четверг, 24 августа 2017 г.

ლამარა თოდუას მალამოები კანის დაავადებებს კურნავს

ლამარა თოდუა
თოდუების საგვარეულო წამლები და მალამოები ოდითგანვე ცნობილი იყო. თოდუების გვარის ღირსეული წარმომადგენელი ქალბატონი ლამარა თოდუა მცენარეული კომპონენტებზე დამზადებული უამრავი სახის მალამოებით დღესაც ბევრ ადამიანს ეხმარება კანის დაავადებებთან ბრძოლაში.
რა და რა სახის კანის დაავადებებს კურნავს  საგვარეულო მალამოები.- ქალბატონო ლამარა  თოდუა  თავად გვიამბობს.
რა მეთოდებით ხდება თქვენი მალამოების გამოყენება როგორ არჩევთ მცენარეებს და რა უნდა ვიცოდეთ მალამოს მოხმარების დროს.
ჩემს მიერ დამზადებული მალამოები არის სუფთა ბუნებრივ მასალზე დამზადებული. ვიყენებ სხვადსხვა სახის მცენარეებს, რომლებსაც წელიწადის სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვაგროვებ. ვახმობ და ვინახავ სპეციალური წესების დაცვით.
რა მეთოდით მკურნალობთ პრობლემურ სახის კანს
სახის კანზე გაწმენდას ვაკეთებ ძველი და ახალი მეთოდებით,
გამაჩნია უამრავი რეცეპტურები. განწმენდა ხდება სხვადასხვა სამკურნალო ნიღბებით. სახის კანის განწმენდა გაღიზიანებას არ იწვევს, მშვიდდება და სუფთავდება კანი. ჩემი მკვებავი და დამცავი კრემი ლოსიონები და ნიღბები ღრმად ჩადის კანში და სუფთავდება. როგორც ზევით ავღნიშნე ჩემი მკვებავი და დამცავი კრემი. ლოსიონები და ნიღბები, სუფთა მცენარეები და ბუნებრივი მასალაზე გახლავთ დამზადებული. 
ძალიან ეფექტურია ნებისმიერი კანისთვის. კურნავს როგორც ჩირქიან გამონაყარს ებრძვის ნაოჭებს, ლაქებს, სებორეას, ეგზემას, ქავილებს, ზოგიერთი სახის ფსიქოზს, ჩირქოვან სოკოვანებს, გასქელებულ ფრჩხილებს, დახეთქილ ქუსლებს, მაზოლებს, მოხსნის მეჭეჭებს. ინკურნება ჰაიმორიტი 10 დღეში, აშორებს ტილებს თმებიდან ერთი პროცედურით. აჩერებს თმის ცვენას, ალაგებს ქერტლიანობას.


დამწვრობის დროს თუ იხმარება აღნიშნული მალამო.

მალამო სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს და ნებისმიერი ხარისხის დამწვრობის დროს იმდენად ეფექტურია, არანაირი ლაქები და ნაიარევი არ რჩება.
ჩემი მალამოებით თმის ჩაბრუნება( ნაოპერაციებზეც) სრულიად ინკურნება და მსგავსი არ განმეორდება. კურნავს დისბაქტერიოზს და ბუასილს .
ეხმარება ახალ მშობიარე დედებს სარძევე სადინარების გახსნაში. გამაგრებული მკერდიდან რძის გამოდევნაში. ისინი მალამოს ხმარების თანავე შვებას გრძნობენ. ანთება ქრება, რძე იწყებს გამოსვლას და გამაგრება ქრება ყოველგვარი მასაჯის გარეშე.ამისათვის საკმარისია 1 პორცია მალამო.

ნინი ჯულაყიძე.

- მე ახლაც ვმკურნალობ ქალბატონ ლამარასთან, ზეთით დამწვარი ფეხი საოპერაციო გამიხდა. კანის გადანერგვა დამჭირდა. ექიებმა მითხრეს რომ შრამები დამრჩებოდა. საავადმყოფოში შევიტყვე მისი სასწაულებრივი ხელების შესახებ. ცოტა ხანია რაც მის მიერ დამზადებულ მალამოს ვისვამ, სულ სამჯერ წავისვი და გასაოცარი შედეგი მაქვს. ქალბატონი ლამარა თოდუა ნამდვილად არაჩვეულებრივი მკურნალია ხალხო და მისი არსებობის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.


ქალბატონი ლამარას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელ: 2 30 62 52; 599 16 10 82. ასევე მიაკითხოთ ბინაზე მის:ოთარ ჭილაძის ქ.#166 # მე-10 კორპუსის წინ და #-1 კორპუსის უკან.

понедельник, 2 мая 2016 г.

