3 აპრილს, 20:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ნაჩვენები იქნება ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას რომანტიკული მელოდრამა
"ზღვარი".
ფილმი „ზღვარი“ გადაღებულია
ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“-ს მიხედვით. საერთაშორისო ფესტივალზე , სადაც 33 ქვეყანა იყო ჩამოსული, რეჟისორმა სპეციალური პრიზიც დაიმსახურა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რეჟისორებისგან საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღო.
ფილმის შინაარსი ასეთია : მთავარი
გმირის,
ნინის
(26 წლის) ოჯახი
დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში, ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენ გიგის. ნინისთის
ეს გარიგება საინტერესო აღმოჩნდება. მათი
შეხვედრები გრძელდება მანამ, სანამ
უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ნინი შემთხვევით გაიცნობს 30 წლის
მხატვარ ზაზას, რომელიც
არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევანის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს ან კეთილდღეობა.
ფილმში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობები - ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, თამარ მაყაშვილი, ნინო ლეჟავა, ზაზა იაქაშვილი, ჯანო იზორია და სხვები.
შეხვედრის ორგანიზატორი: ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი.
არ გამოტოვოთ!დასწრება თავისუფალია.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი მდებარეობს მისამართზე :
თბილისი, ალექსიძის ქ. 1 კორპ .4( სპორტის სასახლის უკან)
Комментариев нет:
Отправить комментарий