არსებობს შემთხვევები, როდესაც თავისუფლებამოყვარული, მაღალ ფასეულობებზე აღზრდილ ადამიანიუნებურად ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ხოლმე და პატივაყრილს ცხოვრება უფრო დიდი ღალატის,ძალადობისა და ბოროტებასთან შერკინების ბრძოლის ველად გადაექცევა.
იყვნენ ადამიანებირომლებიც ბოროტდებოდნენიყვნენ ისეთებიცრომლებიც არაადეკვატურებიხდებოდნენზოგიც ადამიანის სახეს კარგავდავინაიდან თვლიდარომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდადა სამყაროზე გაბრაზებულიათასი სისულელისთვის ამზადებდა საკუთარ თავსთითქმის ყველასწყუროდა შურისძიება“… 
უსამართლო დამოკიდებულება ხშირად ადამიანებს ახალი დანაშაულისკენ უბიძგებსროგორ მოძებნაგამოსავალი საკუთარი რთული მდგომარეობიდან და რა გზები გაიარა საზოგადოებაში დასაბრუნებლადჩვენმა სტუმარმა, იგი თავად გვიამბობს – ვაჟა კაკუშაძე.10985477_955178934516287_1646815183806005658_n
დავიბადე თბილისში, 1972 წლის 19 აპრილს. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩვეულებრივი გადატყავებული, „ზელიონკა“ წასმული მუხლებით,  ხშირად მოტეხილი, დათაბაშირებული ხელ-ფეხით და ბავშვური ოცნებებით.  დავიბადე და აღვიზარდე ჩვეულებრივ, ქართულ ოჯახში. ჩვეულებრივი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით.
როგორი მოზარდი  იყავით. მაშინაც  იბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ?
-კი. აქტიური ვიყავი.  გუშინ 9 აპრილი იყო და 9 აპრილს, მაგალითად, მე და ჩემმა მეგობრებმა პარტიზანული ბრძოლა გავუჩაღეთ რუსებს. სიმართლე გითხრათ, სხვისგან არც გამიგია ასეთი რამ.  როგორც მაშინ ეძახდნენ, არცერთი არაფორმალისგან არ გამიგია, რომ რაიმე სახის დასაპირისპირებელი  ქმედება განეხორციელებინოთ დარბევის შემდეგ.
9 აპრილს, ანუ იმ დღეს, როცა უკვე გათენდა, რუსთაველის თეატრის სახურავიდან დავცხეთ  ნაბიჭვრებს „მოლოტოვის კოქტეილები“. არავის უქნია ასეთი რამ.  სახურავზე ვერ შევძელი ასვლა. სულ ორი კაცი ავიდა, მე ქვემოთ ველოდებოდი, იმიტომ, რომ ფეხი მქონდა მოტეხილი და ყავარჯნებით  დავდიოდი. სამაგიეროდ, ჩემი გაკეთებული იყო ის „მოლოტოვის ბოთლები“.
ვერავინ შეგნიშნათ?  შეიძლება ესროლათ კიდეც.11062337_955178821182965_207535756444958703_n
– შეგვნიშნეს, მაგრამ ქვემოთ უკვე ძალიან ბევრი ვიდექით. ბიჭებმა იცოდნენ  „ჩორნი ხოდები“, უცებ ჩამოვიდნენ და ქვემოთ იმდენი ხალხი ვიდექით (დედაჩემის, ჩემი შეყვარებულის და კიდევ უამრავი მეზობლის ჩათვლით), რომ ვერ გაბედეს და ვერ გვესროლეს. არადა, ჯარისკაცები რომ ავარდნენ ზემოთ და რომ გადმოგვხედეს, თაბუკაშვილზე მხოლოდ  ჩვენი ჯგუფი იდგა. წესით არ უნდა შეჰპარვოდათ ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა.
მერე ავდექით და მოწამლული არაყი შევაჩეჩეთ ბუკიას ბაღში. მე მივედი და ვუთხარი, ბიძაჩემიც ჯარისკაცია და ვიცი, რომ არაყი უყვართ ჯარისკაცებს, ალბათ თქვენც გენდომებათ,  ოჯახში გაკეთბული ჭაჭაა-მეთქი. არადა  სულ ცოტა 20 ამპულა დიმედროლი გავურიეთ.  მაგრად რომ გაითიშნენ და კისრები რომ მოწყდათ,  ავდექით და  მათ ტანკს “ტრაკი” გავუფუჭეთ (ტრაკი არის ტანკის  მუხლუხის  – “გუსინიცას” რომ ეძახიან,  ნაწილი).  ხო, კიდევ კომენდანტის საათის დროს ღამე გამოვდიოდით და ხელით დაწერილ პატრიოტულ მოწოდებებს ვაკრავდით.
ეს იყო ერთგვარი შურისძიება. ეს იყო პროტესტი. მეტი რა შეგვეძლო?! 16–17 წლის მოზარდები ვიყავით.
- როგორ აირჩიეთ პროფესია?11102637_955179007849613_4170671884088496120_n
– ბავშვობიდან მიყვარდა  ქართველი მეფეების ისტორიები. მაშინ გავიგე, რომ თამარ მეფის საფლავი არ იყო აღმოჩენილი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ამ დაკარგულ განძს იპოვნიდა. პროფესიაც აქედან გამომდინარე შევარჩიე – არქეოლოგობა. მართალია ოჯახი წინააღმდეგი იყო (განსაკუთრებით მამა), მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და ისტორიის  ფაკულტეტზე ჩავაბარე. რა თქმა უნდა, უკვე კარგად ვიცოდი, რომ თამარ მეფის საფლავის პოვნას ვერ მოვახერხებდი, მაგრამ ის იდუმალება, რაც არქეოლოგიას ახასიათებს, მაინც არ მასვენებდა და ამიტომ აღარ შევცვალე ჩემი არჩევანი.  პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მოვინდომე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა. ჯურხა ნადირაძეს ჰქონდა ექსპედიცია. მართლა ბევრი ადამიანი ჩავრიე, მაგრამ, საწუხაროდ, მაინც უარი მითხრეს. პირველკურსელები არ მიგვყავს, ჯერ ადრეაო!-ეს იყო ბატონი ჯურხას პასუხი.
ერთხელაც, საჯარო ბიბლიოთეკასთან შევამჩნიე „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომელსაც საბურავი ჰქონდა დაშვებული. პატრონი, ჩასუქებული ეშმაკურად მოუსვენარი თვალების მქონე მამაკაცი იდგა და დაღონებული უყურებდა მანქანას. ვუსაყვედურე, ამხელა კაცი ხარ, „პაკრიშკის“ გამოცვლა არ შეგიძლია-მეთქი, სათადარიგო ბორბალი ამოვიღე და სულ რაღაც 10 წუთში დავუყენე. პატრონმა ვინაობა მკითხა, სახელი და გვარი რომ გაიგო, აღმოჩნდა, რომ მიცნობდა. განგებამ მოინდომა და ბატონი ჯურხა ნადირაძე შემახვედრა. საკუთარი წიგნიც მაჩუქა ავტოგრაფით და მითხრა, რომ ასეთ პირველკურსელზე ვერ იტყოდა უარს და ველზე  წამიყვანა. ეს იყო  პირველი და უკანასკნელი სამუშაო, რომელიც ჩემი პროფესიით შევასრულე.
