четверг, 26 марта 2015 г.

სულ მალე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართული რომანტიკული მელოდრამა " ზღვარი"! ფილმის ჩვენების შემდეგ, შეხვედრა რეჟისორთან, მსახიობებსა და ფილმის გადამღებ ჯგუფთან.



3 აპრილს, 20:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ნაჩვენები იქნება ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას რომანტიკული მელოდრამა "ზღვარი".

ფილმიზღვარიგადაღებულია ანა მხეიძის მოთხრობისარჩევანი მე“- მიხედვით. საერთაშორისო ფესტივალზე , სადაც 33 ქვეყანა იყო ჩამოსული, რეჟისორმა სპეციალური პრიზიც დაიმსახურა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რეჟისორებისგან საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღო.

ფილმის შინაარსი ასეთია : მთავარი გმირის, ნინი (26 წლის) ოჯახი დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში, ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენ გიგის. ნინისთის ეს გარიგება საინტერესო აღმოჩნდება. მათი შეხვედრები გრძელდება მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ნინი შემთხვევით გაიცნობს 30 წლის მხატვარ ზაზა, რომელიც არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევანის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს ან კეთილდღეობა.
ფილმში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობები - ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, თამარ მაყაშვილი, ნინო ლეჟავა, ზაზა იაქაშვილი, ჯანო იზორია და სხვები.

  შეხვედრის ორგანიზატორი: ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი. 

არ გამოტოვოთ!დასწრება თავისუფალია.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი  მდებარეობს მისამართზე
თბილისი, ალექსიძის . 1 კორპ .4( სპორტის სასახლის უკან)


ფილმის "ზღვარი" წინასაპრემიერო ჩვენება

ფილმის "ზღვარი"  მონაწილეები და გადამღები ჯგუფი

ფილმის "ზღვარი" წინასაპრემიერო ჩვენება


გადასაღებ მოედანზე



კადრი ფილმიდან

ფილმის პრემიერა  სტუმარი პოეტი

კადრი ფილმიდან

კადრი ფილმიდან

კადრი ფილმიდან

დიდ მაესტროსთან


ფილმის "ზღვარი" წინასაპრემიერო ჩვენება


კადრი ფილმიდან

ინტერვიუ გმირთან

ფილმის "ზღვარი" წინასაპრემიერო ჩვენება




Комментариев нет:

Отправить комментарий