воскресенье, 29 марта 2015 г.

საქართველო -New York- საქართველო

აი რას წერს იგი ქართველ მუსიკოსზე : "დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი გია მელიქიშვილი ( მსოფლიოში ცნობილი ფსევდონიმით ჯორჯ მელ) დაიბადა თბილისში, თუმცა ის, როგორც მუსიკოსი აშშ-ში ჩამოყალიბდა. Magna Cum Laude, Berklee College Of Music -ის წარჩინებული სტიპენდიანტი, 2000 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ის ნიუ იორკის, ინტერნაციონალური ჯაზისა და კრეატიული სამუსიკო სცენის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში გიორგის დაკრული აქვს მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან Esperanza Spaldingi, Mino Cinelu, Lionel Loueke, Leo Genovese, Badal Roy, Dom Salvadori, Gabriel Grossi, Leni Sterni და მრავალი სხვა. გიორგის წარმატებული საკონცერტო მოღვაწეობა კი მდიდარია გამოსვლებით ისეთ პრესტიჟულ და ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა და კლუბებში, როგორებიცაა Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer Head Inn... ამ ყველაფრის საფუძველზე ამერიკის მუსიკოსთა კავშირმა და ამერიკის მთავრობამ გია მელიქიშვილს გამონაკლისის წესით აშშ-ს მოქალაქეობა მიანიჭა. „ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე არტისტის“ სტატუსის კატეგორიაში".
იგი გასული, 2014 წლის George Mel Quartet- ის ჯაზ ფესტივალის მონაწილე გახლდათ .

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მისი პირველი კონცერტი იყო საქართველოში, რომ კონცერტის შემდეგ მან გადაწყვიტა, რამდენიმე ხნით სამშობლოში დარჩენილიყო. მას დიდი სურვილი აქვს ამერიკაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მუსიკოსებსა და მსმენელს გაუზიაროს. კვირა. ჯი გია მელიქიშვილს ესაუბრა. მის მიერ ძალიან საინტერესოდ განვლილ ემიგრანტულ ცხოვრებაზე, მის მიღწევებზე, რუბრიკა "პერსონაში" უახლოეს დღეებში გიამბობთ. მანამდე კი ყოველ შაბათს, 22:00 საათზე მსურველებს მისი მუსიკის მოსმენა სწორედ მოძრაობის თატრის სცენაზე შეეძლებათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий