понедельник, 20 апреля 2015 г.

ვაჟა კაკუშაძე: ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქრად, იმ ტანჯვა–წამების დათმენისა და ჩემი ადამიანური სახის შესანარჩუნებლად…




0

არსებობს შემთხვევები, როდესაც თავისუფლებამოყვარული, მაღალ ფასეულობებზე აღზრდილ ადამიანიუნებურად ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ხოლმე და პატივაყრილს ცხოვრება უფრო დიდი ღალატის,ძალადობისა და ბოროტებასთან შერკინების ბრძოლის ველად გადაექცევა.
იყვნენ ადამიანებირომლებიც ბოროტდებოდნენიყვნენ ისეთებიცრომლებიც არაადეკვატურებიხდებოდნენზოგიც ადამიანის სახეს კარგავდავინაიდან თვლიდარომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდადა სამყაროზე გაბრაზებულიათასი სისულელისთვის ამზადებდა საკუთარ თავსთითქმის ყველასწყუროდა შურისძიება“… 
უსამართლო დამოკიდებულება ხშირად ადამიანებს ახალი დანაშაულისკენ უბიძგებსროგორ მოძებნაგამოსავალი საკუთარი რთული მდგომარეობიდან და რა გზები გაიარა საზოგადოებაში დასაბრუნებლადჩვენმა სტუმარმა, იგი თავად გვიამბობს – ვაჟა კაკუშაძე.10985477_955178934516287_1646815183806005658_n
დავიბადე თბილისში, 1972 წლის 19 აპრილს. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩვეულებრივი გადატყავებული, „ზელიონკა“ წასმული მუხლებით,  ხშირად მოტეხილი, დათაბაშირებული ხელ-ფეხით და ბავშვური ოცნებებით.  დავიბადე და აღვიზარდე ჩვეულებრივ, ქართულ ოჯახში. ჩვეულებრივი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით.
როგორი მოზარდი  იყავით. მაშინაც  იბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ?
-კი. აქტიური ვიყავი.  გუშინ 9 აპრილი იყო და 9 აპრილს, მაგალითად, მე და ჩემმა მეგობრებმა პარტიზანული ბრძოლა გავუჩაღეთ რუსებს. სიმართლე გითხრათ, სხვისგან არც გამიგია ასეთი რამ.  როგორც მაშინ ეძახდნენ, არცერთი არაფორმალისგან არ გამიგია, რომ რაიმე სახის დასაპირისპირებელი  ქმედება განეხორციელებინოთ დარბევის შემდეგ.
9 აპრილს, ანუ იმ დღეს, როცა უკვე გათენდა, რუსთაველის თეატრის სახურავიდან დავცხეთ  ნაბიჭვრებს „მოლოტოვის კოქტეილები“. არავის უქნია ასეთი რამ.  სახურავზე ვერ შევძელი ასვლა. სულ ორი კაცი ავიდა, მე ქვემოთ ველოდებოდი, იმიტომ, რომ ფეხი მქონდა მოტეხილი და ყავარჯნებით  დავდიოდი. სამაგიეროდ, ჩემი გაკეთებული იყო ის „მოლოტოვის ბოთლები“.
ვერავინ შეგნიშნათ?  შეიძლება ესროლათ კიდეც.11062337_955178821182965_207535756444958703_n
– შეგვნიშნეს, მაგრამ ქვემოთ უკვე ძალიან ბევრი ვიდექით. ბიჭებმა იცოდნენ  „ჩორნი ხოდები“, უცებ ჩამოვიდნენ და ქვემოთ იმდენი ხალხი ვიდექით (დედაჩემის, ჩემი შეყვარებულის და კიდევ უამრავი მეზობლის ჩათვლით), რომ ვერ გაბედეს და ვერ გვესროლეს. არადა, ჯარისკაცები რომ ავარდნენ ზემოთ და რომ გადმოგვხედეს, თაბუკაშვილზე მხოლოდ  ჩვენი ჯგუფი იდგა. წესით არ უნდა შეჰპარვოდათ ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა.
მერე ავდექით და მოწამლული არაყი შევაჩეჩეთ ბუკიას ბაღში. მე მივედი და ვუთხარი, ბიძაჩემიც ჯარისკაცია და ვიცი, რომ არაყი უყვართ ჯარისკაცებს, ალბათ თქვენც გენდომებათ,  ოჯახში გაკეთბული ჭაჭაა-მეთქი. არადა  სულ ცოტა 20 ამპულა დიმედროლი გავურიეთ.  მაგრად რომ გაითიშნენ და კისრები რომ მოწყდათ,  ავდექით და  მათ ტანკს “ტრაკი” გავუფუჭეთ (ტრაკი არის ტანკის  მუხლუხის  – “გუსინიცას” რომ ეძახიან,  ნაწილი).  ხო, კიდევ კომენდანტის საათის დროს ღამე გამოვდიოდით და ხელით დაწერილ პატრიოტულ მოწოდებებს ვაკრავდით.
ეს იყო ერთგვარი შურისძიება. ეს იყო პროტესტი. მეტი რა შეგვეძლო?! 16–17 წლის მოზარდები ვიყავით.
- როგორ აირჩიეთ პროფესია?11102637_955179007849613_4170671884088496120_n
– ბავშვობიდან მიყვარდა  ქართველი მეფეების ისტორიები. მაშინ გავიგე, რომ თამარ მეფის საფლავი არ იყო აღმოჩენილი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ამ დაკარგულ განძს იპოვნიდა. პროფესიაც აქედან გამომდინარე შევარჩიე – არქეოლოგობა. მართალია ოჯახი წინააღმდეგი იყო (განსაკუთრებით მამა), მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და ისტორიის  ფაკულტეტზე ჩავაბარე. რა თქმა უნდა, უკვე კარგად ვიცოდი, რომ თამარ მეფის საფლავის პოვნას ვერ მოვახერხებდი, მაგრამ ის იდუმალება, რაც არქეოლოგიას ახასიათებს, მაინც არ მასვენებდა და ამიტომ აღარ შევცვალე ჩემი არჩევანი.  პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მოვინდომე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა. ჯურხა ნადირაძეს ჰქონდა ექსპედიცია. მართლა ბევრი ადამიანი ჩავრიე, მაგრამ, საწუხაროდ, მაინც უარი მითხრეს. პირველკურსელები არ მიგვყავს, ჯერ ადრეაო!-ეს იყო ბატონი ჯურხას პასუხი.
ერთხელაც, საჯარო ბიბლიოთეკასთან შევამჩნიე „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომელსაც საბურავი ჰქონდა დაშვებული. პატრონი, ჩასუქებული ეშმაკურად მოუსვენარი თვალების მქონე მამაკაცი იდგა და დაღონებული უყურებდა მანქანას. ვუსაყვედურე, ამხელა კაცი ხარ, „პაკრიშკის“ გამოცვლა არ შეგიძლია-მეთქი, სათადარიგო ბორბალი ამოვიღე და სულ რაღაც 10 წუთში დავუყენე. პატრონმა ვინაობა მკითხა, სახელი და გვარი რომ გაიგო, აღმოჩნდა, რომ მიცნობდა. განგებამ მოინდომა და ბატონი ჯურხა ნადირაძე შემახვედრა. საკუთარი წიგნიც მაჩუქა ავტოგრაფით და მითხრა, რომ ასეთ პირველკურსელზე ვერ იტყოდა უარს და ველზე  წამიყვანა. ეს იყო  პირველი და უკანასკნელი სამუშაო, რომელიც ჩემი პროფესიით შევასრულე.
ომის წლები  საკუთარ თავზე გამოსცადეთ...11128793_955178841182963_3124801183576145229_n
- მესამე კურსზე ვიყავი, როცა საქართველოში ომი დაიწყო. მანამდეც იყო არეულობა, თბილისის ომი, დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ამ არეულობებში სრულიად შეგნებულად არ მიმიღია მონაწილეობა. არა იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია არ მქონდა, უბრალოდ, მცირე ასაკის მიუხედავად, მაშინ უკვე  ვთვლიდი, რომ არც ერთი პოლიტიკური შეხედულება არ ღირდა  იმად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანისთვის ტყვია მესროლა.  დაპირისპირება, რომელიც ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა, უკვე გასცდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპირისპირებას. ორივეგან  ფაქტობრივად რუსულ რეგულარულ და მოხალისეების ორგანიზებულ სამხედრო ნაწილებთან მოგვიწია ბრძოლა. აბა, რა გვქონდა მე და ჩემს აფხაზ დეიდაშვილებს საომარი?! ჯერ მარტო წავედი ომში. სულ რაღაც 2 კვირაში უკან დავბრუნდი თბილისში, მთელი ჩემი ბავშვობის სამეგობრო ავიყოლიე და უკვე მათთან ერთად დავბრუნდი საომრად. არ მეგულება ჯარისკაცი, რომელსაც ომი უყვარდეს. არ მეგულება ადამიანი, რომელზეც ომი ძალიან დიდ, წაუშლელ კვალს არ ტოვებდეს, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ომობდა და სიცოცხლის ფასი ზუსტად არ იცოდეს. ძალიან რთული  იყო ეს დრო ჩემს ცხოვრებაში. დრო  იმედგაცრუების, სიკვდილთან დამეგობრების და უსუსურობის პირველი განცდის… იქ ყოფნისას გოგა ხაინდრავამ მე და ჩემი მეგობრები გადაგვიღო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში „ოცნებების სასაფლაო“.  ფილმში  ხერხემალში ჩემი დაჭრის დოკუმენტური კადრები არის. ეს ფილმი საბედისწერო  აღმოჩნდა  მრავალი ჩემი მეგობრისთვის, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ვინც იმ ფილმში იღუპება, სინამდვილეშიც დაიღუპა…