გიორგი სარიშვილი –  უკვე მზად ვართ, რომ  გაგვიცნოს მსოფლიომ

 0
როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია,  როგორია მისი  სამოქმედო პროგრამა. რა  მომავალი  აქვს  საქართველოში  ავტოსპორტის განვითარებას, რას მიზნები ამოძრავებს   ექსტრემალური სპორტის   სახეობის  ერთ – ერთ  პიონერს.   საკუთარი თავის,  ასევე მოახლოვებული  გრანდიოზული  შეჯიბრის  შესახებ –  საქართველოს დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი სარიშვილი გვიამბობს.
– თბილისში დავიბადე. როგორც ყველა ბიჭს, ავტომობილები ბავშვობიდანვე მიყვარდა, უამრავი სათამაშოდან, რომელიც მქონდა, საუკეთესოეს დღემდე ვინახავ. უცნაური დამთხვევა იყო, რომ ჯერ სქესი არ იცოდნენ, ისე ყიდულობდნენ მანქანებს  მომავალი შვილისთვის ჩემი მშობლები.
13149837_1289071354454803_746756846_n3 – 4 წლის ვიქნებოდი, პირველად, მამაჩემის მეგობრის წითელი პორშე რომ ვნახე. 1993 წელს თბილისში ასეთი ავტომობილი იშვიათობა იყო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა  ჩემზე.  დღემდე კარგად მახსოვს მანქანებზე  უსაზღვროდ შეყვარებული იმ პატარა ბიჭის ემოცია. ჩემი ნიკოლზიც 4 წლის არის, უყვარს ჩემი ვიდეოების ყურება, თავისებურად  მგულშემატკივრობს კიდეც, თუმცა  მანქანების მიმართ   ჯერ ასეთ დაინტერესებას  ვერ ვატყობ.  ვფიქრობ, ცოტა რომ წამოიზრდება,  „კარტინგებზე“ ვატარო.
სკოლის პერიოდში უკვე სპორტული მანქანები მიზიდავდა, ხშირად ვხატავდი კიდეც, მაშინ დრიფტი ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო, მოგვიანებით, როცა შევიტყვე მისი, როგორც სპორტული სახეობის შესახებ, მომეწონა და ძალიან დამაინტერესა იმ თვალსაზრისით, რომ არის ექსტრემალური და ძალიან სანახაობრივი სპორტი. ზოგადად, დრიფტიდან გამომდინარე, მიყვარს ავტომანქანის სპორტული მოდელები, კერძოდ, უკანა წამყვანი თვლებით. რაც შეეხება გამორჩეულსა და საოცნებო საავტომობილო მარკას, ეს გახლავთ – ლამბორგინი, ისევე როგორც ამ სფეროში ჩემთვის  მისაბაძ ადამიანებს შორის გამოვარჩევ  –  vaughn gittin jr. ტოპ-დრიფტერია. მის გამოჩენამდე არსებობდნენ უფრო ძლიერი მრბოლელები, თუმცა ჩემთვის და  მისი  ურიცხვი გულშემატკივარისთვისაც ის არის ყველაზე საუკეთესო. რომ გავიზარდე,  პროფესიად ამერიკათმცოდნეობა ავიჩიე. სპეციალობა PR მენეჯერი, მაგრამ ავტოსპორტის მიმართ  უფრო დიდი იყო ინტერესი და ის, რაც ადრე ჰობი მეგონა, დღეს  ჩემს პროფესიად არის ქცეული.
13115574_1289071374454801_1672758213_n
– ის, რაც ყველა მრბოლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს…
– მოგეხსენებათ, სპორტის ამ სახეობაში რისკი თავისთავად დიდია. ვისაც სურს, დაკავდეს ამ სპორტით, პირველ რიგში, უნდა მოამზადოს ავტომობილი შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებით, აუცილებელი ნორმებია: უსაფრთხოების კარკასი ავტომობილისთვის. უსაფრთხოების სპორტული ღვედი. ეკიპირება მრბოლელის, რომელიც არ იწვის და სპეციალურად შექმნილია ავტოსპორტისთვის. ჩაფხუტი, რომლის გარეშეც არა მარტო შეჯიბრზე გასვლა არ შეიძლება, არამედ ვარჯიშის დროსაც მუდამ უნდა ვიყენებდეთ. და რაც მთავარია, ვარჯიში უნდა ხდებოდეს სარბოლო ტრასაზე და არა ქალაქის ქუჩებში.
– როდის და როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია. როგორია საზოგადოების ინტერესი ამ სპორტის მიმართ?
– საქართველოში პირველი დრიფტგუნდი სახელწოდებით –  slide empire, 2011 წელს მეგობრებმა შევქმენით. გადავიღეთ სარეკლამო რგოლი, განვათავსეთ ინტერნეტსივრცეში,  რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  შემდეგ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, შეჯიბრებების დროს, გარკვეული  პერიოდი მხოლოდ დახმარებას ვუწევდით მოყვარულ  დრიფტერებს. როდესაც მივხვდი, რომ დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ამ სფეროსთვის, გადავწყვიტე, თვითონ ჩამომეყალიბებინა დრიფტის ფედერაცია, რომელიც  2015 წელს შვქმენი. მინდა ვთქვა, რომ ავტოსპორტის ამ სახეობის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს, მცირე  დროის მიუხედავად, ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ.
13081639_1289071347788137_1229485946_n–  8 მაისს გასამართი  ღონისძიების შესახებ გვიამბეთ. სპონსორები თუ გყავთ?– რუსთავის საერთაშორისო ტრასაზე, ახალი დიზაინითა და ერთგული სპონსორების საშუალებით, დრიფტერებს  შორის  5- ეტაპიანი შეჯიბრის პირველი ეტაპია – drift king. გაიმართება.  ახალ სეზონზე ქართველი მრბოლელები თურქი მრბოლელების წინააღმდეგ  იასპარეზებენ. ეს იქნება მეტად საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი შოუს სახით. დრიფტში არ არის საჭირო მთელი სარბოლო ტრასა,  ამიტომ მაყურებელს საშუალება ექნება, თავიდან ბოლომდე ყველა მოსახვევში ადევნოს რბოლას თვალი. DRIFT KING-ს პირველი ეტაპი 8 ივნისს, 14 :00 საატზე გაიმართება და მაყურებლებისათვის და მონაწილებისთვის უფასოა!
ზოგადად, დაფინანსების საკითხი საქართველოში რთულად დგას. რომ არა კერძო სპონსორები, ეს სპორტი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ის, რომ შრომა დაგვიფასდა რაღაც გარკვეულ დონეზე და გვაქვს საშუალება, საქართველოს პირობებში ჩავატაროთ სრულყოფილი ჩემპიონატი, სპონსორების დამსახურება გახლავთ.
– შეჯიბრის სარეკლამო  ვიდეო, რომელმაც გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
13101467_1289071357788136_1414451976_n
– ვიდეორგოლი სპეციალურად შეჯიბრისთვის მომზადდა, ის 8 მაისს გასამართი შეჯიბრის რეკლამა გახლავთ, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია აქამდე ამ თემაზე შექმნილი სხვა ვიდეოებისგან. გადაღების დროს ძალიან დაგვეხმარა საპატრულო პოლიცია. პატრულის ეკიპაჟმა ოპერატიულად გადაკეტა გზის ის მონაკვეთი, რომელიც უნდა გამევლო. გადაღება დილის 2 საათზე დავიწყეთ, რომ ნაკლები მოძრაობა ყოფილიყო და საცობები თავიდან აგვერიდებინა, თუმცა სავარჯიშო გავლა მაინც ვერმოხერხდა, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ გამოგვივიდა. განსაკუთრებული მადლობა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დახმარებისთვის.
13115719_1289071377788134_1703594794_n– ნიჭიერის“ სცენაზე ულამაზესიდაუვიწყარი შოუ მოაწყვეთ და ფინალშიც გახვედით, რა მოგცათ ამ შოუმ… 
– ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ შოუთი გამიცნო. იმ  პერიოდში ყველგან მცნობდნენ, სიყვარულით მესალმებოდნენ და მხარდაჭერას მიცხადებდნენ. პროექტის დამთავრებიდან მალევე  გაჩნდა საინტერესო შემოთავაზებები,  მათ შორის აზერბაიჯანიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ეწყობოდა. ქართველი გოგონას, მარიამ პატურაშვილის რეკომენდაციით, საქართველოში მოღვაწე,  აზერბაიჯანულმა კომპანიამ მოინდომა ჩემი დასპონსორება. მათი ხელშეწყობით გავემგზავრე ბაქოში.მსოფლიო ჩემპიონატზე GTკლასში (ეს იყო ძარიანი ავტომობილების შეჯიბრი) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ავტომბრბოლელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მე  შესვენებებზე გამოვდიოდი ჩემი ავტომობილით და ვაწყობდი დრიფტშოუს. ჩემპიონატისთვის, გერმანიიდან მოწვეულ დრიფთერებთან ერთად, დავდგით ერთობლივი შოუ. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა.  გამოცდილების შეძენასთან  ერთად, როგორც ქართველისთვის, ძალიან საამაყო იყო უცხოელ მრბოლელებთან გამოსვლა, ავტოსპორტის სფეროში მონაწილეობის მიღება.
– რომელ ქვეყანაში ისურვებდით ასპარეზობას?
13149992_1289071351121470_2120065123_n
– ჩემს ადგილზე ბევრი იაპონიაში წასვლას ინატრებდა, რადგან დრიფტი,  როგორც ექსტრემალური სპორტი,  ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა.  სიამოვნებით ვეწვეოდი იაპონიასაც,  მაგრამ  ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი, ვიასპარეზო იმ  რბოლაში, რომელიც  შტატებში ყოველ წელს ტარდება და  ეს არის დრიფტის ჩემპიონატ,ი სახელწოდებით –  formula drift.
– ყოველწლიურად  აქტიურად მონაწილეობთ მსოფლიოში აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.– დიახ, ვიდრე უფრო გავძლიერდებით, ვცდილობთ,  ჩვენი ჩართულობით რაიმე ფორმით გავახაროთ ბავშვები. მიგვყავს ჩვენი მანქანები, ბავშვები იღებენ ფოტოებს, ეცნობიან საინტერესოდ ჩაცმულ ჩაფხუტიან მრბოლელებს, მათთან ერთად  ცაში უშვებენ  ფედერაციის ლოგოთი გამოსახულ ჰელიუმის ბუშტებს. გვიერთდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ბავშვებთან ერთად. ეს  არის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ყველას ამახსოვრდება.
13090565_1289071364454802_1838859499_n– მომავლის ოცნება. მიზანი…– იმედი მაქვს   კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ექნებათ  დაინტერესებაც და რესურსიც, ეტაპობრივად  დაგვიდგნენ  გვერდით.  ჩვენი მხრიდან თავს არ ვზოგავთ, თუ სპონსორი   მალე გამოჩნდება,   უკვე მზად ვართ, რომ გაგვიცნოს მსოფლიომ.  გავიდეთ როგორც  ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ჩვენს ქალაქში ვუმასპინძლოთ უცხოელ მრბოლელებს. რუსთავის ტრასა 2012 წელს ახლიდან აშენდა.  20 მილიონი დაიხარჯა ტრასის მშენებლობასა და მოწყობაზე, იგი ყველანაირ სართაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს დრიფტისთვის და არა მარტო დრიფტისთვის. მიხარია, რომ წელს  საპრიზო ფონდი ბევრად დიდი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, რაც  დიდი სტიუმულია მრბოლელისთვის, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.
– წარმატებას გისურვებთ!– დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

ირმა მირზაშვილი
13090346_1289071371121468_111425308_n  13140664_1289071361121469_1657622690_n






კომენტარები

0 კომენტარი

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღეს ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.


ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველ იურისტი და პოლიტიკურ მოღვაწე ქართლოს ღარიბაშვილი 1954 წლის 25 აპრილს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ბოგვში( ახლანდელი ჯორჯიაშვილი)დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსიდან გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში“. 1976-1983 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში. 1992-95 წლებში იგი საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დემოკრატის“ თავმჯდომარე იყო. 1995 წ. მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი. მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში.
სოფელ ბოგვში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე საკუთარი სახსრებით ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია. მის სახელს უკავშირდება ამავე სოფლის კიდევ ორი ეკლესიის აღდგენა.
ქართლოს ღარიბაშვილი 2014 წლის 31 ოქტომბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფლის იმ უბანს სადაც პოლიტიკური მოღვაწე გაიზარდა ქართლოს ღარიბაშვილის ქუჩა ეწოდა.
ქართლოს ღარიბაშვილი დაკრძალულია სოფელ ბოგვში, საგვარეულო სასაფლაოზე.




суббота, 23 января 2016 г.

მოგონებები ვაჟა– ფშაველაზე ( ნაწყვეტი)


გასული საუკუნის 80–იან წლებში რუსეთში გამოჩნდა ერთი უცხო ტომიყლაპია, კაზაკთა ატამანი თუ მოატამანო, ვინმე ანესოვი, რომელიც მცირე ერთა დაპყრობის აზრებს ქადაგებდა და რუსეთის მეფის მთავრობის მხრივ დიდი წარმატება მოიპოვა. რუსთ ბატონობის მომხრე გაზეთებიც ტაშს უკრავდნენ. სადაც წავიდოდა , ყველგან გაზეთები დიდის ქებით იხსენიებდნენ . მაგრამ ასეთივე ზეიმით არ შეხვდნენ საქართველოში. აქ იმ დროის გაზეთ "დროების" რედაქტორმა ს. მესხმა ეს ამბავი გულცივად და უფრო უარყოფითად აღნიშნა.