ომის წლები  საკუთარ თავზე გამოსცადეთ...11128793_955178841182963_3124801183576145229_n
- მესამე კურსზე ვიყავი, როცა საქართველოში ომი დაიწყო. მანამდეც იყო არეულობა, თბილისის ომი, დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ამ არეულობებში სრულიად შეგნებულად არ მიმიღია მონაწილეობა. არა იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია არ მქონდა, უბრალოდ, მცირე ასაკის მიუხედავად, მაშინ უკვე  ვთვლიდი, რომ არც ერთი პოლიტიკური შეხედულება არ ღირდა  იმად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანისთვის ტყვია მესროლა.  დაპირისპირება, რომელიც ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა, უკვე გასცდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპირისპირებას. ორივეგან  ფაქტობრივად რუსულ რეგულარულ და მოხალისეების ორგანიზებულ სამხედრო ნაწილებთან მოგვიწია ბრძოლა. აბა, რა გვქონდა მე და ჩემს აფხაზ დეიდაშვილებს საომარი?! ჯერ მარტო წავედი ომში. სულ რაღაც 2 კვირაში უკან დავბრუნდი თბილისში, მთელი ჩემი ბავშვობის სამეგობრო ავიყოლიე და უკვე მათთან ერთად დავბრუნდი საომრად. არ მეგულება ჯარისკაცი, რომელსაც ომი უყვარდეს. არ მეგულება ადამიანი, რომელზეც ომი ძალიან დიდ, წაუშლელ კვალს არ ტოვებდეს, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ომობდა და სიცოცხლის ფასი ზუსტად არ იცოდეს. ძალიან რთული  იყო ეს დრო ჩემს ცხოვრებაში. დრო  იმედგაცრუების, სიკვდილთან დამეგობრების და უსუსურობის პირველი განცდის… იქ ყოფნისას გოგა ხაინდრავამ მე და ჩემი მეგობრები გადაგვიღო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში „ოცნებების სასაფლაო“.  ფილმში  ხერხემალში ჩემი დაჭრის დოკუმენტური კადრები არის. ეს ფილმი საბედისწერო  აღმოჩნდა  მრავალი ჩემი მეგობრისთვის, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ვინც იმ ფილმში იღუპება, სინამდვილეშიც დაიღუპა…
როგორ გგონიათ,  თქვენს ცხოვრებაში ომი  ყველაზე რთული მოვლენაიყო?11149395_955178901182957_4966691798477894772_n
– მიუხედავად ძალიან ბევრი თანამებრძოლის სიკვდილისა, მიუხედავად ჩემი ჭრილობებისა, მაინც ვთვლი, რომ ომი არ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მოვლენა. ომში ცალსახად იცი, ვინ გყავს მტერი, იცი, ვისგან უნდა დაიცვა თავი და ამიტომ ომი ბევრად უფრო „მარტივი“ (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვა ვერც ერთი სიტყვა ვერ  მივუსადაგე) განსაცდელია, ვიდრე ციხე. იმიტომ რომ ციხეში, გარდა გისოსებს მიღმა მტრებისა, მტერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო შენს ბედში მყოფიც…
2005-2013 წლებში, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდის გადატანამ  მომიწია. 2 820 დღე, თითქმის 8 წელი გავატარე ციხეში. 2 820 დღე, ყოველდღიური ბრძოლისა, საკუთარი სიცოცხლისათვის. თანაც, რაც ყველაზე უფრო რთულად აღსაქმელი იყო, ბრძოლა მიწევდა  სახელმწიფოსთან. სახელმწიფოსთან, რომლის წარმომადგენლებიც უმეტეს შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდ და სასტიკ  დანაშაულს სჩადიოდნენ, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ, პატიმრებს გვედავებოდნენ.   ციხეში  იყვნენ ადამიანები (როგორც ტოლსტოის „აღდგომაშია“), რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რატომ დაიჭირეს. მე ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, თითქოს ციხეში ანგელოზები არიან და ყველა უდანაშაულოა. არა, ბატონო. უბრალოდ, დამნაშავეებიც კი, ხშირად იმაზე მეტ ადამიანობას ავლენდნენ, ვიდრე კარებს მიღმა მყოფი სახელმწიფო მოხელეები.  ამის არაერთი მაგალითის შემსწრე ვყოფილვარ ამ 8 წლის განმავლობაში და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ისევ და ისევ პატიმრების ერთმანეთის გვერდში დგომამ გადამარჩინა მე და კიდევ მრავალი სხვაც.
