воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღეს ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.


ქართლოს ღარიბაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველ იურისტი და პოლიტიკურ მოღვაწე ქართლოს ღარიბაშვილი 1954 წლის 25 აპრილს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ბოგვში( ახლანდელი ჯორჯიაშვილი)დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსიდან გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში“. 1976-1983 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში. 1992-95 წლებში იგი საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დემოკრატის“ თავმჯდომარე იყო. 1995 წ. მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი. მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში.
სოფელ ბოგვში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე საკუთარი სახსრებით ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია. მის სახელს უკავშირდება ამავე სოფლის კიდევ ორი ეკლესიის აღდგენა.
ქართლოს ღარიბაშვილი 2014 წლის 31 ოქტომბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფლის იმ უბანს სადაც პოლიტიკური მოღვაწე გაიზარდა ქართლოს ღარიბაშვილის ქუჩა ეწოდა.
ქართლოს ღარიბაშვილი დაკრძალულია სოფელ ბოგვში, საგვარეულო სასაფლაოზე.




Комментариев нет:

Отправить комментарий