понедельник, 20 апреля 2015 г.

ინგა ბერიკაშვილი – ორმა რელიგიამ დამანახა ის, რომ ღმერთი ერთია, რადგან უფალი სიყვარულია

10671318_947259655308215_619485335520198582_n
 0
„როდესაც დედა გაჰყვა მამას ცოლად, ოჯახმა უარყო საკუთარი ქალიშვილი, რადგან მამა აზერბაიჯანელი იყო. ჩემს ბებიასა და პაპაზე ბევრი ვისაუბრე. მათთვის თავიდან დიდი ტრაგედია აღმოჩნდა  ეს ამბავი. დროთა განმავლობაში მამამ შეძლო საკუთარი პიროვნული თვისებებით მოეხიბლა ისინი. თუმცა ეს ფაქტი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მაინც აისახა, რადგან მუდმივად ქართველებისთვის აზერბაიჯანელი ვიყავი, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის კი – ქართველი. ადამიანების სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩემ მიმართ დაუცველს მხდიდა და ტრავმას მაყენებდა. შესაძლოა, შემდგომში ჩემი პროფესიული არჩევანი „ადამიანის უფლებების დაცვა“ ამ ფაქტმაც განაპირობა“. – ინგა ბერიკაშვილი „პერსონაში“.
 – საინტერესო ბავშვობა გქონდათ…
–  ცხრა თვის ორსული დედა სტუმრად იყო მშობლებთან, ახმეტის რაიონში. ასე დავიბადე სოფელ მაღრაანში. პატარაობიდან მეამაყებოდა, რომ ხარება და გოგიას სოფელში დავიბადე. მამაჩემი,  ნაღდი ვერელი კაცი ჯუმბერ მამედოვი ფილარმონიის დირექტორის – დორიან კიტიას მძღოლი იყო. დედა – ფილარმონიის მთავარი მოლარე. მოგეხსენებათ, კომუნისტების დრო. ორივეს მეტად საპასუხისმგებლო დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა  და სანამ სასკოლე გავხდებოდი, ბებიასთან და პაპასთან, სოფელ მაღრაანში ვიზრდებოდი. ბრძენი ქალი იყო ბებიაჩემი. თუშის ქალი – მარიამ ჯააძე. პროფესიით ფილოლოგი, სკოლის მასწავლებელი გახლდათ. პაპა, გიორგი ბერიკიშვილი, რუსულის სპეციალისტი, იმავე სკოლის დირექტორი იყო. მთის ხასიათი, სიმამაცე და ქვეყნის სხვანაირი სიყვარული გენეტიკურად მათგან გადმომეცა. ისინი იყვნენ ის საოცარი ადამიანები, რომელთაც ჩემს აღზრდაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვით.
მაშინ ჯერ მხოლოდ 3 წლის თუ ვიქნებოდი. საღამოობით, ბუხართან მჯდომი, პაპასთან ერთად ვუკრავდი ფანდურს და ბებიასთან ერთად ვმღეროდი თუშურ სიმღერებს. შაირობაც მეხერხებოდა.  მერე როგორი ბრძნული ზღაპრების გამოგონება იცოდნენ.
მალე სასკოლე ასაკმა მომიწია და მშობლებმა თბილისში წამომიყვანეს. სკოლა მთაწმინდაზე დავამთავრე. სოფელი, ბებია და პაპა სულ მენატრებოდნენ. ძალიან მიყვარდნენ და ამიტომ ხშირად ჩავყავდი მშობლებს.  მე რას შევედრები იმ ბუმბერაზ ადამიანებს, ვინც სოფლად იყვნენ გაზრდილნი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სოფელი დიდი სკოლაა, სადაც ადამიანობას, სიკეთეს და სიყვარულს სწავლობ. მოყვასის ტკივილის გაზიარება, თანადგომა, ნებისმიერ სიტუაციაში დათმინებით გამოსავლის ძებნა, ადამიანებთან ურთიერთობისას სიხარულის, სიყვარულის გამოხატვა. პოზიტიური გარემოს შექმნა ჩემი ტკბილი ბებიისა და პაპის მაგალითზე ვისწავლე.1960110_947259681974879_4820524585442014110_n
ახლა ხშირად მაგონდება მათი შეგონებანი. მაშინ ყურს რომ არ ვათხოვებდი. ახლა ვხვდები, ისე დალექილა ქვეცნობიერში, რომ ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს, თავში უნებლიეთ აღმოცენებული, ყველანაირ პრობლემაზე ანტივირუსივით მოქმედებს. ამიტომ არის, რომ ბავშვს მუდამ უნდა ესაუბრო. რომ გგონია, ყურს არ გიგდებს, მერე დიდობაში, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გაიხსენებს და გამოიყენებს.
- მომავალი პროფესია როგორ აირჩიეთ?
– ოჯახს ეგონა, რომ მსახიობი გამოვიდოდი, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, სკოლიდან ერთი საკონკურსო გამოცდით, 1996 წელს, მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ამ დროისთვის ჩემი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ მე იძულებული გავხდი, რომ დავრჩენილიყავი და მესწავლა. პარალელურად ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მიყვარს.
- სპორტის სხვადასხვა სახეობას სერიოზულად მისდევდით…
– დიახ. ტანმოვარჯიშე ვიყავი, ორგზის ჩემპიონი გარბენებში. ასევე 12 წელი ვცეკვავდი. მე-9 მუსიკალური სკოლა დავამთავრე. ვცეკვავდი ასევე „ლაგუნა ვერეზე“ სინქრონს. ჩემი ძმა, ელდარ მამედოვი, საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრი იყო და ვინაიდან ჩემი ძმის გარეშე ვერ ვძლებდი, მეც სინქრონზე მიმიყვანეს.
- ადვოკატობის პერიოდი…11082515_947260148641499_6227287419102350352_n
– 2003 წლიდან უკვე ადვოკატი გავხდი და უფრო აქტიურად დავიწყე ადამიანის უფლებების დაცვა, შემდეგ 2006 –წლიდან პატიმართა უფლებებს ვიცავდი. სრულიად უანგაროდ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში ვმუშაობდი. იმდროისთვის ყველას ეშინოდა ხმამაღლა საუბრის და როდესაც 2006 წელს მე-7 საპყრობილეში არაადამიანურად და სასტიკად აწამეს პატიმრები, მე ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე ტელევიზიების მეშვეობით,  ასევე გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ვაცნობე. თუმცა, სანამ 2012 წლის ოქტომბერს არ შევცვალეთ ხელისუფლება, სამართალს ვერ მივაღწიე. 2010 წელს წამების ფაქტები რომ ჩავიტანე პოლონეთის დედაქალაქში, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო, მიღების დროს ვარშავის აეროპორტში„სოდი“ დამხვდა. მართალია, ჩემი ორგანიზაცია მიცავდა, მაგრამ ხშირად აზერბაიჯანის საელჩოსაც მივმართავდი ხოლმე, რადგან ისეთი ხალხი მყავდა გადაკიდებული პატიმრების გამო, რომ რეალური საფრთხე არსებობდა. სამწუხაროა,რომ ის ღირებულებები, რაც მე გამაჩნია, პოლიტიკაში ვერ ვიპოვე, რადგან ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმართლე და პატიოსნებაა, რაც ქართულ პოლიტიკას აშკარად აკლია.