როდის დაიწყეთ წერა?11141149_955178791182968_1071188973976446409_n
– ჯერ კიდევ ბავშვობაში. რაღაც პატარა იუმორისტული ფელეტონი დავწერე. მახსოვს, მამამ დამიძახა. წაუკითხავს და ისე შემიფასა, რომ კარგა ხანი წერის სურვილი აღარ გამჩენია… ომშიც ვწერდი, რაღაც დღიურის მაგვარს. ყველა მნიშვნელოვან ფაქტს, ბრძოლას თუ ისტორიას ვიწერდი. თუმცა მერე დავხიე და გადავყარე. ჩემი წერის მორიგი  მცდელობა ციხეში მქონდა. იქაც დღიური გავაკეთე; ვწერდი, როგორ პირობებში გვიწევდა ცხოვრება.  ვიწერდი დანახულ-მოსმენილს; ვწერდი გარითმულადაც (ვერ გავკადნიერდები და  ლექსს ვერ დავარქმევ), როგორ მენატრებოდნენ ოჯახის წევრები… მართალია ძალიან რთული იყო იქიდან გარეთ ჩემი ნაწერების გამოტანა, მაგრამ მაინც მოვახერხე:  ხატები გავაკეთებინე, ჩარჩოში ჩავაყოლე და მოძღვრის მეშვეობით გამოვიტანე. ახლაც ვცდილობ რაღაც-რაღაცები ვწერო, იმიტომ, რომ  ბევრი მაქვს მოსაყოლ-გასახსენებელი. ვნახოთ, რა გამოვა.
თვლითრომ უდანაშაულოდ დაგაპატიმრეს?
 – ზემოთ უკვე ვთქვი, ციხე არ არის ანგელოზების ადგილი. არც მე ვყოფილვარ ანგელოზი. უბრალოდ, ისეთ რამეზე დამაკავეს, რაც ნამდვილად  არ მქონდა დაშავებული. ჩემი ბავშვობის  მეგობარი დაიჭირეს და ის აიძულეს, რომ ხელი დაედო ისეთ რამეზე, რაშიც ნაღდად არ ვიყავი გარეული. ოღონდ მართლა არ მსურს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება. ჩემი ბავშვობის მეგობრის ღალატზე მომიწევს საუბარი და ამიტომ… რაზეც დამაკავეს, იმისთვის სულ 4 წელი მომცეს და, წესით, 4 წელიწადში სახლში უნდა წამოვსულიყავი, რომ არა ციხეში დამატებული კიდევ 4 წელი.
- უსამართლო დამოკიდებულება ხშირად  ადამიანებს  ახალი  დანაშაულისკენ უბიძგებსთქვენს შემთხვევაშიროგორ იყო?11133755_955179084516272_3942940146860905106_n
-  იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოროტდებოდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც  არაადეკვატურები ხდებოდნენ…ზოგიც ადამიანის სახეს კარგავდა,  ვინაიდან თვლიდა, რომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა და სამყაროზე გაბრაზებული, ათასი სისულელისთვის ამზადებდა  საკუთარ თავს. თითქმის ყველას სწყუროდა შურისძიება…
შემდეგ მოხვდით  ისეთ ადამიანებთან,  რომლებიც მიუღებელნი არიან თავისი ცხოვრებით. არადა, უნდა იცხოვრო მათთან ერთ საკანში. თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორ მოახერხეთ იქაურ სოციუმთან შეგუება.