როგორ გგონიათ,  თქვენს ცხოვრებაში ომი  ყველაზე რთული მოვლენაიყო?11149395_955178901182957_4966691798477894772_n
– მიუხედავად ძალიან ბევრი თანამებრძოლის სიკვდილისა, მიუხედავად ჩემი ჭრილობებისა, მაინც ვთვლი, რომ ომი არ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მოვლენა. ომში ცალსახად იცი, ვინ გყავს მტერი, იცი, ვისგან უნდა დაიცვა თავი და ამიტომ ომი ბევრად უფრო „მარტივი“ (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვა ვერც ერთი სიტყვა ვერ  მივუსადაგე) განსაცდელია, ვიდრე ციხე. იმიტომ რომ ციხეში, გარდა გისოსებს მიღმა მტრებისა, მტერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო შენს ბედში მყოფიც…
2005-2013 წლებში, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდის გადატანამ  მომიწია. 2 820 დღე, თითქმის 8 წელი გავატარე ციხეში. 2 820 დღე, ყოველდღიური ბრძოლისა, საკუთარი სიცოცხლისათვის. თანაც, რაც ყველაზე უფრო რთულად აღსაქმელი იყო, ბრძოლა მიწევდა  სახელმწიფოსთან. სახელმწიფოსთან, რომლის წარმომადგენლებიც უმეტეს შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდ და სასტიკ  დანაშაულს სჩადიოდნენ, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ, პატიმრებს გვედავებოდნენ.   ციხეში  იყვნენ ადამიანები (როგორც ტოლსტოის „აღდგომაშია“), რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რატომ დაიჭირეს. მე ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, თითქოს ციხეში ანგელოზები არიან და ყველა უდანაშაულოა. არა, ბატონო. უბრალოდ, დამნაშავეებიც კი, ხშირად იმაზე მეტ ადამიანობას ავლენდნენ, ვიდრე კარებს მიღმა მყოფი სახელმწიფო მოხელეები.  ამის არაერთი მაგალითის შემსწრე ვყოფილვარ ამ 8 წლის განმავლობაში და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ისევ და ისევ პატიმრების ერთმანეთის გვერდში დგომამ გადამარჩინა მე და კიდევ მრავალი სხვაც.
როდის დაიწყეთ წერა?11141149_955178791182968_1071188973976446409_n
– ჯერ კიდევ ბავშვობაში. რაღაც პატარა იუმორისტული ფელეტონი დავწერე. მახსოვს, მამამ დამიძახა. წაუკითხავს და ისე შემიფასა, რომ კარგა ხანი წერის სურვილი აღარ გამჩენია… ომშიც ვწერდი, რაღაც დღიურის მაგვარს. ყველა მნიშვნელოვან ფაქტს, ბრძოლას თუ ისტორიას ვიწერდი. თუმცა მერე დავხიე და გადავყარე. ჩემი წერის მორიგი  მცდელობა ციხეში მქონდა. იქაც დღიური გავაკეთე; ვწერდი, როგორ პირობებში გვიწევდა ცხოვრება.  ვიწერდი დანახულ-მოსმენილს; ვწერდი გარითმულადაც (ვერ გავკადნიერდები და  ლექსს ვერ დავარქმევ), როგორ მენატრებოდნენ ოჯახის წევრები… მართალია ძალიან რთული იყო იქიდან გარეთ ჩემი ნაწერების გამოტანა, მაგრამ მაინც მოვახერხე:  ხატები გავაკეთებინე, ჩარჩოში ჩავაყოლე და მოძღვრის მეშვეობით გამოვიტანე. ახლაც ვცდილობ რაღაც-რაღაცები ვწერო, იმიტომ, რომ  ბევრი მაქვს მოსაყოლ-გასახსენებელი. ვნახოთ, რა გამოვა.
თვლითრომ უდანაშაულოდ დაგაპატიმრეს?
 – ზემოთ უკვე ვთქვი, ციხე არ არის ანგელოზების ადგილი. არც მე ვყოფილვარ ანგელოზი. უბრალოდ, ისეთ რამეზე დამაკავეს, რაც ნამდვილად  არ მქონდა დაშავებული. ჩემი ბავშვობის  მეგობარი დაიჭირეს და ის აიძულეს, რომ ხელი დაედო ისეთ რამეზე, რაშიც ნაღდად არ ვიყავი გარეული. ოღონდ მართლა არ მსურს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება. ჩემი ბავშვობის მეგობრის ღალატზე მომიწევს საუბარი და ამიტომ… რაზეც დამაკავეს, იმისთვის სულ 4 წელი მომცეს და, წესით, 4 წელიწადში სახლში უნდა წამოვსულიყავი, რომ არა ციხეში დამატებული კიდევ 4 წელი.
- უსამართლო დამოკიდებულება ხშირად  ადამიანებს  ახალი  დანაშაულისკენ უბიძგებსთქვენს შემთხვევაშიროგორ იყო?11133755_955179084516272_3942940146860905106_n
-  იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოროტდებოდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც  არაადეკვატურები ხდებოდნენ…ზოგიც ადამიანის სახეს კარგავდა,  ვინაიდან თვლიდა, რომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა და სამყაროზე გაბრაზებული, ათასი სისულელისთვის ამზადებდა  საკუთარ თავს. თითქმის ყველას სწყუროდა შურისძიება…
შემდეგ მოხვდით  ისეთ ადამიანებთან,  რომლებიც მიუღებელნი არიან თავისი ცხოვრებით. არადა, უნდა იცხოვრო მათთან ერთ საკანში. თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორ მოახერხეთ იქაურ სოციუმთან შეგუება.
- მართლაც, არის ასეთი მომენტი. როცა ხედავ, რომ ამ ტიპის ადამიანებთან არაფერი გაქვს საერთო. აბსოლუტურად ფაქტობრივად სხვადასხვა პლანეტიდან ხართ, მაგრამ იძულებული ხარ, ურთიერთობა გქონდეს. ურთიერთობა რთულია, მაგრამ არ არის ტრაგედია. უმეტესობა აფასებს წესიერ ადამიანებს და ზუსტად იცის, რომ არ უნდა შეეხოს. მე იმ სოციუმს ვგულისხმობ, რომელსაც პატიმრები ერქვათ, მაგრამ პატიმრისგან ისევე განსხვავდებოდნენ, როგორც ცა და დედამიწა… ეგრეთ წოდებულ პრივილიგირებულ პატიმრებზე ვსაუბრობ, თუმცა პრივილეგირებულად კი არა, ციხეში ამ ადამიანებს სხვა სახელით მოვიხსენიებდით.
- მეორედ  წაგიყენეს მუხლი11136717_955179081182939_4520529119069101924_n
- მუხლი,  რომელიც მეორედ  წამიყენეს, იყო ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმა და ბუნტის მოწყობის მიზნით ჯგუფის შექმნა. არადა,  მარტო მე გამასამართლეს. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს,  ვერ დაადგინეს, ვინ მყავდა ჯგუფში, და ეს ხდება  კამერებითა და ადმინისტრაციის თანამშრომლებით გატენილ ციხეში.  შუბლის ძვალი ჩამიმტვრიეს ცემაში. 1 თვეზე მეტი კარცერში ვყავდი გამოკეტილი (კანონით კარცერის მაქსიმალური სასჯელი 10 დღეა). ისეთი ნაცემი ვიყავი, ახლაც კი მემჩნევა ღრმული შუბლზე და აქეთ მე დამიმატეს ” სროკი”. ეს ამბავი სტრასბურგში  გავასაჩივრე და მალე ველოდები პასუხს. „ახალგაზრდა იურისტები“ მყავს ადვოკატად,  მეუბნებიან, რომ მოვიგებთ.
რა შეგრძნება იყო, როდესაც გაიღო ციხის კარი და ისევ ძველ, ნანატრ სამყაროში დაბრუნდით.  იყო შიში?  ისეთი იყო  სამყარო,  როგორც ამას  იქ, ციხეში სიზმრებსა და წარმოდგენებში ხედავდით?11147856_955178871182960_3321772800554668858_n
– შეგრძნება ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. თან სიხარული და თან გარკვეულწილად მომავლის შიშიც. აღარ მქონდა სახლი. დამენგრა 20 წლის ოჯახი. თითქოს არანაირი პერსპექტივა…ხალხიც ძალიან შეცვლილი დამხვდა.  თითქოს სხვა ქალაქში, სხვა ადამიანებთან დავბრუნდი. მაგრამ ისევ ოჯახმა, ისევ მეგობრებმა, მოახერხეს და გამომიყვანეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან. ერთმა ძველმა მეგობარმა სამსახური დამაწყებინა, ჩემმა მეგობარმა და ამავე დროს ნათესავმა, მიმკურნალა (ციხეში ტუბერკულოზი და მიკროინფარქტი გადავიტანე). თითქმის 6 თვე დავდიოდი სხვადასხვა ექიმთან. მათ შორის ფსიქიტრთანაც. მოკლედ, გამოვძვერი.
- თქვენი წარსულის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი გენდოთთქვენც არ გაუმტყუნეთ და მოაგებინეთარჩევნებირა პასუხისმგებლობა დაგაკისრათ მომავალში ასეთმა აქტიურობამ. ადვილია ადამიანს დაუდგეთავდებად?  ალეკოს ადგილზე სხვას თუ გააპიარებდით ასე?