ერთ დღეს ვსხედვართ რედაქციაში სერგეი მესხი, ახალგაზრდა ვაჟა და მე. ამ დროს შემოიჭრა ერთი შუატანის კაზაკურად ჩაცმული კაცი და შემოჭრისთანავე იკითხა:– რედაქტორი რომელია?
–მე გახლავართ,– მიუგო სერგეი მესხმა
– მე ანოსოვი გახლავართ.
–ძლიერ სასიამოვნოა!
–თქვენ დაწერეთ ჩემზე?
–ჩვენ დავწერეთ.
–მერე როგორ გაბედეთ!? მთელი რუსეთი ხელის გულზე მატარებს, თქვენ კი!...– შესძახა ხმამაღლა და ხანჯალი შეისწორა.
– ბატონო, ნუ ყვირით, აქ რედაქციაა!– მიუგო სერგეი მესხმა. ცოტა არ იყოს შემკრთალმა, მეც სიცხე დამადგა: აქ ხანჯლით არ დაგვერიოს–მეთქი.
–როგორ თუ ნუ ვყვირი!– ახლავე დასწერეთ თქვენივე საწინააღმდეგო ჩემი საპატიო წერილი, ტორემ...– და ხანჯლის ტარზე იტაცა ხელი.
სერგეი კიდევ უფრო წახდა, შევკრთი მეც,ხოლო ვაჟამ დინჯად მიუგო:


–თორემ?
–თორემ გაჩვენებთ სეირს,– და გადახედა შემკითხველს.
–ვიდრე გვაჩვენებდეთ, თვითონვე ნახეო,– მიუგო ვაჟამ , წამოხტა, უცებ შეატრიალა, ჭიტლაყი ამოჰკრა და გარეთ გაუძახა...
–სადაც შენი დაიკვეხო, ჩვენიც არ დაივიწყოო.
იმ წუთას გულზე მოგვეშვა, მაგრამ ქუჩაზე გავლისა კი მერიდებოდა, ეს დამთხვეული არსად შეგვხვდეს, ხანჯალი არ გვატაკოს–მეთქი... მაგრამ ვაჟას ჭიტლაყი ისე ემაგრა ანოსოვს, რომ მეორე დღიდანვე ტფილისიდან გამქრალიყო, ქუჩაში არსად შემხვდესო...
დააბოლოვა აკაკიმ სიცილით, მერე დაუმატა: დიაღ,ჩემო რედაქტორო, მე იშვიათად მინახავს მწერალი, რომ სიტყვა და საქმე ასე ერთი ჰქონდეს, როგორც ვაჟას... მას დღეს აქეთ იგი ჩემს გულში კელაპტარივით ანთია!..

იოსებ იმედაშვილი.

среда, 11 ноября 2015 г.

ვინ არის jok.ge-ის შემქმნელი და რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი?!...



ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2015 - 00:27
კომპიუტერში გასართობი გვერდი ძალიან ადრეულ ასაკში, თხუთმეტი წლისამ შექმნა და მას შემდეგ, როგორც თავად ხუმრობს, საიტი მასთან ერთად ვითარდება. მისი კონკრეტული მიმართულება პროგრამირების კუთხით განვითარებაა. მუდმივად ძიებაში მყოფს საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს... როგორ შეიქმნა გასართობი საიტი jok.ge, რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი, ვინ არის ეზეკ ზიბზიბაძე და როგორია მისეული წარმატების ფორმულა, ამ და სხვა საკითხებზე „ვექტორი“jok.ge-ის შემქმნელს ეზეკ ზიბზიბაძეს ესაუბრა.
- ეზეკ, როდის გაგიჩნდა კომპიუტერის მიმართ ინტერესი?
- კომპიუტერების ინტერესი ყოველთვის მქონდა. პირველი კომპუტერი ხუთი წლის ასაკში მქონდა - „SEGA“. თანთადან ინტერესი ღვივდებოდა და გადავდიოდი ახალი თაობის კომპიუტერებზე. მშობლები ჩემს დაინტერესებას ამ მიმართულებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ხელს მიწყობდნენ და შესაბამისად ახალ-ახალი თაობის ტექნიკა საშუალებას მაძლევდა მეტად განვვითარებულიყავი. ცამეტ წლამდე მხოლოდ თამაშებით ვიყავი დაინტერესებული. თუმცა, ინტერესი მუდმივად იზრდებოდა და როდესაც გავიგე პერსონალური კომპიუტერის შესახებ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ახალი იყო, რაც ჩემი იდეების რეალიზებაში დამეხმარებოდა. ეს იყო ე.წ. „Pentium 1“.  გადავწყვიტე სადმე  მომეძებნა შესაბამისი სასწავლებელი  და მესწავლა უფრო მეტი. როგორც აღმოჩნდა იმ დროისათვის  ყველა თვითნასწავლი იყო და რამე განსაკუთრებული სასწავლო ცენტრი არ არსებობდა. ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის  შენობაში მივაგენი  სტუდენტთა ჯგუფს, რომლებიც  ამ საქმეში   გამოცდილები აღმოჩდნენ. პატარა ფირმა, „Prof IT“ ჰქონდათ შექმნილი, საკუთარ გამოცდილებას  დაინტერესებულ ახალგაზრდებს უზიარებდნენ. საკმაოდ ბევრი ვისწავლე მათგან და ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან. ძირითადი ელემენტები ავითვისე. იმ დროისთვის საკმაო ცოდნა შევიძინე: კომპიუტერის დაშლა-აწყობა, ვინდოუსის დაყენება... უკვე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მჭირდებოდა. მაშინ ჭირდა კომპიუტერის ხელოსნის პოვნა, ამიტომ მე თვითონ დავიწყე სახლებსა და ორგანიზაციებში სიარული, რაც მართლა დიდი საქმე აღმოჩნდა გამოცდილების მისაღებად. მინდა აღვნიშნო, რომ დედა ძალიან დამიდგა გვერდით. პირველად სწორედ მან მირჩია და ერთად განვათავსეთ პირველი განცხადება „სიტყვა და საქმე“-ში. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, მსგავსი ტიპის განცხადებები თუ კეთდებოდა. უკვე მოგახსენეთ,  ამ სფეროში ბევრი სპეციალისტი არ იყო და გამოცდილებასთან ერთად გამიჩნდა საკუთარი  სტაბილური შემოსავალიც. დამქირავებელს ერთ მისვლაზე მხოლოდ „ვინდოუსს“ როდი ვუყენებდი. მიმქონდა  სახლში დამუშავებული დამატებითი სისტემები, ვუხსნიდი მათ საჭიროებას და ვთავაზობდი. შესაბამისად, მომსახურების გასამრჯელოც იზრდებოდა. უარს არავინ ამბობდა, რადგან ყველას სჭირდებოდა ანტივირუსი, „ვორდი“, „ექსელი“. „GeoFinder“ იყო ისეთი პროგრამა, რომელზეც ყველა სიხარულით მთანხმდებოდა, ეს იყო ძალიან მოქნილი სისტემა:  ჩაწერდი ტელეფონის ნომერს და გეუბნებოდა ვინ იყო ნომრის პატრონი. ასევე, თუ   სად ცხოვრობდა ის.
- ამ დროს ჯერ ისევ მოსწავლე იყავით, ასაკი ბარიერს არ გიქმნიდათ?
ბევრი სახალისო ისტორია მაქვს ამ წლებთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ცამეტი წლის ვიყავი. ასეთ პატარას რომ დამინახავდნენ, ჯერ ეჭვით ამათვალიერებდნენ,  მერე მეკითხებოდნენ სტუდენტი ვიყავი თუ არა. როცა ვპასუხობდი, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შეშფოთებულები მეკითხებოდნენ - ნამდვილად შეგიძლია და არაფერს წაგვიშლიო, თუმცა ნებას მაინც მრთავდნენ. ჩემს საქმეს მოვრჩებოდი თუ არა, ნახავდნენ რომ ყველაფერი რიგზე იყო და ღიმილიანი სახით მაცილებდნენ. მე კი გასამჯელოზე მეტად ის მიხაროდა, რომ კმაყოფილს ვტოვებდი. ეს იყო დიდი სტიმული მომავალში მეტი საინტერესო და საჭირო რამის შექმნისთვის. ეს იყო IT მომსახურება და ენის შესწავლა. სახლში ბევრს ვმუშაობდი კომპიუტერთან. დავძვრებოდი ინტერნეტში. მართალია ენის ბარიერის გამო ცოტა მიჭირდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა საინტერესო მასალას ვისრუტავდი. ვხვდებოდი, ბევრად შორს შემეძლო წასვლა. ცოტა ხანში უკვე IT მომსახურების კუთხით დავიწყე მუშაობა.  ორგანიზაციებს ვემსახურებოდი. პირველი ნოტარიუსთა პალატა იყო, რომელსაც ამ კუთხით მოვემსახურე.  ჩემს მეგობრებთან დავიწყე მუშაობა "GM Design"-ში.  ამ ორგანიზაციის სახელით  ვუწევდი საჭირო ტიპის მომსახურებას სხვადასხვა ორგანიზაციებს. პარარელურად  განუწყვეტლივ  ვაგრძელებდი საჭირო მასალის  მოძიებას  ინტერნეტში. გაჩნდა აუცილებლობა ენა მესწავლა, რომელზეც უფრო მეტი ინფორმაცია იყო  მოცემული, ეს გახლდათ  რუსული და ინგლისური. მე ინგლისური ავირჩიე - მხოლოდ ტექნიკური განხრით. ენის შესწავლის შემდეგ ბევრი რამ გამიიოლდა. შემდეგ ეტაპზე დამოუკიდებლად ვქმნიდი პროგრამებს და ვაკეთებდი ვებსაიტებს, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო.
- სასწავლებლად  თსუ  აირჩიეთ, თუმცა იმედი გაგიცრუვდათ...
- თსუ-ში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება იმ იმედით, რომ იქნებ რამე სიახლისთვის მიმეგნო.  ჩავაბარე პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები, დაფინანსებაც მოვიპოვე და ეროვნული გამოცდებით აღფრთოვანებული, რეფორმირებულ სასწავლებელს ველოდი, მაგრამ  იქ ძველი ლექტორები დამხვდნენ. მივხვდი მათ მხოლოდ თავიანთი მათემატიკური განათლების გადმოცემა შეეძლოთ კარგად. მათემატიკა, რა თქმა უნდა, მეტად საჭირო მეცნიერებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა, როდესაც მიდიხარ კონკრეტული მიმართულებით, ბევრი სხვა რამ გჭირდება. ამიტომ, მოლოდინმა არ გაამართლა. მე მაინტერესებდა კონკრეტულად პროგრამირების სწავლა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართულება აქვს. პროგრამირების ერთ-ერთი უპირატესობა სხვა პროფესიებთან შედარებით არის ის, რომ შეიძლება მინიმალური რესურსით დიდი და კარგი საქმის გაკეთება. ორმა ან სამმა ადამიანმა შეიძლება ისეთი იდეის განხორციელება მოახერხოს დროის პატარა მონაკვეთში, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება მილიონი ან თუნდაც მილიარდი მოიტანოს, უცხოეთში ამის არც თუ ისე ცოტა მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც შეიქნას მსგავსი პროექტი, რაც მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის ჩვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ  მომწონს ეს პროფესია არის ის, რომ დამოკიდებული ხარ იდეებზე. კარგი და უნიკალური იდეები საკმაოდ ფასობს ამ სფეროში. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ამ იდეის სისრულეში მოყვანა დროულად მოხდეს, სანამ ვინმე დაგასწრებს.
- სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ბევრი სარიოზული პროექტი განახორციელეთ. რომელი იყო პირველი და წარმატებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ამ ყველაფრის მერე გამოჩნდა ვაკანსია კომპანია “UGT”-ში, სადაც დავიწყე მუშაობა. მაიკროსოფტის პროგრამა იყო - “Navision“, რომლის შესწავლაც ნულიდან  მომიწია და რომელიც შემდგომ წარმატებით დავნერგეთ Elit Electronics-ში. ის დღემდე ამ პროგრამით ემსახურება თავის კლიენტებს და ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს. ამის მერე ძალიან  ბევრგან ვიმუშავე. იყო კარგი პროექტები. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. სულ ძიებაში ვარ და რაც დრო გადის, სულ უფრო მკაფიო ხდება, თუ რა მიმართულებით უნდა მივმართო ჩემი პოტენციალი. ზოგადად ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ჩვენთან ადამიანის უნარები შეზღუდულია. მე  ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავ ამ კუთხით. წარმოსახვის უნარი დიდი გვაქვს ადამიანებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობები ულევია. ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს, თქვენ წარმოიდგინეთ, კოსმოსში გაფრენა და ერთი გალაქტიკიდან მეორეში გადასვლაც კი შესაძლებელია, თან საკმაოდ მარტივად, საკმარისია თვალები დავხუჭოთ და ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ გონებაში. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი თავში მოსული საინტერესო იდეის სისრულეში მოყვანა   შეიძლება კომპიუტერის საშუალებით.
- როგორ გაჩნდა ცნობილის საიტის jok.ge-ის იდეა?
- ერთხელ მეგობარმა მითხრა: დროა, რამე ღირებული შექმნაო. ბევრი ვიფიქრე მის ნათქვამზე, თუმცა იმ წუთას საინტერესო არაფერი მომივიდა თავში. ზაფხული იყო და სოფელში წავედი დასასვენებლად. ყოველ საღამოს მეგობრები ჯოკერს ვთამაშობდით. ზაფხული უცებ გაილია. სასწავლო წელი იწყებოდა და ერთად ყოფნის ტკბილ დღეებთან ერთად უკვე საათები და წუთები  გვეწურებოდა. გული გვტკიოდა, რომ  მეორე დღეს  ზოგი თბილისში ბრუნდებოდა, ზოგიც-მოსკოვში. რა კარგი იქნება კომპიუტერით სახლებიდან რომ შეგვეძლოს ასე თამაში - თქვა გულდაწყვეტით ერთ-ერთმა მეგობარმა. სხვებიც აღფრთოვანდნენ. თუმცა, ამ ყველაფერზე როგორც მიუწვდომელ ოცნებაზე, ისე საუბრობდნენ. იმ წუთიდან მოსვენება დავკარგე. იმავე ღამით საწოლში მოვხაზე დაახლოებითი სქემა და როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სერიოზული მუშაობა დავიწყე, რათა ამ საოცარი იდეისთვის ხორცი შემესხა. გავაკეთე ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც საკუთარი სახლებიდან კომპიუტერის გამოყენებით  ადამიანებს შეუძლია ერთ მაგიდას მიუსხდნენ და ერთად ითამაშონ არა მარტო „ჯოკერი“, არამედ ყველასათვის საყვარელი თამაში „ნარდიც“, ასევე  სხვადსხვა თამაშები. ვებგვერდი  დროდადრო იხვეწება და ვითარდება. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებს  სურვილი ავუსრულე და არა მარტო მათ. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია ვისაც სურვილი აქვს შემოვიდეს და გაერთოს, ასობით ადამიანს მიეცა დაუსწრებლად ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა  და  როცა იცი, რომ  ეს ყველაფერი შენ შეაძლებინე, საოცარი  შეგრძნებაა! ეს არის პროექტი, რომელიც  ჩემთან ერთად იზრდებოდა, ან მე ვიზრდებოდი მასთან ერთად, ასეც შეიძლება ითქვას. პირველი პროტოტიპი რა ტექნოლოგიებიც ვიცოდი იმ ტექნოლოგიებით გავაკეთე, თავიდან მხოლოდ კომპიუტერი იყო შენი მოწინააღმდეგე. დავდე ინტერნეტში თუ არა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა იყო ბევრი შეცდომა, მაგალითად, დარიგებისას  რამდენიმე ჯოკერი მოდიოდა. შემდეგ დავხვეწე, რამდენიმე ვერსია შევქმენი და როცა დასტაბილურდა, უკვე დავიწყე ონლაინ ვერსიაზე ფიქრი. უკვე გასწორებული პირველი ვერსია 2008 წელს გავუშვი, თუმცა, ცოტა ხნით ხელი შემეშალა, რადგან აგვისტოს ომი დაიწყო. რეზერვისტი ვიყავი. როცა ყველაფერი მორჩა, ჩემს საქმეს დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გადაიტვირთა საიტი. ბევრი მომხმარებელი შემოდიოდა. შემდეგ როცა დასტაბილურდა,  უკვე  ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობა პორტალმა.  ჩემს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პორტალიც ვითარდებოდა. დაახლოებით რვაჯერ არის გადაწერილი საიტი და  თავიდან გაკეთებული.
- ვინმე თუ გეხმარებათ?
- თავიდან მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს. შემდეგ, როცა ამოცანა გართულდა, ყველაფრის ერთი ადამიანის მიერ კეთება რთული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ  მინდოდა შექმნით სრული სიამოვნება თავად მიმეღო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ დავყავი მოდულურ სისტემებად და კონკრეტული მოდულის ინპლემენტაციას კონკრეტული ადამიანი აკეთებდა. ზოგ შემთხვევაში ეს შეკვეთა იყო, ზოგჯერ ენთუზიაზმიც. ამ ყველაფერმა ისეთი შემოსავალი არ მოიტანა, როგორსაც ველოდი, თუმცა ამ მიმართულებით უფრო განვვითარდი.  
- როგორც ვიცი კარტის თამაშების გაუქმება მოგიხდათ, რატომ?
- კარტის თამაშების გაუქმებას თავისი ისტორია აქვს. ერთხელ მამაოსთან აღსარებაზე მისასვლელად ვემზადებოდი. ცოდვების წიგნში ვნახე, რომ ბანქოს თამაში დიდ ცოდვად ითვლებოდა. როდესაც მამაოს ამის შესახებ ვკითხე, ამიხსნა: ბანქოს ქაღალდზე გამოსახული ნახატები თავის დროზე ქრისტეს დასაცინად წარმოადგინესო. მოგეხსენებათ ჯვრით თამაშობ და ჯვრის გაჭრა ცოდვად ითვლება და ა.შ. ამის მერე არ მასვენებდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემეცვალა ეს ყველაფერი, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შექმნილი თამაშებით ადამიანებს უნებლიედ ცოდვაში ვაგდებდი. ფიქრები გაძლიერდა და 2013 წლის დასაწყისში გადავწყვიტე გამეუქმებინა კარტის თამაშები, რამაც თავიდან ჩვენს მოთამაშეებში დიდი მღელვარება გამოიწვია, რადგან ჯოკერის მოთამაშეთა რიცხვი პორტალზე დიდი იყო. ისინი ნელ-ნელა ტოვებდნენ გვერდს. ამით პორტალმა დიდი დარტყმა მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. სხვა შემთხვევაში დისკომფორტს ვგრძნობდი და ვეღარ ვაგრძელებდი მუშაობას. მათთვის ანგარიშის გაწევა თუ მომიწევდა პორტალი უნდა  გამეყიდა, რომელსაც სავარაუდოდ რომელიმე კაზინო შეიძენდა და ის გემბლინგის მიმართულებით განვითარდებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. მეორე მიზეზიც იყო. ის, რომ ეს გახლავთ ადგილი სადაც ყველა საინტერესო იდეა შემიძლია განვახორციელო და გავუზიარო სხვებს. შევქმნა უვნებელი თამაშები, რომელიც ფულს არ ემსახურება. აქ შემოსულ მოთამაშეს უარყოფითი განწყობა დადებითით შევუცვალო. განსაკუთრებით კი მოზარდებს, რომლებიც არ იქნებიან ზომბირებულები. ყველა თამაშში დევს იდეა - ჯანსაღი გართობა. 
- მოგვიყევით ჯადოსნური კარტის შექმნის ისტორია. ჯოკერის ნაცვლად სახელწოდება  მატრიცა...
- გარკვეული პერიოდის შემდეგ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ახალი ტიპის კარტი, გაცილებით უფრო მარტივი და კარგად აღსაქმელი. ფერები იქნებოდა: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ყველასათვის ცნობილი ნახატების ჩასანაცვლებლად ჭადრაკის ფიგურები გამოვიყენეთ. ჯოკერის მაგივრად, ჯადოსნური კარტი - მეჯიქ ქარდი. შევქმენით უკვე ჩვენი კარტი, რომლითაც ახალი თამაში გავაკეთეთ. თამაშს დაერქვა მატრიცა, წესები ჯოკერის დარჩა, თამაში კი ხდება ახალი კარტით. ძალიან კარგი გამოვიდა, ამაში დაკარგული პორტალის მომხმარებლებიც გვეთანხმებიან და ნელ-ნელა დაგვიბრუნდნენ.
- რა იდეა დევს Jok.FM-ში?
- ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ უსმინოს მუსიკას. დაიმახსოვრონ სიმღერები, რომელიც მოეწონათ. პორტალზე მოცემულ ყველა თამაშში მუსიკის მოსმენის პროგრამაა ჩადებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირებაა, შემდეგ კი მათი დამეგობრება. მუსიკა არის ერთ-ერთი საშუალება, რითაც ვცდილობთ ინტერესი გამოვიწვიოთ და გავართოთ მოთამაშე. მოცემულია ასზე მეტი ჟანრი, საიდანაც სტილს მომხმარებელი ირჩევს. პროცესი ასეთია: შედიხარ თამაშში, ელოდები მოთამაშეს. ირჩევ მუსიკას და უსმენ. შემოდის მოწინააღმდეგე, ხედავ ის რას უსმენს. დამეგობრებამდე შესაძლებელია ემოციების გაზიარება. თუ მეგობრობას გაუგზავნი და ისიც დაგთანხმდება, იწყება მიმოწერა. ასეთია ყველა თამაშის პროცესი.
- სახელმწიფო თუ დაინტერესებულა არის თქვენნაირი ადამიანებით?
- შარშან გავაკეთეთ საკონფერენციო ღონისძიება. გვინდოდა გაეგოთ, რომ ვარსებობთ. ის, რომ საქართველოში ბევრი პროდუქტი იქმნება, ის, რომ ჩვენც შეგვიძლია მსოფლიო სტანდარტებით გავაკეთოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის აპლიკაციები. გადავწყვიტეთ, შევერთებოდით მსოფლიოს “Game Jam“-ს და შევძელით კიდეც, ახლა უკვე ქართული გეიმჯემიც არსებობს. პირველად იგი შარშან ჩავატარეთ. წლის დასაწყისში არ ვიცოდით როგორი იქნებოდა. რამდენიმე ორგანიზაცია გავერთიანდით, შევქმენით IGDA (International Game Development Association) -ის ქართული წარმომადგენლობა, ასევე შემოგვიერთდა კომპიუტერული გრაფიკის ასოციაცია საქართველოში - CG Georgia და ამ ასოციაციების სახელით ჩავატარეთ ღონისძიებები.
სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ხელშეწყობა, “GITA“ გვეხმარებოდა ამაში, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებებით მუშაობს. ჩვენი ენთუზიაზმით და მათი ფინანსური დახმარებით შევეცადეთ, რომ გამოგვეცოცხლებინა და ჩვენთანაც ჩატარებულიყო პირველი “გეიმჯემი”.
- მოკლედ რომ აგვიხსნათ, რა არის „გეიმჯემი“ და რამდენად გაამართლა საქართველოში ჩატარებამ?
- “გეიმჯემი” არის შემდეგი ტიპის ღონისძიება: პროგრამისტები იკრიბებიან გარკვეულ ტერიტორიაზე და ცდილობენ შექმნან თამაშები წინასწარ შერჩეული იდეის გარშემო. ორგანიზატორები კი მათ უზრუნველყოფენ როგორც სამუშაო სივრცით, ასევე საკვებით 48 საათის განმავლობაში. თავიდან, როდესაც იდეების გამოცხადება იყო, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ველოდით ათამდე გუნდს, თუმცა მოვიდა 28 გუნდი, რომლებმაც პროტოტიპები შექმნეს. რადგან  პირველმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე დავიწყეთ ფიქრი მეორე “გეიმჯემის” ჩატარებაზე. თუმცა,  უფრო განსხვავებულზე, ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებით გაგვეკეთებინა კოსტუმირებული შოუ „Cosplay“. გვინდოდა სახალისო ყოფილიყო. ადამიანებს უნდა წარმოეჩინათ სხვადსხვა კინოს თუ თამაშის პერსონაჟები. განესახიერებინათ ისინი, როგორც ვიზუალური მსგავსებით, ასევე საქციელით. დავაწესეთ პრიზი "PlayStation 4". სპონსორები უკვე  GITA-სთან ერთად Microsoft და Geocell გახდნენ. ძალიან შთამბეჭდავი შოუ გამოვიდა, რომელსაც სხვადსხვა ასაკის ადამიანები სიამოვნებით ესწრებოდნენ. დადგა დრო მესამე „გეიმჯემზე“ გვეფიქრა, კიდევ უფრო განსხვავებულსა და საინტერესოზე. ღონისძიების ჩასატარებლად თავისუფალი უნივერსიტეტი ავირჩიეთ და დავამატეთ ცოცხალი თამაშები, ანუ იქვე შეგეძლო გეთამაშა, როგორც მაგიდის თამაშები,  ასევე კომპიუტერული. „გეიმჯემის“ ჩატარება ემსახურებოდა რამდენიმე მიზანს: ყველას ენახა, რომ 48 საათში შესაძლებელია საქართველოშიც შეიქმნას  თამაშის პროტოტიპები, რომლებიც სხვადასახვა ქვეყნებში ჩატარებულ „გეიმჯემებს“ არაფრით ჩამოუვარდება. დავინახეთ, რომ ბევრნი ვყოფილვართ! მანამდე არ გვქონდა წარმოდგენა თუ რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ მიმართულებაში. მხოლოდ დაახლოებითი ვარაუდი იყო, თუმცა რეალურად გაცილებით მეტი აღმოჩნდა. გვინდოდა მსოფლიო „გეიმინგ რუკაზე“ საქართველოც გამოჩენილიყო და მივაღწიეთ ამ მიზანს. თუმცა, საჭიროა მუდმივად სიახლეების კეთება და ჩვენი პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, რათა მსოფლიო „გეიმინგში“ჩაერთოს. გარდა ამისა იყო სტიმულიც, „გეიმჯემზე“ გამარჯვებულები ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ჰოლანდიაში წავიდნენ ღონისძიებაზე - "Casual Connect". ეს არის ღონისძიება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან Game Developer-ები და ერთმანეთს თავიანთ შექმნილ თამაშებს უზიარებენ. საქართველოდან 3 გუნდი იყო წარმოდგენილი, მათთან ერთად გახლდით მეც. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
- როგორია თქვენი მომავლის გეგმები?
- მომავალში მთელი ჩემი გეგმების უმეტესობა დაკავშირებულია ჩემს მიერ შექმნილ პორტალთან. წინსვლას სწორედ მასთან ერთად ვხედავ. პირტალი და თამაშები მუდმივად ვითარდება, იმ მომენტისთვის არსებული მოთხოვნების შესაბამისად. დღეს არის ახალი გამოწვევები და ეს არის სხვადასხვა მოწყობილობები, რასაც სულ უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესენია: ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. ჩვენც ამ მიმართულებით ვხედავთ არსებული თამაშების განვითარებას, ახალი თამაშების დამატებას ნაკლებად ვგეგმავთ, მთავარი მიზანია არსებული თამაშები გახდეს მაქსიმალურად პოპულარული და რაც შეიძლება მეტ პლატფორმაზე და მოწყობილობაში ხელმისაწვდომი. სწორედ ამ ახალი კუთხით საკმაოდ გვიადვილებს საქმეს ახალი კარტი, რომელიც გათვლილია Touch მოწყობილობებზე. ვფიქრობ, კარტის გამოშვებასაც, Jok Cards, რომელიც იგივე პრინციპით იქნება შექმნილი, რაც პორტალზეა წარმოდგენილი. კარტი საცალო გაყიდვაში არ გაიყიდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პორტალის მოხმარებლისთვის. ყველა მათგანი გათვლილია ინდივიდუალური კონკრეტული მოთამაშისათვის.
- და ბოლოს, რაშია  თქვენი წარმატების  საიდუმლო, როგორია წარმატების თქვენეული რეცეპტი?!..
- ვთვლი, რომ რასაც მე ვაკეთებ, ყველას შეუძლია. ნიჭი ნაკლებად. მთავარი შრომაა და  მწველი სურვილი, ისწავლო ბევრი და იყო მუდმივად ახლის ძიებაში. თუ გარკვეული სასწავლებელი არ არსებობს, თვითგანათლება უნდა შეძლო. ჩვენს  სფეროში ინტერნეტში ძალიან დიდი მასალაა ხელმისაწვდომი, თანაც მუდმივად განახლებადი, რაც ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია  დასახული მიზნის მისაღწევად.  