- იყო მაღალი თანამდებობა, რომელიც მალევე დატოვეთ…
–  როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან საპასუხიმგბელო თანადებობაზე დავინიშნე, კერძოდ, შსს გენინსპექციის ოპერატიულის მოადგილე ვიყავი. ძალიან გამიჭირდა თავიდან შეგუება, რადგან წინა ხელისუფლების დროს იმდენი ცუდი გადავიტანე, რომ პოლიციიის დანახვაზე საშინელი ემოციები მიპყრობდა. ბედის ირონია იყო, რომ უცებ შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. ახლა პატრული მაჩერებდა და საბუთების ნახავის შემდეგ დიდი პატივისცემით მეპყრობოდა.10435662_947260128641501_870579747517376405_n
მე გაზაფხულზე დავტოვე თანამდებობა და ისევ „ოცნებაში“ დავბრუნდი, რადგან ასე ჩავთვალე საჭიროდ. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ახლოს კონტაქტი. თუ შემიძლია დახმარება, ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. თუმცა ბევრჯერ გულნატკენიც დავრჩენილვარ საზოგადოების მხრიდან, რადგან ხალხს ძალიან მალე ავიწყდება ყველაფერი. ზოგადად, გული მტკივა ხოლმე, როცა „ოცნებას“ აიგივებენ „ნაციონალებთან“. ამას ვინც ამბობს, აშკარად არ გაუვლია ის ტანჯვა.
- ჯერ კიდევ პატარა, 90-იანი წლების საქართველოს მოვლენების ეპიცენტრში იყავით…
– 
დიახ, ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ იქვე ვცხოვრობდი. 9 წლიდან მოვლენების ეპიცენტრში ვარ. ძალიან აქტიური მოზარდი ვიყავი და ყველა მიტინგზე დავდიოდი. ძმათამკვლელ ომშიც მოვყევი, მაშინ ჩემმა ძმამ ძლივს გადამარჩინა. ცეკვაზე დავდიოდი მაშინდელ პიონერთა სასახლეში და ომი რომ დაიწყო, მიტინგზე ვიყავი გაპარული. ძალიან მიყვარს ეს ჩემი საქართველო.
- ბევრი გულშემატკივარი გყავთ…
– 36 წლის ვარ და ყველაზე დიდ მიღწევად, რაც მიმაჩნია, ეს არც თანამდებობაა, არც კარიერა და არაფერი, გარდა ხალხის სიყვარულისა. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უცხო ადამიანი გეფერება და მადლიერია. მინდა ყველას მივმართო: გვიყვარდეს ერთმანეთი. როდესაც გული სიყვარულითაა სავსე, სიძულვილის ადგილი აღარ რჩება. დრო ყველას გასცემს თავის პასუხს, ჩვენ კი სიყვარული დავიბუდოთ გულებში.
- როგორც ამბობენ: ბედნიერებას სად ეძებთ?
ის ჩვენშია. მხოლოდ სიყვარულით სავსე გულია ბედნიერი.
- თქვენი ძმისგან განსხვავებით, რელიგიად მართლმადიდებლობა აირჩიეთ…11007737_947259925308188_1852843407481221423_n
– მე, 18 წლისა, მოვინათლე ისე, რომ სახლში არავინ იცოდა. როდესაც მეგობრებთან ერთად ლოცვას ვესწრებოდი და მამაო წირვისას იტყოდა კათაკმეველი განვიდეს ეკლესიიდანო, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ატირებული ვტოვებდი  ტაძარს, რადგან ლოცვაზე დასწრების უფლება არ მქონდა. ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, წავსულიყავი და ჩუმად მოვნათლულიყავი. ქაშუეთში, მამა შიომ მომნათლა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა ყველა რელიგიას ვცემ პატივს, რომელიც სიკეთისკენაა მიმართული.
- ორი სარწმუნოების ოჯახიდან ხართ. რა დაგანახვათ ორმა რელიგიამ?
– დიახ, როდესაც დედა გაჰყვა მამას ცოლად, ოჯახმა უარყო საკუთარი ქალიშვილი, რადგან მამა აზერბაიჯანელი იყო. ჩემს ბებიასა და პაპაზე ბევრი ვისაუბრე. მათთვის თავიდან დიდი ტრაგედია აღმოჩნდა  ეს ამბავი. დროთა განმავლობაში მამამ შეძლო საკუთარი პიროვნული თვისებებით მოეხიბლა ბებია და პაპა. თუმცა ეს ფაქტი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მაინც აისახა, რადგან მუდმივად ქართველებისთვის აზერბაიჯანელი ვიყავი, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის კი ქართველი. ადამიანების სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩემ მიმართ მაშინ ძალიან დაუცველს მხდიდა და ძალიან მანერვიულებდა. შესაძლოა, შემდგომში ჩემი პროფესიული არჩევანი „ადამიანების უფლებების დაცვა“ ამ ფაქტმაც განაპირობა. თუმცა დღეს ეს ფაქტი ძალიან მეამაყება, რადგან ვხვდები. მამაჩემი ყველაზე დიდი ქართველია, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი ქვეყანა. ორმა რელიგიამ დამანახვა ის, რომ ღმერთი ერთია, რადგან უფალი სიყვარულია. ასეა, ჩემი ოჯახი ორ სარწმუნოებას აერთიანებს. ჩემი ძმა მამის სარწმუნოების ერთგული დარჩა. მე დედის რელიგია მართლმადიდებლობა ავირჩიე. ეს არის ოჯახი, სადაც მუდმივად ყველა ტრადიცია სიკეთეზეა აგებული. ჩვენს ოჯახში მართლმადიდებლები პატივს ვცემთ მათ სარწმუნოებას, ისევე როგორც ისინი, თავის მხრიდან, ჩვენს ქრისტეს. აქ მთავარი ის არის, რომ ორივე მხარე ერთმანეთისთვის სიკეთის მოტანაზე, ოჯახურ განვითარებაზე ზრუნავს. ასეა სახელმწიფოც: სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთ რამეზე, სიკეთეზე, ქვეყნის განვითარებაზე თავისებურად უნდა ზრუნავდნენ.
- პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ…11027481_947260191974828_1749435398591174834_n
– ძალიან რთული და მძიმე პერიოდი გავიარე 1996 წლიდან დღემდე და უკვე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებას უნდა მივხედო, რადგან რაც არ უნდა წარმატებული ქალი ვიყო და მქონდეს ყველაფერი, ყველაზე მთავარი არ მაქვს –ოჯახი! მე ვთვლი, რომ დადგა დრო, ცოტა ხანი პოლიტიკას შევეშვა და ოჯახს მოვეკიდო. ოჯახი ადამიანის სახეა და სწორედ ჩემებური ოჯახის სახე მინდა შევქმნა. ესეც ერთგვარი ვალია ჩემი სამშობლოს წინაშე.
- რამ შეიძლება შეარიგოს ორი დაპირისპირებული მხარე. რას ურჩევდით მათ?
– მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა, დათმინებამ, პატიებამ. ამბობენ, როცა ვინმე გაწყენინებს, შეხედე მას, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, დას, ძმას, ვისაც სიყვარულით მუდამ მიუტევებ და პატიება მეტად გაგიადვილდებაო. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი ოჯახი ამის ნათელი მაგალითია.
- როგორ ფიქრობ, რატომ ზრდიდნენ ჩვენი თავადები შვილებს გლეხის ოჯახებში?
– ზუსტად იმიტომ, რომ უფალთან ახლოს ყოფილიყვნენ, ენახათ რა არის გასაჭირი, რომ გაეგოთ იმისი ფასი, რაც გააჩნდათ უფლისგან და ასევე ესწავლათ თავმდაბლობა. ახლა კი რას ვაკეთებთ? ჩვენ ვცდილობთ, არაფერი მოვაკლოთ ჩვენს შვილებს. თბილი, ღუნღულა ტანსაცმელი; ყველა სიკეთესთან ერთად უახლესი მოდელის ტელეფონით ავღჭურვოთ და ისე გავუშვათ სკოლაში; მეტიც, ზოგიერთ ორმოცი წლის კაცსაც დედა უწყვეტს პრობლემას. ვიცი ოჯახები, გულხელდაკრეფილ ამხელა კაცებს ცოლ–შვილს ისევ დედ–მამა რომ უნახავს. ეს სირცხვილია. არავისგან სასწავლი არაფერი გვჭირს, რადგან როდესაც საქართველო კულტურულ და რელიგიურ ისტორიის საუკუნეებს ითვლიდა, ზოგი ბუმბერაზი ქვეყანა ჯერ კიდევ არ არსებობდა რუკაზე. ერთადერთი, რაც ჩვენ გვიშლის განვითარებასა და წინსვლაში ხელს, ეს არის ერთმანეთის მიმართ არსებული შური, ბოღმა. სხვისი ნიჭის არდაფასება. საკამრისია ეს გადაილახოს, რომ ჩვენზე ბედნიერი ერი და ძლიერი ქვეყანა არ იარსებებს. ამდენი უბედურებების მერე, დიდი აგრესიაა გარშემო. ამ გასულმა წლებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას და ამას დრო სჭირდება, რომ მისი რეაბილიტაცია მოხდეს. მე ვთვლი, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა იყო, არის და იქნება. ამას მოწმობს ზუსტად ამდენი ეთნოსის არსებობა ჩვენს ქვეყანაში.
ირმა მირზაშვილი
1484692_947260151974832_7341918423804627199_n
10931139_947260141974833_4803595791794348617_n
11072949_947260158641498_1657135339179075060_n
11081378_947260208641493_8705784678831062027_n
11084240_947259651974882_1963279857155944213_n
11096511_947265498640964_8421773650838849390_n
11102900_947259701974877_8699336437796733370_n
11102998_947259698641544_2754505405613505934_n

გიორგი მელიქიშვილი: თბილისი – ნიუ-იორკი – თბილისი

BY  ON
11124713_951309098236604_1436992692_n
დიდი ხანი არ არის, რაც ყოველ შაბათს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სცენაზე უკრავს. ნელ-ნელა დარბაზი ხალხით ივსება. მისი მსმენელები სხვადასხვა ასაკისანი არიან. ეს გიორგი მელიქიშვილი გახლავთ. 20 წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფება. ნიუ- იორკის ერთ-ერთმა მუსიკალურმა გამოცემამ “New York City Jazz Record”-მა მას ნიუ – იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი უწოდა. 
დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი გიორგი მელიქიშვილი (მსოფლიოში ცნობილი ფსევდონიმით ჯორჯ მელ) დაიბადა თბილისში, თუმცა ის, როგორც მუსიკოსი აშშ-ში ჩამოყალიბდა. Magna Cum Laude, Berklee College Of Music -ის წარჩინებული სტიპენდიანტი, 2000 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბოსტონიდან ნიუ – იორკში გადავიდა, სადაც ის ნიუ – იორკის, ინტერნაციონალური ჯაზისა და კრეატიული მუსიკალური სცენის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში გიორგის დაკრული აქვს მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან: Esperanza Spaldingi, Mino Cinelu, Lionel Loueke, Leo Genovese, Badal Roy, Dom Salvadori, Gabriel Grossi, Leni Sterni და მრავალი სხვა. გიორგის წარმატებული საკონცერტო მოღვაწეობა კი მდიდარია გამოსვლებით ისეთ პრესტიჟულ და ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა და კლუბებში, როგორიცაა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer Head Inn…ამ ყველაფრის საფუძველზე ამერიკის მუსიკოსთა კავშირმა და ამერიკის მთავრობამ გიორგი მელიქიშვილს გამონაკლისის წესით აშშ-ს მოქალაქეობა მიანიჭა. „ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე არტისტის“ სტატუსის კატეგორიაში. 
2014 წელს, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე იგი თავისი ჯგუფით George Mel Quartet-ით წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მისი პირველი კონცერტი იყო საქართველოში და კონცერტის შემდეგ მან გადაწყვიტა, რამდენიმე ხნით სამშობლოში დარჩენილიყო. მას დიდი სურვილი აქვს ამერიკაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მუსიკოსებსა და მსმენელს გაუზიაროს.
გიორგი მელიქიშვილი დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარი გახლავთ.
- გიორგი, რა ასაკში შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
– ბავშვობიდან. დედაჩემი, ოლგა მელიქიშვილი პროფესიით პიანისტი გახლავთ. სამწუხაროდ, სოლისტი ვერ გახდა, მაგრამ წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად და ჩვენს სახლში სულ ჟღერდა ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ჩაიკოვსკი… მამაც, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი იყო, დიდი მოყვარული გახლდათ მუსიკის. ასე რომ, მუსიკა ბავშვობიდანვე შემოიჭრა ჩემს სულში. დედა იხსენებს, სულ პატარა ასაკში, როგორ ვიცვამდი ნეკა თითზე ვინილის პირფიტებს და როგორ ვმღეროდი ყველაფერს, რაც ფირფიტაზე იყო ჩაწერილი. 5 წლის ასაკში შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ზედმეტად მკაცრი პადაგოგი შემხვდა, მალევე დავანებე თავი მუსიკას. შემდეგ ჩემმა ინტერესებმა სხვა სფეროში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, მშობლებმა ცურვაზე მიმიყვანეს. ძალიან გამიტაცა სპორტმა. სულ მალე წყალბურთელების გუნდში მოვხვდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ აქაც იჩინა თავი ჯანმრთელობის ახალმა პრობლემამ და სპორტსაც ჩამოვშორდი. შემდეგ ახალი ძალით თავიდან შემოიჭრა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ოჯახში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, მამაჩემის ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელიც დიდი მოყვარული იყო როკმუსიკის, კასეტა დარჩა ჩვენთან სახლში და ეს იყო ნამდვილი გადატრიალება ჩემთვის. დღემდე მახსოვს, რა ჯგუფები იყო ჩაწერილი იმ კასეტაზე: pink floyd, the beatles, deep purple, led zeppelin. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ჯგუფის ჩანაწერების შეგროვება. მშრალ ხიდზე მელომანებთან ერთად დიდ დროს ვატარებდი და ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მელომანობა აღარ იყო ჩემთვის საკმარისი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა მუსიკალურად და გამომეხატა საკუთარი თავი. თავის დროზე, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გამიჩნდა, ხელმეორედ და სპორტს თავი დავანებე, მამამ გიტარა მაჩუქა (ახლაც მაქვს ის გიტარა შენახული), მაგრამ მოხდა ისე, რომ (ისევ ბედისწერა იყო ალბათ) თითი ჩამყვა კარებში და მივხვდი, გიტარისტის კარიერასაც ვერ გავიკეთებდი. ასე დავუბრუნდი ჩემს ადრინდელ გატაცებას და სახლში არსებული ჯამ-ჭურჭლით გავაკეთე დასარტყამი ინსტრუმენი. როკ-ენ-როლით მოწამლული დიდხანს ვუკრავდი ჩემს ნახელავ ინსტრუმენტზე.
- თუმცა, თავიდანვე პროფესიად მუსიკა არ აგირჩევიათ…
– არა. სკოლის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა ჯარის თავიდან აცილების მიზნით ჩავაბარე სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. მაშინ მთავარი იყო, სადმე ჩამებარებინა, თორემ კი ვგრძნობდი, რომ ჩემი მოწოდება მუსიკა იყო. ბევრს ვუკრავდი, დამოუკიდებლად ვარჩევდი სხვადასხვა პარტიებს, მაგრამ ისევ სამოყვარულო დონეზე ვრჩებოდი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წელი იყო დარჩენილი, გავბედე და მივედი ჩვენი ფაკულტეტის დეკანთან, ვუთხარი, ახლა სტუდენტური ოლიმპიადა ახლოვდება, მე შემიძლია შევკრიბო ჯგუფი და ჩვენი ინსტიტუტის სახელით მივიღოთ მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში – მეთქი. ეს იდეა ჩვენმა დეკანმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა და ყველა პირობა შეგვიქმნა რეპეტიციების ჩასატარებლად. ვრეპეტიციობდით ტელეგრაფთან არსებულ კლუბში. ჯგუფის სხვა წევრები ჩემზე წინ აღმოჩნდნენ მუსიკაში, ზოგ მათგანს მუსიკალური სკოლაც კი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ რეპეტიციის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივდიოდი კლუბში და პარტიებს ვსწავლობდი. შემდეგ პროგრესისკენ წავიდა ჩემი მუსიკალური ზრდა. მაინც სხვა იყო ნამდვილ ინსტრუმენტთან შეხება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს დონე აღარ მაკმაყოფილებდა და სხვა ჯგუფს დავუწყე ძებნა. ასე გავიცანი ჩემი ინსტიტუტელი ზაზა ნარსია, სწორედ მან დამაკავშირა ჯგუფთან, რომელიც ბლუზს უკრავდა და ერქვა „ლიმუზინი“. 1989 წლის სექტემბერში უნივერსიტეტში შევხვდი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ვატო ვარაზს (ავთო ვარაზის შვილს). დასაკრავად სარდაფში ჩავედით, მაგრამ შუქი ჩაქრა და სამხატვრო აკადემიაში მოგვიწია წასვლა, იქ შედგა ჩემი მოსმენა. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის პირველი შემადგენლობა: ვატო ვარაზი, კახა კაკაბაძე, ზაზა ჩიმაკაძე და მე. შემდეგ იყო როკფესტივალი. ამ დროისათვის საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა. ჩვენ უნივერსიტეტის სარდაფში (რომელიც ნამდვილ კატაკომბებს გავდა) ვუკრავდით, იქვე ვატარებდით კონცერტებს. დარაჯი მოსყიდული გვყავდა. რაჭული ჭაჭის საფასურად უპრობლემოდ უშვებდა მსმენელს.
- როდის გახდით პროფესიონალი მუსიკოსი? 11139687_951309118236602_1731833662_n
– ლიმუზინში დაკვრის დროს… რადიოტექნიკოსის განათლებით არასოდეს მიმუშავია. მთელი ჩემი ენერგია მუსიკისკენ მივმართე. გასტროლებიც გვქონდა რუსეთსა და უკრაინაში. ანუ, 20 წლის ასაკში მე უკვე ვიცოდი, რა მინდოდა. ასეთ დიდ სიამოვნებას ვერავინ და ვერაფერი მანიჭებდა, მხოლოდ როკ-ენ-როლი და როკმუსიკა იყო იყო ჩემთვის მთავარი. „ლიმუზინს“ მოყვა ჯგუფი „მისტერია“. ეს იყო ჩემთვის გარდამავალი ეტაპი როკიდან ჯაზისკენ. მიუხედავად იმისა, რომ “მისტერიაში“ არცერთს არ გვქონდა შესაბამისი მუსიკალური განათლება და ტექნიკა, ჩვენ ვცდილობდით, დაგვეკრა პროგრესული როკი. ახლა პარალელურად ორ ჯგუფში ვიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ წამოვედი „ლიმუზინიდან“ და მთლიანად „მისტერიით“ დავკავდი. ასე გრძელდებოდა 1994 წლამდე, სანამ ისევ დავბრუნდებოდი „ლიმუზინში“. ამასობაში აქ ყველაფერი აირია და მუსიკისთვის ნამდვილად აღარავის ეცალა. ფაქტი იყო, თავისთვის უნდა გვეშველა და სადმე  ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გავსულიყავით. და ამ დროს ვატოს გაუჩნდა იდეა, დაკავშირებოდა ერთ თავის დანიელ ნაცნობს, რომელიც ახლოს იცნობდა, ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში არსებული ორი ბარის მეპატრონეს. ბარებში ზუსტად იმ მუსიკაზე იყო მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვუკრავდით, ბლუზსა და როკზე. მეპატრონემ მხოლოდ ტურისტული ვიზების აღება და გზის დაფინანსება გვთხოვა, დანარჩენი კი, იქ დაბინავება და ორი თვის განმავლობაში კვირაში 5 სამუშაო დღით უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო. ასე დაიწყო 1994 წლიდან ჩემი ემიგრაცია.
- ჯგუფის წევრები საქართველოში დაბრუნდნენ, თქვენ კი დარჩით.- მაშინ სხვა გზა არ მქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 22 წლის ასაკში გავხდი ოჯახის უფროსი და ოჯახი უნდა მერჩინა. ნებისმიერ სამუშაოს ვთანხმდებოდი, მებაღედაც კი მიმუშავია ერთ-ერთ დიზაინერულ კომპანიაში. სიმართლე გითხრათ, მძულდა ის სამსახური. ძალიან ბევრ რასისტთან მიხდებოდა შეხვედრა, რომლებიც ქედმაღლურად მექცეოდნენ, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა და ყველა სირთულე გადავლახე. გამაძლებინა მხოლოდ იმის ცოდნამ, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, რომ საბოლოოდ მე მაინც მუსიკას დავუბრუნდებოდი და ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებდი. იმის კომფორტი არ მქონია, რომ მატარებლით მემგზავრა ამსტერდამამდე, სადაც ჯემ-სეიშენები ეწყობოდა, საათნახევარი მივდიოდი ველოსიპედით ამსტერდამში და საათნახევარში ვფარავდი გზას უკან, საცხოვრებელ ადგილამდე. საღამოს 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე გრძელდებოდა სეიშენები, სახლში მხოლოდ დილის 3-4 საათზე ვბრუნდებოდი, 8 საათზე კი ისევ სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. ფაქტორივად არ მეძინა. მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრის ატანა შეგიძლია. თან მუსიკა, რომელსაც ვუკრავდი და ძალიან მიყვარდა (ბლუზი, ფანკი, როკ-ენ-როლი) დიდ მუხტს მაძლევდა. ჰოლანდიური ეტაპი ჩემთვის ერთგვარი მუსიკალური გამოწვევა იყო. იქაური საშემსრულებლო დონე ბევრად აღემატებოდა ჩემსას, ამიტომ თავდაუზოგავად ვშრომობდი. ნახევარი წლის შემდეგ, სეიშენებში მონაწილეობის შედეგად, აღმოვჩნდი ჯგუფში, რომელშიც იყვნენ: ინგლისელი ვეტერანი ბლუზმენი გიტარაზე, ბოსნიელი ბასისტი, ამერიკელი მუსიკოსი ორგანზე და მე. მალე კვირაში 5 სამუშაო დღე მოგვცეს. შემდეგ კი უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავედით. ევროკავშირი იმხანად იქმნებოდა. ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ქვეყნებს შორის საზღვრები თითქოს თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ასე მოვიარეთ საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, დანია. პრაღამდეც კი ჩავედით. ასე გრძლედებოდა მთელი წლის განმავლობაში.- საცხოვრებლად ამსტერდამში გადახვედით, სადაც ჯაზით „მოიწამლეთ“11137056_951309121569935_365295707_n- დიახ, სხვა სამუშაოებს მაშინვე დავანებე თავი და ისევ მუსიკით დავიწყე ცხოვრება. ამ პერიოდში მყავდა მეგობარი ქალი, რომელიც ჯაზდრამერი იყო. სწორედ მისი დახმარებით აღმოვჩნდი ამ საოცარ სამყაროში, რომელსაც ჯაზი ქვია. იმ დღეებში, როცა არ ვმუშაობდი, მასთან მივდიოდი ჯემ- სეიშენებზე დასაკრავად. ამ მუსიკამ ცუნამივით წამიღო. ეს თავისუფლება, ეს რისკზე წასვლა, განსხვავებული კილო, შესრულების მანერა. მე მაშინ განათლება არ მქონდა, მხოლოდ სმენით ვგრძნობდი, რომ ეს ბევრად დახვეწილი მუსიკა იყო, ვიდრე როკ-ენ-როლი, რასაც მე ვუკრავდი. დავიწყე უკვე ისეთი მუსიკოსების მოსმენა, როგორიც იყვნენ: მაილს დევისი, კოლტრეინი, ბილ ევანსი, მონკი.
ამ პერიოდში გადავწყვიტე მიმეღო მუსიკალური განათლება და იქაური ამერიკელი ემიგრანტების რჩევით, რომლებმაც დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ, მივმართე იქაური კონსერვატორიის ჯაზდეპარტამენტს. იქ არც კი მომისმინეს, 25 წლის ხარო, განათლების გარეშე, როკმუსიკოსი ქუჩიდან, შენ არავითარი შანსი არ გაქვსო. გულგატეხილი ჩემს ამერიკელ მეგობრებთან დავბუნდი, მათ კი მითხრეს, რომ ამერიკაში იყო ერთი სკოლა, ძალიან გონებაგახსნილი მენტალიტეტით, ბერკლის სამუსიკო აკადემია, სადაც შემეძლო სტიპენდიაც კი ამეღო. იმ პერიოდში ჩემი ინგლისური საშინელ დღეში იყო, ასე რომ, ენობრივი ბარიერიც მიშლიდა ხელს. ამერიკელი მეგობრები აქაც დამეხმარნენ, ჩემ მაგივრად შეადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, გავაგზავნე ჩემი ჩანაწერები, ყველაფერი, თუკი როდესმე მქონდა დაკრული და, ჩემდა გასაოცრად, პასუხიც მივიღე და ძალიან მნიშვნელოვანი, 75%-იანი სტიპენდიაც დამინიშნეს. ამსტერდამში უკვე აღარაფერი მაკავებდა, ახალი კანონის მიხედვით ბარებში დაკვრის დროს გარკვეული დეციბელების გადაჭარბება არ შეიძლებოდა და 5 სამუშაო დღიდან ოთხი დავკარგეთ  (სწორედ მაშინ წამოვიდა ჯაზის და აკუსტიკური მუსიკის ტალღა ამსტერდამში). ჩემს მეგობარ ქალსაც დავშორდი, არალეგალურად ქვეყანაში ცხოვრებაც რთული იყო. სასწრაფოდ ჩამოვედი საქართველოში, ნახევარი წლის აქ ყოფნის შემდეგ უპრობლემოდ ავიღე 5- წლიანი სტუდენტური ვიზა და 1996 წლის მაისში ამერიკაში წავედი. გზის ფულის დასაფარად და იქ რაღაც პერიოდით საცხოვრებლად, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, თუ რამის გაყიდვა შეიძლებოდა. ასე დაიწყო ჩემთვის ამერიკული ეტაპი, რომელიც 18 წელი გაგრძელდა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჯაზის მექაში ჩამოვყალიბდი მუსიკოსად.
- ამერიკაში ადგილობრივებთან ურთიერთობა როგორი იყო?- პირველი წელი რთული იყო. მაინც არსებობდა ენის ბარიერი. ჰოლანდიაში ნასწავლი ინგლისური საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოეფელის ტესტები კი ჩავაბარე, მაგრამ საუბარი ძალიან მიჭირდა. პირველი წელი სოციალური ცხოვრება არც მქონია. იმდენი რამე უნდა მესწავლა (ჯერ თეორიული საგნები, სოლფეჯიო და ჰარმონია და მერე ჩემს ინსტრუმენტზე მუშაობა), რომ ფაქტობრივად დრო არც მრჩებოდა ურთიერთობებისთვის. მე ან საკლასო ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ან ვმუშაობდი: ვუკრავდი ბლუზსა და ფანკს ბოსტონის სხვადასხვა კლუბში, რომ თავი მერჩინა. პირად ცხოვრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ღამეებს ვათენებდი საკუთარ თავზე მუშაობაში.
- რომელ ქვეყანაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?11137043_951309158236598_1591118241_n
– ამერიკაში. რადგან ის ემიგრანტების ქვეყანაა. თითქოს ჰოლანდიელები ცნობილები არიან თავისი ტოლერანტულობით, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ შეურაცხყოფაც მიმიღია… ამერიკაში ასე არ იყო. ბერკლის კოლეჯი ძალიან ინტერნაციონალური გახლდათ. ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ 10 იყო ამერიკელი. ბოლოს დავითვალე კიდეც, იქ სწავლის პერიოდში 60 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მქონდა დაკრული.
ნიუ- იორკში კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი, რადგან ის ნამდვილად ინტერნაციონალური ქალაქია.
მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, კომფორტულად თავი ბრაზილიაში ვიგრძენი.
რაც შეეხება მსგავსებას ქართულ მენტალიტეტთან, სამხრეთ ამერიკა, ესპანეთი, მექსიკა, საბერძნეთი- სამხრეთული მენტალიტეტის ქვეყნები. ძალიან თბილები, უშუალოები და ემოციურად გახსნილები არიან.
- თქვენ ერთადერთი ქართველი იყავით ბერკლიში?- იმ დროს (1996-2000) – კი, ერთადერთი ქართველი ვიყავი და აგრეთვე ვიყავი პირველი ქართველი, რომელმაც ბერკლი დაამთავრა ჩემი განხრით- Drums/Performance major (დასარტყამი ინსტრუმენტი/საშემსრულებლო(საკონცერტო) განხრა)
- ადგილობრივი სტუდენტები და ემიგრანტები როგორ თანაარსებობდნენ?- საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ – ყველანი ერთ მუსიკალურ კილოზე, ჯაზის ენაზე ვსწავლობდით საუბარს. ემიგრანტები ძალიან განვსხვავდებოდით ამერიკელი სტუდენტებისგან. ისინი პირდაპირ სკოლის მერხიდან იყვნენ მოსულები, ჩვენ კი – ცხოვრებისგან გამობრძმედილები. თავიდან, ჩაბარებისას მეგონა, რომ მე ყველაზე უფროსი ვიქნებოდი ბერკლიში, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.