- მართალია, მე მთაწმინდელი ვარ, მაგრამ საბურთალოზეც ადამიანებს ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ, რაც მე – სამეზობლოში. ყველას უნდა, რაღაც შედეგების დანახვა საკუთარ ოჯახში, საკუთარ მაცივრებში. ამ პრობლემების არც მოსმენა მაკლია და არც თვითონ ეს პრობლემები. მე ვიცნობ ალეკოს და ვმეგობრობ მასთან. ზუსტად ვიცი, რითი სუნთქავს და რა აწუხებს. უფლება არ მქონდა, გვერდში არ დავდგომოდი. თითქმის 70–მდე წინასაარჩევნო შეხვედრის ორგანიზება მოვახერხეთ. მოდიოდა მოსახლეობა და ერთმნიშვნელოვნად სიმპათიას ამჟღავნებდა “ჩემი ფალავანის” მიმართ. შტაბშიც სულ მისი მეგობრები ვიყავით. ადამიანები, რომლებსაც არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ გვქონია. ჩვენ უბრალოდ გვჯეროდა, რომ ალეკო არის ის ადამიანი, რომელსაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია ხალხისთვის. ასეთი ადამიანებისთვის თავდებად დადგომა ჩემთვის პატივია და ყოველთვის გავაკეთებ იგივეს.
ერთი შეხედვით არაპროფესიონალების ჯგუფი იყავითგაგვიმხელთ,  როგორ მოახერხეთ და როგორ მოუგეთარჩევნები ორი უსერიოზულესი პარტიის კანდიდატს?11149356_955178867849627_9015607277149476090_n
- ალეკოს  საარჩევნო შტაში არცერთი პროფესიონალი არ გვყოლია. ვიყავით მეგობრები, ვიყავით ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად გვჯეროდა, რომ ალეკო არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. 70–მდე შეხვედრა დავგეგმეთ და განვახორციელეთ. არანაირი პიარტექნოლოგიები არ გამოგვიყენებია, არ აგვიღია ხელფასი, საკუთარი ხელით ვაკრავდით პლაკატებს, შეხვედრების განცხადებებს… ენთუზიაზმით და მონდომებით, სიალალით და ერთმანეთის გვერდში დგომით მოვიგეთ ის არჩევნები. მართლა ძალიან მაგარი განცდა იყო.

დიდი სიყვარული გეწვიათ. ფიქრობთ,  რომ  დათმნისა და სიკეთისთვის ამით  დაგაჯილდოვათ ღმერთმა?
- თქვენ ვერ წარმოდგენთ, როგორ ათიანში გაარტყით. იმიტომ, რომ მართლა ვთვლი– ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქრად ზუსტად იმ ტანჯვა–წამების დათმენისა და ჩემი ადამიანის სახის შესანარჩუნებლად.
თქვენი საყვარელი საქმიანობაჰობი...
-  პოზიორობაში ნუ ჩამითვლით და ახლაც საყვარელი საქმე, ზოგადად, სიკეთის კეთებაა. ვიცი, ძალიან პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ ასეა და არ მინდა მოვიტყუო. ვთვლი, რომ ისედაც ბევრი შეცდომა დავუშვი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო განვლილ ცხოვრებაში და ვცდილობ, ავინაზღაურო. საზოგადოებრივ საქმიანობას დავუბრუნდი, ვიყავი პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთი აქტივისტი. შემდეგ, მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი ქალაქი“. ვრგავთ ხეებს, ვზრუნავთ გარემოზე, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, ვცდილობთ, დავეხმაროთ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს…
რას დაუტოვებდით შვილებს?
- არ მინდა, რომ გაუკეთებელი დავუტოვო ის, რისი გაკეთებაც რეალურად შემიძლია. სურვილით კი ვისურვებდი, რომ ისეთ სახელმწიფოში ეცხოვროთ, სადაც მოქალაქე იღწვის სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე.
-თვლით, რომ ადამიანი თუ მოინდომებს ცხოვრების ყველა ეტაპზე შეიძლება ახლიდან დაწყება?
- კი! მე ვარ ამის მაგალითი.
შეცვლიდით რამეს?
- არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ არაფერს შეცვლიდნენ. ბოლო-ბოლო ზოგიერთი შეცდომის თავიდან არიდებას მაინც შევეცდებოდი. თუმცა არც იმას დავმალავ, რომ დღევანდელობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ და, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ის შეცდომებიც საჭირო ყოფილა.
ირმა მირზაშვილი

გერმანიის ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან ნანა ყაულაშვილი წარდგება


 0

– ჩემი შვილი, გერმანიაში ვაიმარის უნივერსიტეტის არქიტექტურის მაგისტრანტია. გამოფენის შესახებ ინფორმაცია მან გამომიგზავნა. დავათვალიერე პირობები, შევავსე CV და გავაგზავნე რამოდენიმე ნამუშევრის ფოტო, თუმცა იქ ისეთი მეთოჯინეების გვარები წავიკითხე, მოწვევის იმედი არ მქონდა. ჩემდა გასაკვირად, რამდენიმე დღეში მივიღე ონლაინმოწვევა  ჩემთვის და მეუღლისათვის. ამასთან ერთად, გააგზავნეს მოთხოვნა გერმანიის საელჩოში თბილისში, რომ ჩვენთვის ვიზებზე შეფერხება არ ყოფილიყო. გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, ხელნაკეთი თოჯინების   საერთაშორისო გამოფენა  PUPPENFRÜHLING-ი  ყოველწლიურად ტარდება. ეს არის მსოფლიოში  ამ ტიპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი  გამოფენა. მასში მონაწილეობს  300- მდე მეთოჯინე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. გამოფენას  ყოველწლიურად 5000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.  მემაყება, რომ წელს საქართველოსაც ეყოლება თავის წარმომადგენელი და ეს მე ვიქნები ჩემი თოჯინებით.
- რა ტიპის თოჯინების გამოფენას აპირებთ?10999317_949708665063314_7077839935380303864_n- ამჟამად ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, თუ რომელი თოჯინები მიიღებენ მონაწილეობას. ალბათ უპირატესობას დიდი ზომის თოჯინებს მივანიჭებ და ვეცდებით, მაქსიმალურად კომპაქტურად მოვათავსოთ ისინი ხელბარგში. ვაპირებ წავიღო ნაციონალური თოჯინაც. ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ ბოლო ნამუშევარზე. ვცდილობ მოვასწრო გამოფენისათვის.- ვინ აფინანსებს თქვენს გამგზავრებას?
- ამ მოწვევას ძალიან სწრაფად გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო, რომელმაც თითქმის სრულად დაგვაფინანსა, რის გამოც განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ  სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვის ხელშიც გაიარა ამ აპლიკაციამ. ესენია: მაკა კასრაძე, ბაკურ დავითაია, ნანა ჩუბინიძე, ხათუნა (სამწუხაროდ, გვარი არ ვიცი) და არაერთი გულისხმიერი და საქმიანი ადამიანი, რომელთა სახელები არც კი ვიცი, და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა კულტურის მინისტრს, რომლის გადაწყვეტილებამაც გახადა შესაძლებელი ჩემი ამ გამოფენაში მონაწილეობა.- რით არის მნიშვნელოვანი ეს გამოფენა თქვენთვის?- გამოფენის ფარგლებში ჩატარდება  ასევე „ ერთი ნამუშევრის კონკურსი“- ყველა მონაწილის ერთ ნამუშევარს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური და გამოავლენს გამარჯვებულს. ასევე გაიმართება სემინარი და მასტერკლასი.ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ქართული მეთოჯინეობის პოპულარიზაციისათვის.  გარდა ამისა, ეს გამოფენა პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან საშუალება მომეცემა, პირადად გავიცნო ამ სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები და ვიხილო მათი ნამუშევრები, დავესწრო მასტერკლასს, ასევე შევიძინო ის საჭირო მასალები, რომელთა შეძენაც საქართველოში შეუძლებელია.
- ახლა რა  მასალას იყენებთ?11083888_949708628396651_8522260936583793755_n-  ჩემი თოჯინები თავიდან ქსოვილის იყვნენ. ბოლო 2 წელია, რაც პოლიმერული თიხით და პაპიემაშეთი ვმუშაობ: ვძერწავ, ვუკეთებ მეტალის კარკასს, შემდეგი ეტაპებია,- მოხატვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკერვა. სკამსაც მე ვუკეთებ. სულ რამდენი თოჯინა შევქმენი, არ დამითვლია. ამჟამად სახლში 15 თოჯინა მყავს. პროტოტიპი ჩემს თოჯინებს არასოდეს ჰყავს, არც შეკვეთით მიყვარს თოჯინის კეთება, რადგან სხვისი აზრი ფანტაზიას მიზღუდავს. წინასწარ ესკიზსაც არ ვაკეთებ. ამბობენ, რომ ჩემი თოჯინები ცოტათი მოწყენილები არიან. მე კი ვთვლი, რომ ისინი მეოცნებენი არიან, ისეთივენი, როგორიც მე ვარ…
- როგორ აპირებთ მათ ტრანსპორტირებას?- ჩემი თოჯინები საკმაოდ რთულად ტრანსპორტირებადია, რადგან მხოლოდ ხელბარგით შეიძლება მათი გადატანა. ამის გამო მესაჭიროებოდა თანმხლები პირი, ვინც დამეხმარებოდა თოჯინების  უსაფრთხოდ  ტრანსპორტირებაში. ეს ფუნქცია იტვირთა ჩემმა მეუღლემ – დავით ჯვარშეიშვილმა. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, იგი შეიძლება ჩაითვალოს ამ თოჯინების ერთ – ერთ თანაავტორადაც, რადგან ყველა მასალა, რომელიც ამ საქმისათვის მჭირდება, რისი ყიდვაც საქართველოშია შესაძლებელი,  ასევე ის მასალებიც, რომლებიც იაპონიიდან ჩამოგვდის, მისი მოძიებული და შეძენილია. 