ირმა მირზაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „ვექტორი“

пятница, 30 октября 2015 г.




აპრილი იდგა. ხარობდა ნინო მამიდას სული. პატარები უნდა ამოსულიყვნენ. ფიქრობდა რა სიურპრიზი დაეხვედრებინა, მისგან ხომ მუდამ სასიამოვნო სურპრიზებს იყვნენ მიჩვეულები. ფიქრობდა და ჯერ ვერაფერი მოეფიქრებინა. არადა წვიმიანი დღეები ყველაფერს ასევდიანებდა. ადგა და სამოთხის ანგელოზთან გაიქცა დასახმარებლად. თხოვნა ბოლომდე მოფიქრებულიც არ არ ჰქონდა, რომ უცებ კულულა თმები გვირისხელა ფიფქებით გაევსო.

თოვლი! მართალია! ისე გავიდა ზამთარი თბილისში თოვლი არ მოსულა! მარწყვივით ტუჩებზე ღიმილი დაეფინა და სამოთხის ანგელოზს მადლობის ნიშნად ფრთები დაუკოცნა. მერე ლოდინისგან გული რომ არ გახეთქვოდა ცოტახნით სასიამოვნო ფიქრებში შეძვრა. მოულოდნელი სიხარულისგან დაღლილს მალე მიეძინა. სიზმარში ხედავდა გზაჯვარედინზე როგორ აირჩია კოჯრის გზა პატარებით დახუნძლულმა ავტომ. ყოჩაღად მოდიოდა და ნელნელა უკან იტოვებდა ტრასაზე დაფენილ აბეზარ ნისლს. მალე მეორე მანქანაც გამოჩნდა. გული აუფანცქალდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. რა ჯანდაბამ ჩამაძინა ასეთ დროსო – საკუთარ თავზე ჯავრი მოსდიოდა. ფიქრი სასწაფოდ მოიშორა, წამოხტა და ჰოი საოცრებავ, რას ხედავს?! ირგვლივ სადღა დარჩენენილიყო ნაძვების სიმწვანე. ყველაფერი თეთრად გადაპენტილიყო. თეთრი საფარი ქამელეონივით დროდადრო ფერს იცვლიდა და ჯადოსნური სილამაზით ატყვევებდა. ღმერთო ჩემო! აღმოხდა სიხარულით. ნაძვის ძირებს შეავლო თვალი. თოვლის სიმაღლე ნელ–ნელა კიდევ უფრო მაღლა იწევდა. დაბნეულობისგან ცაში აფარფატებული ნაძვის ტოტებს გაცდა. იგრძნო სამყარო მასთან ერთად როგორ ტრიალებდა და მოსალოდნელი სიხარულით თავბრუდახვევული იქვე ნაძვის წვერს ჩამოეკიდა. 
         თბილისში აპრილი იდგა, ფრინველები თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობდნენ. გაუთვებელი წვიმები ადამიანებსაც თავს აბეზრებდა.
           აღმართს დაღმართმა ჩამოართვა გზა. წელიწადის ამ დროისთვის შეუსაბამო თვალწარმტაცი გარემო დიდებს კითხვაზე პასუხს უგვიანებდა. როლები გაიცვალა. ზღაპრული სილამაზის დანახვაზე დღეს პირველად ყოველგვარი კითხვების გარეშე ,პატარებმა მაშინვე ჟრიამული ატეხეს.
მათ სიხარულს აედევნა მამიდის სულიც. . ჯერ იქვე მდგარ პატარა სასაცილო გოგოს ქერა კულულებში შეუძვრა, რომელსაც დიდხანს თავს დაჰფარფატებდა და პირჯვარს სახავდა. მერე ბიჭებთან ერთად უზარმაზარი გუნდები ააგორა. თამაშში გართულებს დროდადრო სათითაოდ ხელს წაკრავდა, თოვლზე წააკოტრიალებდა და სახეს უკოცნიდა.
სულ მალე გირჩის თვალება ბუმბერაზი თოვლის პაპა პატარებთან ერთად ჯადოსნური დღის მოსაგონარ ულამაზეს შეჩერებულ წამად გადაიქა. ფოტოზე მამიდის უჩინარი სულიც არის გამოსახული, თუმცა თვალისთვის უხილავი, მაგრამ გულისთვის საგრძნობი. 
ბოლოს სამოთხის ანგელოზი გამოჩნდა კართან. დათოვლილ ნაძვის ტოტზე ჩამომჯდარიყო და თვალთან მომდგარ კურცხალს ებრძოდა. ციდან ჩამოსულ ნათლისვეტს გაემიჯნა იქაურობა. 
            საღამოვდებოდა. ზღაპარი დასასრულს უახლოვდებოდა და თოვლმა ნელნელა დაიწყო დნობა. ბავშვები სულმთლად გაწუწულიყვნენ, თუმცა მხიარულება არ ეთმობოდათ. ავიშვიშდნენ მშობლები. მანქანაში გაციების შიშით პატარებს სასწრაფოდ უცვლიდნენ სველ ტანისამოსს. 
ანგელოზს ჩახუტებულმა ნინო მამიდამ კი იცოდა, რომ ამაო იყო ყოველგვარი შიში, რომ მის პატარებს დღევანდელი გაციება ვერას დააკლებდა.

суббота, 5 сентября 2015 г.

რუსუდან –მეტრეველი –ჭელიძე: საკუთარი ხელით შექმნნილი სამოთხიდან ზეციურ სამოთხემდე!




0
მისაღებ ოთახში კარადის თავზე კერამიკის ნივთებს მოვკარი თვალიჩემი მზერა ერთ-ერთ ნივთსდიდხანს შერჩასაოცარი გამომსახველობით შექმნილ თიხის ფიგურას მსუბუქი იუმორიფერთა მკვეთრიშეხამება სიცოცხლეს მატებდა და გასაოცარ კომპოზიციას ქმნიდა...– რა სილამაზეა?– ცოტა ხმამაღლა გამომივიდა ფიქრი.– „იების გამყიდველი ბიჭუნა“ – ასე ეწოდება, ყველაზე მეტად უყვარდა ბებიას ეს ნამუშევარიგინდაუფრო ახლოს ნახო?! – რუსუდანმაისერომ პასუხს არ დაელოდათიხის ფიგურა მაგიდაზე ჩამოდგა.ვიდრე ნამუშევრის დათვალიერებით ვიყავი გართულითვითონ მეორე ოთახში გაუჩინარდაცოტა ხანშიძვირფასი პოლიგრაფიით ნაბეჭდი დიდი ფორმატის წიგნითძველი ფოტოებითა და გაყვითლებულიგაზეთებით დაბრუნდა და გვერდით მომიჯდანელ-ნელა ყველაფერი მაგიდაზე ჩამოალაგაფოტოებისდასტა გაშალაიქიდან ერთი ფოტო ამოარჩია და თხრობა დაიწყო:
 რუსუდან მეტრეველი-ჭელიძე, რომლის სახელსა და გვარს დღეს მე ვატარებ,- ბებიაჩემი იყო. იგი მხატვარ კერამიკოსი გახლდათ. სამწუხაროა, რომ მისი ბევრი ნამუშევრის მხოლოდ ფოტო მასალა გვაქვს შემონახული, რადგან ნამუშევრების უმრავლესობა გაბნეულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. რაც 11995614_1038201289547384_1772383794_nაკადემია დაამთავრა, მას მერე, სიცოცხლის ბოლომდე თავისი საქმის ერთგული დარჩა. თიხაში აცოცხლებდა ქართულ ფოლკლორს, კარგად მივიწყებულ ქართულ ორნამენტს საკუთარი უსაზღვრო ნიჭისა და ფანტაზიის წყალობით ახლებურად აფერადებდა, ახალ სიცოცხლესა და ბრწყინვალებას სძენდა. ის წლები, როდესაც იგი მოღვაწეობდა, საქართველოში კერამიკის აღორძინების წლებად არის მიჩნეული. ალდე კაკაბაძის, რეზო მეტრეველის, რეზო იაშვილის, ჟუჟუნა ფოჩხიძის და ბევრი სხვა ხელოვანის გვერდით ბებიასაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ხელოვნების ამ დარგის განვითარებაში. უფრო ახალგაზრდა, აკადემიის პერიოდში ფაიფურზეც მუშაობდა. ხშირად მზა, უცხო ფორმას ოქროს საღებავებით საკუთარი კომპოზიციით შექმნილ ნახატს არგებდა, შემდეგ ასეთი ნამუშევრები ჭიქურზედა მხატვრობით იმკობოდა. აკადემიის პერიოდში ფაიფურში პირველად მუშაობდნენ ისეთი გამორჩეული მხატვრები, როგორებიც იყვნენ: ეკატერინე ბაბლიძე, მიხეილ გიორგაძე, ევგენი ხაჩიძე, ივანე ბუზარიაშვილი, აბესალომ (კუკური) ბარამიძე, მერი ჯალაღანია, გივი ყანდარელი, მადლენა ბაიდაშვილი, ანა ნაჩარიანი, მედეა ჩიხლაძე, ირინე გაჩეჩილაძე, სულხან სულხანიშვილი, გულნარა გოგიჩაიშვილი, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, როგორც ამ საქმის პიონერები. მათ შორის გახლდათ ბებიაჩემი – რუსუდან მეტრეველი – ჭელიძეც.
11992203_1038201259547387_1698093737_nძველი გაცრეცილი ფოტოდან იშვიათი სილამაზისქალბატონის ღიმილი დროსა და სივრცეებს არღვევდა,ფოტოს სიძველეს ვერ გაეხუნებინა შეჩერებული წამითშემონახული მისი მშვენიერებაფოტოზე დიდი რუსუდანიდაახლოებით ჩემს წინ მჯდომი მისი მოსახელეშვილიშვილის ასაკის უნდა ყოფილიყორომელთა შორისმსგავსება აშკარა იყო.მგავს ხომ? –გამიღიმა და თხრობა განაგრძო.
ფერწარეზე მეოცნებე გოგონას მეგობარი შეუჩნდა თურმე და აკადემიაში ფერწერის ნაცვლად, კერამიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. რომ არა ეს ფაქტი, არავინ იცის იქნებოდა თუ არა ორმოცდაათზე მეტი გამოფენა, მათ შორის იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, შვეიცარიაში, კაიროში, უნგრეთში, ზაარბრიუკენში, ბულგარეთში, ნორვეგიაში, კვიპროსზე, ჩეხოსლოვაკიაში, ბელგიაში, დორტმუნდში, საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც მისი სახასიათო ჟანრის საოცრად პლასტიკური, საოცრად გამომსახველი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. განსაკუთრებული ხელწერის ადამიანი იყო, რომ არა მისი მოკრძალებული 11997407_1038201262880720_450003838_nხასიათი, გაცილებით დიდ აღიარებას მიაღწევდა, მაგრამ ამბიციური არ გახლდათ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეეძლო. ქმნიდა იმიტომ, რომ უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა შემოქმედებითი პროცესი. იგი ნამდვილი ხელოვანი იყო!
გამოფენებში მონაწილეობდაო მითხარითალბათ საკუთარშთაბეჭდილებებს გიყვებოდათგამორჩეული ნამუშევარი თუ ჰქონდა?
ხშირად იხსენებდა და განსაკუთრებული სიხარული იპყრობდა, როდესაც საუბრობდა 1970 წელს იტალიაში, ჩატარებულ მხატვრული კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მისი ნამუშევრები დიპლომებით დაჯილდოვდა. ეამაყებოდა “იების გამყიდველ ბიჭუნას” და “მრავალშვილიან დედას” ხელოვნებათმცოდნენი განსაკუთრებით რომ გამოყოფდნენ და ერთხმად აღიარებდნენ. თუმცა, თვითონ არცერთი ნამუშევრის გამორჩევა არ უყვარდა. თვლიდა, რომ ყველაფერში ერთნაირად ჰქონდა ჩაქსოვილი სითბო და სიყვარული.
11997978_1038201296214050_787319363_n- როგორი ხასიათის იყო თავად? მისი ხასიათი ნამუშევრებზე თუ აისახებოდა?
საოცარი იუმორის ადამიანი, თავადაც ბავშვივით ცელქი და მოუსვენარი ყოველდღიური პრაქტიკული ცხოვრებიდან ძალიან შორს გახლდათ. სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობდა. ამიტომ დიდად არ უჯავრია, როდესაც ბინის გაქურდვისას მისი ნამუშევრები, მათ შორის მისი სადიპლომო ნამუშევარი “ყავის სერვიზი” ხელს გააყოლეს. დედა ამბობს ნივთების მონა არასდროს ყოფილაო. თავის ნამუშევრებს სიამოვნებით გააჩუქებდა და ოჯახისთვის უკეთესის გაკეთებას სულ სამომავლოდ გვპირდებოდაო. ჭიქურების ფერადოვანი ეფექტების შეხამების უზადო ნიჭი მას ყოველთვის საშუალებას აძლევდა პლასტიკისა და ფერის ენით ამეტყველებული მაღალმხატვრული კერამიკული ნაწარმოებები შეექმნა. რუსუდან მეტრეველ-ჭელიძეს ფერის შექმნის საკუთარი, პატარა საიდუმლო ჰქონდა, რომელიც მის ნამუშევრებს ინდივიდუალობას სძენდა. იუმორსაც ხშირად მიმართავდა. ათასი სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრიდან შემიძლია ამოვიცნო მისი ხელწერა.
11998112_1038201276214052_407583525_n- განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა შვილიშვლებთანო.როგორი იყო თავის მოსახელე შვილიშვილთან მარტოდ დარჩენილიშემოქმედი?
რუსუდანი ერქვა, მაგრამ ყველა გულიკოს ეძახდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც ნამდვილი სახელით მიმართავდა. ძალიან უყვარდა სახელი რუსუდანი, როდესაც ამ სახელით მიმართავდნენ, ძალიან უხაროდა. მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით უყვარდა ჩემს მეგობრებთან, საკუთარ მოწაფეებთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, ახალგაზრდებთან კონტაქტი – ეს მისთვის შთაგონების წყარო იყო! საშინლად არ მოსწონდა სიტყვა “ბებერი” და თუ წამომცდებოდა, მაშინვე მისწორებდა: “ბებერი” არა, “მოხუციო”. თუმცა სიბერეშიც არ თვლიდა თავს მოხუცად. მართლაც, სულ ახალგაზრდასავით იყო. სიცოცხლის მოყვარულს სიკვდილზე ლაპარაკი არასდროს უყვარდა.
- დაუსრულებელი პორტრეტის შესახებ გვიამბეთ.
11998739_1038201239547389_416853126_nდაკვირვება ადამიანებზე – ეს მისი დამახასიათებელი თვისება იყო. “ნურაფერი გეგონება, მხოლოდ მხატვრის თვალით გიყურებო!” – ხშირად მეტყოდა ხოლმე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიზეპირებდა. როგორც გითხარით, იცოდა ხოლმე ამგვარი დაკვირება. თუმცა, ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე თავს სუსტად გრძნობდა, მზერა კიდევ უფრო სხვანაირი გაუხდა. უფრო ხანგრძლივი და სევდიანი. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ცქერის ტკბობის წუთებს იხანგრძლივებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან მიატოვა თავისი საყვარელი აკადემია, გარემო, მეგობრები, თანამშრომლები, საყვარელი ქალაქი და პაპაჩემთან ერთად კასპში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეუღლემ საკუთარი პატარა სახელოსნო (საწარმო) მოუწყო. იქ მუშაობდა, ამიტომ ყოველდღე ვერ ვნახულობდი. ერთხელ, როდესაც მასთან ვიყავი ჩასული, ჩემი პორტრეტის ხატვა დაიწყო. აბიტურიენტი გამოცდებისთვის ვემზადებოდი, მეტად დაკავებული ვიყავი და ბებიასთან ჩასვლა დიდხანს ვერ მოვახერხე. მას ერთი თვე არ ვყავდი ნანახი, ეტყობა წინასწარ გრძნობდა რაღაცას და დაწყებული პორტრეტის დასრულებას ნატურის გარეშე შეეცადა. პატარა ფურცელზე უვარჯიშია და ჩემი თვალი გამოუყვანია. საოცარია, რომ მან ზეპირად შეძლო დაეხატა ჩემი თვალი მთელი სიზუსტით! რომლის პორტრეტზე გადატანა სამწუხაროდ, არ დასცალდა, უცნაურად მეჩვენებოდა ისიც, რომ ბოლო წლებში, რატომღაც ყოველ ხუთშაბათ დღეს მაცხოვრის ხატთან სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. ამას ცოტა მოგვიანებით ვუპოვე ახსნა, როდესაც იგი ამაღლების დღესასწაულზე, სწორედ ხუთშაბათ დღეს გარდაიცვალა. იმ დღეს ხატვა მიუტოვებია და სალოცავად ასულა. პაპაჩემს სახელოსნოში რომ ვერ უნახავს, შეშინებია. გვითხრა: ძებნა დავუწყე. ზემოთ რომ ავედი, მეორე სართულზე ოთახში დამხვდა, ხატთან გულმხურვალედ ლოცულობდაო. საღამოს ისევ კერამიკაზე იმუშავა. დაასრულა თავისი ჩვეული დღე და დასაძინებლად რომ ემზადებოდა. ერთი სიტყვით – „გიკვდებიო“…პაპას გამოეთხოვა და გარდაიცვალა. არ უყვარდა ადამიანების შეწუხება. არ უავადმყოფია. როგორი მოკრძალებულიც იყო ცხოვრებაში, ისე მშვიდად გაიყვანა უფალმა . ერთხელ გვითხრა: მე რომ მოვკვდები, არ მინდა ბევრი ხალხი შეწუხდესო.
12000053_1038201266214053_1999341354_nკეთილი, მოსიყვარულე და მოალერსე ადამიანი გახლდათ. ყოველთვის უნდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი, ხშირად მაძლევდა შენიშვნებს, მასწავლიდა, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ გამეკეთებინა თმები, როგორ ჩამეცვა, როგორ გამეცინა , როგორ მელაპარაკა, არისტოკრატი ქალი იყო, დახვეწილი მანერებითა და გემოვნებით , გაცნობისთანავე შთაბეჭდილების ქვეშ გაქცევდა, თავად ინტელიგენტი, მუდამ ამ სიტყვის მნიშვნელობას მასწავლიდა. მეუბნებოდა, მთავარია, იყო ინტელიგენტი! მისი დარიგებები ყოველთვის მისაღები იყო. არ ვიცი, დაუსრულებლად შეიძლება ბებიაზე საუბარი. მის გასვენებაში ვინ აღარ მოდიოდა მისი ნეშტისთვის ბოლოჯერ რომ მიეგო პატივი. ბევრ გაზეთშიც დაიბეჭდა მის შესახებ. წერდნენ მასზე, როგორც დიდ ხელოვანზე. მეამყება, რომ მისი სახელი დღესაც უკვდავია.
ამაღლების დღეს ამაღლდა ზეცაში. მან მის მიერ საკუთარი ხელით შექმნილი სამოთხიდან ზეციურ სამოთხეში დაიდო ბინა!
- დღეს თუ არიან ამ საქმის გამგრძელებლებიმისი შვილიშვილებიდან ვინმეს თუ გადაეცა მისი ნიჭითავადთუ გასწავლიდათ თავის ხელოვნებას?
11992530_1038201299547383_1027281012_nყოველთვის გვიყვებოდა საუკუნეების მანძილზე კერამიკული ხელოვნება ხალხურმა რეწვამ როგორ შემოინახა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ადგილობრივი ცენტრები, სადაც უწყვეტად მზადდებოდა საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერამიკის ნიმუშები. შემდეგ ქართული ხალხური როგორ შეავიწროვა დასავლეთ-ევროპული საქარხნო კერამიკულმა ნაწარმმა, რომელმაც, ქალაქების ბაზრებიდან განდევნა შინამრეწველური ქართული კერამიკა. შემდეგში როგორ დაიწყო გამოცოცხლება ხელოვნების ამ დარგმა. მახსოვს, ამ პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენაზე – მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსებაზეც გვესაუბრა. ასევე, უკვე ახლად დაარსებული სამხატვრო აკადემიას, როგორ შეემატა კერამიკული სახელოსნო; როგორ გაჩნდა კერამიკის ფაკულტეტი, რომელიც შემდეგ თავად დაამთავრა. მართლაც აღსანიშნავია, რომ აკადემიაში იყო დრო, არსებობდა ვრცელი ქიმიური ლაბორატორია, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თიხის ნედლეულის შესწავლა ხდებოდა. იყო კერამიკული ქარხნები, ეს ხელოვნება შემდეგ კიდევ უფრო მეტად განვითარდა და სახელმწიფოს კარგ მოგებასაც აძლევდა.
დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე წარმოება ახლა დიდი ფუფუნება გახლავთ. ეს დარგი თეორიულად შეიძლება მაღალ დონეზეც ისწავლება, თუმცა პრაქტიკა გადამწყვეტია! შესაბამისად, დასანანია, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცეს. სწავლას რაც შეეხება, ბევრი საიდუმლო რეცეპტი დაგვიტოვა. როგორ აზავებდა ფერებს. რა ტექნოლოგიას იყენებდა ამა თუ იმ ფერის, ასევე „დაჟანგული“ ეფექტის მისაღებად. ჩემი დიდი სურვილია, მის მიერ თიხაში დატოვებულ ნაკვალევს გავყვე, მის საქმეს სული შთავბერო. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება. იმედს ვიტოვებ, გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ დიდი საქმის აღორძინებაში დამეხმარება. ყველაფერთან ერთად საგულისხმოა, რომ კერამიკული მხატვრობა, კერმიკული წარმოების აღდგენა ქვეყნისთვისაც მომგებიანი იქნება.
- როგორც ვიციბებიის ნიჭი ორივე და ძმას გამოგყვათ
იმის დაჩემება, თითქოს მე მასავით შემიძლია თიხისთან მეგობრობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მქონდა რამდენიმე მცდელობა და როგორც მეუბნებიან ამას კარგი შედეგი მოყვა. პოლონეთში ყოფნის დროს, სადაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაში მომიწია მუშაობა. იქ ერთი-ერთი თერაპიული კურსი, რომელიც ამ ადამიანებს უტარდებოდათ, სწორედ კერამიკა გახლდათ. იქ ბევრი რამ გამოვძერწე. ერთი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა, სამახსოვროდ წამოვიღე საქართველოში. ამბობენ, რომ ჩემი ეს ნამუშევარი ვიზუალურად ძალიან გავს ბებიაჩემს, თუმცა მასზე მუშაობისას ამაზე არ მიფიქრია. ჩემი მხატვრული ნიჭიც იქ აღმოვაჩინე, მხატვრების ჯგუფში მუშაობისას. გარემო, რომელიც იქ დამხვდა, ჩემთვის ძლიერი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. მოკლედ, უცხო მიწაზე, პოლონეთში გამოვამჟღავნე ჩემი ეს გენეტიკური ნიჭი. ჩემი ძმა კარგად ხატავს. პროფესიით მხატვარ-არქიტექტორია. მგონია, ბებია რომ არა, თიხა ასე არ შემიყვარდებოდა…. თიხა, კერამიკა, ჩემთვის ბებიაჩემთან ასოცირდება. მასთან შეხებისას ბებიასეულ სითბოს ვგრძნობ, ასე ახლობელს და მშობლიურს. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს უნდა განიცადო.
რუსუდან მეტრეველი -ჭელიძე 2001 წლის 24 მაისს , 75 წლის ასაკში გარდაიცვალაასე „თიხასთან თამაშშიგავიდა მისი ცხოვრებათუმცა შვილიშვილის დაუმთავრებელ პორტრეტთან ერთად განუხორციელებელიდარჩა უამრავი გეგმა , თან წაიღო იმედირომ მისი მოწაფეებიდან ვინმე შეძლებდა მისი საქმის ღირსეულადგაგრძელებას.როგორც ამბობენ ,კერამიკა გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი იმ დარგთაგანიარომელიც ყველაზე ახლოსაახალხის ცხოვრებასთანმის ყოფასა და საქმიანობასთანამასთანიგი ყველაზე წმინდად ინახავს უძველესშესანიშნავ ტრადიციებსმცირე ზომის კერამიკული ფიგურები “აკვანთან“, “ტყუპები“, “დედა ენა“,” ლუარსაბიდა დარეჯანი“, “მიტუა” და ბევრი სხვახელოვანი ქალბატონის მხოლოდ მისეული ხელწერით არის შექმნილი.
მიდიან ადამიანები და მათ ნაკვალევს ვერაფერიო შლისასე შემოინახა რუსუდან მეტრეველიჭელიძისგაუხუნარი ხსოვნა ქართულმა კერამიკულმა ხელოვნებამშემოქმედის მიერ საკუთარი ნამუშევრებივითსაინტერესოდ გამოძერწილი ცხოვრებათიხაში ამღერებული პოეზიარომელმაც მისი გარდაცველების შემდეგკიდევ უფრო მეტი შინაარსი შეიძინაცხოვრებარომელიც სიცოცხლეში და სიკვდილის მერეც მაშინდელიუბადლო ოსტატების – ალდე კაკაბაძისრეზო მეტრეველისეკატერინე ბაბილაძისნანა ბოტკოველისოთარვეფხვაძისირინა გაჩეჩილაძისრაისა ეკალაძის,შოთა ციციშვილისთენგიზ გიგაურისქეთევანკარგარეთელისნანა კიკნაძისშოთა ნარიმანიშვილის და სხვათა მიერ თიხაში დატოვებულ ნაკვალევსაერთიანებს.ბახტრიონის ქუჩიდან კუტუზოვზე შევუხვიეთცოტა გავიარეთ და საირმის აღმართსაც ფეხით ავუყევითმერეიყო ლიფტამდე მოკლე კიბეგზადაგზა ბევრს მესაუბრებოდა რუსუდანი და ბებიის სახლისკენ მიმიძღვოდა,მეოთხე სართულზე ლიფტიდან როგორცკი გამოვედით ხელში მომარჯვებული გასაღები რკინის კარსმოხერხებულად მოარგოგადაატრიალა და კარში შემიძღვა.სწორედ ამის მერე დავეხმარე ყოველივე ზემოთ თქმული თქვენამდე მომეტანა ძვირფასო მკითხველო.ბევრისთვის კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინაზოგისთვის გაგვეცნო ადამიანირომელიც საკუთარიშემოქმედებით ქართული კულტურის ღირსება გახლავთ.
ირმა მირზაშვილი

კომენტარები

2 კომენტარი