- მართლაც, არის ასეთი მომენტი. როცა ხედავ, რომ ამ ტიპის ადამიანებთან არაფერი გაქვს საერთო. აბსოლუტურად ფაქტობრივად სხვადასხვა პლანეტიდან ხართ, მაგრამ იძულებული ხარ, ურთიერთობა გქონდეს. ურთიერთობა რთულია, მაგრამ არ არის ტრაგედია. უმეტესობა აფასებს წესიერ ადამიანებს და ზუსტად იცის, რომ არ უნდა შეეხოს. მე იმ სოციუმს ვგულისხმობ, რომელსაც პატიმრები ერქვათ, მაგრამ პატიმრისგან ისევე განსხვავდებოდნენ, როგორც ცა და დედამიწა… ეგრეთ წოდებულ პრივილიგირებულ პატიმრებზე ვსაუბრობ, თუმცა პრივილეგირებულად კი არა, ციხეში ამ ადამიანებს სხვა სახელით მოვიხსენიებდით.
- მეორედ  წაგიყენეს მუხლი11136717_955179081182939_4520529119069101924_n
- მუხლი,  რომელიც მეორედ  წამიყენეს, იყო ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმა და ბუნტის მოწყობის მიზნით ჯგუფის შექმნა. არადა,  მარტო მე გამასამართლეს. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს,  ვერ დაადგინეს, ვინ მყავდა ჯგუფში, და ეს ხდება  კამერებითა და ადმინისტრაციის თანამშრომლებით გატენილ ციხეში.  შუბლის ძვალი ჩამიმტვრიეს ცემაში. 1 თვეზე მეტი კარცერში ვყავდი გამოკეტილი (კანონით კარცერის მაქსიმალური სასჯელი 10 დღეა). ისეთი ნაცემი ვიყავი, ახლაც კი მემჩნევა ღრმული შუბლზე და აქეთ მე დამიმატეს ” სროკი”. ეს ამბავი სტრასბურგში  გავასაჩივრე და მალე ველოდები პასუხს. „ახალგაზრდა იურისტები“ მყავს ადვოკატად,  მეუბნებიან, რომ მოვიგებთ.
რა შეგრძნება იყო, როდესაც გაიღო ციხის კარი და ისევ ძველ, ნანატრ სამყაროში დაბრუნდით.  იყო შიში?  ისეთი იყო  სამყარო,  როგორც ამას  იქ, ციხეში სიზმრებსა და წარმოდგენებში ხედავდით?11147856_955178871182960_3321772800554668858_n
– შეგრძნება ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. თან სიხარული და თან გარკვეულწილად მომავლის შიშიც. აღარ მქონდა სახლი. დამენგრა 20 წლის ოჯახი. თითქოს არანაირი პერსპექტივა…ხალხიც ძალიან შეცვლილი დამხვდა.  თითქოს სხვა ქალაქში, სხვა ადამიანებთან დავბრუნდი. მაგრამ ისევ ოჯახმა, ისევ მეგობრებმა, მოახერხეს და გამომიყვანეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან. ერთმა ძველმა მეგობარმა სამსახური დამაწყებინა, ჩემმა მეგობარმა და ამავე დროს ნათესავმა, მიმკურნალა (ციხეში ტუბერკულოზი და მიკროინფარქტი გადავიტანე). თითქმის 6 თვე დავდიოდი სხვადასხვა ექიმთან. მათ შორის ფსიქიტრთანაც. მოკლედ, გამოვძვერი.
- თქვენი წარსულის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი გენდოთთქვენც არ გაუმტყუნეთ და მოაგებინეთარჩევნებირა პასუხისმგებლობა დაგაკისრათ მომავალში ასეთმა აქტიურობამ. ადვილია ადამიანს დაუდგეთავდებად?  ალეკოს ადგილზე სხვას თუ გააპიარებდით ასე?