შეგახსენებთრომ ქალბატონი ნანა პროფესიით ექიმია, ასევე –  დიზაინერი. არა მარტო თოჯინებიმისი ხელითშექმნილი სამკაულებიზარდახშებისანათებიჩანთები, თოჯინებთან ერთად, გერმანიისსაფრანგეთის,რუსეთისისრაელის და ამერიკის კერძო კოლექციებშიაიგი საქართველოში 90-იანი წლებიდან სხვადასხვაგამოფენაში მონაწილეობსქარვასლაშიცისფერ გალერეაშითანამედროვე ხელოვნებისგალერეაში, ფოლკლორის ცენტრსა და „რედისონში“. თუმცა პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონიაარცსახელოსნო აქვს და ყველაფერი მის სასადილო ოთახში მზადდება.
ირმა მირზაშვილი
11081018_949708631729984_5712882272152285283_n

შალვა ბიწაძე – ჩემი მიზანია, მქონდეს ისეთი სტუდია, სადაც ბავშვები უფასოდ ეზიარებიან ქართული ცეკვის ხელოვნება


 0
ახალგაზრდა ანსამბლი „ორბები“ დაარსებისა და მოღვაწეობის ორწლიანი მუშაობის შედეგად  მართალიამცირე ისტორიით შემოიფარგლება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში  მათ გარკვევულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. გუშინ ანსამბლმა სიღნაღში გამართულ  სიყვარულის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთი ჯილდო  დაიმსახურა.  მისი  ხელმძღვანელი  ქორეოგრაფი შალვა ბიწაძე გახლავთ, რომელიც დღეს  ჩვენი სტუმარია და  ანსამბლისა და საკუთარი პერსონის შესახებ  თავად გვიამბობს.
სიღნაღში სიყვარულის ფესტივალზე  მიიღეთ მონაწილეობავინ მიგიწვიათ  და რა ცეკვები შეასრულეთ?11025990_959487727418741_7072706172456783648_n
წელს პირველად ანსამბლმა სიღნაღში გამართულ სიყვარულის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, რომელზეც თენგიზ ქიმაძემ მიგვიწვია.  სიღნაღში გამართულ ფესტივალს  „მზიანი საქართველო“ ერქვა და მართლაც საუცხოდ წარიმართა. ეს დღე ნამდვილი მზის ზეიმი გახლდათ. ჩვენმა ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ცეკვა შეასრულეს და დიპლომები მიიღეს. ბედნიერი ვარ, რომ გარდა ცალკეული მონაწილის შრომის დაფასებისა, ანსამბლი მედლითაც დაჯილდოვდა. ეს ჩვენი ბავშვებისთვის დიდი სტიმულია.
როგორ გაჩნდა ანსამბლის ჩამოყალიბების იდეა?
ყოველთვის მინდოდა ისეთი ანსამბლი ჩამომეყალიბებინა , სადაც ბავშვი მუდმივად დაკავებული იქნებოდა და თან ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარებოდა. ჩვენ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვართ. “ორბი” ისეთ ვაჟკაცებს აღზრდის, რომელთაც არასდროს მოუნდებათ ქუჩაში უქმად დგომა. გარდა ინტელექტუალური ზრდისა, ჩვენი პირდაპირი მიზანია მოზარდის ფიზიკურ და ესთეტიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა. ყოველწლიურად თანმიმდევრულად გართულებული ცეკვის ილეთები და ზოგადად პროგრამა, მოსწავლის ასაკისათვის შესაფერის ფიზიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, სისტემატიური ვარჯიშით მოსწავლეებში სხეულის მოვლისა და სიჯანსაღის შენარჩუნების ჩვევები ადრეული ასაკიდან ვითარდება. გუნდური მუშაობა , დისციპლინა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მათში ნელნელა განვითარებული ყველა ეს თვისება მომავალ ცხოვებაში მათთვის ბევრი წარმატების საწინდარი იქნება. ჩემი სურვილია, ყველა მოზარდს ჰქონდეს საშუალება, ქართულ ხელოვნებას ეზიაროს. ჩემი  მიზანია, მქონდეს ისეთი სტუდია, სადაც ბავშვები უფასოდ ეზიარებიან ქართული ცეკვის ხელოვნებას, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.  მე მახსოვს ჩემს ბავშვობაშიც იყვნენ ოჯახები, რომელთა შვილებსაც ძალიან უნდოდათ ცეკვა ესწავლათ, თუმცა მშობლები  ვერ ახერხებდნენ მათთვის ეს სურვილი შეესრულებინათ. ახლაც ასეა, რუსთავში არიან ოჯახები, რომელებსაც  მძიმე სოციალური პირობების გამო,  არ აქვთ ამის საშუალება.
