიღო და ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო.  ამ შემთხვევაში ვერასოდეს მოგერევა ვერავინ.   როგორც კი ისევე მოიქცევი შენც, მასთან თანაბარ პირობებში დგები, მას უტოლდები და მეტი შანსი ეძლევა, რომ შენზე გაიმარჯვოს. როდესაც სიმშვიდეს ინარჩუნებ, მასზე მაღლა დგახარ, ის ამას ხვდება და ბოლოს თავს განებებს. თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელია.( იღიმება)

რამ შეიძლება გადაარჩინოს ორი დაპირისპირებული მხარე.
გონიერებამ, კულტურამ - ერთ მხარეს მაინც უნდა გააჩნდეს. თუ არცერთს არ გააჩნია, მაშინ ცუდად არის  საქმე.

მისაბაძი გმირი, ადამიანი.
არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ძალიან ვაფასებ და ბევრი მათი თვისება მართლაც მისაბაძად მიმაჩნია. თუმცა ასე ერთი, გამორჩეული კუმირი არ მყავს. ყველა ადამიანს აქვს ნაკლი - ადამიანი შეცდომების დასაშვებად გაჩნდა ამქვეყნად. ასე რომ, ვთვლი, რომ რაც კარგია, ყველაფერი უნდა ისწავლო სხვებისგან .

გაგვაცანი თქვენი ოჯახი.
მეუღლე - თორნიკე ასათიანი, სამხედროა. უფროსი შვილი, ირინა, 13 წლისაა. უმცროსი, აკაკი - 7 წლის.


როგორი დედა და მეუღლე ხარ.
როგორც დედა, ვცდილობ რომ კარგი ვიყო, თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი. ძალიან დაკავებული ვარ და საკმარის დროს ვერ ვუთმობ ბავშვებს. თუმცა, როდესაც ერთად ვართ ამაზე კარგი დრო არ არსებობს.
ჩემი უმცროსი შვილი პირველ კლასში რომ იყო, სკოლაში ასეთი დავალება მისცეს ქართულში - შეადგინეთ წინადადებები. ბავშვმა დაწერა 1. დედას ძალიან ბევრი საქმე აქვს, 2. დედა ძალიან ბევრს მუშაობს.
ეს ძალიან რთულია ჩემთვისაც და მათთვისაც, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, რომ თავისუფალ დრო მხოლოდ მათთან ერთად ვიყო. მათთან ერთად ყოფნა ენერგიას და სიცოცხლის ხალისს მაძლევს. ბავშვს როდესაც ჩაეხუტები, ყველა პრობლემა და დარდი სადღაც ქრება.

საკმაოდ დატვირთული სამუშაო გაქვთ. ორი სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთად ცხოვრების ჰარმონიულიობის რეცეპტი.
რაც შეეხება ჩემს პერსონას მეუღლის ამპლუაში - მეც და ჩემი მეუღლეც ჩვენს ძირითად დროს სამსახურში ვატარებთ. ერთად ყოფნას ხშირად ვერ ვახერხებთ. ეს არ არის სტანდარტული ოჯახი. ის ძირითადად მივლინებაშია წასული, მე თბილისში ვარ. თუმცა ვფიქრობ, რომ მთავარი ოჯახში მაინც ერთიანი ფასეულობებია. მე და ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ესაა მთავარი. როდესაც ადამიანი გიყვარს და აფაასებ მას, ყველაფერი უფრო ადვილია.თორნიკემ მე მომცა თავისუფლება, და სწორედ ამან შეუწყო ხელი ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. ბევრი ნიჭიერი ქალია დღეს სახლში და ოჯახის წევრები არ აძლევენ მუშაობის, სწავლის და განვითარების საშუალებას. მე ეს პრობლემები არასოდეს მქონია.

ოჯახი თავისას მოითხოვს. როგორ ასწრებთ ამდენს?
ახლობელი ადამიანების ჩემი და ჩემი მეუღლის  მშობლების დახმარების გარეშე რა თქმა უნდა ამდენ საქმეს ვერ გავაკეთებდი. ვინაიდან მივლინებები ხშირად  მეც მაქვს, ბავშვების დატოვება ხშირად მიწევს. ორივე მხარე თანაბრადაა ჩართული მათ აღზრდაში. რაც ჩემთვის, ცხადია, დიდი დახმარებაა.
მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი ხართ .  მეტად საინტერესო ფოტოები გაქვ შექმნილი. მომავალში  ხომ არ ფიქრობ კიდევ ერთი გამოფენის მოწყობას. ფოტოგრაფიით სერიოზულად ვიყავი დაკავებულ რამდენიმე წელი. ვფიქრობდი კიდეც, რომ ჩემს ძირითად პროფესიად დარჩებოდა. ძირითადად ქუაში ვიღებდი. ფოტოჟურნალისტიკა იყო ჩემი საყვარელი მიმდინარეობა. მაინც რაღაც პერიოდი თეატრსაც ვიღებდი სერიოზულად. თეატრალური ინსტიტუტის გაზეთში ვმუშაობდი და თითქმის ყველა სპექტაკლი მაქვს გადაღებული.

არაერთი გამოფენა მქონია, როდესაც მხოლოდ ფოტოგრაფობას ვაპირებდი. რამდენიმე ჟურნალშიც არის დაბეჭდილი ფოტოები. იმედია ამისთვის დრო მექნება ოდესმე, თუმცა უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ, სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო.  ფოტოგრაფია ხელოვნებაა, საქმესა და საქმეს შორის ვერ გააკეთებ, მთელი შენი განწყობა მას უნდა დაუთმოსამწუხაროდ ახლა ამის საშუალება არ მაქვს.

 რას ნიშნავს  წარმატება. ყველა განათლებული ადამიანი არის  წარმატებული?
 წარმატება ჩემი აზრით ძალიან პირობითი ცნებაა. ჩვენ ბევრი წარმატებული ადამიანი ვიცით დღეს, რომელიც დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის, და ბევრი წარუმატებელი განათლებული ადამიანიც არის ჩვენს გარშემო. მგონია, რომ წარმატება გამართლებაა. გააჩნია ვისთვის რას ნიშნავს ეს სიტყვა - "წარმატება". პირადად ჩემთვის წარმატებული ადამიანი ისაა, ვინც კარგ საქმეს აკეთებს, საქმეს რომელიც მის ქვეყანას წაადგება. როდესაც ადამიანი ახალს, ინოვაციურს ქმნის და საქმეზეა ორიენტირებული და მისი საქმიანობა არ არის ბუტაფორიული. წარმატების რეცეპტი? მთავარია რომ გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თავდაუზოგავად უნდა იმუშაო და არ უნდა მოიტყუო. როდესაც მართალი ხარ შენ ცხოვრებაში, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილებზე ლაგდება და წარმატებაც თავისით მოდის.



  კიდევ ერთი  საინტერესო ჰობი  გაქვთ.
დიახ, ძალიან მიყვარს თოჯინების კეთება. ყველა მიყვარს, რომელიც მყავს. ეს თიხის თოჯინებია. ტანსაცმელსაც მეთვითონ ვუკერავ, მკაულებს ვუკეთებ, მაკიაჟსაც. თუმცა ამას თითქმის ვეღარ ვახერხებ დროის უქონლობის გამო. ახალი ეები და პროექტები მოდის, მაგრამ ამ დროს მუზები გარბიან. ძალიან მიყვარს ხატვა, ფოტოგრაფიაც, რამდენიმე ჟურნალ-გაზეთშიც მიმუშავია ფოტორეპორტიორად, თუმცა, როგორც უკვე გითხარი, ამისთვის საკმარისი დრო აღარ მაქვს. რაც ცუდია, მაგრამ რას იზამ?!
აუხდენელი ოცნება .
ბავშვობის ოცნება და ჯერჯერობით აუხდენელი - სახლი მქონდეს პატარა ტბის პირას, ბუხრით, გუგულის საათით, ოღონდ ნამდვილით, შვარცვალდში დამზადებულით.
რასაც აუცილებლად ასწავლი შვილებს...

ჩემს შვილებს ვასწავლი იგივეს, რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს - ადამიანების სიყვარულს, პატივისცემას და მოფრთხილებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - შრომისმოყვარეობას...

- მომავლის გეგმები.
მინდა რომ ეს სფერო, საბიბლიოთეკო სფერო ისევე განვითარდეს, როგორც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. განსაკუთრებით რაიონების საბიბლიოთეკო ქსელი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ძირითადი სამომავლო გეგმების ამასთანაა დაკავშირებული. სოფლის ბიბლიოთეკების ღდგენას ვგეგმავ და მინდა რომ ბიბლიოთეკები რაიონებში და არამარტო ტრანსფორმირდეს თანამედროვე საინფორმაციო ცენტრებად.ყველაზე მეტად დღეს სოფლის ბიბლიოთეკებს უჭირთ და ჩვენი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სწორედ ესაა. წინა წლებში ძალიან დაზარალდა საბიბლიოთეკო ქსელი ზოგადად, ახლა იმედები დიდია, რომ ნელ-ნელა მოვაგვარებთ ამ პრობლემას. პრეზიდენტმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია - ყველა სოფლის და რაიონულ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მნიშვნელოვნად შეივსო.  სხვა გეგმებიც გვაქვს, რომელიც, იმედი მაქვს, სულ მალე განხორციელდება.

კიდევ ვგეგმავ, რომ საკუთარი სახლი მქონდეს, პატარა, მყუდრო და უპრეტენზიო, ძალიან ლამაზ ადგილას. სადაც ყოველ საღამოს ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარებ.(იღიმება)                                       ირმა მირზაშვილი                                   




2 комментария:

  1. ღმერთმა ხელი მოგიმართოს რუსუდან!




    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить