ის საკუთარ მიღწევებზე ცოტას საუბრობს, თუმცა მასზე ბევრს მისი ნამუშევრები გვიყვებიან. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანს, რომელმაც თავისი შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის წყალობით უკვე ბევრს მიაღწია, საკუთარი განსხვავებული აზრი აქვს: „ვფიქრობ, ახლა სულ სხვა პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, თეორიას ხომ პრაქტიკა მოყვება, აქამდე რაც ცოდნა დავაგროვე, მისი ახალი თვალთახედვით განხორციელებას ვიწყებ. ჯობია შევქმნა რაიმე მეტყველი და ხარისხიანი“, – ნათია ჭელიძე.
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, იტალია
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, საბერძნეთი, თესალონიკი “2 წუთი”
ბათუმი “თო-ფუ-ზი” , ქართული ნომინაცია, ფინალი
ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალი, უნგრეთი, დიპლომი, ჰონორარი, მეორე ადგილი, ექსპერიმენტალური ანიმაცია
ინტერნეც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “მოლუსკი და თევზი”- დიპლომი
“დამოუკიდებელი ქვეყნების ინტერნეც. ფესტივალი”-დიპლომი
ფერწერის გამოფენა 2001, სიგელი
სოლოკონცერტი 1999, ფორტეპიანო
სარაიონო ეტიდების კონკურსი , ლაურეატი 1996-99 წწ.
Dawn Breakers” შვეიცარია ინტერნაც. ფილმების ფესტივალი
ფესტივალი “სესილი” 2005-2007 , კატალოგები
ანუ კინო-ტელე მხატვრობა.
ინტერნაც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “მოლა-მასრადინა”
ინტერნაც. მულტიპლიკაციის ფესტივალი “შავი კატა”– ეს იმ კონკურსების თუ ფესტივალების არასრული ჩამონათვალია რაშიც მონაწილეობდით და გარკვეული წარმატებები გქონდათ. თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ.არა, კარგად შეგიტყიათ ყველაფერი.
საიდან დავიწყოთ?
ვფიქრობდი, რითი დამეწყო ან რაზე განმევრცო მთავარი სასაუბრო თემა … და თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა : შრომაში იბადება ადამიანი, შრომაში იბადება ადამიანი… თბილისელი ვარ. ბავშვობიდან მეუბნებიან, რომ აყვანილი ვარ. (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით). ჩემი აზრით, ჩემი შემოქმედებითი ნიჭი (რომელსაც წლების გასვლასთან ერთად „დამუშავება უწევს“ ) თანდაყოლილია. მისწრაფება ხატვა-მუსიკის მიმართ ადრეულ ასაკში გამოვამჟღავნე. ზოგადად ძალიან მომწონს სცენაზე ყოფნა, კულისებშიც, სცენაზე გასვლის წინ, ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. საინტერესოა…961380_947970611903786_1234596261_n
გენეტიკურად საერთოდ დედის „მხარეს ვარ“. ფიზიკურად და ცოდნის მხრიდანაც-მათ ვგავარ . დედაჩემს, ეკატერინე ქაჯაიას მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. დედაჩემი – „ყოვლის შემძლე ბრიუსი“-ა! (ჯიმ ქერის ფილმის სათაური) – ისედაც გვარზე ეტყობა. ბაბუაჩემს ვახსენებ (დედის მამას, რადგან ნიჭები გენეტიკურად მისგან მაქვს) ნაკითხი და კულტურული ადამიანი იყო – ქართული ფილმების დუბლებში თამაშობდა, ხატავდა, ოპერაში დავყავდი და ა.შ. მამას – გიორგი ქვია, სავაჭრო ეკონომისტია – დღემდე მაქვს ჩვევა, 1-2 თეთრიანების ყულაბებში მოგროვება, პატარაობიდან ჩემ-ჭკუაზე დადის -ხოლმე, ბევრი აქვს გაკეთებული, რაზეც, შეიძლება, სხვა მამებს თავი არ შეეწუხებინათ და ძალიან ჭკვიანურად და ზუსტად აღმზარდა. საერთოდ კარგია, როცა გოგოს მამაც ზრდის.
ოჯახის წევრებისგან სათითაოდ ცოტ-ცოტა ყველაფერი მაქვს გადმოცემული და „მიღებულიც“ რაც კარგი და გამოსადეგია, – მომწონს ჩემი ოჯახის წევრების თვისებები. აბსოლუტურად ყველა ინდივიდუალური პიროვნებაა, საკუთარი შეხედულებებით და ბუნებით. მოკლედ, საინტერესოა მათთან ცხოვრება!
სცენაზე ყოფნა ახლაც ხშირად გიწევთ?ახლა არა. ისიც გააჩნია, რომელ სცენაზე, თუმცა თუ მოვინდომებ-ვფიქრობ ნებისმიერ სცენაზე აუცილებლად ავალ.
საერთოდ სცენიდან ყურება მაგარია!!! შეგრძნებებს ვგულისხმობ. ვისაც ეს განუცდია-მიმიხვდება…
თქვენი პროფესიების შესახებ რას გვეტყვით.1508407_947970738570440_1630635751_n
თავიდან სამხატვრო აკადემიაში მულტიპლიკაციაზე ჩავაბარე და შემდეგ გადავედი კინო-ტელემხატვრობაზე, თუმცა, ვრჩები მულტიპლიკატორად. მეფე თამარის სახელობის პროფესიული სახელოვნებო სასწავლებელი-ეს დავამთავრე შარშან და დღემდე იმ სახელოსნოში ვარ. მოკლედ, ვარ კონცერტმეისტერი, კინოსა და ტელევიზიის მხატვარი და მემინანქრე. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული – მაინც, მიმაჩნია… სამივე მოულოდნელად მოხდა… ვიყენებ ორიკამის ხელოვნებასაც. 2-ჯერ ვიყავი ორიკამის გამოფენის ორგანიზატორი. დავამატებდი, რომ ხატწერას ( და გალობასაც) ბავშვობიდან ვსწავლობ და ეს სულ სხვა სამყაროა.
ვფიქრობ, ახლა სულ სხვა პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, თეორიას ხომ პრაქტიკა მოჰყვება, აქამდე რაც ცოდნა დავაგროვე, მისი ახალი თვალთახედვით განხორციელებას ვიწყებ. ჯობია შევქმნა რაიმე მეტყველი და ხარისხიანი.
დაუვიწყარი პედაგოგები…ჩემი დაუვიწყარი პედაგოგები ისინი არიან, ვინც წაიკითხავენ ამ ინტერვიუს და გულისცემა აუჩქარდებათ..
თავად იციან ვინც არიან.
დავამატებდი: ისე მაინც ვერავინ შეგვიყვარებს დედამიწაზე, როგორც საკუთარ მოძღვარს უყვარხარ. ის ჩემთვის ყველაზე დიდი ახლობელია, რომელიც აქეთ-იქით ყავარჯნებივით გვერდში მიდგას.
თქვენი სამუშაო გარემო, გარემო, რომელიც გიადვილებს მუშაობას…ბევრი ფურცელი და ფანქრები, ეს ყველაფერი ჩანახატების დასაწყებად, აი მერე უკვე სხვა რამეებს ვამატებ მაგიდაზე. საკუთარი თავია ჩემი სამუშაო გარემო, – შეიძლება გარშემო სიწყნარე იყოს, ან პირიქით ხმაური, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც მიმდინარე მუშაობის პროცესია. ამ ორი გარემოს გარდა, დამატებით კომფორტს ვიწყობ განწყობის შესაბამისად და ვიწყებ მუშაობას.11023027_947970621903785_571234633_n
ფერებს როგორ ირჩევთ?ფერებს ვგრძნობ წინასწარ, ან კომბინაციებზე ვფიქრობ. შედგენილი ფერები ძალიან მიყვარს, მაგრამ „ოხრა“ მაინც სულ სხვაა.
სახატავად რას იყენებთ?შერეული ტექნიკით ვხატავ: ხან- ტუშით ხან -კალმით და ა.შ.
ძლიერი ინსპირაციის წყარო…სეირნობისას, ან სეირობის შემდგომ, აისი ან დაისი, და მსგავსი „წყაროები“. მუზა ამ დროს მოდის. ძირითადად თბილისის ზღვაზე დავდივარ ხოლმე სასეირნოდ. მომწონს… კარგი გამწვანებაა იქ, ნაძვებია, ღია ადგილებიც და მდელოები. მიჩვევა იცის ძალიან.
კონკურსები და ფესტივალები…ძალიან მიყვარს კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობა; მოკლედ, ყოფნა ყველგან იქ, სადაც საინტერესო ადამიანები იყრიან თავს. დღემდე ვიღებ მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო Cartoon/Animation (მულტფილმი/ანიმაციის)ფესტივალებში. მიმიღია დიპლომი, ჰონორარი, კატალოგები ჩემი ნაშრომებით…
ბავშვობის აუხდენელი ნატვრა…არ მაქვს, რადგან საერთოდ ბავშვობის ნატვრები ძალიან გავს ახლანდელ ნატვრებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ადრეც ასეთი სერიოზული და გლობალური აზროვნების ბავშვი ვიყავი ! სიმართლე გითხრათ ასეთი ფიქრების და გადაწყვეტილებების დროს ჩემი ასაკი საერთოდ არ მაინტერესებს.
მაგ.: ერთ-ერთი:11063279_947970625237118_344621803_n3 სართულიანი სახლი მაქვს და მის სახურავზე დაბურული-მინებიანი აბაზანა! მაღლობზე ვცხოვრობ, წინ ქალაქი და მთები ჩანს, მზე საიდანაც ამოდის ისევ იქ ჩადის. მოწანწალე ღრუბლები და ა.შ.
და ერთსაც დავამატებ… ოკეანის ფსკერზე ზურგით წოლა! – როცა მომინდება და რანდენჯერაც. დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი…
მომავლის გეგმები…მოკლემეტრაჟანი ანიმაციები – საერთაშორისო ფესტივალებზე და ასევე საქართველოშიც. წიგნის დასურათება. ილუსტრაციები. კოლაჟები. სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. საუნდტრეკების დაწერა. 1 ანიმაცია, რომელსაც “ცნობილი ორიგამისტები-ვან გოგი” ქვია- მე ვასრულებ მთავარ როლს, და კიდევ მსურს ჩემი რამოდენიმე სცენარში მე მოვირგო რომელიმე როლი.
ამჟამადაც საერთაშორისო ფესტივალების ნამუშევრებზე ვმუშაობ… და ველი წარმატებებს…
წარმატებებს გისურვებთ…გმადლობთ.
ირმა მირზაშვილი
11080023_947970595237121_1973501282_n
11081881_947970605237120_1571335461_n
11084404_947970615237119_324209960_n
11084490_947970631903784_1377865787_n
11084566_947970728570441_407771451_n
11084570_947970765237104_1308164417_n
11084591_947970761903771_845689027_n
11087421_947970715237109_1170783446_n
11091203_947970618570452_226829610_n
11100190_947970725237108_575158368_n
11103853_947970628570451_2044132625_n
11117868_947970758570438_1730704140_n