მოგვიყევით თქვენს შესახებ1506938_959489870751860_7239665058449259486_n
პროფესიით ქორეოგრაფი გახლავართ. ხუთი წლიდან ვცეკვავ. ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. ხელოვნებისადმი სიყვარული მშობლებისგან გადმომეცა. დედა– პროფესიით მუსიკოსი გახლავთ, მამა ინჟინერია, თუმცა ხელოვნების დიდი მოტრფიალე. სწორედ მათ მაზიარეს ცეკვის ხელოვნებას. ხუთი წლიდან დავდივარ ცეკვაზე. პირველად ანსამბლ “ერისიონში” ვცეკვავდი, შემდეგ ჩავაბარე ქორეოგრაფიულ უნივერსიტეტში. 4 წლის დასრულების შემდეგ განვაგრძე ცეკვა ანსამბლ “სეუში”. მიღებული მაქვს დიპლომები,სიგელები,მედლები და მრავალი მადლობა წარმატებული მოღვაწეობისათვის.  ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ჩემი ანსამბლის ჩამოყალიბება გახლავთ, რომელსაც სახელწოდება თავად მოვუფიქრე. მოგეხსენებათ,რომ ფრინველი ორბი გამოირჩევა თავისი სიძლიერით და მიზანდასახულობით.
მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვცდილობ ჩემს პატარა ბიჭს აქედანვე შევაყვარო ქართული კულტურა. მოგეხსენებათ,  ყველა ის თვისება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, სწორი აღზრდის შედეგად ძალიან პატარა ასაკიდან ყალიბდება ადამიანში.
ანსამბლს უკვე გარკვეული წარმატებები აქვს
დიახ, ასეა. ახალბედა ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ ფესტივალებში და კონცერტებში, როგორც ანსამბლი „ორბები“-ს საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ორი წლის განმავლობაში მიღებული გვაქვს ოთხი სერთიფიკატი და სამი მედალი.  ახლა უკვე მეოთხე სიღნაღიდან ჩამოვიტანეთ. ანსამბლი ორი ქორეოგრაფის, სამი მუსიკოსის და ოცი მოცეკვავესგან შედგება. ყველა წევრმა კარგად იცის , რომ შრომით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
ახლახანს  ქალაქ ალანიადან მიიღეთ მოწვევა   შვიდ დღიან ფესტივალზე  მონაწილეობ მისაღებად,  თუმცა არ იცით, მოახერხებთ თუ არა  გამგზავრებას . რა ფესტივალია ეს?11018594_959490570751790_8311367267605236394_n
ეს ფესტივალი ყოველ ზაფხულს იმართება თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. წელს მიწვეული ვარ ანსამბლ „ორბებთან“ ერთად . ამ ფესტივალში წინა წლებში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც მოცეკვავე. მათი ინტერესიც სწორედ აქედან გაჩნდა . ჩემი ანსამბლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ მივიღე მოწვევა. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ გზა და ადგილზე ცხოვრების თანხა ანსამბლმა უნდა დაფაროს, სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ანსამბლს არ აქვს ბიუჯეტი, რადგან არ ფინანსდება სხვა წყაროებიდან.  სიღნაღი ახლოს არის და ფესტივალზე წასვლის ხარჯები მშობლებმა გასწიეს, რადგან მათი დიდი სურვილია თავიანთი შვილები თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვერა, ქვეყნის შიგნით მაინც იყვნენ წარმატებულნი. თურქეთში გამგზავრებას რაც შეეხება, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინტერესდება ანსამბლის ბედით და დახმარების ხელს გამოგვიწვდის, რაც მისცემს ანსამბლს განვითარების საშუალებას.
მომავლის გეგემები
რა თქმა უნდა, ბევრი გეგმა მაქვს,  როგორც პირადი ასევე  ანსამბლთან დაკავშირებული. თუმცა  გეგმებზე წინასწარ საუბარს ვერიდები. სჯობს საქმემ გამოგვაჩინოს.
ირმა მირზაშვილი
10408700_959490594085121_7003643823130561205_n
11137102_959489937418520_53677397829777064_n
11139412_959489924085188_779085938839678767_n
11146526_959490460751801_7512850608148169394_n
11148734_959489897418524_5129576647830896172_n
11150227_959489900751857_2656473569617730135_n