- თუ იცოდნენ თქვენმა მეგობრებმა, სად იყო თქვენი სამშობლო?- ყველამ არა, ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ყველამ გაიგო, სად მდებარებდა ჩემი ქვეყანა.
- არის თუ არა საქართველოში ჯაზის კულტურა?- ჩემი აზრით, ჯერ განათლების სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ახლა, სხვათა შორის, ქართველი ჯაზმუსიკოსები, ევროკავშირთან თანამშრომლობით აყალიბებენ საქართველოში ჯაზის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს. ამ პროგრამაში ჩართულები არიან: მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, დათო ჯაფარიძე და სხვები. მეც მიმიწვიეს და, ვფიქრობ, ამ პროგრამის განხორციელება  დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ სფეროში. ამჟამად თბილისში ჯაზკლუბიც არ არსებობს და ეს გასაგებიცაა. ძალიან საინტერესოა ის, რომ აშშ-ს გარდა, ქვეყანები, რომლებიც მდიდარია ჯაზკლუბებით, არის სკანდინავიის ქვეყნები, იმიტომ, რომ იქ მთავრობა აფინანსებს კლუბებს, რომლებშიც ცოცხალი მუსიკა იკვრება, ამიტომ მეპატრონეს არ უწევს რისკზე წასვლა. მისთვის სულ ერთია, მოვა თუ არა მსმენელი. მსმენელი კი იქ ყოველთვის არის. ძალიან აფასებენ იქ ცოცხალ შესრულებას, არა მხოლოდ ჯაზის, არამედ სხვა მიმდინარეობებისაც. ჩვენთან კი სხვაგვარადაა. აქ ყველაფერი მაინც შემოსავალზე დაიყვანება. სხვათა შორის, ნიუ- იორკშიც, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია, ასევეა. მაგრამ ის ჯაზის მექაა და ეს ტრადიცია არჩენს. ეს რომ არა, ნიუ- იორკშიც მკვდარი იქნებოდა ჯაზი. დიდ ხელოვნებას სჭირდება დაფინანსება და ამის მაგალითები უხვადაა ხელოვნების ისტორიაში.11118875_951309101569937_1240251160_n
- ცნობილი ადამიანები, ვისთან ერთადაც დაგიკრავთ და რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე…- ასეთი ძალიან ბევრია. ამ ასპექტში აუცილებლად უნდა გავიხსენო ნიუ – იორკის ეტაპი, იმიტომ, რომ ის იყო ჩემს ემიგრაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი. ბერკლის დამთავრებისთანავე ნიუ -იორკში გადავედი , სადაც ბედნიერება მხვდა, დამეკრა უამრავ საინტერესო მუსიკოსთან. ეს იყო ყველაზე დიდი სკოლა და ჩემი მუსიკალური დაღვინება, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ამ ქალაქში მოხდა. მახსოვს ჩასვლისთანავე წავედი ერთ-ერთ ბარში, რომელსაც Zinc Bar-იჰ ქვია და იქ მოვუსმინე დრამერს ჯეფ “ტეინ” უოთს. მართლაც, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არ მქონდა, რომ მისგან გაკვეთილები ამეღო, მაგრამ ჩუმად, ქურთუკში ვიდებდი ხოლმე მინი დისკ-ფლეიერს და ვიწერდი მის დაკრულს, შემდეგ კი სახლში ვარჩევდი პარტიებს. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რა დიდ მუსიკოსებთან მომიწევდა კონკურენცია და ახალი ძალით დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. მოგვიანებით დავუმეგობრდი კიდეც ჯეფს და ვსაუბრობდით ყველაფერზე მუსიკის გარდა. მუსიკაზე საუბარი არ უყვარდა. ამის შემდეგ 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბრაზილიელ მუსიკოსებთან, რომლებმაც ისე შემაყვარეს თავისი მუსიკა, რომ ენაც კი ვისწავლე. ჩემი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში ამ მუსიკას ისევე დიდი ადგილი უჭირავს, როგორიც ჯაზს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებთანაც დამიკვრია და რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, მათი სია ძალიან დიდია: Esperanza Spalding-შესანიშნავი ბასისტი და ვოკალისტი, Mino Cinelu-პერკუსიონისტი, Avishai Cohen-საყვირი, Lionel Loueke-გიტარა Badal Roy-ტაბლა,Sheryl Bentyne -ვოკალი Valeri Ponomarev-საყვირი Leni Stern-gitara, Leo Genovese-პიანო, Dom Salvador-პიანო Gabriel Grossi-ჰარმონიკა , Thiago Espirito Santo-ბასი Keith Carlock-დრამი და მრავალი სხვა…
- ძლიერი ინსპირაციის წყარო…- ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილება, ცუდი თუ კარგი…
- ვინმეს გავლენა ხომ არ გაქვთ?- რა თქმა უნდა. გავლენის გარეშე არავინ არსებობს. ძალიან მიყვარს Elvin Jones, Toni Williams, Jack De Johnette, და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ხელწერის ჩამოყალიბებაში, Brian Blade.
მისი გამოჩენა ჩემთვის იყო სინათლის სხივივით ბნელ გვირაბში, მანამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი…სია მართლაც დიდია…
– დამწყებ ჯაზმენებს რა ურჩევდით?
- ვურჩევდი, ბევრი იმუშაონ, ბევრ შემსურებელს მოუსმინონ. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე და რა კულტურაში გაიზარდე, მთავარია, სიყვარულით მოეკიდო შენს საქმეს და დიდი ინფორმაციისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ზუსტად გამოხატო შენი თავს ამ მუსიკაში… მოსმენა მთავარი სკოლაა მუსიკოსისთვის. ჯაზის ძველ კორიფეებს არ ჰქონდათ განათლების მიღების საშუალება, ახალ თაობას კი ამ ინფორმაციულ ეპოქაში თავის გასამართლებელი აღარ აქვს, ახლა ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, მთავარია თავდაუზოგავად იშრომო. საქართველოში ზუსტად ახლა ყალიბდება ჯაზის სკოლა. მე შევთავაზე კონსერვატორიის ჯაზის დეპარტამენტს, მონაწილეობა მიმეღო საგანმანათლებლო პროცესში და ჩემი გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ჩავატარე მასტერკლასებიც. დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებენ ჩემს შემოთავაზებას და საშუალება მექნება ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენს ქვეყანაში ჯაზის განვითარებაში.
- ვიცით, რომ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში გაქვთ შაბათობით გამოსვლები. როგორ მოხდა თქვენი ამ თეატრთან დაკავშირება?- კონსერვატორიის რექტორმა, რეზო კიკნაძემ მითხრა, რომ ამ თეატრში სამშაბათობით იმართებოდა ჯემ- სეიშენები და მეც მივედი. შესვლისთანავე მოვიხიბლე იქაური შემოქმედებითი გარემოთი და კახა ბაკურაძეთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ყოველ შაბათს დავუკრავდი აქ ჩემს მეგობართან, დათო ჯაფარიძესთან და სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად.
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში სულ სხვა ამპლუაში წარვდგები მაყურებლის წინაშე: ჩემს ნაწარმოებებთან ერთად ვასრულებ ჩემი საყვარელი შემსრულებლების სიმღერების ორიგინალურ ინტერპრეტაციებს. ყოველ შაბათს, 10 საათზე განსაკუთრებულ და განახლებულ პროგრამას ვთავაზობ მსმენელს სხვადასხვა ინსტრუმენტალური შემადგენლობით. აქ მსმენელი გაიცნობს ჩემი მუსიკალური ჩამოყალიბებისა თუ გამოცდილების ყველა ასპექტს. გამიცნობს, როგორც პერკუსიონისტს, დრამერს და ასევე, როგორც გიტარისტსა და მომღერალს. ძალზედ მრავალფეროვანსა და საინტერესო საღამოებს გთავაზობთ.
- ქართველი და უცხოელი მსმენელი…- ჩემი 20- წლიანი გამოცდილებით, მსმენელი ყველგან ერთნაირია. თუ მუსიკა გულიდან მოდის, თუ ყველაფერს გულწრფელად გასცემ სცენაზე, რეაქცია ყველგან ერთია. თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალზე ჩემს კვარტეტთან ერთად წარვდექი, საკმაოდ რთულ მუსიკას ვუკრავდით და დიდი შიში მქონდა, რომ ხალხი ვერ გაუძლებდა და წავიდოდა, მაგრამ დარბაზიდან არავინ გასულა და ფეხზე ადგომით აპლოდისმენტებითაც დაგვაჯილდოვეს, იმიტომ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ.
- მას შემდეგ, რაც წახვედით, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, როგორია კონტრასტი რომელიც ჩამოსვლისას აღმოაჩინეთ?- კონტრასტი, მართლაც, დიდია. საზღვარგარეთიდან ეს უფრო შესამჩნევია. როცა აქ ხარ და ყოველდღიურობაში ხარ ჩაფლული, იმდენად ვერ შეიგრძნობ ამ ყველაფერს. საქართველო სრულიად სხვაგვარი დამხვდა, ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპულ სახელმწიფოდ. ძალიან მომწონს ახალი თაობა, სრულიად სხვა მენტალიტეტითა და პრიორიტეტებით. ის რადიკალურად განსხვავდება 90-იანების თაობისგან, რომლისთვისაც „ქუჩაში დგომა“ და ქურდული მენტალიტეტი იყო ღირებული.
- რაც საქართველოში დაბრუნდით, ქართველ მუსიკოსთაგან, ვისთან მოგიწიათ თანამშრომლობა?- ძალიან ბევრთან: თამაზ ყურაშვილთან, დათო ჯაფარიძესთან, რეზო კიკნაძესთან, ზურა რამიშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან, მაია ბარათაშვილთან, პაპუნა შარიქაძესთან… არ მინდა ვინმე გამომრჩეს… ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია საქართველოში და მიხარია მათთან ურთიერთობა რომ მაქვს.
- რა არის თქვენთვის წარმატება?- ჩემთვის წარმატება და ბედნიერება ერთია. ნამდვილი ბედნიერება კი ის არის, როცა იცი, ცხოვრებაში რა გინდა, რა გიყვარს და მხოლოდ იმას აკეთებ. იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ აღიარება მოიპოვო. შრომა, მიზანდასახულობა.
- იყო თუ არა შემთხვევა, როცა მიწვევაზე უარი გითქვამთ?- ორჯერ, და ორივეჯერ ეს რუსეთს უკავშირდება. 2009 წელს მოწვევა გვქონდა ისეთი ცნობილი პიროვნებისგან, როგორიცაა არტემ ტროიცკი, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ პუტინის რუსეთში არასოდეს დამეკრა. ამის გამო ჩემი ამერიკელი კოლეგები მოვიმდურე, მაგრამ მოგვიანებით, როცა გაიგეს ჩემი უარის მიზეზი, მათთვისაც ყველაფერი გასაგები და მისაღები გახდა. მე, რა თქმა უნდა, არ განვსჯი ჩემს იმ თანამემამულეებს, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოზიციაა.
- შემოქმედებითი ოცნება თუ გაქვთ?- განვითარება! ღმერთმა მაშოროს ის დღე, როცა ვიფიქრებ, რომ ყველაფერს მივაღწიე. მინდა მუდმივად მეტამორფოზას განვიცდიდე. ჯაზში, და მუსიკაში, ზოგადად, ეს არის მთავარი და აქ თვითგამოხატვისთვის ზღვარი არ არსებობს.
ირმა მირზაშვილი

ნანკა ქოქიაშვილი – თუ რომელიმე ჩემი მეგობარი რამე წარმატებას აღწევს, ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც ისინი



0
მისი მხიარული ხმა პირველად რადიოდან გაისმა.   „ეს  რადიო „საქართველოს ხმაა“,   მე  კი მისი წანყვანი,  ნანკა ქოქიაშვილი გახლავართ“.  – ჩვეული მხიარულებით მოგვესალმა და  საკუთარი თავი  უფრო ახლოს გაგვაცნო.  მას მერე უამრავი  საღამო წაიყვანა , ბევრ პატარასაც   გაულამაზა  დაბადების დღე  და ამ დღის სიხარული თავადაც  გაიზიარა. ის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და საკუთარ თავზე გვიამბობს.
პირველად  მოულოდნელად აღმოჩნდით სცენაზე…11050710_952010578166456_5310165055174711110_n
 2008 წელს კომპანია „new star“  ატარებდა კონკურსს. შემთხვევით გავიცანი ორგანიზატორი,  რომელმაც მონაწილეობა შემომთავაზა, დავპირდი მოვალ–მეთქი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, არ მივიდოდი. როგორც ჩანს, მიხვდა, რკინიგზელთა სახლში დავდიოდი  ცეკვაზე,  იქ მომაკითხა და უარი ვეღარ შევბედე.
კონკურსის  ჟიურის თავმჯდომარე ზურაბ ცინცქილაძე იყო. მისი და მისი მეუღლის ფავორიტი  აღმოვჩნდი  და პირველი ვიცე მის სკოლა გავხდი.  მესამე ტურისთვის კაბა თვითონ შევიკერე.  ეს ტური „ავანგარდი“ იყო.  ჩვეულებრივი  ზეწრისგან შევქმენი საუცხოო კაბა. ძველი პალტოს ღილები შევღებე, დავაკერე   და უკვე გამზადებულ კაბას  ჩემი ფოტოები დავაწებე.  საუცხოო გამოვიდა. შემდეგ, როდესაც  “საქართველოს ხმაში” დავიწყე მუშაობა,  გავიგე,  რომ  რადიოს დირექტორი ბატონი მამუკაც იმ ჟიურის წევრი ყოფილა. კონკურსის მერე ამ კომპანიაში  ქორეოგრაფად მიმიწვიეს.  ახლაც  სულ ვეხმარები.
პროფესია როგორ აირჩიეთ?
პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე. მესამე კლასიდან ჟურნალისტობა მინდოდა.   არც ოჯახში იყო ვინმე წინააღმდეგი, ჩემს არჩევანს პატივს  სცემდნენ.  იცოდნენ, რომ ეს ჩემი საოცნებო პროფესია იყო. თანაც,  თავიდანვე აქტიური ვიყავი.
პირველი ხელფასი ძალიან პატარამ  გამოიმუშავეთ.  რა გრძნობა იყო ეს?10987464_952010858166428_2136012811635112626_n
16 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი. (ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,თერგში”, ქორეოგრაფის დამხმარე ვიყავი.) ყველაზე ბედნიერი  ვიყავი. ახლაც კი მახსოვს ის  შეგრძნება, 30 ლარი ავიღე.  ოჯახის წევრებს  რაც უყვარდათ, ის ვიყიდე. სულ  პროდუქტებში დავხარჯე.  ძალიან ბედნიერი  და ამაყი ვიყავი,  რომ ჩემი ნაშრომით სახლში საჭმელი მივიტანე.  არც კი მიფიქრია, ფული  სხვა რამეში დამეხარჯა.  ჩავთვალე, რომ ზრდასრული ვიყავი უკვე. ოჯახში ოთხნი ვართ: მე, დედა, უფროსი და და დისშვილი. მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს. თავისი ცხოვრება აქვს.
რადიო…
დიახ,   ჩავაბარე კინოსტუდიაში, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და  მალევე, პირველი კურსის მეორე სემესტრიდან  დავიწყე რადიო „საქართველოს ხმაში“ წამყვანად მუშაობა. ყველაფერი რადიოში ვისწავლე. ჯერ წამყვანი ვიყავი.  მერე საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა , მერე მუსიკალური  რედაქტორი ვიყავი,  ცოტა ხანი საინფორმაციოს ხელმძღვანელიც გახლდით.  ხშირად  ვხუმრობდი,  ბატონ მამუკასთან დირექტორობა დამრჩა ამ რადიოში – მეთქი.  ჩემი ქორეოგრაფი ნუგზარ ჯიქური და რადიოს დირექტორი მამუკა კუჭავა  შვილივით მექცეოდნენ  ყოველთვის. ისინი არიან საოცარი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება და არასდროს დამავიწყდებიან.
კონცერტებს უძღვებითუმეტესად  რესტორნის პროგრამები მიგყავთ და გათამაშებებს აკეთებთ.11066786_952010864833094_1650800613957083124_n
ჩემს წამყვანობას  თავისი სახალისო ისტორია აქვს. ერთხელ მითხრეს,  წამყვანად ხომ წამოხვალ, ხომ იციო. არც დავფიქრებულვარ, ისე მივუგე  მაგის მეტი რა მიკეთებია-მეთქი.  მოვემზადე, შევაგროვე თამაშები. ზოგიც მოვიგონე და საბოლოოდ ძალიან კარგად გამომივიდა. პირველად,  წლების წინ ბესო ჩუბინიძის “miss stars”  წავიყვანე.  ამის  შემდეგ ივენთების საორგანიზაციო კომპანია “marj studios” ხელმძღვანელმა ამიყვანა სამსახურში. მისი გაკეთებული ღონისძიებების 90%- ის წამყვანი ახლაც მე ვარ.
საქველმოქმედო ფონდ „კეთილსოფელზე“ რას გვეტყვით?
დიახ, საქველმოქმედო ფონდი ,,კეთილსოფელი”  რვა თვის გამმავლობაში ტურნეებს მართავდა   საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.  აქაც ყველა კონცერტზე წამყვანი გახლდით. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო გამოვეთიშე.
ახლა რას საქმიანობთ?
ამჟამად დაბადების დღის ცენტრებში  ვმუშაობ წამყვანად და ანიმატორად.  ასევე ოთხი წელია პრომო საქმიანობას ვეწევი, და კიდევ პარასკევს და შაბათს ღამის თორმეტიდან დილამდე ბელგიურ ბარ“ leffe“-ში კარაოკეს წამყვანი ვარ. მოკლედ, მიკროფონს მჭიდროდ ვემეგობრები.(იცინის)10389716_952010554833125_7740796923754126920_n
ამდენს როგორ ასწრებთ?
საერთოდ,  როგორც გითხარით,  ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. მიყვარს საზოგადოებაში ყოფნა.  პოზიტიური ურთიერთობები. განსაკუთრებით მიხარია პატარებთან ურთიერთობა.  მათი სხივჩამდგარი,  გაბრწყინებული თვალები სიხარულს მანიჭებს. მეც  დადებითი ენერგიით ვივსები და დაღლა მავიწყდება.
რა არის ნანკას ოცნება?
ნანკას ოცნება არის, იყოს ბედნიერი და წარმატებული, რეალიზებული ქალი.   ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ადამიანებს გახარებულებს ვხედავ.  თუ რომელიმე ჩემი მეგობარი რამე წარმატებას აღწევს, ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც ისინი. როგორც არ უნდა მიჭირდეს, უფლის მადლიერი ვარ. მუდამ პოზიტიური განწყობით ვცდილობ სხვებისთვის ვიყო მაგალითი.
ირმა მირზაშვილი
19428_952010698166444_2000340437633480115_n
1509778_952010861499761_2912474469197656944_n
10421631_952010488166465_7492390116750090754_n
11061964_952010718166442_5806725096013948809_n
11083714_952010721499775_1035785649096538680_o
11091172_952010591499788_7285554453547275866_n
11091486_952010534833127_5821190987505160900_n
11129757_952010761499771_5234364971610466538_n


 

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით ფილმ „ზღვარის“ ჩვენება გაიმართა -ფოტოკოლაჟი 0

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას რომანტიკული მელოდრამის „ზღვარის“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებას 29-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ქეთევან მუხიგული და ამავე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.
ფილმის ნახვის შემდეგ ისინი შეხვდნენ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს – რეჟისორს, მთავარ გმირებს -გიორგი მახარაძესა და ნათია კვაშალს, ოპერატორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილს და მათ კითხვები დაუსვეს. რეჟისორთან ერთად განიხილეს ესა თუ ის სიუჟეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.11128017_867873086605045_1430163145_n
მათ საკუთარი აზრი გამოხატეს ფილმის შესახებ. შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალ “კვირას” მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზატორი, ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი უძღვებოდა.
ფილმი „ზღვარი” ახალგაზრდა რეჟისორმა ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“-ს მიხედვით გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 33 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩასული, მარიამ ქაცარავამ სპეციალური პრიზი დაიმსახურა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რეჟისორებისგან საინტერესო შეთავაზებებიც მიიღო. ფილმის შინაარსი ასეთია: მთავარი გმირის, ნინის (26 წლის) ოჯახი დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში. ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენს – გიგის. ნინისთვის ეს გარიგება საინტერესო აღმოჩნდება. მათი შეხვედრები გრძელდება მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ნინი შემთხვევით არ გაიცნობს 30 წლის მხატვარ ზაზას, რომელიც არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევანის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს, ან კეთილდღეობა. ფილმში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები – ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, თამარ მაყაშვილი, ნინო ლეჟავა, ზაზა იაქაშვილი, ჯანო იზორია და სხვები.
17191_867859283273092_3107505103126045724_n
19111_867859319939755_6994338791307919939_n
19803_867859579939729_12509715339838773_n
1509256_867859109939776_2583194534503415092_n
10155849_867859416606412_2388801809685104304_n
11071939_867859443273076_6052455069595512398_n
11094687_867859226606431_3697792308895004515_n
11137029_867875429938144_790570877_n
11117767_867879589937728_958693794_n
11138174_867859663273054_5966106162662084093_n