მისი მხიარული ხმა პირველად რადიოდან გაისმა.   „ეს  რადიო „საქართველოს ხმაა“,   მე  კი მისი წანყვანი,  ნანკა ქოქიაშვილი გახლავართ“.  – ჩვეული მხიარულებით მოგვესალმა და  საკუთარი თავი  უფრო ახლოს გაგვაცნო.  მას მერე უამრავი  საღამო წაიყვანა , ბევრ პატარასაც   გაულამაზა  დაბადების დღე  და ამ დღის სიხარული თავადაც  გაიზიარა. ის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და საკუთარ თავზე გვიამბობს.
პირველად  მოულოდნელად აღმოჩნდით სცენაზე…11050710_952010578166456_5310165055174711110_n
 2008 წელს კომპანია „new star“  ატარებდა კონკურსს. შემთხვევით გავიცანი ორგანიზატორი,  რომელმაც მონაწილეობა შემომთავაზა, დავპირდი მოვალ–მეთქი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, არ მივიდოდი. როგორც ჩანს, მიხვდა, რკინიგზელთა სახლში დავდიოდი  ცეკვაზე,  იქ მომაკითხა და უარი ვეღარ შევბედე.
კონკურსის  ჟიურის თავმჯდომარე ზურაბ ცინცქილაძე იყო. მისი და მისი მეუღლის ფავორიტი  აღმოვჩნდი  და პირველი ვიცე მის სკოლა გავხდი.  მესამე ტურისთვის კაბა თვითონ შევიკერე.  ეს ტური „ავანგარდი“ იყო.  ჩვეულებრივი  ზეწრისგან შევქმენი საუცხოო კაბა. ძველი პალტოს ღილები შევღებე, დავაკერე   და უკვე გამზადებულ კაბას  ჩემი ფოტოები დავაწებე.  საუცხოო გამოვიდა. შემდეგ, როდესაც  “საქართველოს ხმაში” დავიწყე მუშაობა,  გავიგე,  რომ  რადიოს დირექტორი ბატონი მამუკაც იმ ჟიურის წევრი ყოფილა. კონკურსის მერე ამ კომპანიაში  ქორეოგრაფად მიმიწვიეს.  ახლაც  სულ ვეხმარები.
პროფესია როგორ აირჩიეთ?
პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე. მესამე კლასიდან ჟურნალისტობა მინდოდა.   არც ოჯახში იყო ვინმე წინააღმდეგი, ჩემს არჩევანს პატივს  სცემდნენ.  იცოდნენ, რომ ეს ჩემი საოცნებო პროფესია იყო. თანაც,  თავიდანვე აქტიური ვიყავი.
პირველი ხელფასი ძალიან პატარამ  გამოიმუშავეთ.  რა გრძნობა იყო ეს?10987464_952010858166428_2136012811635112626_n
16 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი. (ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,თერგში”, ქორეოგრაფის დამხმარე ვიყავი.) ყველაზე ბედნიერი  ვიყავი. ახლაც კი მახსოვს ის  შეგრძნება, 30 ლარი ავიღე.  ოჯახის წევრებს  რაც უყვარდათ, ის ვიყიდე. სულ  პროდუქტებში დავხარჯე.  ძალიან ბედნიერი  და ამაყი ვიყავი,  რომ ჩემი ნაშრომით სახლში საჭმელი მივიტანე.  არც კი მიფიქრია, ფული  სხვა რამეში დამეხარჯა.  ჩავთვალე, რომ ზრდასრული ვიყავი უკვე. ოჯახში ოთხნი ვართ: მე, დედა, უფროსი და და დისშვილი. მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს. თავისი ცხოვრება აქვს.