- მართალია, მე მთაწმინდელი ვარ, მაგრამ საბურთალოზეც ადამიანებს ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ, რაც მე – სამეზობლოში. ყველას უნდა, რაღაც შედეგების დანახვა საკუთარ ოჯახში, საკუთარ მაცივრებში. ამ პრობლემების არც მოსმენა მაკლია და არც თვითონ ეს პრობლემები. მე ვიცნობ ალეკოს და ვმეგობრობ მასთან. ზუსტად ვიცი, რითი სუნთქავს და რა აწუხებს. უფლება არ მქონდა, გვერდში არ დავდგომოდი. თითქმის 70–მდე წინასაარჩევნო შეხვედრის ორგანიზება მოვახერხეთ. მოდიოდა მოსახლეობა და ერთმნიშვნელოვნად სიმპათიას ამჟღავნებდა “ჩემი ფალავანის” მიმართ. შტაბშიც სულ მისი მეგობრები ვიყავით. ადამიანები, რომლებსაც არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ გვქონია. ჩვენ უბრალოდ გვჯეროდა, რომ ალეკო არის ის ადამიანი, რომელსაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია ხალხისთვის. ასეთი ადამიანებისთვის თავდებად დადგომა ჩემთვის პატივია და ყოველთვის გავაკეთებ იგივეს.
ერთი შეხედვით არაპროფესიონალების ჯგუფი იყავითგაგვიმხელთ,  როგორ მოახერხეთ და როგორ მოუგეთარჩევნები ორი უსერიოზულესი პარტიის კანდიდატს?11149356_955178867849627_9015607277149476090_n
- ალეკოს  საარჩევნო შტაში არცერთი პროფესიონალი არ გვყოლია. ვიყავით მეგობრები, ვიყავით ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად გვჯეროდა, რომ ალეკო არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. 70–მდე შეხვედრა დავგეგმეთ და განვახორციელეთ. არანაირი პიარტექნოლოგიები არ გამოგვიყენებია, არ აგვიღია ხელფასი, საკუთარი ხელით ვაკრავდით პლაკატებს, შეხვედრების განცხადებებს… ენთუზიაზმით და მონდომებით, სიალალით და ერთმანეთის გვერდში დგომით მოვიგეთ ის არჩევნები. მართლა ძალიან მაგარი განცდა იყო.

დიდი სიყვარული გეწვიათ. ფიქრობთ,  რომ  დათმნისა და სიკეთისთვის ამით  დაგაჯილდოვათ ღმერთმა?
- თქვენ ვერ წარმოდგენთ, როგორ ათიანში გაარტყით. იმიტომ, რომ მართლა ვთვლი– ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქრად ზუსტად იმ ტანჯვა–წამების დათმენისა და ჩემი ადამიანის სახის შესანარჩუნებლად.
თქვენი საყვარელი საქმიანობაჰობი...
-  პოზიორობაში ნუ ჩამითვლით და ახლაც საყვარელი საქმე, ზოგადად, სიკეთის კეთებაა. ვიცი, ძალიან პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ ასეა და არ მინდა მოვიტყუო. ვთვლი, რომ ისედაც ბევრი შეცდომა დავუშვი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო განვლილ ცხოვრებაში და ვცდილობ, ავინაზღაურო. საზოგადოებრივ საქმიანობას დავუბრუნდი, ვიყავი პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთი აქტივისტი. შემდეგ, მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი ქალაქი“. ვრგავთ ხეებს, ვზრუნავთ გარემოზე, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, ვცდილობთ, დავეხმაროთ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს…
რას დაუტოვებდით შვილებს?
- არ მინდა, რომ გაუკეთებელი დავუტოვო ის, რისი გაკეთებაც რეალურად შემიძლია. სურვილით კი ვისურვებდი, რომ ისეთ სახელმწიფოში ეცხოვროთ, სადაც მოქალაქე იღწვის სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე.
-თვლით, რომ ადამიანი თუ მოინდომებს ცხოვრების ყველა ეტაპზე შეიძლება ახლიდან დაწყება?
- კი! მე ვარ ამის მაგალითი.
შეცვლიდით რამეს?
- არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ არაფერს შეცვლიდნენ. ბოლო-ბოლო ზოგიერთი შეცდომის თავიდან არიდებას მაინც შევეცდებოდი. თუმცა არც იმას დავმალავ, რომ დღევანდელობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ და, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ის შეცდომებიც საჭირო ყოფილა.
ირმა მირზაშვილი