რადიო…
დიახ,   ჩავაბარე კინოსტუდიაში, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და  მალევე, პირველი კურსის მეორე სემესტრიდან  დავიწყე რადიო „საქართველოს ხმაში“ წამყვანად მუშაობა. ყველაფერი რადიოში ვისწავლე. ჯერ წამყვანი ვიყავი.  მერე საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა , მერე მუსიკალური  რედაქტორი ვიყავი,  ცოტა ხანი საინფორმაციოს ხელმძღვანელიც გახლდით.  ხშირად  ვხუმრობდი,  ბატონ მამუკასთან დირექტორობა დამრჩა ამ რადიოში – მეთქი.  ჩემი ქორეოგრაფი ნუგზარ ჯიქური და რადიოს დირექტორი მამუკა კუჭავა  შვილივით მექცეოდნენ  ყოველთვის. ისინი არიან საოცარი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება და არასდროს დამავიწყდებიან.
კონცერტებს უძღვებითუმეტესად  რესტორნის პროგრამები მიგყავთ და გათამაშებებს აკეთებთ.11066786_952010864833094_1650800613957083124_n
ჩემს წამყვანობას  თავისი სახალისო ისტორია აქვს. ერთხელ მითხრეს,  წამყვანად ხომ წამოხვალ, ხომ იციო. არც დავფიქრებულვარ, ისე მივუგე  მაგის მეტი რა მიკეთებია-მეთქი.  მოვემზადე, შევაგროვე თამაშები. ზოგიც მოვიგონე და საბოლოოდ ძალიან კარგად გამომივიდა. პირველად,  წლების წინ ბესო ჩუბინიძის “miss stars”  წავიყვანე.  ამის  შემდეგ ივენთების საორგანიზაციო კომპანია “marj studios” ხელმძღვანელმა ამიყვანა სამსახურში. მისი გაკეთებული ღონისძიებების 90%- ის წამყვანი ახლაც მე ვარ.
საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელზე“ რას გვეტყვით?
დიახ, საქველმოქმედო ფონდი ,,კეთილსოფელი”  რვა თვის გამმავლობაში ტურნეებს მართავდა   საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.  აქაც ყველა კონცერტზე წამყვანი გახლდით. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო გამოვეთიშე.
ახლა რას საქმიანობთ?
ამჟამად დაბადების დღის ცენტრებში  ვმუშაობ წამყვანად და ანიმატორად.  ასევე ოთხი წელია პრომო საქმიანობას ვეწევი, და კიდევ პარასკევს და შაბათს ღამის თორმეტიდან დილამდე ბელგიურ ბარ“ leffe“-ში კარაოკეს წამყვანი ვარ. მოკლედ, მიკროფონს მჭიდროდ ვემეგობრები.(იცინის)10389716_952010554833125_7740796923754126920_n
ამდენს როგორ ასწრებთ?
საერთოდ,  როგორც გითხარით,  ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. მიყვარს საზოგადოებაში ყოფნა.  პოზიტიური ურთიერთობები. განსაკუთრებით მიხარია პატარებთან ურთიერთობა.  მათი სხივჩამდგარი,  გაბრწყინებული თვალები სიხარულს მანიჭებს. მეც  დადებითი ენერგიით ვივსები და დაღლა მავიწყდება.
რა არის ნანკას ოცნება?
ნანკას ოცნება არის, იყოს ბედნიერი და წარმატებული, რეალიზებული ქალი.   ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ადამიანებს გახარებულებს ვხედავ.  თუ რომელიმე ჩემი მეგობარი რამე წარმატებას აღწევს, ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც ისინი. როგორც არ უნდა მიჭირდეს, უფლის მადლიერი ვარ. მუდამ პოზიტიური განწყობით ვცდილობ სხვებისთვის ვიყო მაგალითი.
ირმა მირზაშვილი
19428_952010698166444_2000340437633480115_n
1509778_952010861499761_2912474469197656944_n
10421631_952010488166465_7492390116750090754_n
11061964_952010718166442_5806725096013948809_n
11083714_952010721499775_1035785649096538680_o
11091172_952010591499788_7285554453547275866_n
11091486_952010534833127_5821190987505160900_n
11129757_952010761499771_5234364971610466538_n